imedi /  25 ოქტომბერი 2021, 10:33 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: მიხეილ ხერგიანის სამშობლოში, მეკლდეურობა სპორტის სამინისტროსგან განსაკუთრებული მხარდაჭერით ისარგებლებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სამინისტროში მეკლდეურობის ფედერაციის პრეზიდენტს, ლადო გურჩიანს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც მეკლდეურობის ფედერაციის სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ, საქართველოში მეკლდეურობის განვითარების შესაძლებლობები და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მეკლდეურების ასპარეზობის პერსპექტივები განიხილეს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მეკლდეურობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საშეჯიბრო პროგრამაში შეიტანა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც დატოვა. მინისტრის ინიციატივით, მეკლდეურობის ფედერაცია პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის შესაძლებლობებს გააანალიზებს და სამინისტროს კონკრეტულ გეგმას წარუდგენს. გარდა ამისა, დაიგეგმა მინისტრის მიერ თბილისის მეკლდეურობის დარბაზის მონახულება, რომელიც განახლებას საჭიროებს.

თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მეკლდეურობის 6-დან 14 წლამდე ბავშვებში პოპულარიზაციასა და საჯარო სკოლებში დანერგვაზე.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა მეკლდეურებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და დასძინა, რომ საქართველოში, რომელიც მიხეილ ხერგიანისა და არაერთი ცნობილი მეკლდეურის სამშობლოა, სპორტის ამ სახეობას შესაბამისი მხარდაჭერა ექნება.

ყველა სიახლე

სილვესტერ სტალონე

04 დეკემბერი 2021, 19:33

მსოფლიო

სილვესტერ სტალონემ გერმანიაში თავისი ნახატების გამოფენა გახსნა

ექსპოზიცია მსახიობის იუბილეს ეძღვნება - წელს სტალონეს 75 წელი შეუსრულდა. ჰაგენის მუზეუმში მისი 50 ნახატი ჩაიტანეს. მათ შორისაა ავტოპორტრეტები და ახალგაზრდობის დროინდელი ნამუშევრები, რომელიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.

კახა კალაძე

04 დეკემბერი 2021, 19:17

საზოგადოება

კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებების მასშტაბებზე

„თუ თქვენ მეტყვით და მირჩევთ, რანაირად შეიძლება მაგალითად, მომღერლები ტენდერის საფუძველზე შევარჩიოთ, უდიდეს მადლობას გადაგიხდით. რა უნდა იყოს ტენდერის პირობები, რის მიხედვით შევარჩიოთ, პირველი თუ მეორე ხმის მიხედვით?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

04 დეკემბერი 2021, 19:01

სამართალი

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა

„აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება“.

გურამ მაჭარაშვილი

04 დეკემბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თეა წულუკიანს პასუხები საკმაოდ სწორი და ადეკვატური ჰქონდა - თუ პოლიტიკოსი არ მოგწონს და იცი, რომ შენზე ძლიერია, არ უნდა შეხვიდე პოლემიკაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელ გამოსვლას და ოპონენტებთან მის პოლემიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, კითხვებზე თეა წულუკიანის პასუხები ადეკვატური იყო.

ჟაირ ბოსონარუ

04 დეკემბერი 2021, 17:53

მსოფლიო

კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

კონკრეტულად საუბარია ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც ბოლსონარუმ კოვიდსაწინააღმეგო ვაქცინასა და შიდსს შორის კავშირზე ისაუბრა. Facebook-ის პირდაპირ ეთერში, ის დაეყრდნო ბრიტანეთის ხელისუფლების არარსებულ „ოფიციალურ ანგარიშებს“, რომლის თანახმადაც, ადამიანებში, რომლებიც სრულად აცრილები არიან, შიდსი „უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

04 დეკემბერი 2021, 17:48

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის აქცია დასრულდა

მისი თქმით, სოფლის მოსახლეობისგან შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს. გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის, ასევე სოფლის მცხოვრებელთა ინტერესები.

დავით რეხვიაშვილი

04 დეკემბერი 2021, 17:37

COVID19

დავით რეხვიაშვილი: ცნობილია, რომ „ომიკრონი“ ძირითადად აუცრელ ადამიანებში ვრცელდება

როგორც ვიცით საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ახალი შტამი „ომიკრონი“ ძირითადად აუცრელ ადამიანებში ვრცელდება

დევი ტაბიძე

04 დეკემბერი 2021, 17:18

COVID19

დევი ტაბიძე: აცრა გვიცავს ადამიანებს, არ გავხდეთ პაციენტები

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ზუსტი ინფორმაცია ეს აცრა შველის თუ არა ახალი შტამის გავრცელებას, მაგრამ სხვა გამოსავალი და იარაღი ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ ამ ახალ შტამს აცრილები უნდა დავხვდეთ. აცრა არის ის, რომელიც დაგვიცავს ადამიანებს არ გავხდეთ პაციენტები“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

04 დეკემბერი 2021, 17:04

მსოფლიო

ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა

ვულკანიდან ამოფრქვეული კვამლის სიმაღლე 12 000 მეტრს აჭარბებს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები კვამლის უზარმაზარი ღრუბლისგან თავის დაღწევას გაქცევით ცდილობენ.​

04 დეკემბერი 2021, 16:05

პოლიტიკა

ეუთოს გასულმა, მოქმედმა და მომავალმა თავმჯდომარეებმა ერთობლივ განცხადებაში საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს

ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება - STOCKHOLM „QUADRIGA“ STATEMENT: OUR COMMITMENTS, OUR SECURITY, OUR OSCE.

გურამ მაჭარაშვილი

04 დეკემბერი 2021, 15:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ყველამ ნახა, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, რუსთავის ციხეში გადაყვანაზე ექიმთა დასკვნების საფუძველზე გადაწყვეტილებას მიიღებს პენიტენციური სამსახური

მინდა გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ პატიმარ სააკაშვილზე მსჯელობა საერთოდ არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ და მის ტელეკომპანიებს სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყოს დღის წესრიგში, სწორედ ამიტომ, როდესაც ამ საკითხის მინელება ხდება, აუცილებლად რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

04 დეკემბერი 2021, 15:18

რეგიონი

სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის ნაწილი მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს

ამ მიზნით სოფლის მოსახლეობის ნაწილი ამ წუთებში ავტობანის მიმდებარედ, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის გზაზეა შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ თუ მათ მთავრობის წარმომადგენელი არ შეხვდება, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს გადაკეტავენ.

მეუფე იაკობი

04 დეკემბერი 2021, 14:55

საზოგადოება

მეუფე იაკობი: მესიანიზმის დრო წავიდა, შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა

„საქართველოს ღმერთი და ღვთისმშობელი იფარავს. არავინ დაიბრალოს თავის თავზე, მე ვიქნები თუ სხვა, რომ თითქოს, ჩვენ გარეშე საქართველო არ განვითარდება. ჩვენ გარეშეც ვითარდებოდა, ჩვენთან ერთადაც შეიძლება განვითარდეს და იმედი მაქვს, ჩვენს შემდეგაც ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ, გონიერებას მოვუხმოთ. უაზრო რაღაცებზე დროს ფუჭად ნუ ვკარგავთ. მოთმინებასაც ზღვარი აქვს და ამიტომ, უნდა ვეცადოთ ჩვენს ქვეყანასა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ!

04 დეკემბერი 2021, 14:41

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის საჯარო განხილვა დაიწყო

აღნიშნული პროექტი ფინანსთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად მოამზადა. ამ საკითხზე დისკუსია დაიწყო, როგორც სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ისე სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან. საბოლოოდ, დოკუმენტის განხილვა საქართველოს პარლამენტში გაგრძელდება.

04 დეკემბერი 2021, 14:41

მსოფლიო

ლიეტუვაში კაცმა ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი წაუკიდა 🎄

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში კაცმა საშობაო ნაძვის ხეს ცეცხლი წაუკიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ნაძვის ხეს ცეცხლი ღამით 39 წლის კაცმა წაუკიდა. მომხდარიდან ხუთ წუთში ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ და ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს. ბოროტმოქმედი, რომელიც საკუთარი ავტომობილით მიმალვას ცდილობდა, პოლიციამ დააკავა. დანაშაულის ჩადენის მოტივები ამ ეტაპზე ზუსტდება.

04 დეკემბერი 2021, 14:32

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი FIBA-ს ევროპის პრეზიდენტს შეხვდა

მხარეებმა ქართული კალათბურთის სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ევრობასკეტ 2022-ის სამუშაო პროცესების მონიტორინგის შედეგები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და თურგაი დემირელმა კალათბურთის სფეროში ქართველი სპორტსმენების მიერ მიღწეული წარმატებები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

ანგელა მერკელი

04 დეკემბერი 2021, 14:28

COVID19

ანგელა მერკელი მოსახლეობას: ძალიან გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით ამ ვერაგ ვირუსს და აიცერით, იქნება ეს პირველი, მეორე თუ ე.წ. ბუსტერ დოზა

გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი

04 დეკემბერი 2021, 14:18

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა ავღანეთში ერთობლივი დიპმისია გახსნას

საფრანგეთი და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს ავღანეთში ერთობლივი დიპლომატიური მისიის გახსნის შესახებ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად „თალიბანის“ აღიარების გარეშე. ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განუცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

04 დეკემბერი 2021, 14:11

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ზვიადაურის მოსამართლეზე: ადეიშვილმა მისცა დავალება მოსამართლეს, რომ ზვიადაური ციხიდან გამოეშვა, ხოლო გვარამიამ გასცა დავალება, ბელადის ტელევიზიებს მათივე ნამოქმედარი ხელისუფლებისთვის „შეეტენათ“

ადეიშვილმა მისცა დავალება მოსამართლეს, რომ ზვიადაური ციხიდან გამოეშვა, ხოლო გვარამიამ გასცა დავალება, რომ ბელადის ტელევიზიებს მათივე ნამოქმედარი ხელისუფლებისთვის „შეეტენათ“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ზვიადაურის მოსამართლეზე სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბ ქადაგიძე

04 დეკემბერი 2021, 13:59

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საძოვრები, რომელთა გასხვისებასაც გორის მოსახლეობა აპროტესტებს, ინდოელებზე 2008 წლის სექტემბერში გაიყიდა

გორში მოსახლეობა აპროტესტებს გასხვისებულ საძოვრებს, ხოლო ეს საძოვრები 2008 წლის სექტემბერში სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს.