imedi /  04 იანვარი 2021, 11:29 / სანდო წყარო

ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონას“ მაისურით მე-500 შეხვედრა ჩაატარა

ლიონელ მესი

ლიონელ მესი

ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონას“ მაისურით მე-500 შეხვედრა ჩაატარა. კატალონიელებმა ლა ლიგის მეჩვიდმეტე ტურში სტუმრად „უესკა“ 1:0 დაამარცხეს და ერთადერთი ბურთი ფრენკი დე იონგმა სწორედ მესის პასით გაიტანა, რომლისთვისაც ეს კარიერაში საიუბილეო, მე-300 საგოლე გადაცემა გამოდგა.

ბურთის გატანა თავად არგენტინელსაც შეეძლო, მაგრამ ჯერ მისი ჯარიმა მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი პედრის პასით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ვერ შეძლო შეტევის ლოგიკურად დამთავრება. მომდევნო შეხვედრას მესი და მისი თანაგუნდელები 7 იანვარს, სტუმრად "ბილბაოსთან" გამართავენ.

ყველა სიახლე

პრიტი პატელი

27 იანვარი 2021, 21:30

COVID19

ახალი რეგულაციების თანახმად, ქვეყნის დატოვებისას ბრიტანელებს მოგზაურობის მიზეზის განმარტება მოუწევთ

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივნის, პრიტი პატელის განცხადებით, ახალი რეგულაციების თანახმად, ქვეყნის დატოვებისას ბრიტანელებს მოგზაურობის მიზეზის განმარტება მოუწევთ.

27 იანვარი 2021, 21:28

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია მონაწილეობდნენ.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 21:23

COVID19

მაია ცქიტიშვილი: მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით პანდემიის მართვის პროცესში

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტებში ხდება მყიდველთა 40%-ის, პრაქტიკულად ნახევარზე ოდნავ ნაკლების კონცენტრაცია. სწორედ მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით პანდემიის მართვის პროცესში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

27 იანვარი 2021, 21:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებიც.

27 იანვარი 2021, 20:53

მსოფლიო

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ივლისში გაიმართება

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ივლისში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ კინოფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

გიორგი ღოღობერიძე

27 იანვარი 2021, 20:53

COVID19

გიორგი ღოღობერიძე: როდესაც ვაქცინას ვიკეთებთ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ ვიცავთ, ასევე ვიცავთ ჩვენ ოჯახის წევრებსაც

როდესაც ვაქცინას ვიკეთებთ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ ვიცავთ, ასევე ვიცავთ ჩვენ ოჯახის წევრებსაც, - ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „იმედის დღეში“ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციის პირველი სარგებელი არის ის, რომ მცირდება დაავადების მძიმე ფორმების განვითარების ალბათობა.

27 იანვარი 2021, 20:44

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 725 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 308 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 725 ადამიანი გარდაიცვალა.

თენგიზ ცერცვაძე

27 იანვარი 2021, 20:38

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: გასაკვირია მოსახლეობის ერთი ნაწილის პოზიცია, ერთი მხრივ კატეგორიულად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავდროულად უარს ამბობენ ვაქცინაზე

გასაკვირია მოსახლეობის პოზიცია, მათი ნაწილის, ერთი მხრივ კატეგორიულად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნა, მაგრამ ამავდროულად უარს ამბობენ ვაქცინაზე. ეს ორი რამ დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კვლევის თანახმად ისრაელში ვაქცინირებული ადამიანების 0,01%-ს დაემართა კოვიდი.

27 იანვარი 2021, 20:36

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 467 ადამიანი გარდაიცვალა.

კონსტანტინე სურგულაძე

27 იანვარი 2021, 20:34

COVID19

იტალიაში საქართველოს ელჩი: მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას

საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით წარმოადგენს სპეკულაციას” - აცხადებს კოტე სურგულაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2021, 20:25

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარში მიღებული ყველა პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელმაც სერიოზული წინსვლა და პროგრესი განაპირობა ქართულ ჯარში, ემსახურება იმას, რომ თავდაცვის ძალები კიდევ უფრო მეტად თავსებადი გახდეს ნატოსთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ნატოში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება და ინტენსიური გახდება.

27 იანვარი 2021, 20:23

COVID19

ევროკომისია კომპანია Astrazeneca-სგან ვაქცინის სრული მოცულობით მიწოდებას ითხოვს

ევროკომისია ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca-სგან ვაქცინის სრული მოცულობით მიწოდებას ითხოვს. ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2021, 20:19

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ძლიერი თავდაცვის ძალების შექმნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმს რადიო „იმედის“ გადაცემაში, „კვირის პოლიტიკა“ სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის, შეიარაღების განახლების პროცესზე ისაუბრა, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას ისახავს მიზნად. მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის ფარგლებში გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და დანერგილი სიახლეებიც გაიხსენა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2021, 20:12

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი ჯარის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაზე: მე არ ვაძლევ საბაბს არც ოპოზიციას და არც არავის, რომ რაიმე კრიტიკული თქვან და იგონებენ სისულელეებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გადაცემა ,,კვირის პოლიტიკაში" საუბრისას ჯარის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყების კრიტიკის არანაირი დასაბუთებული არგუმენტი არ არსებობს. მისი თქმით, ჯარში ეკიპირება არის აბსოლიტურად თანამედროვე, ნატოს წევრ, მაგალითად გერმანიის, ბრიტანეთის და სხვა წარმატებული დასავლეთის ევროპის ქვეყნების ჯარების შესაბამისი.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 იანვარი 2021, 20:12

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვაქცინის სამართლიანი მიწოდების პერსპექტივა საფრთხის ქვეშაა

ჯანმო აგრძელებს მუშაობას სხვა ვაქცინების გადაუდებელ შემთხვევაში გამოყენებაზე მუშაობას. დღეს გვაქვს 5 კომპანიისგან ვაქცინის 2 მილიარდი დოზა. ველით, რომ კოვაქსი დაიწყებს ვაქცინების მიწოდებას მომდევნო თვიდან სხვადასხვა ქვეყნისთვის. ვაქცინის სამართლიანი მიწოდების პერსპექტივა საფრთხის ქვეშაა, რადგან არსებობენ ქვეყნები, რომლებიც გვერდს უვლიან კოვაქსის პლატფორმას და ურიგოდ ცდილობენ ვაქცინის მიღებას, - ასე მიმართა ევროპის საბჭოს სხდომას ჟენევიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2021, 20:10

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე: თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ

რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ შეეხო ჯარის კვების საკითხზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ უსაფუძვლო კრიტიკას და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში კვების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და ეს ბრალდებები სრულად მოკლებულია საღ აზრს.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2021, 20:05

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ

ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომისა და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ცილისმწამებლური განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მძიმე ბრალდებები ყოფილი პრეზიდენტის პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

ბორის ჯონსონი

27 იანვარი 2021, 20:00

COVID19

ბორის ჯონსონი: ინგლისში სკოლები მარტამდე არ გაიხსნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ინგლისში სკოლები მარტამდე არ გაიხსნება.

27 იანვარი 2021, 19:54

საზოგადოება

ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ლიეტუვის რესპუბლიკაში მოქმედი საქართველოს საელჩო, ლიეტუვაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ლიეტუვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებული კარანტინი 2021 წლის 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

27 იანვარი 2021, 19:51

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაცია გამართა

არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობისა და სამსახურის მიერ ამ სფეროში იდენტიფიცირებული გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელწმიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.