21 ივნისი 2021, 13:51 / სანდო წყარო

ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნის. ინიციატივის ფარგლებში, ბორჯღალოსნები 2 და 9 ივლისს მოედანზე კვართებზე დატანილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოთი გავლენ.

გაეროს ქარლთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ორივე მატჩში ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და მას რაგბის სამყარო თუ გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან.

აფრიკელები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, პანდემიის პირობებში, პირველ და მეორე შეხვედრას საქართველოსთან მართავენ, მერე კი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ერკინებიან. 17 ივლისს ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, მოედანზე კვლავაც კვართებზე დატანილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოთი გავლენ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

„ქალთა უფლებების მხარდაჭერის გლობალურ გზავნილს ტესტ-მატჩების ფორმატში სამხრეთ აფრიკასთან კიდევ ერთხელ გავახმოვანებთ. გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ სპონსორობაზე, მხარი დავუჭიროთ გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს სოციალურ პროგრამებში და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ: ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს რაგბის კავშირისა და ყველა მორაგბისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება და ასეთ მნიშვნელოვან ტესტებს ამ ლოგოთი ვითამაშებთ. ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიოს პრობლემაა და მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ახლა უკვე გლობალური მასშტაბით ვუერთდებით. მთავარი სპონსორის ნაცვლად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოთი გამოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია ქალთა მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

„ჩვენთვის პატივია,რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებაში კიდევ ერთხელ ვერთვებით და ზაფხულის ტესტების უმნიშვნელოვანეს თამაშებზე ამ გზავნილით გავალთ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნავს ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

„მრავალი წელია, რაც რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ამ საკითხში ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბორჯღალოსნები ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ქალთა უფლებებსა და მათ გაძლიერებას უძღვნიან“, - აცხადებს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი

ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. თანამშრომლობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცების მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქართველმა მორაგბეებმა ამ მოძრაობას, გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - UNiTE to End Violence against Women და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის HeforShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. ამასთან, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ კაცებსა და ბიჭებს ხვდებიან და მათ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.

ყველა სიახლე

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 23:07

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: სიახლეების ფარგლებში ჩვენ, საარჩევნო კომისია, ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, რომ ამ რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაცია უნდა უზრუნველყოთ

„საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც რიგ შემთხვევაზე აზღვევს ბევრ იმ რისკს, რომლის შესახებაც გასულ არჩევნებთან დაკავშირებით არა თუ დარღვევები, კითხვის ნიშნები იყო. ამ სიახლეების ფარგლებში ჩვენ, საარჩევნო კომისია, ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, რომ ამ რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაცია უნდა უზრუნველყოთ. ეს არის ის მექანიზმები, რომლებსაც სისტემა დაჰყავს იქამდე, რომ ყველა მანიპულაციის რისკი იქნება დაყვანილი მინიმუმზე, რაც არ მისცემს არცერთ მხარეს შესაძლებლობას, რომ კენჭის ყრის დღესთან ან ზოგადად საარჩევნო პროცესთან მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 22:59

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვემდგომი კომისიების წევრთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს

ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვემდგომი კომისიებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლებების განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: რა იყო ისეთი, რაც დემოკრატიულ პროცესს სჭირდებოდა და ჩვენი მხრიდან არ შესრულდა?!

თვითმმართველობის არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში დასრულდება ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობები და ქვეყანა შემდეგი სამი წლით მშვიდ საქმიან რეჟიმში გადავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ დანარჩენ რეფორმებზე საუბრისთვის „ქართული ოცნება“ მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ნორმალურ პოლიტიკაში დაბრუნდება. თუკი ეს არ მოხდება, თვითმმართველობის არჩევნებიდან ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობები ზუსტად ერთ თვეში დასრულდება.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: IRI-ის კვლევების მიმართ ჩვენ რაიმე დამოკიდებულება კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს გამოცდილება

საპარლამენტო არჩევნებზე მივიღეთ 48%. რა მოხდა იმის შემდეგ? „ქართული ოცნება“ არის უფრო ძლიერ პოზიციაზე, ვინაიდან ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და მერე შემოვიდა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება დააანონსეს და ვერც კი დაიწყეს, ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება სურდათ და ვერ გააკეთეს, საგამოძიებო კომისიის შექმნა სურდათ და ბოლოს თავადაც მოხსნეს ეს საკითხი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ რაც არ უნდა წინასწარ იძახოს, რომ ეს არის ცუდი არჩევნები, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და თავისუფლად

„მათ სურთ სახე შეინარჩუნონ ამგვარად, რომ შემდეგ თავის ამომრჩეველს უთხრან: „კიდევ ერთხელ წავაგეთ იმიტომ, რომ ბატონმა კალანდარიშვილმა წაგვართვა არჩევნები. თუმცა მერე ამის შემოწმებაც არ მოუნდებათ, იმ ყუთებსაც არ გახსნიან, იმ შედეგებსაც არ გადათვლიან და აი ასე იქნებიან საკუთარ ქვეყანასთან ცივი ომის რეჟიმში. რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისე განვაახლეთ თამაშის წესები, რომ ნებისმიერ ერთ ადამიანზე, თუნდაც ეს ცესკოს თავმჯდომარე იყოს, ვერ იქნება იმდენად პროცესი დამოკიდებული, რამდენადაც ეს იქნება ინსტიტუტზე, რომელიც მას აბარია და კანონზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ასევე, ჩამოვლენ დამკვირვებლები. გარწმუნებთ, რომ ოპოზიციამ რაც არ უნდა წინასწარ იძახოს, რომ ეს არის ცუდი არჩევნები (ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ამბობენ, რომ ცუდი არჩევნებია), არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და თავისუფლად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როდესაც აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ საჭიროა მრავალპარტიული მხარდაჭერით მიღებული რეფორმები, პირდაპირ შეგვიძლია ვნახოთ, ვინ უჭერს მხარს რეფორმებს და ვინ არა

„ქართული ოცნება“ 100 დღის განმავლობაში ასრულებდა მიშელის შეთანხმების პირობებს, მეორე მხარე კი არ იყო არცერთ კენჭისყრაზე, მეტიც, რვა ოპოზიციური პარტიიდან ოთხმა პარტიამ საერთოდ არ მოაწერა ხელი მიშელის შეთანხმებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

03 აგვისტო 2021, 22:37

მსოფლიო

Associated Press: პენტაგონის მახლობლად მომხდარ ინციდენტს პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა

პენტაგონის მახლობლად მომხდარ ინციდენტს პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დაბალი ბარიერის მიმართ ზოგადად სიმპათია გვაქვს, ჩვენი სურვილია, რომ იყოს მრავალფეროვნება და რამდენიმე ძლიერი პარტია

„ჩვენ დაბალი ბარიერის მიმართ ზოგადად სიმპათია გვაქვს. ეს იქნება 2, 3, 1, 4 პროცენტი - სწორედ ამაზე არის მსჯელობა. ამაზე არგუმენტები არსებობს, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი გამოცდილებაც გვაქვს 1%-თან დაკავშირებით. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით. ჩვენი სურვილია, რომ იყოს მრავალფეროვნება და რამდენიმე ძლიერი პარტია. ამას სჭირდება გარკვეული დრო. იმედი გვქონდა, რომ ამ 1%-იან ბარიერს, ამ პარლამენტს გამოიყენებდნენ ჩვენი ოპონენტები იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაემკვიდრებინათ პოლიტიკაში (ვგულისხმობ ახალ, პატარა პარტიებს). თითქმის 1 წელიწადი ჭიდილის ფორმატში გავიდა, დარჩენილია 3 წელიწადი. დიდი ალბათობით, პატარა პარტიები ვერ შეძლებენ დიდი ბარიერი გადალახონ, რაც კონსტიტუციური წესით არის გათვალისწინებული. ასე რომ ჩვენ ამ კუთხით ღია ვართ მსჯელობისთვის და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კომპრომისის მიღწევას ჩვენს ოპონენტებთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი და რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია?!

რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი და რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია და რატომ უნდა წავიდეთ ისეთ კომპრომისებზე, რომელიც მოქალაქეებს ააცილებს თვითმმართველობის არჩევნების ძირითად მიზანს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის ფაქტორში“ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა და დაასახელა ის არგუმენტებზე, თუ რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმებიდან.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე შეთანხმების ანულირებაზე: ოპონენტებს სურდათ, პოლიტიკური მეკობრეებივით მოქცეულიყვნენ

ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან. ორჯერ ერთსა და იმავე კომპრომისზე წასვლა მასთან, ვინც ომის დასრულებას ხელი არ მოაწერა, ალბათ იქნებოდა შეცდომა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

03 აგვისტო 2021, 22:20

მსოფლიო

ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონაში“ მძლავრი აფეთქება მოხდა

ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონაში“ მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, „მწვანე ზონაში“, სადაც სამთავრობო უწყებები და საელჩოებია განთავსებული, მძლავრი აფეთქების შემდეგ სროლას ჰქონდა ადგილი.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:16

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომ მოქალაქეებს აერჩიათ ის ადამიანები და პროგრამები, რომლებიც მათ საცხოვრებელ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლიან

„დღეს იწყება ის საარჩევნო კამპანია, რომელიც უშუალოდ თვითმმართველობაზე, ჩვენი მოქალაქეების მომავალზე იქნება კონცენტრირებული. ხოლო პარტიებს ექნებათ საშუალება უკვე ამ არჩევნების შემდეგ, მეათე მოწვევის პარლამენტში გააგრძელონ დებატები და დაუმტკიცონ მოქალაქეებს თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება უფრო კონკურენტული და რომელი აიღებს პასუხისმგებლობას უკვე 2024 წელს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, მას ინსტრუმენტად იყენებდნენ პოლარიზაციისთვის

თავის დროზე მას ჰქონდა ორი ძირითადი მიზანი: საბოტაჟის დასრულება და დეპოლარიზაცია. პირველი მიზანი შესრულდა, პარტიები შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა რამდენიმე დეპუტატი მაინც დარჩა გარეთ. რაც შეეხება დეპოლარიზაციის ნაწილს, ეს მიზანი არათუ ვერ შესრულდა, არამედ ბოლო პერიოდში ის პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამ შეთანხმებას ინსტრუმენტად იყენებდნენ სწორედ პოლარიზაციისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ვლადიმერ ხინჩიგაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:07

საზოგადოება

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩიგაშვილი სპორტული კარიერის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის.

ენდრიუ კუომო

03 აგვისტო 2021, 21:55

მსოფლიო

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს უარყოფს

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს უარყოფს. „არასდროს არავის შევხებივარ შეუსაბამოდ. ეს არ არის ის, ვინც მე ვარ და არც ის, ვინც ოდესმე ვყოფილვარ“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.

დავით თარხან-მოურავი; ირმა ინაშვილი

03 აგვისტო 2021, 21:21

პოლიტიკა

„პატრიოტები“ კრემლში წერილს გზავნიან

„ვინაიდან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ისევ ამ გზით მივდივართ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დიახ, უნდა ვილაპარაკოთ და თუ თქვენ დამისვამთ კითხვას, ჩახვალთ თუ არა მოსკოვში და მიიღებთ თუ არა მონაწილეობას სხვადასხვა ფორმატში, დიახ, ჩავალ, შევხვდები დეპუტატებს და არა მარტო მათ, თუ იქნება ასეთი მზაობა მეორე მხრიდან“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

03 აგვისტო 2021, 21:06

საზოგადოება

რას ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში შავი რუსული ნომრების მქონე ავტომობილის მძღოლი

„ქრონიკას“ დაუკავშირდა იმ ავტომობილის მძღოლი, რომლის შესახებაც ქართული მედიის ნაწილი სავარაუდოდ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თბილისში რუსული ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი „სახელმწიფო შავი ნომრებით“ გადაადგილდება.

დეიზი ვირასინგემი

03 აგვისტო 2021, 20:53

მსოფლიო

პირველად ისტორიაში საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს ქალი უხელმძღვანელებს

პირველად ისტორიაში საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს ქალი უხელმძღვანელებს. საინფორმაციო სააგენტო Associated Press-მა დეიზი ვირასინგემი სააგენტოს პრეზიდენტად და აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა.

გიორგი ხელაშვილი

03 აგვისტო 2021, 20:50

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი ოპოზიციაზე: ერთმანეთი კიდევ უფრო ეზიზღებათ, ვიდრე ვეზიზღებით ჩვენ

„პირველი იყო, რომ უნდობლობის კვოტუმის ინიცირებას მოახდენდნენ პარლამენტში, მერე იმუქრებოდნენ, რომ შექმნიდნენ ჩრდილოვან კაბინეტს და შექმნიდნენ საგამოძიებო კომისიას. ვერცერთი ვერ შეასრულეს, რადგან ვერ შეძლეს სულ რამდენიმე ათეული დეპუტატის მობილიზება, ვერ შეძლეს ერთმანეთში კოორდინირება და შეთანხმების მიღწევა. ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ერთმანეთი კიდევ უფრო ეზიზღებათ, ვიდრე ვეზიზღებით ჩვენ“, - განაცხადა ხელაშვილმა.

03 აგვისტო 2021, 20:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა.