www.imedi.ge /  26 იანვარი 2022, 00:47 / სანდო წყარო

ავსტრალიაში, დიდ ბარიერულ რიფზე ჩოგბურთის მოტივტივე კორტი განათავსეს🎾

სპორტულმა ბრენდმა adidas და ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ Parley for the Oceans ავსტრალიის დიდ ბარიერულ რიფზე ჩოგბურთის მოტივტივე კორტი შექმნეს. ამის შესახებ dezeen-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტი ჩოგბურთში ავსტრალიის პირველობის სტარტს მიუძღვნეს, მისი მიზანი კი პლასტიკის ნარჩენების პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. კორტი მთლიანად გადამუშავებული პლასტიკისგან არის დამზადებული. კორტზე არის წარწერა - „პლასტიკური ნაგავი პრობლემაა. ინოვაციები - გამოსავალი“.

კორტზე ავსტრალიაში adidas-ის ელჩებმა და სპორტსმენებმა მატჩები ჩაატარეს. მათ შორის იყვნენ იან ტორპი, ჯეს ფოქსი, ნატან კლირი და სტეფ კლერ სმირტი.

Australian Open-ის დასრულების შემდეგ კორტს დაშლიან და მისგან რიფის მიმდებარედ ერთ-ერთი ქალაქის სკოლაში სპორტული მოედნის საფარს დაამზადებენ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ყველა ნელნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებს, ის უნდა დაისაჯოს

კარგია უკვე, ბოლო პერიოდში არ საუბრობენ, რომ მიხეილ საააკაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და ყველა ნელნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებს, ის უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

24 მაისი 2022, 12:45

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, კარი ჰენრიკსენს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ერთი ადამიანიც ვერ იტყვის ფაქტობრივად, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზაა

ერთი ადამიანიც ვერ იტყვის ფაქტობრივად, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

24 მაისი 2022, 12:34

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი, თავისი დასწრების გარეშე, სასამართლო სხდომის გაგრძელებაზე უარს აცხადებს, რის გამოც, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლოს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმე უნდა განეხილა. განხილვის გადადების მიზეზი სააკაშვილის წერილი გახდა, რომლის მიხედვითაც, თავისი დასწრების გარეშე, სასამართლო სხდომის გაგრძელებაზე უარს აცხადებს.

ზურაბ ქადაგიძე

24 მაისი 2022, 12:31

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე CEPS სტატიაზე: 2 დღე რომ „გვტენიდნენ“ ოფიციალურ დოკუმენტად, თურმე ვიღაცის სუბიექტური დამოკიდებულება ყოფილა

24 საათი მაინც გააძლებინეთ იმ „ფეიქებს“,ხალხი არ ხართ, ან არ გეცოდებათ ეგ თქვენი 0.1% იანი რეიტინგი? ,,ნეტა ვინ დაწერა ის სტატია? ამბობენ „მგიმოელ“ ლяკა ხოშტარიას „კოსმიურ“ აზროვნებას ეკუთვნის შედევრიო,’’ - ასე ეხმიანება ზურაბ ქადაგიძე „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (CEPS) მეცნიერ-თანამშრომლის თინათინ ახვლედიანის კომენტარს მისი ორგანიზაციის მიერ, გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოლიდარული იყოს უკრაინელი ხალხის მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სოლიდარული იყოს უკრაინელი ხალხის. მისი თქმით, ოპოზიციამ წერილობით წარმოადგინოს, რა საკითხებია უკრაინასთან მიმართებით ისეთი, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ადამიანური ტრაგედიით დაწყებული და ქვეყნის ევროპული პერსპექტივით დამთავრებული, მათთვის ყველა მიზეზი კარგია, რომ სიტუაცია არიონ და აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია არაფერს თაკილობს მთავარი მიზნის - ქვეყნის ევროინტეგრაციაში ხელის შეშლისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მისაღწევად.

24 მაისი 2022, 12:19

პოლიტიკა

დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ივნისიდან იწყება

ივნისში, დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. ავიაკომპანია Fly Dubai კვირაში სამი სიხშირით ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე იფრენს. ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს ავიაკომპანია Air Arabia-ც, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში დუბაიდან შეასრულებს.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2020 წელს, როდესაც საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გამოვაცხადეთ, სხვა პარტიები ამას ცინიკურად ეკიდებოდნენ - დღეს, ამ პარტიებს უნდათ გამოჩნდნენ, რომ ამ კუთხით მოწინავეები არიან

„ხანდახან, რადიკალურ ოპოზიციას იმის თქმაც უნდა, რომ ეს იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან “ შეთანხმებული შეთანხმება. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა წლებით გადაიდებოდა. ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებაზე პროცესში. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება იყო შემაფერხებელი ასოცირების შეთანხმების დადებისა“.

24 მაისი 2022, 12:14

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: Adani Group-ის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ქვეყნის ბუნებრივ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები განვიხილე

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ქვეყნის ბუნებრივ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები განიხილეს.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და გადაწყვეტილებას ადამიანის ბრალეულობის შესახებ იღებს სასამართლო

სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს იმას, რომ არის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც არის ინსტანციური და სადაც ადამიანის ბრალეულობის შესახებ იღებს სასამართლო და არა სოციალური ქსელი, ცალკეული არსამათავრობო ორგანიზაციები თუ ცალკეული ჯგუფები, - ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

24 მაისი 2022, 12:08

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს გაუტამ ადანის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა კომპანიის თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

24 მაისი 2022, 12:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ სტატიაზე: მასში ბევრი უზუსტობაა და ჩანს, რომ დაუდევრად არის შედგენილი - სტატიის ავტორები ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეწინააღმდეგებიან

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ“ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებას გამოეხმაურა და, ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ამ სტატიაში მრავალი უზუსტობაა. მისი თქმით, მასალა „დაუდევრადაა შედგენილი“.

მარკ რუტე

24 მაისი 2022, 12:02

მსოფლიო

ჰოლანდიის პრემიერი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს აზრით, შანსი იმისა, რომ უკრაინა მალე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გხდება, არც ისე დიდია. „ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას არ მოსწონს ეს იდეა. ეს ასევე უსამართლო იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაცილებით დიდხანს ელოდნენ კანდიდატის წევრობას“, - განაცხადა მან პარლამენტში.

24 მაისი 2022, 11:45

საზოგადოება

„განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში მიხეილ ჩხენკელი ფინელ კოლეგას შეხვდა

„მინისტრის თქმით, განათლების ფინური მოდელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში და ქართულ განათლების სისტემაში მისი კომპონენტების კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თავის მხრივ, ფინეთის განათლების მინისტრმა ფინური სისტემის წარმატებაზე ისაუბრა და გამოხატა მზაობა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში მხარი დაუჭიროს საქართველოს განათლების სამინისტროს.

24 მაისი 2022, 11:44

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154- ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება 2022 წლის 23 მაისს დაიწყო.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 მაისი 2022, 11:44

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ლევან იოსელიანის ინიციატივაზე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, კარგი იქნება საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება კარგი იქნება.

24 მაისი 2022, 11:36

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურში აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი შედგა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამუშაო ვიზიტით აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალურ საქმეთა გამოძიების ოფისისა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

პაატა მანჯგალაძე

24 მაისი 2022, 11:35

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე ლევან იოსელიანის ინიციატივაზე: ნებისმიერ ფორმატსა და გადაწყვეტილებას დავუჭერთ მხარს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს დაეხმარება

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი პარტია აქტიურად აპირებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ლობირებას.

24 მაისი 2022, 11:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.