IMEDI /  25 ნოემბერი 2020, 08:16 / სანდო წყარო

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის პირველი სათამაშო დღის შემდეგ ფლეი-ოფის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა.

ტურნირის მერვედფინალში „ჩელსი“, „სევილია“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ გავიდა. ლონდონელებმა, სევილიელებმა და ტურინელებმა „რენი“, „კრასნოდარი“ და „ფერენცვაროში“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლებით დაამარცხეს.

უნგრეთის კლუბის შემადგენლობაში „იუვეს“ წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა სრულად ითამაშა. რაც შეეხება ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე „ბარსელონას“, კატალონიელებმა სტუმრად კიევის „დინამოს“ 4:0 მოუგეს.

ყველა სიახლე

20 იანვარი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში 1,148 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 15,974 ადამიანს დაუდგინეს, 1,148 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,068,002 შემთხვევა გამოვლინდა, 48,770 ადამიანი გარდაიცვალა.

მადრიდის ცენტრი

20 იანვარი 2021, 09:56

მსოფლიო

ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ესპანეთის დედაქალაქი დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო ხელისუფლებამ კატასტროფის ზონად გამოაცხადა. შედეგად, მიყენებული ზარალის კომპენსირება უფრო მარტივად მოხდება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

თეა წულუკიანი

20 იანვარი 2021, 09:40

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი

მე მაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

20 იანვარი 2021, 09:29

საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 20 იანვარს ქუთაისში თოვლს პროგნოზირებენ. დღისით +1 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 კი გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდები ასევე ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები იქ +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ენგურჰესი

20 იანვარი 2021, 09:03

ეკონომიკა

„ენგურჰესი“ დღეიდან სამი თვით ჩერდება

20 იანვრიდან, „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება. გადაწყვეტილება გვირაბში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, ამით ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ენერგო სისტემა არ დაზიანდება, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ მომარაგდება „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთი - ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას მიიღებს, ანაზღაურება კი აფხაზური მხარის უზრუნველსაყოფი იქნება.

20 იანვარი 2021, 08:58

საზოგადოება

დღეიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისათვის მათ 20 იანვრის 09:00 საათიდან პირველი თებერვლის 18:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. .

სალომე ზურაბიშვილი

20 იანვარი 2021, 08:48

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიუსელში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

20 იანვარი 2021, 08:36

რეგიონი

კობი-გუდაურის ავტომაგისტრალი უამინდობის გამო მე-10 დღეა ჩაკეტილია

თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კობი-გუდაურის მონაკვეთზე შესაძლოა დღეს შუადღემდე აღდგეს. საავტომობილო მაგისტრალის გაწმენდა როგორც გუდაურის, ასევე კობის მხრიდან, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კობი-გუდაურის ავტომაგისტრალი უამინდობის გამო მე-10 დღეა ჩაკეტილია.

მაკა ბოჭორიშვილი

20 იანვარი 2021, 08:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე იქნება საუბარი, თუ როგორ მიმდინარეობს კონსულტაციები და პოლიტიკური პროცესი საქართველოში

ევროპარლამენტარები დაინტერესებულები არიან საქართველოში არსებული სიტუაციით და მიმდინარე მოვლენებით, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 იანვარი 2021, 08:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უმნიშვნელოვანესია ვესაუბროთ ევროპარლამენტარებს ჩვენს გეგმებზე ევროკავშირთან მიმართებით

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ევროპარლამენტარები განიხილავენ ევროკავშირის წინაშე მდგარ გამოწვევებს, საქართველოსაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

20 იანვარი 2021, 08:01

რეგიონი

რუსთავში გოგო საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა

რუსთავში გვიან ღამით 13 წლის გოგო საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა. ის ჯერ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი თბილისში იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.

ენტონი ბლინკენი

20 იანვარი 2021, 03:36

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 03:11

მსოფლიო

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

20 იანვარი 2021, 02:25

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 312 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 312 202 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 316 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ენტონი ბლინკენი

20 იანვარი 2021, 02:21

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.

20 იანვარი 2021, 02:00

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 373 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანგელა მერკელი

20 იანვარი 2021, 01:32

COVID19

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

20 იანვარი 2021, 01:12

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს

„ძალიან მინდა, რომ არამხოლოდ დადგეს ის დრო, რომ ოპოზიციაში გაგვიხდეს საქმე წასასვლელი, არამედ საერთოდ თუ სახლში წასასვლელი გავხდებით, ეს იქნება გადასარევი. „ქართულ ოცნებაში“ არ ვართ სკამებზე ჩაბღაუჭებულები, ეს შემიძლია, გითხრათ სრული პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მტრედი ჯო

20 იანვარი 2021, 00:55

ტაბლოიდი

მტრედი ჯო, რომელიც ავსტრალიაში აშშ-დან ჩაფრენილი ეგონათ, ადგილობრივი ბინადარი აღმოჩნდა🕊️

ჩიტი „უცხოელი“ თათზე სამაჯურის გამო ეგონათ, რომლის მიხედვით ფრინველი 26 დეკემბერს აშშ-ის, ორეგონის შტატიდან გამოფრინდა, 13 ათასი კილომეტრი გაიარა და ავსტრალიაში მოხვდა. თუმცა აშშ-ის მტრედების რბოლის კავშირმა (American Racing Pigeon Union) განაცხადა, რომ ბარათი ყალბია.

20 იანვარი 2021, 00:53

ტაბლოიდი

ეგვიპტელი ქალი „უხამსი დიზაინის“ ნამცხვრების გამო დააპატიმრეს

ეგვიპტეში დააპატიმრეს ქალი, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით, „უხამსი“ დიზაინის ნამცხვრები გამოაცხო. ნამცხვრების ფოტოები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ფოტოები კაიროს ერთ-ერთ სპორტულ კლუბში, დაბადების დღეზე იყო გადაღებული. არსებული ინფორმაციით, საკონდიტრო ნაწარმი გენიტალიებისა და საცვლების გამოსახულებით იყო მორთული.