Imedi /  25 თებერვალი 2021, 12:28 / სანდო წყარო

ვეტერანი მორაგბეების განცხადებით, ხმებს ფიზიკურად დაიცავენ

ლევან ობოლაძე; ირაკლი აბუსერიძე

ლევან ობოლაძე;
ირაკლი აბუსერიძე

ვეტერანმა მორაგბეებმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გარშემო არსებულ სიტუაციაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„შვიდკაცას“ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ და ლევან ობოლაძემ, რომლებიც პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ მხარს, განაცხადეს, რომ გარე ძალებისგან მიმდინარეობს ზეწოლა კლუბებზე, რათა მათ არჩევნებში მხარი იოსებ ტყემალაძეს დაუჭირონ. მათივე თქმით, ტყემალაძე რაგბის ოჯახისთვის უცხოა.

ვეტერანი მორაგბეების მიხედვით, ზეწოლა და დაშინება მუნიციპალური კლუბების მიმართ ხორციელდება და მათ ძირითადად დაფინანსების მოხსნით ემუქრებიან. მორაგბეები ამბობენ, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში რაგბის და მათ მომხრეებს ფიზიკური დაცვა სჭირდებათ და ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია ვერ ახერხებს პრეზიდენტის არჩევას. 30 დეკემბერს არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს საჯარო რეესტრმა უფლებამოსილება ყრილობის არალეგიტიმურობის მოტივით არ დაარეგისტრირა.

ორგანიზაციამ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 10-დან 30 დღის ვადაში უნდა დანიშნოს. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძეა რეგისტრირებული.

ყველა სიახლე

სალომე სამადაშვილი

19 აპრილი 2021, 22:46

COVID19

სალომე სამადაშვილი: იმედი მაქვს, რომ მალე, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში

იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხვოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

19 აპრილი 2021, 22:38

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ველოდებით სხვა წევრებს, ვისაც მანდატი აქვთ, რომ შემოუერთდნენ ამ პროცესს

მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 22:36

პოლიტიკა

შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით ხვალ ეწვევა

ამ საღამოს ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული საქართველოშია, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია

„დიდი მადლობა ბატონ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თქვენი ჩართულობა ნიშნავს ევროკავშირის ჩართულობას. ეს ნიშნავს ორ რამეს: ერთი ის, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე - საქართველო, მისი სტაბილურობა და დემოკრატიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის“.

მამუკა ხაზარაძე

19 აპრილი 2021, 22:35

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: მინდა ვისურვო, რომ მომავალში საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად

„მინდა შევუერთდე გამომსვლელებს და მადლობა გადავუხადო ყველას მოთმინებისთვის. მინდა ვისურვო, რომ მომავალში საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტის ხელის მოწერისას განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

19 აპრილი 2021, 22:30

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ

ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია თუ გვინდა, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 22:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: შეთანხმებას ხელს ვაწერ, რადგან 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში

ამ შეთანხმებას ხელს ვაწერ, რადგან 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც გარეთ პანდემიაა, მხოლოდ პარტიებს შორის თანხმობით შეიძლება ასეთი სიძნელეების დაძლევა.

19 აპრილი 2021, 22:28

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი მოაწერეს

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიები ხელს აწერენ. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

არჩილ თალაკვაძე

19 აპრილი 2021, 22:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ველით საქართველოს პარლამენტში ოპოზიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას

ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი 2021, 22:25

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის

მე ვარ ძალიან ამაყი, რომ დღეს ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ვინაიდან ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტს ეწერება ხელი.

ზურაბ ჯაფარიძე

19 აპრილი 2021, 22:24

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ვიცი, უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებ

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

ბადრი ჯაფარიძე

19 აპრილი 2021, 22:23

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მოითხოვდა კომპრომისს ყველა მხრიდან, ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

დავით ბაქრაძე

19 აპრილი 2021, 22:21

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ხელს ვაწერ შეთანხმებას, რადგან ეს სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს

ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს სჭირდება და ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა უნდა დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა გველოდება

ძალიან მოხარული ვარ, რომ წინ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე. მისივე განცხადებით, ქვეყანას წინ ბევრი გამოწვევა ელის.

კელი დეგნანი

19 აპრილი 2021, 22:09

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერისთვის

საქართველოს ეყო პოლიტიკური გამბედაობა, ჩაბმულიყო ამ პროცესში. მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა“ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

კარლ ჰარცელი

19 აპრილი 2021, 22:06

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: დღევანდელი შეთანხმებით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში

დღეს მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, 4 თვის განმავლობაში ფასილიტაციის პროცესში ჩართული ვიყავით და შემდეგ უკვე რამდენიმე თვე მედიაციის პროცესში, რომელიც ბატონი შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და მისი პერსონალური წარმომადგენლის, ბატონ დანიელსონის ჩართულობით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:05

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა, რომელიც გველოდება

ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელბს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

19 აპრილი 2021, 22:04

პოლიტიკა

დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ღონისძიებაში შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს

პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 21:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება.

სალომე სამადაშვილი

19 აპრილი 2021, 21:44

პოლიტიკა

შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც დღეს დოკუმენტს ხელი მოეწერება.