imedi /  19 ნოემბერი 2020, 22:12 / სანდო წყარო

უელსის ნაკრების წინააღმდეგ ბორჯღალოსნების შემადგენლობა დასახელდა

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის ხუთი მორაგბე შეცვალა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

რვა ერის მეორე რაუნდში საქართველო 21 ნოემბერს, საქართველოს დროით 21:15 საათზე ჰლანეჰლიში, „პარკ ი სკარლეთსზე“ უელსს ეთამაშება.

პირველ რაუნდში ბორჯღალოსნები „თვიქენჰემზე“ ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისს ეთამაშნენ (0:40), უელსი კი ირლანდიას დუბლინში ეწვია და 9:32 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „დრაკონებისთვის“ ეს მიჯრით მეექვსე მარცხია და ჩვენთან თამაშს განსაკუთრებული მოტივაციით ხვდებიან.

ორი ცვლილება ხაზში

მაისაშვილმა ხაზში ორი გამოცდილი მორაგბე დააბრუნა. 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძე, რომელიც მგეზავ თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება. 2018 წლიდან დღემდე, აბჟანდაძეს 17 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან 16 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 12 შემთხვევაში 9 ნომერზე ლობჟანიძე ყავდა.

ცენტრში ინგლისთან მატჩის მსგავსად თამაშს მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მორაგბეს საკმარისი რაოდენობის კეპები აქვთ, ეს მორაგბეები ცენტრში სულ მესამედ შეწყვილდებიან.

ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ, მეორე ფრთაზე კი სანდრო სვანიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს კვლავ ლაშა ხმალაძე იწყებს.

ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 339-ია და მათგან მხოლოდ ერთს აქვს 10-ზე ნაკლები და კიდევ ერთს 20-ზე ნაკლები კეპი.

სამი ცვლილება შერკინებაში

სამი ცვლილებაა შერკინების ხაზში, სადაც კვაჭის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ჯაბა ბრეგვაძე ბრუნდება, ბურჯები კი კვლავ მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი იქნებიან. სამივე მორაგბეს საერთაშორისო თამაშების დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა ეს სამეული ერთად სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მეორედაა.

ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში, სადაც გამოცდილი კოტე მიქაუტაძე ბრუნდება და ის გრიგორ ქერდიყოშვილს პირველად შეუწყვილდება.

მესამე ხაზში შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ დაბრუნდა ოთარ გიორგაძე, რომელიც თამაშს ფლანკერად იწყებს. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

მიუხევადავ იმისა, რომ შერკინებაში რვა მოთამაშეა, მათი კეპების ჯამი ხაზის მოთამაშეების ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და 275-ს შეადგენს.

მარქაფა

პირველ ხაზში თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან გურამ გოგიჩაშვილი და ლექსო ყაულაშვილი, რომლებიც ინგლისთანაც შეცვლაზე შევიდნენ, ხოლო კვაჭის პოზიციაზე გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ, რომელსაც შოტლანდიასთან და ინგლისთან არ უთამაშია.

მიქაუტაძის დაბრუნების შემდეგ, მარქაფაში გადაინაცვლა ლაშა ჯაიანმა. შეცვლაზეა გიორგი თხილაიშვილიც, რომელიც ინგლისთან სასტარტო 15-ში იყო.

ხაზში შეცვლაზე არიან ახალგაზრდა დემურ თაფლაძე და გამოცდილი თამაზ მჭედლიძე, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძე შევა.

უკეთ მომზადებული

თვიქენჰემზემატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნები რამდენიმე დღით ინგლისში დარჩნენ და უელსში დღეს გაემგზავრნენ. მაისაშვილის თქმით, გუნდმა ნაყოფიერად ივარჯიშა და მომდევნო მატჩს წინაზე უკეთ მომზადებული ხვდება:

„წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ გვაქვს. მარქაფაში გვყავს მორაგბეები, რომლებმაც მეორე ტაიმში უნდა გაგვაძლიერონ. მიუხედავად იმისა, რომ უელსმა ბოლო ექვსი თამაში წააგო, ის ძლიერი გუნდია და მათგან ბევრ ხიფათს ველით. წინა მატჩებში შეჯგუფებებში პრობლემა გვქონდა, თუმცა ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ“.

შეტევის მწვრთნელი ნილ დოკი ასევე ამბობს, რომ უელსელთა წარუმატებელი სერია სათამაშო ტაქტიკის ცვლილების შედეგია, თუმცა „დრაკონები“ ძლიერ მოწინააღმდეგედ რჩებიან:

„შესაძლოა, ასეთი შედეგები სათამაშო სქემის ცვლილებით იყოს განპირობებული. უელსს მსოფლიო თასის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს და ხანდახან ახალ სქემაზე მორგებას, თავდაჯერებულობის მოპოვებას რამდენიმე თამაში ჭირდება. გარდა ამისა, ისინი მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფ გუნდებს ეთამაშებოდნენ“.

„ჩვენთვის მთავარია, რომ კარგად შევასრულოთ დავალებები. უნდა ვირწმუნოთ, რომ კარგი გუნდი ვართ და მოედანზე გადავიტანოთ ის, რასაც ვარჯიშზე ვასრულებთ. მოვახდინეთ იმ საფრთხეების იდენტიფიცირება, რასაც მეტოქისგან უნდა ველოდოთ. აუცილებელია შევინარჩუნოთ კონცენტრაცია და შევძლოთ წნეხის ქვეშ დავალებების შესრულება შეტევაში – სწრაფად მოხდეს სივრცეების აღმოჩენა და გადაწყობა“.

დოკის თქმით, განვლილ პერიოდში დიდი დრო დაეთმო მორკინალებისა და ხაზის მოთამაშეების კომუნიკაციის გაუმჯობესებას:

„ყოველი ვარჯიშის შემდეგ იგრძნობა პროგრესი, რაც ნამდვილად კარგია. დავამუშავეთ სხვადასხვა ვარიანტები შეტევაში, ვიმუშავეთ დეტალებზე და მოთამაშეთა ცოდნის ამაღლებაზე, რაც მეტოქის დაცვის გასატეხად აუცილებელია. ყველაზე დიდი დრო მორკინალებისა და ხაზის მოთამაშეებს შორის კავშირს დაეთმო, რათა დაცული გვქონდეს ბალანსი ფაზური შეტევების დროს“.

შემოდგომის ერთა თასი. მეორე ტური

21 ნოემბერი. 21:15 საათი (საქ. დრო)
ჰლანეჰლი. პარკ ი სკარლეთ
უელსი – საქართველო
საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (84 კეპი, 53 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (4 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (26 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (68 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (87 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (17 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (53 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (63 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (60 კეპი, 15 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (3 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (27 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (14 კეპი, 5 ქულა), 8. ბექა გორგაძე (29 ქულა, 40 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 18. ლექსო ყაულაშვილი (2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (3 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (59 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (27 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), 23. თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა).

ყველა სიახლე

26 ივნისი 2022, 14:20

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ღამის კლუბში სულ მცირე 17 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ ისტ-ლონდონში მდებარე ღამის კლუბ Enyobeni Tavern-ში სულ მცირე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა 18-დან 20 წლამდე ასაკისაა.

26 ივნისი 2022, 14:18

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო შემდგე კი იმერეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა.

26 ივნისი 2022, 14:03

ტაბლოიდი

TikTok-ის მომხმარებელს სახლიდან გასახლებით ემუქრებიან, თუ ხმამაღლა სიმღერას არ შეწყვეტს. ვიდეო

TikTok-ის პოპულარულ მომხმარებელი, ჯესი ტომასი, რომელიც სოციალურ ქსელში სახელით @thomboi__ არის რეგისტრირებული, ხმამაღლა სიმღერის სიყვარულმა ჭერის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დააყენა.

26 ივნისი 2022, 13:33

საზოგადოება

„სილქ როუდ ჯგუფი“: ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს - დიდი იმედი გვაქვს, რომ დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან

ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას, - ამის შესახებ ნათქვამია სილქ როუდ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

26 ივნისი 2022, 13:30

რეგიონი

რუსთავში, ქალაქის მერიისა და სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის შედეგებს ებრძოდნენ

ძლიერმა ქარმა რუსთავში, გვიან ღამით, სახურავები დააზიანა, მრავალწლოვანი ხეები მოტეხა და გარეგანათების ელექტროსადენები მოგლიჯა.

ლევან ნიკოლეიშვილი

26 ივნისი 2022, 13:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია, თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს

ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც დე ფაქტო უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება-რა, რის სანაცვლოდ?! მითუმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

26 ივნისი 2022, 13:14

ტექნოლოგიები

ხმოვანი ასისტენტი Alexa მომხმარებლებს გარდაცვლილი ახლობლების ხმით დაელაპარაკება 👀

Amazon-ი ხმოვანი ასისტენტი Alexa-ს მომხმარებლებისთვის სიახლეს ნერგავს - კომპანიამ გამოიყენა ხმის სინთეზის ტექნოლოგია, Alexa-მ გარდაცვლილი ადამიანების ხმით ისაუბროს.

26 ივნისი 2022, 12:52

საზოგადოება

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის ფარგლებში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. წვრთნებში ქართველი, ამერიკელი, პოლონელი, ლატვიელი, ლიეტუველი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

26 ივნისი 2022, 12:47

COVID19

კვლევა: კოვიდვაქცინებმა ერთ წელიწადში, მსოფლიოში 20 მილიონამდე ადამიანი იხსნა სიკვდილისგან

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე, კოვიდვაქცინაციამ 19,8 მილიონი ადამიანი გადაარჩინა, - აღნიშნულია მათემატიკურ მოდელირებაზე დაყრდნობით მომზადებულ კვლევაში, რომელიც Lancet Infectious Diseases-მა გამოაქვეყნა.

ვიოლა ფონ კრამონი

26 ივნისი 2022, 12:31

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს, მათ შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთახში - კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რის გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ

„გეოპოლიტიკურად ძალიან დაძაბულ ვითარებაში, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად არ ღირს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

ილია მეორე

26 ივნისი 2022, 12:25

საზოგადოება

ილია მეორე: ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი

სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

26 ივნისი 2022, 12:09

ტაბლოიდი

აშშ-ში, ძაღლი შინაური ცხოველების სასტუმროდან გაიპარა, 3 კილომეტრზე მეტი იარა და სახლში დაბრუნდა. ვიდეო

აშშ-ში, კანზასის შტატში, შინაური ცხოველების სასტუმროში დატოვებული ძაღლი სახელად დექსტერი სასტუმროდან გაიქცა და, 3 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვის შემდეგ, სახლში დაბრუნდა.

დავით ქართველიშვილი

26 ივნისი 2022, 11:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია

„ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი-ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

26 ივნისი 2022, 11:37

საზოგადოება

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-ს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჰიროიუკი მორს შეხვდა.

26 ივნისი 2022, 11:36

მსოფლიო

Reuters: გაერთიანებული სამეფო, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ

გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

26 ივნისი 2022, 11:34

სამართალი

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 3 ადამიანი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16- დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 ივნისი 2022, 11:21

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 123-ე დღე

ომის123-ე დღე - უკრაინა ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებს. რუსების კონტროლქვეშ გადავიდა ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. ომის მეთვრამეტე კვირას მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანსკისა და ბახმუტის მიმართულებით. პარალელურად, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

ევგენი კორნიჩუკი

26 ივნისი 2022, 11:17

მსოფლიო

ისრაელში უკრაინის ელჩის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს

უკრაინამ შესაძლოა ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესოს, - ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა განაცხადა.

26 ივნისი 2022, 11:08

საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მშობლიურ სოფელში, გომბორში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს კახეთში დაკრძალავენ. ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელ გომბორში გუშინ საღამოს გადაასვენეს. ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. 42 წლის ალუდა ზვიადაური სევეროდონეცკში საბრძოლო მოქმედებების დროს მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილის დახმარებას ცდილობდა. რუსეთ-უკრაინის ომს ჯამში 16 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

26 ივნისი 2022, 11:05

რეგიონი

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.