imedi /  27 აპრილი 2021, 10:16 / სანდო წყარო

თეა წულუკიანმა ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სამინისტროში ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასა და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების სპორტსმენებს უმასპინძლა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება პირადად მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) შეძლო. მან ატაცში 111 კილოგრამი ასწია და მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) აჩვენა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და არაერთი ტიტულის მფლობელმა ათლეტმა, თავის უნიკალურ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა და ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად გაიმართა ძალოსნობის ევროპის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო კონგრესი, რომელზეც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ყიფშიძე ძალოსნობის ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის პოზიციაზე ქართულ ძალოსნობას წარმომადგენელი პირველად ჰყავს, რაც ქართული ძალოსნობისა და ზოგადად ქართული სპორტის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. ამავე ჩემპიონატის მთავარი ექიმი გახლდათ, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი.

შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარებისა და სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობას და სამინისტროს პრიორიტეტად 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდები დაასახელა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ძალოსნობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული სპორტის სახეობაა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ძალოსნების, განსაკუთრებით კი ლაშა ტალახაძის წარმატებებმა, რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად სამჯერ დაასახელა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტორი ძალოსნობის ფედერაციამ სწორად გამოიყენოს და ძალოსნობაში სულ უფრო მეტი ახალგაზრდების, მათ შორის, გოგონების ჩართულობა უზრუნველყოს.

შეხვედრის ბოლოს, თეა წულუკიანმა ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ყველა სიახლე

მეუფე იაკობი/ნინო ლომჯარია

17 ივნისი 2021, 08:31

საზოგადოება

დღეს მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა გაიმართება

პანსიონის ახალი ხელმძღვანელის თქმით, ბავშვების უფლებების დამრღვევებს პირადად დასჯის, მანამდე კი მიმდინარე გამოძიების მასალებს ეცნობა.

მიხეილ სარჯველაძე/გიორგი ვოლსკი/ირაკლი ქადაგიშვილი

17 ივნისი 2021, 08:26

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრებმა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას გამოეხმაურნენ

„ამდენად დაძაბული ვითარება მსოფლიოში არ ყოფილა ცივი ომის შემდგომ. აქედან გამომდინარე, რა საკვირველია, აშშ შეეცდება დააბრუნოს რუსეთი იმ კალაპოტში, რასაც სამართლებრივი და საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემა ჰქვია“, - მიიჩნევს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

17 ივნისი 2021, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

პარლამენტი

17 ივნისი 2021, 08:00

პოლიტიკა

არჩევნების შემსწავლელი დროებითი კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება

საზოგადოებას კვლავ ექნება შესაძლებლობა სხდომას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი. მომავალი კვირის დასაწყისში პარლამენტში უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელოდებიან, რომელთანაც კომისიას კონკრეტული შეკითხვები ექნება.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 01:09

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: აბრეშუმის მუზეუმი ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისთვის

აბრეშუმის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე მოხდა ეზოს ინფრასტრუქტურის შეცვლა, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვგულისხმობ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 3 300 000 ლარი ჯდება.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:53

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ეს ქალაქი ყველასია, ყველას უნდა მივხედოთ და ყველამ ვიზრუნოთ ამ ქალაქზე

„ეს ძალიან გულდასაწყვეტია. როდესაც თითოეული ეს ადამიანი უშუალოდ ჩართულია ამ სამუშაოებში, დავასრულებთ პროექტს, ყველას მოგვწონს და 1 კვირის, 1 თვის თავზე ვხედავთ, რომ ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ამ ყველაფერს აზიანებს. მინდა ასეთ ადამიანებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი გასაკეთებელი - ეს ქალაქი ყველასია, ყველამ უნდა მივხედოთ და ვიზრუნოთ ამ ქალაქზე“ - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:42

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცა 2023 წლისთვის სრულად დასრულდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანია განახლებული ძეგლი შეემატება ჩვენს ქალაქს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 360-მდე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-გამაგრება განხორციელდა

4 წლის განმავლობაში დაახლოებით 360-მდე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-გამაგრება განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე 65-მდე სახლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

17 ივნისი 2021, 00:35

საზოგადოება

რა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩატარდა დედაქალაქში

უმშვენიერესი რეაბილიტირებული ლოკაციები შეემატა ჩვენს ქალაქს და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, გარდა ინფრასტრქუტურული მიმართულებისა, არის გამწვანების მიმართულება, რომ რაც შეიძლება მწვანე გახდეს ქალაქი. ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში უწევდეს ყველა ადამიანს ცხოვრება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:21

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: გზაგამტარებისა და ხიდების რეაბილიტაციის მიმართულებითაც დიდი სამუშაოები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში

სრულიად ახალი, ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობას ვიწყებთ უახლოეს პერიოდში. ხელშეკრულება გაფორმებულია. ამ პროექტის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარია. დაწყებიდან ორ წელიწადში სრულად დამთავრდება სამუშაოები. ეს ხიდი იქნება სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. ეს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხიდი, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:11

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ჩვენი ვარაუდით, მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზას 4 თვეში გავხსნით

რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. ვინაიდან, პრაქტიკულად ახალი გზა შენდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

17 ივნისი 2021, 00:03

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:59

საზოგადოება

როდის იგეგმება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობის აღდგენა. ირაკლი ბენდელიანის განცხადება

გეგმა გვაქვს ასეთი, რომ დაახლოებით ორ თვეში, ორ თვენახევარში მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღვადგინოთ. ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება, რომ აღდგეს საავტომობილო მოძრაობა, თუმცა პირველი ფაქტორია, რომ ის იყოს გადაადგილებისთვის უსაფრთხო, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:52

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მინდა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ასეთი გვერდში დგომისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო

მას შემდეგ რაც ჩვენ მერიაში შევუდექით მუშაობას, ბატონი კახას დავალება იყო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფასადურად. უნდა მომხდარიყო კაპიტალურად. პირობითად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ქვეშ სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწის ზედა კომუნიკაციები. უსახური ელექტროსადენები ჩადის მიწისქვეშ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა

ზოგადად დედაქალაქისთვის, მერიისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება ეს სანიაღვრე ქსელის, წყალარინების სისტემის გაუმართაობა, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის 1 თვეში ან 1 წელიწადში გადაწყვეტა შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: წინა წლებს თუ შევადარებთ, ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა

5 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის გზის საფარის შეცვლა მოხდა. ეს ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. წინა წლებს თუ შევადარებთ ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იქ არსებულ სირთულეებს ითვალისწინებენ.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:23

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამდენი შრომისა და მუშაობის შემდეგ ხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც შედეგით კმაყოფილია

დედაენისა და 9 მარტის პარკებს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით ჩაუტარდა. მოეწყო ამ 2 პარკს შორის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ორივე პარკისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

16 ივნისი 2021, 23:18

კულტურა

გიორგი კალანდია: სკანდალი ვერ შედგა უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას

სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას! - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.

16 ივნისი 2021, 23:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს.