imedi /  18 ნოემბერი 2020, 14:16 / სანდო წყარო

ლევან კობიაშვილი: უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად საჯაროდ ვრცლად ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე

ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე, - ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წერს.

„ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი, მაგრამ მე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა, შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე. დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა, დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - წერს კობიაშვილი.

ყველა სიახლე

ლაშა ხუციშვილი

11 მაისი 2021, 21:44

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ამერიკული კომპანია SpinCar-ის მიერ Pulsar AI-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის

მეტი ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, მეტი ინვესტიცია ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, ესაა ჩვენი ეკონომიკის მომავალი. მიხარია, რომ უკვე დღეს, ნათლად ვხედავთ ამ მომავლის საფუძვლებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამერიკული კომპანია „SpinCar“-ის მიერ „Pulsar AI“-ის შეძენა არის უდიდესი წარმატება და აღიარება ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის.

11 მაისი 2021, 21:41

COVID19

NCDC: საქართველო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის

„წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასწორად ინტერპრეტირებული. შერჩეული ქვეყნები, სადაც საქართველო ამ სურათზე არის წარმოდგენილი წამყვან ქვეყნად, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შედარებული არის იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წუთებში სიკვდილიანობა არის ძალიან დაბალი. რეალური ციფრით, ოცეულშიც არ მოიაზრება საქართველო ოფიციალურად დადასტურებული ციფრებით“, - აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

არჩილ თალაკვაძე

11 მაისი 2021, 21:25

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: SpinCar-მა განაცხადა, რომ შეიძინა Pulsar AI-ი, როგორც ავტო-ინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე განვითარებული საკომუნიკაციო პლატფორმის შემქმნელი, Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ წარმატებას

ავტო-ინდუსტრიაში ინტერნეტ გაყიდვების გლობალურმა ლიდერმა SpinCar-მა განაცხადა, რომ შეიძინა Pulsar AI, როგორც ავტო-ინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე განვითარებული საკომუნიკაციო პლატფორმის შემქმნელი, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

11 მაისი 2021, 21:15

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 643 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 643 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 912 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილი

11 მაისი 2021, 21:09

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ცესკოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე უნდა იყოს პროფესიული ნიშნით არჩეული პირი

„თუ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება, მაშინ ეს პირი მუდმივად ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, რაც არ არის სამართლიანი. პროფესიული ნიშნით არჩეული პირი უნდა იყოს, რადგან ის იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური. შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტი იქნება დაცული, ოპოზიციას წარმომადგენელი ეყოლება. საუბარია ისეთი მექანიზმის მომზადებაზე, რომელიც გამორიცხავს საბოტაჟის განხორციელებას, თუ ეს მოხდება. ამ შემთხვევაში ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს ბერკეტები, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხშირად პარტიის მიერ წარდგენილი პირი იყოს. კონკრეტულ „ჩამკეტ“ მექანიზმებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრიუს კუბილიუსი

11 მაისი 2021, 21:08

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი „ნაციონალურ მოძრაობას“: მინდა დაჟინებით მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ შეთანხმებას და პარლამენტს შეუერთდეთ

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

ალეკო ელისაშვილი

11 მაისი 2021, 21:07

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციური ერთიანობა არის ბლეფი

ოპოზიციური ერთიანობა არის ბლეფი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ-ერთი დესტრუქციული ძალა.

თინა ბოკუჩავა

11 მაისი 2021, 20:55

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: რა ფორმულირებითაც არ უნდა ვიხილოთ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ

ნიკა მელია განსაკუთრებით იმ პუნქტს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც ბრალდებულს საშუალება აქვს, პატიებაზე უარი თქვას. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სწორედ ამნისტია იყო, ახლა იმაზე ფიქრობს, არის თუ არა საჭირო ამნისტიის შესახებ კანონის მიღება.

11 მაისი 2021, 20:45

ეკონომიკა

ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი იყიდა

ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა. ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ქართული ტექ-სტარტაპებისათვის - Pulsar AI პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულად შეძლო საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვა. ქართული სტარტაპის ღირებულება ამ შესყიდვით რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

ლევან იოსელიანი

11 მაისი 2021, 20:42

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი საარჩევნო რეფორმაზე: პოზიციებს შორის დრამატული აცდენა არ არის, დანარჩენი კომპრომისების გზით სიარულის საკითხია

„ჩემი აზრით, არის შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ ყველა ძირითად საკითხზე შევთანხმდეთ. ეს ორი დღე მხარეებმა მოვთელეთ ჩვენ-ჩვენი პოზიციები და რაც მე დავინახე, ამ პოზიციებს შორის დიდი, დრამატული აცდენა არ არის. დანარჩენი იურიდიული ტექნიკის საკითხია და არის კომპრომისების გზით სიარულის საკითხი. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ის დოკუმენტი, რომლამდეც მივალთ ერთობლივად, დაიმსახურებს მოწონებას“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამირან სალუქვაძე

11 მაისი 2021, 20:36

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: მელია მსხვერპლად გაიღო პირადად მიხეილ სააკაშვილმა

მელია მსხვერპლად გაიღო პირადად მიხეილ სააკაშვილმა, - ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ განაცხდა. მისი თქმით, დღეს ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მასსა და სააკაშვილს შორის შუღლის ჩაგდებას ცდილობენ, იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც ხდება.

გია აბაშიძე

11 მაისი 2021, 20:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ დე ფაქტო ბელადის, მიხეილ სააკაშვილის მძევალია

„ნიკა მელია არის მძევალი უკრაინის მოქალაქის, „ნაციონალური მოძრაობის“ დე ფაქტო ბელადის, მიხეილ სააკაშვილის. სამწუხაროა მისთვის და მისი პოლიტიკური კარიერისთვის, რომ რაც კი ნიკა მელიამ მანამდე თქვა, ყველაფერი შეცვალა“, - განაცხადა აბაშიძემ.

ბექა დავითულიანი

11 მაისი 2021, 20:20

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელმაც ნახევარი საქართველო ციხეში ჩასვა და წამებით ამოხადა სული, მორალური უპირატესობა ამ ქვეყანაში ვერასოდეს ექნება

„იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელმაც ნახევარი საქართველო ციხეში ჩასვა და წამებით ამოხადა სული, მორალური უპირატესობა ამ ქვეყანაში ვერასოდეს ექნება. ამიტომ, ნიკა მელია არის სამართალდამრღვევი და წერილი“, - განაცხადა დავითულიანმა.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 20:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიდრე ვიღაცები საუბრობენ იმაზე, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ბოდიში უნდა მოუხადონ იმ შეურაცხყოფებისთვის, რაც სრულიად მას უსამართლოდ აკადრეს

ვიდრე ვიღაცები საუბრობენ იმაზე, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ბოდიში უნდა მოუხადონ იმ შეურაცხყოფებისთვის, რაც სრულიად მას უსამართლოდ აკადრეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა ჩაატაროს თუ არა თვითმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიამ, განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 20:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე: როცა პოლიტიკური ნიშნით გამწესებული პირი ტოვებს თანამდებობას, ეს ზეწოლა არ არის, პოლიტიკური პროცესია, ჩემი რჩევაა, ჩაჯდნენ ერთიან „მესიჯბოქსში“

როცა პოლიტიკური ნიშნით გამწესებული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას, ეს არავითარი ზეწოლა არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას გუნდზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, არჩევნებს მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მათი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს. ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატად წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

11 მაისი 2021, 19:53

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძემ ესტონეთის პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ესტონეთის პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, აადუ მასტთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოს ელჩი ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილი ესწრებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს წინაშე მდგარ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, ასევე, სახელოვნებო განათლების რეფორმის თაობაზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძე

11 მაისი 2021, 19:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი

„მანდელასთან შედარებები არის ღიმილის მომგვრელი და ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ყველამ იცის, რომ ნიკა მელია არის პოლიტკრიმინალი, შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტ-კრიმინალი, რომლის ადგილი წესით პოლიტიკაში არ უნდა იყოს, თუმცა ეს არის მოცემულობა“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

11 მაისი 2021, 19:36

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა, დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ

დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 მაისი 2021, 19:33

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას ომი არ სურს, თუმცა მშვიდობისთვის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ომი არ სურს, თუმცა მშვიდობისთვის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია სჭირდება.