Imedi /  24 დეკემბერი 2020, 15:14 / სანდო წყარო

ისტორიის წერა გრძელდება - ევროპაბეთმა დინამო ბათუმთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ევროპაბეთი

ევროპაბეთმა და ბათუმის „დინამომ“ ახალი კონტრაქტი გააფორმეს

კომპანია აჭარულ კლუბში სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებს

popsport.com კვლავ დინამოს მედია-პარტნიორი იქნება

ყველაფერი პროექტის „პასუხისმგებლიანი თამაში” შესახებ - responsible.ge

წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება! კომპანია ევროპაბეთმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონ დინამო ბათუმთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში აჭარულ კლუბში მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. ამასთან, ბათუმის დინამოს მთავარი მედია-პარტნიორი კვლავ პოპსპორტი იქნება.

ევროპაბეთსა და დინამო ბათუმს შორის თანამშრომლობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო და განვლილ პერიოდს ორივე მხარე დადებითად აფასებს. ამ პერიოდში, ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული ბათუმური კლუბი ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა. მორიგი ვიცე-ჩემპიონობისა და უეფას ახალი ევროტურნირის, კონფერენსლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ, დინამო ბათუმს ევროპაბეთის სახით კვლავ სოლიდური პარტნიორი ეყოლება.

ევროპაბეთში დინამო ბათუმთან ურთიერთობით ამაყობენ და აცხადებენ, რომ თანამშრომლობის გაგრძელება გარდაუვალი იყო. 2019 წლის აგვისტოში არჩევანის ბათუმური კლუბის სასარგებლოდ გაკეთებისას გადამწყვეტი ის ემოცია და სიხარული იყო, რომელიც დინამოს საშინაო მატჩებზე ყოველთვის განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული. კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს ამ ფენომენზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ 2021 წელს და მომდევნო სეზონს ბათუმში ყველა დიდი იმედებით ელოდება - შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბათუმის ახალ, გრანდიოზულ არენაზე დინამოს გულშემატკივრების ემოცია კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით დაბრუნდება. ევროპაბეთის მიზანიც სწორედ ეს არის - ფეხბურთით სიამოვნებისა და სიხარულის გამოხატვის ეს ფენომენი უფრო მასშტაბური გახდეს.

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)

„ძალიან მაგარი 2 სეზონი გავატარეთ ერთად და ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობა. დინამო ბათუმი თავის ახალ ისტორიას წერს და ამაყი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვართ. ბოლო ორ სეზონში საქართველოს ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა, თუმცა ეს არ არის მთავარი… დინამო ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბია, დიდი ისტორიით და ლოიალური გულშემატკივრით - ამ ფაქტორების, ასევე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების და კლუბში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მგონია, რომ ამ საფეხბურთო ორგანიზაციას საქართველოს ჩემპიონატის მოგებაზე გაცილებით მასშტაბური ამბიციები შეუძლია ჰქონდეს. ევროპაბეთი ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიაა. ჩვენი გუნდის მთავარ პრინციპებს თანასწორობა და მიზნისკენ სწრაფვა განსაზღვრავს, პარტნიორებსაც ყოველთვის ამ ნიშნით ვარჩევთ. ღირებულებების თანხვედრის გარდა, ბათუმში გულშემატკივარმა მიგვიყვანა. ისინი სტადიონზე ყოველ თამაშზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს და ემოციას ქმნიან. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი რეალობისთვის უნიკალურია - გვინდა, ამას ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ისევ შევძლებთ, ერთად ვიზეიმოთ ბევრი გამარჯვება უკვე ახალ არენაზე და ერთად გავაგრძელებთ ბათუმის დინამოს ისტორიის წერას“.

ლადო დვალიშვილი (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი)

„ჩვენი კლუბის, ევროპაბეთისა და პოპსპორტის თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი ვარ - ეს კარგი საქმის ერთად კეთების მაგალითი იყო და მიხარია, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება. კლუბს უკვე აქვს უმაღლესი კლასის საშინაო არენა, ფუნქციონირება დაიწყო დინამო ბათუმის აკადემიამ, რეკონსტრუქცია უტარდება ანგისას ბაზას - მიზნებიც და სტანდარტებიც მაღალი გვაქვს. დინამოს განვითარების გზაზე ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ისეთი ძლიერი და საიმედო პარტნიორის ყოლა, როგორიც ევროპაბეთია“.

ევროპაბეთს ქართულ სპორტში ინვესტირების დიდი გამოცდილება აქვს. 2017 წელს კომპანია ევრობასკეტზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო.

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს შეიქმნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, კლუბმა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი 1997/98 წლებში ჩაატარა - მოიგო საქართველოს თასი, სუპერთასი და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 2019 და 2020 წლებში გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ასევე ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. 2021 წლის ზაფხულიდან დინამო ბათუმი ახალი ევროტურნირზე, უეფას კონფერენსლიგაზე იასპარეზებს, საქართველოს ჩემპიონატში კი კლუბის მიზანი პირველობა იქნება.

წყარო: https://popsport.com/

(R)

ყველა სიახლე

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კალე ლაანეტი

28 ოქტომბერი 2021, 13:06

თავდაცვა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა

„ესტონეთის ყოველთვის აცხადებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა იმ მოვლენების ხილვა, რაც ხდება კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშაა მოქცეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს გამთლიანებისთვის“, - განაცხადა კალე ლაანეტმა.

გიორგი გამსახურდია

28 ოქტომბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: პაატა ბურჭულაძე არის რუსული ბანი, ვოვას პირადი ლაქია, მისი სიტყვა ჩალის ფასია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2021, 12:54

პოლიტიკა

ნათია თურნავამ ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამინისტროს სახელით, ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა.

ვან ი

28 ოქტომბერი 2021, 12:54

მსოფლიო

ჩინეთი მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, ავღანეთის აღდგენის მიზნით დაფინანსება განაახლონ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, ავღანეთის აღდგენის მიზნით დაფინანსება განაახლონ.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია, 30 ოქტომბერს 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურის მოგება, რადგან „ნაცმოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალება არ უნდა მივცეთ

პრინციპულად მნიშვნელოვანია 30 ოქტომბერს 20-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურის მოგება, რადგან არცერთ მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალებას არ მივცემთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 12:46

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: ტყუილია, თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როცა ბურჯანაძესთან ერთად ქმნი კოალიციას, ამით დასრულებულია „ნაციონალების“ რიტორიკა იმაზე, რომ ყველაფერ რუსულზე „აჟრიალებთ“

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა რიტორიკა, რომ ყველაფერ რუსულზე „აჟრიალებდათ“ და დღეს მათ შექმნეს კოალიცია ბურჯანაძესთან ერთად. როცა ბურჯანაძესთან ერთად ქმნით პარტიას და მერე კიდევ ვიღაცებს იხსენებ, მაგალითად პოზნერს, გავრილოვს და ა.შ. საკუთარ თავსა და გულში ჩაიხედეთ. ამით დასრულებულია “ნაციონალების“ რიტორიკა იმაზე, რომ „აჟრიალებთ“ ყველაფერ რუსულზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

28 ოქტომბერი 2021, 12:42

ეკონომიკა

საქართველოს პრაქტიკა კოვიდის რეალობაში, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკის შესახებ მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებმა მოისმინეს

ესპანეთში, ბარსელონაში მიმდინარე ტურიზმის მსოფლიო სამიტი „Future of Tourism“ დღეს ოფიციალურად დასრულდა. საერთაშორისო სამიტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენდნენ.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებლობა მანვე უნდა აიღოს, ციხე არაა კურორტი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებელია თვითონ მოშიმშილე. ასე უპასუხა მან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ შიმშილობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთადერთი პასუხისმგებლობაა - იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, მეტიც, მას სხვა პატიმრებზე ბევრად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი

„ჩვენ მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით გვექნება რაღაც პატარა შოუ, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არცერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და უფრო მეტიც, ის არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე 30 ოქტომბრიდან საერთოდ გაქრება ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2021, 12:37

ეკონომიკა

ნათია თურნავამ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის მმართველთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის მმართველთან ტადაში მაედასთან დისტანციურ ფორმატში შეხვედრა გამართა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: IPSOS-მა რეალურად დაადასტურა, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები იგებენ

IPSOS-მა რეალურად დაადასტურა, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები იგებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 12:27

სამართალი

სუსი: ენგურის ხიდზე გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბრის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა.

28 ოქტომბერი 2021, 12:26

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცოცხების კადრები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს არის ის მწარე სინამდვილე, რომელსაც კიდევ ერთხელ უთხრა უარი ქართულმა საზოგადოებამ 2 ოქტომბერს

ცოცხების კადრები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს არის ის მწარე სინამდვილე, რომელსაც კიდევ ერთხელ უთხრა უარი ქართულმა საზოგადოებამ 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს ბიომასა უწოდა, ეს არის მათი ღირებულება

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის მთავარია ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ღირებულებები და მათი ღირებულებებია ხალხისთვის ბიომასის წოდება, ხალხზე ძალადობის მცდელობა და ასე შემდეგ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს ბიომასა უწოდა.

ცაი ინ-ვენი

28 ოქტომბერი 2021, 12:21

მსოფლიო

ტაივანის პრეზიდენტი: პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება

ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მე ვთქვი, რომ შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენი მხარდამჭერიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე და ასეც მოხდა

შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენი მხარდამჭერიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე. ეს არ იყო ნათქვამი მარტო სიტყვის მასალად, სწორედ ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი მომხრეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპონენტების სასოწარკვეთილი რიტორიკა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი გუშინდელი შეკრების წარმატებას

გუშინ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

28 ოქტომბერი 2021, 12:03

კულტურა

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მისაღებად კონკურში განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება

„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მისაღებად კონკურში განაცხადების მიღება გრძელდება, - ამის შესახებ აღნიშნულია კულტურის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადდა.