03 მაისი 2021, 10:51 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ნონა გაფრინდაშვილი ლეგენდარული მოჭადრაკეა, რომელიც ბრწყინვალე გამარჯვებებითა და დაუვიწყარი კარიერით ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

მისი თქმით, ქართული სპორტი მდიდარია წარმატებული და ტიტულოვანი ადამიანებით, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს შთამბეჭდავი გამარჯვებები მოუპოვეს.

„განსაკუთრებით გვეამაყება იმ სპორტსმენების გამარჯვებები, რომლებმაც, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოს მასშტაბით მთელი ეპოქა შექმნეს.

სწორედ ასეთია ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და არაერთი ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული მოჭადრაკე, რომელიც ბრწყინვალე გამარჯვებებითა და დაუვიწყარი კარიერით ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.

ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ქართული ჭადრაკის კიდევ ერთ ლეგენდასთან, მაია ჩიბურდანიძესთან ერთად, ახალ სიმაღლეზე აიყვანა მსოფლიოში ქალთა ჭადრაკი და ერთგვარი საჭადრაკო რევოლუციით, ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრა. უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს და ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ“, - წერს თეა წულუკიანი Facebook-ზე.

ყველა სიახლე

10 მაისი 2021, 10:08

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 366 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 366 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 754 ადამიანი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:03

COVID19

ზუგდიდსა და ჩხოროწყუში მასწავლებლებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ

მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

10 მაისი 2021, 09:54

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 მაისს ქუთაისში +13 გრადუსი და უმეტესად წვიმიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ასევე წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

10 მაისი 2021, 09:39

სპორტი

რომის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

იტალიის დედაქალაქ რომში 1000 ქულიანი მასტერსი სტარტს დღეს აიღებს, ხოლო საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე ხვალ, 1/32 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ადგილობრივი მატეო ბერეტინი იქნება, რომელიც ATP-ის მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანია.

10 მაისი 2021, 09:22

რეგიონი

სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთის რეგიონში სტიქიამ ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები, ერთწლოვანი კულტურები და ხეხილი.

ნიკა მელია

10 მაისი 2021, 09:00

სამართალი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესის თარიღი დღეს გახდება ცნობილი

როგორც ცნობილია, მელიას თანხმობის შემდეგ, ევროკავშირმა 40 000 ლარის ოდენობის გირაო მისი წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, 8 მაისს გადაიხადა, მიზანი 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების შესრულება იყო.

10 მაისი 2021, 08:54

პოლიტიკა

დღეს კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება

როგორ აცხადებენ, ისინი შეხვედრაზე კომისიების დაკომპლექტების პრინციპებსა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ცვლილებებთან, მათ შორის ბიულეტენის ახალ ფორმასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება როგორც ოპოზიციასთან, ისე სამოქალაქო სექტორთან.

10 მაისი 2021, 08:30

COVID19

დამატებით რამდენი იმუნიზაციის კაბინეტის გახსნა იგეგმება საქართველოში

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში არსებობს იმის რესურსი, რომ ვაქცინების რაოდენობამ მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, კაბინეტების დამატება კი, მეტი გარანტია იმისათვის, რომ ქვეყანამ მალე შეძლოს პანდემიის დამარცხება.

10 მაისი 2021, 08:19

COVID19

„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა.

სალომე ზურაბიშვილი

10 მაისი 2021, 08:02

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს - შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

ნოა რუიზი

10 მაისი 2021, 00:52

ტაბლოიდი

აშშ-ში 4 წლის ბიჭმა მშობლების დაუკითხავად 51 ყუთი ხილის ნაყინი შეუკვეთა

ნოა რუიზის საყვარელი მულტფილმი „ღრუბელი ბობია“, ამიტომ, როცა ის დედის Amazon Prime-ის ანგარიშზე შევიდა და საყვარელი გმირის ფორმის ხილის ნაყინის რეკლამა დაინახა ცდუნებას ვერ გაუძლო და 918 ნაყინი შეუკვეთა. შეკვეთის საერთო ღირებულებამ 2 619 დოლარი შეადგინა.

10 მაისი 2021, 00:30

ტექნოლოგიები

კომპანია Eachnight მოხალისეებს ძილში ფულს გადაუხდის

„30 დღის განმავლობაში ჩვენი მოხალისეები სხვადასხვა თეორიის ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დაადგენ რამდენსაათიანი ძილია საჭირო დასვენებისთვის, რა გავლენა აქვს დღისით ძილს მეხსიერებაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე“, - აცხადებენ კომპანიაში.

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2021, 00:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება

„მომავალ კვირას, უქმეების შემდეგ, პარლამენტი უკვე დაიწყებს ამნისტიის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს და შემდეგ უკვე, პროცედურების შესაბამისად, ამას მოჰყვება სასესიო კვირაში პლენარულ სხდომაზე განხილვა. პროცედურების შესაბამისად მოხდება ამნისტიის კანონპროექტის მიღება. იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას, საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვებიან და შევძლებთ შეთანხმებული ვარიანტის მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

09 მაისი 2021, 23:37

მსოფლიო

ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

სამი ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მოსწავლეები სკოლის შენობას ტოვებდნენ. სამი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა უმეტესობა გოგოა. მთავრობა მომხდარს „თალიბანს“ უკავშირებს, თუმცა ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თავდასხმა 8 მაისს მოხდა.

კარლ ჰარცელი

09 მაისი 2021, 22:45

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: ვამაყობ და მადლიერი ვარ, რომ საქართველოს ყველა კუთხეში მთავარი შენობები ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

„ევროპის დღის აღსანიშნავად საქართველოს ყველა კუთხეში მთავარი შენობები ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა! ვამაყობ და მადლობელი ვარ!“ - წერს ჰარცელი.

აზარტული თამაშები

09 მაისი 2021, 22:28

საზოგადოება

რამდენი თამაშდამოკიდებული ადამიანია საქართველოში და როგორია ეს სტატისტიკა მოზარდებში

სტატისტიკა საგანგაშოა მოზარდებშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეთა 8% (ბიჭების - 11%, გოგონების - 6%) თამაშობს კარტით ან კამათლებით; 6% (ბიჭების - 10% და გოგონების - 2%) ინტერნეტით დებს ფსონს სპორტზე ან ცხოველებზე; 5% (ბიჭები 9% და გოგონები 1%) თამაშობს სათამაშო ავტომატებით; 3% (ბიჭები 6% და გოგონები 1%) თამაშობს ლატარიას; 7% თამაშობს ინტერნეტით, 21% -ინტერნეტის გარეშე.

ნიკოლა სტერჯენი

09 მაისი 2021, 22:22

მსოფლიო

შოტლანდიაში არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრეებმა მიიღეს

„ნაციონალური პარტიის“ ლიდერმა და შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა, ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმის მომზადების პროცესი პანდემიის დროს არ დაიწყება.

09 მაისი 2021, 21:51

საზოგადოება

რა მიზანს ემსახურება ჰესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ქვეყანაში ჰესების მშენებლობას გეგმავენ, თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო პროცესი შეჩერებულია. საკუთარი პოზიცია ექსპერტებმაც დააფიქსირეს.

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2021, 21:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამართალდამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ფაქტები წელიწადში, დაახლოებით 5 000-ზე მეტია და 90%-ზე მეტი ყოფით თემებს ეხება

თუ გადავხედავთ წელიწადის განმავლობაში სტატისტიკას, ასეთი დარღვევის ფაქტები, დაახლოებით 5 000-ზე მეტია და მათი ძირითადი ნაწილი, 90%-ზე მეტი, ყოფით თემებს ეხება. ამ შემთხვევებს პოლიტიკასთან კავშირში არ აქვს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას.

გოგი ენუქიძე

09 მაისი 2021, 21:45

პოლიტიკა

გოგი ენუქიძე: მიხეილ სააკაშვილი უსინდისო ადამიანია და არაფერს თაკილობს

„მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ჰქონდეს საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს იმისა, რომ სააკაშვილი რამენაირად გაამართლოს ამ „ქეისში“. ეს არის მისი ერთ-ერთი ხრიკი, რომლითაც ის საქართველოში დაბრუნებას ცდილობ“, - განაცხადა ენუქიძემ.