27 თებერვალი 2021, 11:45 / სანდო წყარო

UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე რუხის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ოფიციალურ გვერდზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გახსნის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები და აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.

„საცხოვრებელ კორპუსში ფუნქციონირებს სასადილო, სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ“ - ვკითხულობთ სტატიაში.

მასალაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კომენტარსაც ვკითხულობთ.

„ბედნიერი ვარ, რომ მორიგი არაჩვეულებრივი პროექტი უკვე ოფიციალურად დავასრულეთ. რუხის საფეხბურთო აკადემია, ძირითადად, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს მოემსახურება. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებს, მოყვარულთა და ქალთა საფეხბურთო გუნდებს. ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ. აკადემიის ფეხბურთელების მომზადებისთვის ყველა საჭირო ხარჯს საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაცია იღებს. აქვე არის საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი მოთამაშეები ისწავლიან. ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება თუ ყველა მათგანი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდება, თუმცა ჩვენი მიზანი ასევე არის, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ, ჯანმრთელები და განათლებულები გაიზარდონ." - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუხის საფეხბურთო აკადემიაში ამჟამად 2006 - 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. ახალი სასწავლო წლიდან კი 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვა აკადემიების მსგავსად, რუხის აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფინანსდება. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ. სფფ-ის საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. რუხის აკადემია უეფა-ს პროგრამა „ჰეტ-ტრიკით“ დაფინანსებული პროექტების მხოლოდ ერთი მაგალითია. აღნიშნული პროგრამით უეფა ევროპის ჩემპიონატიდან მიღებულ შემოსავალს კვლავ ფეხბურთის განვითარებაში აბანდებს. პროგრამა სამი მიმართულებით ხორციელდება - ესენია ინვესტიცია, განათლება და ცოდნის გაზიარება. სწორედ აქედან წარმოიქმნა პროგრამის სახელი. „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაარსდა. ეს არის სოლიდარობისა და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა, რომელიც ხორციელდება სპორტული ორგანიზაციის მიერ“ - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამის ფარგლებში, 2024 წლისთვის უეფა-ს ჯამში უკვე 2.6 მილიარდი ევრო ექნება გამოყოფილი თავისი 55 წევრი ასოციაციისთვის. პროგრამის უახლესი ციკლი 2020 წლის ივლისში დაიწყო და 4 წლის მანძილზე ევროპული ასოციაციებისთვის 775.5 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

ჰეტ-ტრიკიდან“ მიღებული თანხები ევროპულ ასოციაციებს ეხმარება უეფა-ს სხვადასხვა პროგრამის განხორციელებაში, როგორიცაა მატჩების გარიგების საწინააღმდეგო ინიციატივები, კლუბების ლიცენზირების სისტემა, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება, მასობრივი ფეხბურთი, ქალთა ფეხბურთი, ეროვნული სამწვრთნელო კურსები, მსაჯთა ტრენინგი, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები, ეროვნული ნაკრებების მგზავრობის ხარჯები, ასევე უეფა-ს ახალგაზრდული, ფუტსალის, ქალთა და მოყვარულთა შეჯიბრები. ევროპული ფეხბურთის კეთილდღეობისთვის „ჰეტ-ტრიკის“ მნიშვნელობა განსაკუთრებით მაშინ გახდა ცხადი, როდესაც პანდემიამ სპორტი დროებით შეაჩერა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გადადების მიუხედავად, უეფა-მ თავის წევრ ასოციაციებს იმის გარანტია მისცა, რომ ორგანიზაცია მის მიერ „ჰეტ-ტრიკის“ ფარგლებში აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს შეასრულებდა. მეტიც, უეფა-მ 236.5 მილიონი ევრო ვადაზე ადრე გამოუყო თავის წევრებს, რათა მათ დახმარებოდა პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაში“ - აღნიშნულია სტატიაში.

ყველა სიახლე

20 აპრილი 2021, 11:03

ეკონომიკა

„ჯივიპიმ“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტი მოიცავს 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემის შეცვლა-რეაბილიტაციას. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, ჰიდრანტებსა და ჭებს მოაწყობს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2021, 11:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი

გუშინდელმა დღემ ფაქტობრივად დაასრულა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მოუწევს თუნდაც ფორმალურად, შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2021, 11:01

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

20 აპრილი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 აპრილი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1792 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

20 აპრილი 2021, 10:50

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 297 728 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 237, გარდაიცვალა 3 959 პაციენტი.

20 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 აპრილი 2021, 10:43

რეგიონი

თიბისის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

თიბისის მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შპს „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ მოეწყო. მეურნეობაში, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. სასათბურე მეურნეობა 2000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე Ma gemme•მაგემე -ს სახელწოდებით ხდება.

20 აპრილი 2021, 10:42

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებსა და საკონდიტროებს ამოწმებს

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2021, 10:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას

გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გივი მიქანაძე

20 აპრილი 2021, 10:28

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს

სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში მიმდინარე პროცესია, ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს სამოქალაქო ინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებაში - იქნება ეს ხარისხიანი განათლება, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, ან სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობები, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძე

20 აპრილი 2021, 10:26

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მომხსენებლად აირჩია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე თემაზე - „კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ მომხსენებლად აირჩია.

უოლტერ მონდეილი

20 აპრილი 2021, 10:26

მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი 93 წლისა გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი 93 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ზუგდიდის ქუჩა

20 აპრილი 2021, 10:25

რეგიონი

ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

ზუგდიდის სარეაბილიტაციო ქუჩები იმდენად ამორტიზებული იყო, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობდა საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნიდა როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება. პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. რაც ამ ქალაქის მასშტაბით უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას და მგზავრობის დროისა და ხარჯის შემცირებას უზრუნველყოფს.

თამარ ტალიაშვილი

20 აპრილი 2021, 10:22

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაზე „ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია“ მომხსენებლად აირჩია

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს, ასამბლეამ რეზოლუციაზე - „ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია“ მომხსენებლად აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 10:11

სამართალი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ე. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 10:10

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 9 609 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 9 609 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 ადამიანი გარდაიცვალა.

ელენე ხოშტარია

20 აპრილი 2021, 10:08

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილზე: არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა

„სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ“, – წერს ელენე ხოშტარია.

20 აპრილი 2021, 10:06

რეგიონი

იმერეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს მინისტრის სახელით ჯილდო გადაეცა

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დაჭრილი დავით ახობაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ახობაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

20 აპრილი 2021, 10:05

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 35 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 607 ადამიანი კი გარდაიცვალა.