imedi /  17 ნოემბერი 2020, 17:24 / სანდო წყარო

ხუთწლიანი მმართველობის ვადის გასვლის შემდეგ კახი კახიშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

კახი კახიშვილი

კახი კახიშვილი

კახი კახიშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ფედერაციას უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 40-მდე ძალოსნობის დარბაზი აშენდა, ლაშა ტალახაძე კი საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ზედიზედ სამჯერ დასახელდა.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, წესდების მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს და ყრილობის საბოლოო თარიღი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

კახიაშვილი აცხადებს, რომ თუ დელეგატები მის კანდიდატურას კიდევ ერთხელ წარადგენენ, ის მზად არის პრეზიდენტის პოსტი კიდევ ერთი ვადით დაიკავოს.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

30 ივნისი 2022, 18:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპარლამენტარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რასაკვირველია ასრულებს რუსეთის გეგმას

რუსეთს სწორედ ის უნდა, რომ ამ სიტუაციაში გაიძლიეროს პოზიციები, რომ ნატოს თუ ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთ მიმართულებით შეწყდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს, ომის პარტიის მხარდამჭერები ასრულებენ იმ გეგმას, რაც რუსეთს უნდა.

ხავიერ კოლომინა

30 ივნისი 2022, 18:32

თავდაცვა

ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი: ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების სიხშირეს გავზრდით - ნატო-ს ერთობლივი წვრთნები მხოლოდ რამდენიმე პარტნიორთან აქვს, მათ შორისაა საქართველო, რაც თანამშრომლობის დონესა და ხარისხზე მიუთითებს

„საქართველო მადრიდის სამიტზე საკმარისად იყო წარმოდგენილი. ჩვენ ვუმასპინძლეთ საქართველოს პრემიერ- მინისტრს, პრემიერმა მონაწილეობა მიიღო სამიტის მეორე სესიაზე, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ შავ ზღვაზე, რომელიც ნატოსთვის სტრატეგიული სივრცეა, ვიმსჯელეთ საქართველოზე, დავადასტურეთ 2008 წლის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულება და ვაღიარებთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“.

30 ივნისი 2022, 18:31

პოლიტიკა

სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება: კამპანია ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიშლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს

მათივე თქმით, აშკარაა, რომ დეოლიგარქიზაციის დათქმის გამოყენებით, კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიშლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს.

ჯო ბაიდენი

30 ივნისი 2022, 18:28

მსოფლიო

აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, საბრძოლო მასალებსა და ბატარეის საწინააღმდეგო რადარებს.

ჰერმან საბო

30 ივნისი 2022, 18:23

პოლიტიკა

ჰერმან საბო: რაც არ უნდა ტექნიკურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ბოლო ნაბიჯი იქნება პოლიტიკური ელიტის მიერ ერთპიროვნულ მმართველობაზე უარის თქმა. ვინ იქნება ეს პოლიტიკური ელიტა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია, ვინმეს ამის გამბედაობა ჰქონდეს

რაც არ უნდა ტექნიკურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს ბოლო ნაბიჯი იქნება პოლიტიკური ელიტის მიერ ერთპიროვნულ მმართველობაზე უარის თქმა. ვინ იქნება ეს პოლიტიკური ელიტა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ვინმეს ჰქონდეს ამის გამბედაობა,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

30 ივნისი 2022, 18:15

მსოფლიო

BBC: რუსეთმა კუნძულ ზმეინიდან საკუთარი სამხედროები გაიყვანა

„ჩვენ მივეჩვიეთ, რომ რუსეთი ავრცელებს მოვლენების იმ ვერსიას, რომელიც სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც უკრაინის ან დასავლეთის მთავრობები გვთავაზობენ. მოსკოვს უნდა, გვჯეროდეს, რომ ხმეინიდან რუსეთს უკან არ დაუხევია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იქ მყოფმა რუსულმა ჯარებმა უბრალოდ „ამოცანების“ შესრულება დაასრულეს და წავიდნენ“.

30 ივნისი 2022, 18:10

პოლიტიკა

6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო - სუბარის, ხუნდაძისა და ყაველაშვილის განცხადება

6-თვიანი ვადის დაწესებს მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო და ხელოვნურად გააღვივოს ხალხის ემოციები, რათა რევოლუციური სცენარით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება და „ნაციონალური მოძრაობით“ მისი ჩანაცვლება მოხერხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

30 ივნისი 2022, 18:04

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

2022 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ“ და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

30 ივნისი 2022, 18:04

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არავინ დაიჯეროს, რომ რუსეთი არ შეეცდება თავისი აგენტურის მეშვეობით პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების აღტყინების გამოყენებას საკუთარი ინტერესების გასატარებლად

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, არავინ დაიჯეროს, რომ რუსეთი არ შეეცდება თავისი აგენტურის მეშვეობით პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების აღტყინების გამოყენებას საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ჰერმან საბო

30 ივნისი 2022, 17:59

პოლიტიკა

ჰერმან საბო „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე: თუ ისინი გულწრფელები არიან და მართლა ასეთი რამე ხდებოდა, რომ ვიღაცები ომის დაწყებაში „ცვლიდნენ“ საქართველოს ევროპულ მომავალს, ამის ფაქტები დაგვჭირდება

როდესაც 3 დეპუტატი წავიდა „ქართული ოცნებიდან“, იმ საღამოს ჟურნალისტებმა მკითხეს, თქვენი აზრით, რას შეილებოდა ემსახურებოდეს მათი წასვლაო და პირველი რაც მომაფიქრდა და რა თქმა უნდა, ეს ვარაუდი იყო - ხო არ ცდილობს „ქართული ოცნება“ ტექნიკურად დაშალოს უმრავლესობა და შემდეგ ეს გამოიწვევს მთავრობის გადაყენებას. ამით, გამოვა ის, რომ ერთის მხრივ, დასავლეთის მოთხოვნებს შეასრულებენ და მეორეს მხრივ, არც აქციების მოთხოვნებს დაეთანხმნენ ბოლომდე, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ხავიერ კოლომინა

30 ივნისი 2022, 17:46

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: „მაპი“ არ არის მიზანი, „მაპი“ არის ინსტრუმენტი, რათა ქვეყანას დაეხმაროს მოემზადოს საჭირო მომენტისთვის - ალბათ, საქართველოს „მაპი“ დასჭირდება

„საქართველოს სჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი ორგანიზაციაში მოპატიჟებაზე. „მაპი“ იქნება საჭირო თუ საქართველოს მომზადება დასჭირდება. როგორც აღვნიშნე, „მაპი“ ინსტრუმენტია ნებისმიერი ასპირანტისთვის. ვფიქრობ საქართველო არაა მზად, ამიტომ ალბათ საქართველოს დასჭირდება „მაპი“, როგორც ამას აქამდე ვამბობდით“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

გიტანას ნაუსედა

30 ივნისი 2022, 17:44

პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: უმნიშვნელოვანესია, რომ ნატომ შეასრულოს გაცემული პირობები ღია კარის პოლიტიკის ერთგულების მიმართ

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ნატომ გაცემული პირობები შეასრულოს. „ქრონიკის“ კითხვაზე, როდის გაიღება ნატოს კარი საქართველოსთვის, ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა იყოს გადაწყვეტილებები ან სიგნალები შემდეგ სამიტზე, რომელსაც ვილნიუსი უმასპინძლებს.

ხავიერ კოლომინა

30 ივნისი 2022, 17:38

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: ნატოს კარი ღიაა, თქვენ უნდა მოემზადოთ იმ მომენტისთვის, რომელიც დადგება

უმნიშვნელოვანესია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გამეორება. მე მესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრია. ეს ჩანაწერია საქართველოზე და ბოსნია და ჰერცოგოვინაზეც და ეს მართლაც ბევრს ნიშნავს. ეს დემონსტრირებაა იმის, რომ კარი ღიაა. თქვენ უნდა იყოთ მზად, თქვენ უნდა მოემზადოთ იმ მომენტისთვის, რომელიც დადგება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

30 ივნისი 2022, 17:35

პოლიტიკა

რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში აგრარულ ბაზარში მისულ „ლელოს“ წარმომადგენლებს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ

რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში აგრარულ ბაზარში მისულ „ლელოს“ წარმომადგენლებს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, 3 ივლისის აქციის ორგანიზატორები რუსეთიდან მართულები არიან. შეხვედრისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთი პირი, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფას აყენებდა, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

30 ივნისი 2022, 17:33

საზოგადოება

გიორგი ხანიშვილი: მოვუწოდებ ფერმერებს, თხილის მოსავლის გადასარჩენად, დამატებითი, ორი-სამი წამლობა აუცილებლად ჩაატარონ

გასულ წელს, ექსპორტზე 120 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა. არ შეიძლება ჩვენ ეს ტემპი შევანელოთ. მინდა, მოვუწოდო ფერმერებს, თხილის მოსავლის გადასარჩენად, დამატებითი, ორი-სამი წამლობა აუცილებლად ჩაატარონ. უახლოეს დღეებში გამოიდარებს და ფერმერებმა წამლობა უნდა დაიწყონ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

30 ივნისი 2022, 17:27

პოლიტიკა

„სირცხვილიამ“, ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, თავის Facebook-ზე რუსეთიდან მოქმედი ადმინი ჩახსნა

მოძრაობა „სირცხვილიამ“, ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, თავისი Facebook-გვერდიდან რუსეთიდან მოქმედი ადმინისტრატორი ჩახსნა. მანამდე „სირცხვილიას“ Facebook-ის ოფიციალური გვერდის გამჭვირალობის გრაფაში მითითებული იყო 22 ადამიანი, რომლებიც მოძრაობის ვებგვერდს მართავდნენ. მათ შორის 20 საქართველოდან, ერთი რუსეთიდან და ერთიც შეერთებული შტატებიდან.

პაატა მანჯგალაძე

30 ივნისი 2022, 17:22

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე „სირცხვილიაზე“: ვუწონებ ამ ადამიანებს ანტირუსული კამპანია რომ აქვთ და არა ანტიდასავლური

ჩემთვის არაფერზე არ მეტყველებს. ეს ხალხი, რასაც აკეთებს, საქმე ფაქტებით შევაფასოთ - არიგებენ ევროპისკენ მოწოდების ბუკლეტებს და ხალხს მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში იყოს ევროპა, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „სირცხვილიაზე“ საუბრისას განაცხადა.

თეონა აქუბარდია

30 ივნისი 2022, 17:17

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია: ის, რომ რუსეთის მოქალაქე შეიძლება მართავდეს Facebook-გვერდს, არ ნიშნავს რომ „სირცხვილია“ არის პრორუსული

„წარმომადგენელი და რუსეთის მოქალაქე აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. საქართველოში არაერთი რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც კარი გახსნილი აქვს. ყველაფერი ის, რაც დღეს არის, საქართველოს რუსეთთან აახლოებს და არა „სირცხვილიას“ მოძრაობა, ამიტომ, კარგად უნდა გავმიჯნოთ რას ნიშნავს რუსეთის ინტერესები და რას ნიშნავს რუსეთის მოქალაქე“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი ვოლსკი

30 ივნისი 2022, 17:12

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არ ვიცი, რამდენად რეალურია, რომ „სირცხვილია“ მოსკოვიდან კონტროლდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მაქარაშვილი იყო პუტინის უახლოესი მეგობრის პრესმდივანი

არც ის გამიკვირდება, რომ ეს ინფორმაცია ზუსტი იყოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდს რუსეთიდანაც მართავენ.

30 ივნისი 2022, 17:10

მსოფლიო

Reuters: ევროპელი ოფიციალური პირები კალინინგრადის ტერიტორიის სანქციებისგან გათავისუფლებას განიხილავენ, რათა რუსეთთან დაპირისპირება განმუხტონ

ევროპელი ოფიციალური პირები კალინინგრადის ტერიტორიის სანქციებისგან გათავისუფლებას განიხილავენ, რათა რუსეთთან დაპირისპირება განმუხტონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.