imedi /  05 დეკემბერი 2020, 22:49 / სანდო წყარო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად თამაზ გეგეშიძე მეორედ აირჩიეს

თამაზ გეგეშიძე

თამაზ გეგეშიძე

თამაზ გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.

ვაკის ფალავანთა კლუბში გამართულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, ფარულ კენჭისყრაში, ხმის უფლების მქონე ოცდაორივე დელეგატმა დაუჭირა მხარი.

თამაზ გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სათავეში პირველად ოთხი წლის წინ ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქართულმა ჭიდაობამ ბევრ ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2022, 12:14

ეკონომიკა

ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე

აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით - ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან). შესაძლებელია ახალი სესხის აღება ან არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანა/თანხის დამატება, შემოსავლების დადასტურების პირობით.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2022, 12:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: მძიმეა დღევანდელი დღე, თუმცა ჩვენი გმირი მეომრების თავგანწირვა და საქართველოს ულამაზესი კუთხის - აფხაზეთის სიყვარული გვავალდებულებს, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზ დებთან და ძმებთან

27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა.

27 სექტემბერი 2022, 12:05

რეგიონი

ილია ბეგიაშვილი: კახეთში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP-ის) პროექტების მონიტორინგის მიზნით, კახეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოინახულეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა - მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა. სულ, კახეთის რეგიონში PIRDP-ის ფარგლებში, 54,293,782 ლარის 35 პროექტია დაფინანსებული.

27 სექტემბერი 2022, 12:01

პოლიტიკა

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მიმდინარეობს. კონფერენციას, რომელიც 25-29 სექტემბერს იმართება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.

27 სექტემბერი 2022, 11:59

მსოფლიო

კუბაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს

კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა ახალ კოდექს „სამართლიანი, აუცილებელი და თანამედროვე კანონი“ უწოდა, რომელიც ყველას აძლევს უფლებებსა და გარანტიებს. „სიყვარული - ახლა ეს კანონია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

27 სექტემბერი 2022, 11:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებთან გამართა შეხვედრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას შეეხო.

ნეკა დოროყაშვილი

27 სექტემბერი 2022, 11:51

სამართალი

ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის კითხვებს უპასუხებს

ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის კითხვებს უპასუხებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დოროყაშვილის განცხადებით, მის მიერ ფარულად გადაღებული აუდიო და ვიდეო მასალა ძალადობას ადასტურებს. ადვოკატები კი ამბობენ, რომ დოროყაშვილს ბასილაშვილის კარიერის განადგურება სურს და მტკიცებულებები არც ფსიქოლოგიურ და არც ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.

27 სექტემბერი 2022, 11:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 11:38

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა - მაშინ 17 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, სრულიად საქართველოსთვის, რამხელა ტკივილი და ტრაგედია იყო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 11:35

სამართალი

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდარი დაპირისპირების ფაქტზე საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო.

კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2022, 11:35

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

27 სექტემბერი 2022, 11:35

ეკონომიკა

ქართული კომპანიები ტყავის საერთაშორისო გამოფენაზე Micam & Mipel Milano წარდგნენ

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა მილანის საერთაშორისო გამოფენაზე „Micam & Mipel Milano” დასწრება შეძლეს, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

27 სექტემბერი 2022, 11:34

სამართალი

ვახტანგ გომელაური: რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა, თუმცა შემოსულთა 60 პროცენტი საქართველოდან გადის

„ტყუილია, ამდენი არ შემოსულა. საიდან მოგაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5-6 ათასი შემომსვლელი [დღიურად] და ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე. სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ციფრები. დაახლოებით 60% [საქართველოდან] გადის“, - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 11:23

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: დამაბრალეს, თითქოს ნინო გვენეტაძის გადასაყენებლად თათბირებს ვატარებდი, ეს აბსურდული ტყუილია

„ისეთი რაღაცები დამაბრალეს, სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მძიმე ბრალდებას ველოდი. ახლა ახალი მოიგონეს. ეს აბსურდული ტყუილია. ასეთი რაღაც არასდროს არ ყოფილა“, - ასე ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ვახტანგ გომელაური, ნინო გვენეტაძის გადასაყენებლად, თათბირებს ატარებდა.

გიგა ბოკერია

27 სექტემბერი 2022, 11:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩვენი მორალური ვალია გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მთლიანობას

„ბუნებრივია, ჩვენი მორალური ვალია გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მთლიანობას და ის ადამიანები - დევნილები, ვისზეც გადატყდა ყველაზე მეტი წამება და გამოიარა გენოციდი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ნანა კაკაბაძე

27 სექტემბერი 2022, 11:04

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე არასამთავრობოებზე: მათი ძირითადი მოთხოვნა ქვეყანაში ფსევდო ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება და გაბატონებაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მესამე სექტორში არსებული კლანის შესახებ წერს. რადიკალური ოპოზიცია, მათთან აფილირებული „ექსპერტები" და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მუდმივად საუბრობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ კლანზე, რომელიც უფრო იარლიყის მიწებებას ჰგავს ვიდრე დასაბუთებულ ბრალდებას. რატომღაც არავინ ახსენებს მესამე სექტორში არსებულ კლანს, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენების მოხდენას, - წერს კაკაბაძე.

27 სექტემბერი 2022, 11:02

მსოფლიო

რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, რუსეთში, ქალაქ იჟევსკის ერთ-ერთ სკოლაში, სროლას, 17 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ, რუსეთის განათლების სამინისტრო აპირებს, „საგულდაგულოდ განიხილოს კომპიუტერული თამაშების გავლენა ადამიანებზე“.

27 სექტემბერი 2022, 10:50

საზოგადოება

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული მომსახურების სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. საკითხი ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 10:48

მსოფლიო

გაეროს წარმომადგენელი: ჰაიტიზე ჰუმანიტარულ კატასტროფაა

ჰაიტიზე ჰუმანიტარული კატასტროფაა, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით არის გამოწვეული. სასურსათო დახმარების საწყობებზე რამდენიმეკვირიანმა თავდასხმებმა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება შეარყია, - აცხადებს ჰაიტის წარმომადგენელი გაეროში, ჰელენ ლა ლაიმი.

ნიკოლაი სოლსკი

27 სექტემბერი 2022, 10:21

მსოფლიო

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი: რუსეთი არაპროგნოზირებადი მეზობელია - უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტი ევროკავშირში სახმელეთო დერეფნების გარეშე შეუძლებელია

„შავ ზღვაში რუსეთის არაპროგნოზირებადი ქცევის გათვალისწინებით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის სახმელეთო მარშრუტებზე შექმნილი „სოლიდარობის დერეფნები“ რჩება უკიდურესად მნიშვნელოვნად არა მხოლოდ ბიზნესინტერესებისთვის, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც“, - აცხადებს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი.