IMEDI /  04 მაისი 2021, 11:33 / სანდო წყარო

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსში ერთვება

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ მადრიდის 1000-ქულიან მასტერსზე გადაინაცვლა, რომლის საპრიზო ფონდიც 3 226 325 ევროა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე 1/32-ფინალიდან არის განთესილი, სადაც მისი მეტოქე ფრანგი ბენუა პერი იქნება, რომელიც ATP-ის მსოფლიო რეიტინგის 35-ე ჩოგანია.

31 წლის პერის, ბასილაშვილი კარიერაში 4-ჯერ შეხვდა. აქედან 3 შემთხვევაში ფრანგს დარჩა გამარჯვება, ხოლო ერთხელ ქართველმა მოუგო. თუმცა საჩოგბურთო ექსპერტების შეფასებით დღევანდელი შეხვედრის ფავორიტი ნიკოლოზ ბასილაშვილია.

ფრანგი ჩოგბურთელის დამარცხების შემთხვევაში, მადრიდული ტურნირის 1/16 ფინალში, ნიკოლოზი ბერძენ ტალანტს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

მადრიდის მასტერსის 1/32 ფინალური შეხვედრა, ნიკოლოზ ბასილაშვილს და ბენუა პერის შორის, დღეს, საქართველოს დროით 16:00საათზეა ჩანიშნული.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე 57%-იან ზღვარს ვერაფრით გადალახავს

„ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

დავით მათიკაშვილი

06 მაისი 2021, 17:54

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს

პრეზიდენტს თავისი დისკრეცია აქვს, თუმცა საფუძველი იმის, რომ ამ კანონს რამე სახით ვეტოს დადება დაემუქროს, რეალურად არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს.

06 მაისი 2021, 17:51

რეგიონი

ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ

ქარელის მუნიციპალიტეტში, თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობენ. სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მოხდა არსებული ხნულის განახლება. სუს-ის ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ლევან ვასაძე

06 მაისი 2021, 17:42

პოლიტიკა

ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ აფუძნებს

ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა და როგორც ბიზნესმენი ამბობს, მომავალში საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიადაც ჩამოყალიბდება. ამის შესახებ ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

06 მაისი 2021, 17:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სჯობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ, პარლამენტის მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა

იმ საკითხზე, რაზეც ახლა ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, არ მობრძანდნენ განხილვაზე საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას სურს, გარკვეული ტექნიკური ხარვეზები მოძებნოს.

გიორგი ვაშაძე

06 მაისი 2021, 17:34

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: 9 წლის განმავლობაში 7-ჯერ წაგებული არჩევნებია ზე მტკიცებულება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მარცხის ფორმულაა

9 წლის განმავლობაში 7-ჯერ წაგებული არჩევნები არის ამის ზე მტკიცებულება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, იგი მზადაა, ამბიციები გვერდზე გადადოს და მესამე ცენტრს შტაბის უფროსად დაუდგეს.

კობა ნაყოფია

06 მაისი 2021, 17:32

პოლიტიკა

ნიკა მელიას ციხეში დეპუტატები ხვდებიან

საპატიმროში უკვე იმყოფებოდა კობა ნაყოფია, ამ წუთებში კი, მელიას ხათუნა სამნიძე ხვდება. სავარაუდოდ, საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის გირაოა,რომელზეც მელია ვერ ჩამოყალიბდა და პოზიცია რამდენჯერმე უკვე შეცვალა.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თითქოს, ვეტო ერთადერთი გამოსავალია, ეს ერთგვარი სპეკულაციაა, რაც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციის მხრიდან

თითქოს, ვეტო ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ერთგვარი სპეკულაცია, რაც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხორციელებულ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მათ მიერ მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

ლევან იოსელიანი

06 მაისი 2021, 17:21

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ალბათობა იმისა, რომ ვეტო იყოს გამოყენებული, არსებობს, რადგან პრეზიდენტი ამ საკითხით დეტალურადაა დაინტერესებული

„მხოლოდ ერთი მუხლის შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დაჩქარების აუცილებლობა იყო, იმიტომ რომ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არსებობს. საპატიმრო ზღვარის დადგენასა და საჯარიმო სანქციების გაზრდაზე, დაჩქარებული წესით განხილვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და ამის შესახებ განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დავით უსუფაშვილი

06 მაისი 2021, 17:17

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი: ჩვენ კანონშემოქმედებაშიც ევროპული სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ

ზოგადად, ჩვენ კანონშემოქმედებაშიც ევროპული სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა თუ პრეზიდენტის ვეტოს მიიღებს, კი არ უნდა გაბრაზდეს, არამედ უნდა დაფიქრდეს, რომ კანონის ხარისხი აამაღლოს.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 17:11

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება დასაბუთება

პრეზიდენტის გადასაწყვეტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება დასაბუთება, - ამის შესახებ ბერლინში ვიზიტით მყოფმა ანრი ოხანაშვილმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით განხორციელებულ ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 17:01

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველო 2024 წელს უფრო მომზადებული იყოს, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე, მიზნად გვაქვს დასახული ძალიან ამბიციური გეგმა, ევროკავშირში 2024 წელს წევრობაზე განაცხადის დაყენება, - ამის შესახებ ბერლინში ვიზიტით მყოფმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ, რომ საქართველო 2024 წელს უფრო მომზადებული იყოს, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი.

06 მაისი 2021, 16:56

ეკონომიკა

ევროკავშირის ენერგოგაერთიანება: მზად ვართ ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან, რათა გამოვნახოთ გამოსავალი

„ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის. ასევე განიხილოს კომერციული დავები კერძო პირებს შორის; დავა სახელმწიფოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის; ან დავები ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მხარეებსა და სამდივნოს შორის. ესაა ხანგრძლივი არბიტრაჟის ალტერნატივა, რომელსაც აქვს გადაწყვეტილების მიღების მოქნილი მექანიზმი. ცენტრის საქმიანობა ემყარება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გამოცდილებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

06 მაისი 2021, 16:52

COVID19

ბუნდესტაგმა სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ.

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 16:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ჩვენი ვიზიტი გრძელდება გერმანიაში. დღეს გვქონდა ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრა. დეპუტატებს ძირითადად საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ვესაუბრეთ, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

06 მაისი 2021, 16:28

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყებამ (UKNF) ევროკავშირის Twinning-ის პროექტის შედეგები შეაჯამეს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“, შემაჯამებელი ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

06 მაისი 2021, 16:27

საზოგადოება

„ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული გაიხსნა

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორის მოადგილე ჯონათან ნოვაკმა.

06 მაისი 2021, 16:11

COVID19

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

„შეგახსენებთ, რომ 29 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა გაუქმდა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გურამ მაჭარაშვილი

06 მაისი 2021, 16:03

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია აღმოჩნდა პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა, ის ციხიდან გამოსასვლელს ვერ პოულობს

ნიკა მელია აღმოჩნდა ისეთ სიტუაციასა და პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მას მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა. ის ვერ პოულობს გამოსავალს და გამოსასვლელს ციხიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელია დარჩება ციხეში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას, თუ გირაოს სახით გამოვა ციხიდან, პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ წასვლა მოუწევს.

სერგეი ლავროვი

06 მაისი 2021, 15:57

მსოფლიო

ლავროვი: რუსეთის ხელმძღვანელობის, პოლიტიკოსების, პარლამენტარებისა და კომპანიების მიმართ ევროკავშირის ცალმხრივ სანქციებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

რუსეთის ხელმძღვანელობის, პოლიტიკოსების, პარლამენტარებისა და კომპანიების მიმართ ევროკავშირის ცალმხრივ სანქციებს უპასუხოდ არ დავტოვებთ, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში.