imedi /  05 დეკემბერი 2020, 18:10 / სანდო წყარო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან 24-38 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე დასკვნითი შეხვედრა გამართა ფიჯის ნაკრებთან და 24-38 დამარცხდა. ამჯერად ბორჯღალოსნებმა ტურნირზე, რომელიც ერთჯერადად ჩატარდა მერვე ადგილი დაიკავეს.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლის მოედანი სამჯერ აიღეს. 24-ე წუთზე გიორგი მელიქიძემ გამოიჩინა თავი, ბექა საღინაძემ კი მეტოქეს ორი ლელო დაუდო.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრები ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ და ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთხელ 2016 წელს 14:3 შეძლო მეტოქის დამარცხება.

აღსანიშნავია, რომ ფიჯელები შემოდგომის ერთა თასზე პირველი მატჩი გამართეს. მათ B ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის და შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, თუმცა გუნდში გავრცელებული კორონა ვირუსის გამო მათ ვერცერთი თამაშის ჩატარება ვერ მოახერხეს და ტურნირის ორგანიზატორებმა კუნძულელებს ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში 0:28 წაგება ჩაუთვალეს. სადებიუტო იყო საქართველოსთან მატჩი ფიჯელების ახალი მთავარი მწვრთნელისთვის. ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა ვერნ კოტერმა ფიჯის ნაკრების მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა.

ბორჯალოსნებმა შემოდგომის ერთა თასზე ინგლისთან (40 – 0), უელსთან (18-0) და ირლანდიასთან (23-10) სამივე მატჩი დათმეს. ირნალდიასთან შეხვედრაში გიორგი კვესელაძის ლელო, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის პირველი იყო ტურნირზე, მესამე ტურის საუკეთესო ლელოდ აღიარეს.

ყველა სიახლე

16 ოქტომბერი 2024, 12:11

საზოგადოება

დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა

მისი თქმით, დიდ დიღომში არსებულ მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები. ასევე, შენობაში განთავსდება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი.

ლია კრიალაშვილი

16 ოქტომბერი 2024, 12:10

პოლიტიკა

ლია კრიალაშვილი: „მიწიდან ამოიღეთ გია და მიხედეთო“, მიწიდან ამოღება ნიშნავდა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემას. მერე ვანო მერაბიშვილმა დააგვირგვინა და ღიად მოითხოვა ორი გვამი. პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს და მოიცილეს გია

გია ვერ ეგუებოდა იმ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა ის ყველაფერი შეუგუებელი იყო - განაცხადა გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმად, არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პარალელურად, მათ ამომრჩევლებსაც უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა.

ილონ მასკი

16 ოქტომბერი 2024, 12:07

არჩევნები აშშ

ილონ მასკმა ტრამპის საარჩევნო კამპანიას 75 მილიონი დოლარი შესწირა

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას 75 მილიონი დოლარი შესწირა. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მასკმა ტრამპს ივლისში 45 მილიონი დოლარი შესწირა, ხოლო სექტემბერში - 30 მილიონი დოლარი. ტრამპის საარჩევნო კამპანიას ფული აგრეთვე შესწირეს მასკის ახლო მეგობრებმაც. გამოცემა აღნიშნავს, რომ ივნისიდან ტრამპის შტაბმა 102,2 მილიონი დოლარი დახარჯა. ათეულობით მილიონი დოლარი ტრამპის მხარდაჭერაზე, ხოლო დანარჩენი მის კონკურენტზე „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისზე თავდასხმებისთვის დაიხარჯა.

16 ოქტომბერი 2024, 12:06

პოლიტიკა

შავი ფულის გათეთრება „ნაცმოძრაობაში“ - სქემაზე „მთავარი არხის“ ერთი- ერთი დირექტორი ალაპარაკდა

შავი ფულის გათეთრება „ნაცმოძრაობაში“. სქემაზე „მთავარი არხის“ ერთი- ერთი დირექტორი, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი ქურდაძე ალაპარაკდა.

16 ოქტომბერი 2024, 12:03

პოლიტიკა

კახა კუკავა მამუკა ხაზარაძეზე: ადამიანი, რომელმაც უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე უფრო მეტი ადამიანი გამოასახლა საქართველოში საკუთარი სახლიდან, ვიდრე პუტინის რეჟიმმა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ერთად აღებული

ეს რესპუბლიკის პირველი მევახშე გველაპარაკება იმაზე, რომ თუ ვინმემ ხალხის ქონება მიისაკუთრაო - მამუკა ხაზარაძე ამბობს ამას, ადამიანი, რომელმაც უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე უფრო მეტი ადამიანი გამოასახლა საქართველოში საკუთარი სახლიდან, ვიდრე პუტინის რეჟიმმა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ერთად აღებული, - ასე ეხმიანება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა „ლელოსა“ და „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიმართვას საჯარო მოხელეებისადმი, სადაც ის აჟღერებს ფრაზას, „თუ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა, უკანონოდ მიისაკუთრა ხალხის ქონება“.

გოგა ხაინდრავა

16 ოქტომბერი 2024, 12:00

არჩევნები 2024

გოგა ხაინდრავა: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, ისინი ბოროტმოქმედებასა და დანაშაულს ჩადიან

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს ისინი ბოროტმოქმედებასა და დანაშაულს ჩადიან, ისინი ქმნიან პირობას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლისა და ქვეყნის დანგრევის“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

16 ოქტომბერი 2024, 11:51

რეგიონი

ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში თხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

საწარმოს სრული ინვესტიცია 31 766 000 ლარია, რომლიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის წილი 11 500 000 ლარი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 481 000 ლარია. შპს „აი ჯი აგროს“ თხილის პლანტაციებში 19,110,000 ლარი აქვს ინვესტირებული.

კახა კალაძე

16 ოქტომბერი 2024, 11:48

საზოგადოება

ზღვისუბანში საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

გიორგი ზერეკიძე

16 ოქტომბერი 2024, 11:46

არჩევნები 2024

გიორგი ზერეკიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ესენი არიან კოლექტიური ფაშისტური ძალა. ნუთუ, მათი ამომრჩეველი დღემდე ვერ მიხვდა, მათი მხარდაჭერით რას აძლევენ ხმას? მოვიდნენ, თუნდაც, ჩემთან და მე ავუხსნი

ნუთუ, მათი ამომრჩეველი დღემდე ვერ მიხვდა, მათი მხარდაჭერით რას აძლევენ ხმას? - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

16 ოქტომბერი 2024, 11:43

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა

„ეს არის ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მულტიფუნქციური ცენტრი. პროექტი შესრულებულია უმაღლეს დონეზე, უმაღლესი ხარისხით. იქნება არაჩვეულებრივი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც, მათ შეუძლიათ საკუთარი ინტერესების რეალიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის ასეთი ცენტრი იხსნება ზუგდიდში და მომავალშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების განხორციელება. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ახალგაზრდების ინტერების რეალიზებაზე ზრუნვა და ბუნებრივია, ამ მიმართულებით მომავალშიც ბევრ რამეს გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გია აბაშიძე

16 ოქტომბერი 2024, 11:40

პოლიტიკა

გია აბაშიძე სუს-ის განცხადებაზე: ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვისი მხარდაჭერით აპირებენ ნაცლუზერები Deep Fake-თაც ეცადონ აურიონ ვითარება, როცა ხალხი ერთიანია და სპეცსამსახურები მაღალ დონეზე მუშაობენ, ფუჭია დივერსიები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, მოახლოებული არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

ოლექსანდრ სირსკი

16 ოქტომბერი 2024, 11:38

მსოფლიო

უკრაინის მთავარსარდლის თქმით, ბრიტანეთი რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ წინადადებას ამზადებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის მეთაურთან ტონი რადაკინთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტების განადგურების შესაძლებლობა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ბრიტანული მხარე საკუთარ წინადადებას ამუშავებს, რომელსაც უკრაინას წარუდგენს. „ცალკე განვიხილეთ მოწინააღმდეგის ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღრმეში სამხედრო ობიექტების განადგურების შესაძლებლობები. დღესდღეობით ბრიტანული მხარე საკუთარ წინადადებებს ამუშავებს გამარჯვების გეგმის პრაქტიკული რეალიზაციის ფარგლებში’“, - განაცხადა სირსკიმ. აღსანიშნავია, რომ უკრაინა დიდი ხანია ითხოვს, რომ დასავლეთმა, მათ შორის აშშ-მა დართოს ნება კიევს შორი მოქმედების იარაღით რუსეთის ტერიტორია დაბომბოს. ოფიციალური მოსკოვი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ თუ ასეთი რამ მოხდება, პასუხი იქნება მყისიერი.

16 ოქტომბერი 2024, 11:37

საზოგადოება

სისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5 464 ოჯახს დაურეგისტრირდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

16 ოქტომბერი 2024, 11:29

საზოგადოება

GCCA-ის და UN WOMEN-ის ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე რეგიონში მცხოვრებ ქალბატონებთან შეხვედრები გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში, ზუგდიდში და ახმეტაში მცხოვრებ ქალბატონებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

შალვა ნათელაშვილი

16 ოქტომბერი 2024, 11:27

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს

მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე - ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის პრობლემა. – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

16 ოქტომბერი 2024, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, პირადად მე არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის

„რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, პირადად მე არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის ამ თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა. გვაქვს ამბიციური მიზანი - მას შემდეგ, რაც პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრე, როცა მტკიცდებოდა მთავრობა, ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. გვაქვს ამბიციური მიზანი და ამ მიზანს მივყვებით ბოლომდე,“- განაცხადა პრემიერმა.

ზაალ ანჯაფარიძე

16 ოქტომბერი 2024, 11:25

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის განცხადებაზე: ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ „ვარდების რევოლუციის" ნირვანაში ჩარჩენილი პროვოკატორები, რომ 2003 წელი ისტორიას ჩაბარდა. დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს

პიტერ აკერმანის სახელმძღვანელო „ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგიებზე პრაქტიკაში ამოქმედდა მისი აქაური მოწაფეების მიერ. ამოქმედდა Canvas-ს ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდები სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის გზებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 11:20

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 11:19

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ გაიხსნას საქართველოში მე-2 ფრონტი, მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს მშვიდობას და არა ომს ჩვენს ქვეყანაში

რადიკალური ოპოზიცია, მათი მედიასაშუალებები 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში უმალავდნენ საზოგადოებას იმას, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას ბანერების დაზიანებაზე და აღნიშნა, რომ მათ არ მოსწონთ იმ რეალობის ჩვენება, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან.

დავით ქართველიშვილი

16 ოქტომბერი 2024, 11:18

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილს აქვს დიდი შანსი იგივე დასასრული იგემოს ქართული მართლმსაჯულების და საზოგადოების მხრიდან, რაც მის ერთ-ერთ წინამორბედ, ნაცების პირველ პრეზიდენტს ერგო

ზურაბიშვილმა და მისი მფარველობის ქვეშ შექმნილმა ძალებმა თავის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ, რადგან აუცილებლად დადგება მათი კონსტიტუციის წინაშე ანგარიშგების საკითხი, ოღონდ უკვე პოლიტიკურ დონეზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.