29 იანვარი 2022, 09:00 / სანდო წყარო

საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს.

აზერბაიჯანთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებული მატჩების მსგავსად, ევრო 2022-ის ერთ-ერთ ფავორიტთან გასამართ შეხვედრასაც გრონინგენის მარტინი პლაზა უმასპინძლებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საქართველო-ესპანეთის მატჩს ათასამდე გულშემატკივარი დაესწრება. თამაშამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა ბოლო ვარჯიში გამართეს.

„განწყობა, როგორც ყოველთვის, საბრძოლო გვაქვს. საქმე ძალიან რთულ მეტოქესთან გვაქვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც და ბოსნია-ჰერცეგოვინაც ძლიერი გუნდები არიან, თუმცა ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია. დასაკარგი არაფერი გვაქვს და უნდა ვეცადოთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ, რადგან მეორე პოზიცია უკვე დაბევებული გვაქვს. ეს ფსიქოლოგიურად გვეხმარება და კარგ ხასიათზე ყოფნის საშუალებას გვაძლევს. ზედმეტი წნეხის გარეშე კი, დიდი ალბათობაა, რომ უკეთ ვითამაშოთ. ნაწილობრივ მაინც მეოთხედფინალისკენ ვიყურებით. რამდენიმე მოთამაშეს მიკროტრავმა აქვს, რამდენიმეს - ბარათი. ასე რომ, ბალანსი უნდა დავიჭიროთ, რომ ამ თამაშმა კარგ შედეგამდე მიგვიყვანოს. ვეცდებით, მოვიპოვოთ ის ქულა, რომელიც პირველ ადგილზე გასვლის საშუალებას მოგვცემს, თუმცა როდესაც უკვე გასული ხარ, არ შეიძლება მთელი ენერგია და ძალა აქ ჩავტოვოთ. სიფრთხილე გვმართებს, თუმცა როდესაც ესპანეთს დონის მოწინააღმდეგე გყავს, ძალების დაზოგვით თამაში ძალიან ძნელია. ასე რომ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი უნდა ვეცადოთ. ვიცით, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში С ჯგუფის მეორეადგილოსანს შევხვდებით, ხოლო მარცხის შემთხვევაში რუსეთთან მოგვიწევს თამაში. ესპანეთის მსგავსად, რუსეთიც ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ასარჩევად საქმე არ გაქვს. პირიქით, აქ ყოფნა დიდი ბედნიერება და ძლიერ მეტოქეს უბრალოდ ვერ ავცდებით“, - აცხადებს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, შეძლებს თუ არა ელისანდრო ესპანეთთან შეხვედრაში მონაწილეობას, მატჩის დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოს და ესპანეთის მატჩი, რომელიც D ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2022, 21:22

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტზე: შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობა ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე მხარდაჭერისთვის

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 21:21

პოლიტიკა

ბორელი: საქართველო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ჟოზეფ ბორელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 20:46

პოლიტიკა

ბორელი: ვიზიარებთ საქართველოს პრემიერის შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით - ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

18 მაისი 2022, 20:27

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა თბილისში მსვლელობა გამართეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართეს. შეკრებილები გვარამიას პატიმრობას აპროტესტებდნე. აცხადებდნენ, რომ ეს მედიის სოლიდარობის აქციაა და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლაზე საუბრობენ. მედიის წარმომადგენლების გარდა აქციაზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.

ჯანეტ იელენი

18 მაისი 2022, 20:20

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ-ს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჩამორთმევის კანონიერი უფლებამოსილება არ აქვს

აშშ-ის ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ აშშ-ს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჩამორთმევის კანონიერი უფლებამოსილება არ აქვს.

18 მაისი 2022, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური ჟოზეფ ბორელს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 20:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჟოზეფ ბორელს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ბოლო წლებში საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის დინამიკა.

18 მაისი 2022, 20:05

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2022, 20:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვინც დღეს ნიშნის მოგებით გამოეხმაურა პრემიერის და ნატოს გენმდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საქართველოში ომი ურჩევნია მშვიდობას

ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრას.

ლევან ნიკოლეიშვილი

18 მაისი 2022, 19:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: იმედია, ნიკა გვარამია ახლა ტელევიზორს არ უყურებს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ქუჩაც კი ვერ გადაკეტეს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე მცირერიცხოვან აქციას ეხმიანება, რომელიც გუშინ, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაიგეგმა. ,,იმედია, ნიკა გვარამია ახლა ტელევიზორს არ უყურებს და არ ხედავს პირდაპირ ეთერში, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ქუჩაც კი ვერ გადაკეტეს“, - წერს ნიკოლეიშვილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 მაისი 2022, 19:47

მსოფლიო

ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ.

მაია სანდუ

18 მაისი 2022, 19:38

მსოფლიო

მაია სანდუ: არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, გვაქვს მოლდოვის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა

ჩვენ არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, ვინაიდან გვაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

18 მაისი 2022, 19:37

სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აქტიურ რეჟიმში აწარმოებს.

ზურაბ ქადაგიძე

18 მაისი 2022, 19:32

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო

„ელვა დეპეშა: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო!”- წერს ქადაგიძე.

18 მაისი 2022, 19:19

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ განახორციელა. მისი თქმით, დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გაიცა, რომელთა დანერგვამ მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში მეტი არჩევანის საშუალება უნდა მისცეს.

შარლ მიშელი

18 მაისი 2022, 19:17

მსოფლიო

შარლ მიშელი: პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია

პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 მაისი 2022, 19:09

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2022, 19:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ბათუმის აეროპორტიდან უზბეკეთის მიმართულებით პირველი რეისები შესრულდება

„საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარება, ახალი რეისების, ახალი ავიაკომპანიების ოპერირება და ავიამიმოსვლების ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორის - ტურიზმის სწრაფი აღდგენა და გაუმჯობესება. ვიცით, რომ ტურიზმში ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს და სასიხარულოა, რომ ამ პოზიტიურ სტატისტიკაში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობასაც მნიშვნელოვანი წილი ექნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

დერეკ შოლე

18 მაისი 2022, 18:53

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია.

ნინო ნადირაძე

18 მაისი 2022, 18:52

საზოგადოება

„ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე: პაციენტი სრულ ნდობას გვიცხადებს და არც ჩვენი მკურნალობისა და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე უკმაყოფილებას არ გამოთქვამს - ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის

„ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლევები უტარდება და ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის. მისივე თქმით, უკვე ჩატარებული კვლევის შედეგები სახალხო დამცველს გაეგზავნა.