23 იანვარი 2022, 12:23 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს 1-18 სექტემბერს თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

წელს ტარდება კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი 2022. 1-18 სექტემბერს თბილისი ევროპის 3 ქალაქთან (კიოლნი, პრაღა, მილანი) ერთად კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თბილისში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარდა ითამაშებენ ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები.

„სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ევროპის ჩემპიონატის მისაღებად დედაქალაქში ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც იქნება დასრულებული ამ ზაფხულს და ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ევროპის ჩემპიონატს თბილისში.
აქვე მინდა სიხარულით აღვნიშნო, ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები სექტემბერში ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რაც ქართული კალათბურთის და ზოგადად ქართული სპორტის დიდი წარმატებაა“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება 2023 წელს.

„თბილისსა და ბათუმში, ასევე ქუთაისშიც გაიმართება მატჩები. რუმინეთთან ერთად ჩვენ ვუმასპინძლებთ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს. ჩამოვლენ უძლიერესი გუნდები, 8 გუნდი ჩამოვა, 8 ქვეყნის შერჩეული გუნდი ჩამოვა საქართველოში და ფინალური მატჩი გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა და ეს იქნება ძალიან დიდი მოვლენა 2023 წელს. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში და ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მათი ხილვის შესაძლებლობა მიეცემა.

ქალბატონ თეასთან ერთად, მე მქონდა შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთან, ბატონ ლევან კობიაშვილთან და ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ვთქვით, რომ საჭიროა დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა. დღეს შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და მასთან დაკავშირებით ყველა საკითხს მოაგვარებს.

ასევე, 2023 წლის 19 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი „თავისუფალ სრიალში თხილამურებით და სნოუბორდის“, რაც ასევე დიდი მოვლენაა და ამისთვის ინტენსიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. 3 ახალი სასრიალო ტრასა მოეწყობა, ხელოვნური ტბები და ა.შ. უამრავი სამუშაო ტარდება, რაც საბოლოო ჯამში, ბაკურიანს და ჩვენს მოსახლეობას დარჩება.
მიმდინარე წლის 18-19 თებერვალს და 5-6 მარტს ბაკურიანი მსოფლოს თასის ეტაპებს უმასპინძლებს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციასთან აღებული ვალდებულების ნაწილია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ყველა სიახლე

26 მაისი 2022, 14:54

რეგიონი

გორში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

26 მაისი 2022, 14:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არაერთმა თაობამ ძალიან ბევრი იბრძოლა და იშრომა, რათა გვქონოდა ასეთი სახელმწიფო და გვქონოდა შანსი, საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს

„ამ წლების განმავლობაში გავატარეთ რეფორმები, მივიღეთ თქვენი დიდი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. უკვე ველით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, მართალია, ეს ეხება კანდიდატის სტატუსს და საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მჯერა, რომ ამ საუკუნოვან ოცნებას ჩვენ ერთად ავისრულებთ და საქართველო დაუბრუნდება თავის ევროპულ ოჯახს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიქტორ დოლიძე

26 მაისი 2022, 14:50

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: ყველა თანამოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს - ჩვენ ახლა გარდამტეხ პერიოდში ვართ როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური სრულფასოვანი ინტეგრაციის თვალსაზრისით

ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ვულოცავ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ ევროპულ მომავალს, რომელიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში მდგომარეობს. ჩვენს ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ.

ლევან იოსელიანი

26 მაისი 2022, 14:44

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ევროკავშირთან და ამ შანსის ვერ და არ გამოყენება იქნება დანაშაული ჩვენი მომავალი თაობის წინაშე

„არასოდეს საქართველოს არ ჰქონია ასეთი შანსი, ეს არის ისტორიული მომენტი, არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვართ ევროკავშირთან და ამის ვერ და არ გამოყენება იქნება დანაშაული ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. ამიტომ ყველამ ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში“, - აღნიშნა იოსელიანმა.

26 მაისი 2022, 14:39

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კარლ ჰარცელი

26 მაისი 2022, 14:30

პოლიტიკა

კარლ ჰარცელის ვარაუდით, ევროკომისია საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე მოსაზრებას 2-3 კვირის ვადაში წარადგენს

„მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და პატივი მივაგო სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღეს აქ ვიხილეთ. ისინი ემსახურებიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვას, არამედ იცავენ ევროპულ ღირებულებებს მსოფლიოს მასშტაბით: ავღანეთში, აფრიკაში და სხვაგან. გილოცავთ ყველას. ჩვენ ჯერ კიდევ ველით იმ დროს, როცა ევროკომისია წარადგენს თავის მოსაზრებას საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე, ასევე უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციებზე. ვვარაუდობ, რომ ეს მომდევნო 2-3 კვირის ვადაში მოხდება“, - განაცხადა ჰარცელმა.

26 მაისი 2022, 14:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: 26 მაისი მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება სჭირდება

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, 26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე

26 მაისი 2022, 14:28

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას

„მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

26 მაისი 2022, 14:26

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე, ალბათ, განსაკუთრებულია - ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ; ევროკავშირის წევრობაზე განცხადება გავაკეთეთ და დიდი იმედით ველოდებით, რომ ძალიან მალე ევროკავშირისგან დადებითი პასუხი იქნება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყანა ამ დღეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის პასუხის მოლოდინშია.

ჯუანშერ ბურჭულაძე

26 მაისი 2022, 14:18

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: გზა ევროპისკენ არის ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანი

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა მან.

26 მაისი 2022, 14:06

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკრაინის მიმართ სოლიდარობა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბარს დაეთმო. დედაქალაქის მთავარ მოედანზე უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა.

ავთანდილ კასრაძე

26 მაისი 2022, 14:01

საზოგადოება

ავთანდილ კასრაძე: რუსთაველის გამზირზე წარმოვადგინეთ ტექნოპარკის ერთგვარი მინიმოდელი, სადაც, ბავშვებს შეუძლიათ გაეცნონ მსოფლიოს ტექნოლოგიურ მიღწევებს და ისწავლონ ინოვაციური პროდუქტების შექმნა

სხვადასხვა სივრცესთან ერთად, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზეა წარმოდგენილი, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი, - ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

26 მაისი 2022, 13:58

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ქვეყნის დამოუკიდებლობა თითოეული მოქალაქის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველას გილოცავთ ამ დიდ, ეროვნულ დღესასწაულს

„გილოცავთ 26 მაისს - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს! დამოუკიდებლობა მართლაც რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს აღებული“, -აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

26 მაისი 2022, 13:53

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს მცხეთაში მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასა და საგამოფენო სივრცეებს, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:47

პოლიტიკა

პრემიერი: დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის

„დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 13:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს

ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლოზ წულუკიძე

26 მაისი 2022, 13:42

საზოგადოება

ნიკოლოზ წულუკიძე: ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პირველად გხვდებით, რადგან განსაკუთრებულად რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მაგალითი მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება

„დღეს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პირველად გხვდებით, რადგან განსაკუთრებულად რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემს მდგომარეობაში, გამოვსულიყავი და მაგალითი მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება. რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ გადავრჩეთ“, - ამ სიტყვებით დაიწყო მაყურებლისთვის მიმართვა „ტელეიმედის“ წამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ, რომელიც, ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ეთერს დაუბრუნდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:32

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო ევროპისაგან ელის პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას

„დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:28

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წლისთავს აღვნიშნავთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

26 მაისი 2022, 13:28

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირის ჰიმნი პირველად შესრულდა. ვიდეო

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჰიმნი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი შესრულდა. ჰიმნი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა, სამების ტაძრის საპატრიარქო და თბილისის ოპერის თეატრის გუნდებმა შეასრულეს.