06 ოქტომბერი 2022, 12:24 / სანდო წყარო

ქართველმა სამხედროებმა მკლავჭიდის საერთაშორისო ასპარეზობაში გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრებმა საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასპარეზობაში გაიმარჯვეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ბერძენიშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მგელაძემ საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვა. ლევან ბერძენიშვილმა 95 კილოგრამიან კატეგორიაში მარჯვენა მკლავით, ხოლო ლუკა მგელაძემ 86 კილოგრამიან კატეგორიაში მარცხენა მკლავით გაიმარჯვეს.

სპორტული შეჯიბრება საფრანგეთში, ქალაქ დიეპში გაიმართა. მასში მსოფლიოს 29 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2022, 13:53

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო დაიღუპა

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ვარაუდობენ, რომ დღემდე დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

30 ნოემბერი 2022, 13:46

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთმა უნდა გადაიხადოს საშინელი დანაშაულებისთვის

რუსეთმა უნდა გადაიხადოს საშინელი დანაშაულებისთვის, - ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეკლესიას იმდენად მტრობენ რომ ჯვარი აღიზიანებდთ, მშვიდობას იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა გააღიზიანათ

გთავაზობთ, ერთ წლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ საქართველოში მშვიდობის სადღეგრძელოზე, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდესა და არეულობას შორის არჩევანს გააკეთებს არეულობაზე, ეს ნაბიჯი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს

სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს გააკეთებს სიმშვიდესა და არეულობას შორის არეულობაზე, ეს ნაბიჯი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას კონსულტაციებს, ჩვენ წინასწარ ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ომბუდსმენობის რომელიმე კანდიდატზე

კონსულტაციები გაგრძელდება სახალხო დამცველობის 8 კანდიდატის გარშემო. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას კონსულტაციებს, ჩვენ წინასწარ ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ვერცერთ კანდიდატთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა სადაც მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა განწყობები სხვადასხვა კანდიდატის მიმართ. ბუნებრივია ეს განწყობები ერთნაირად დადებითი არ არის რვავე კანდიდატის მიმართ. ჩვენ რომ არ გავუსწროთ წინ მოვლენებს და არ შევუქმნათ პრობლემა მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა დღეს ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ვერცერთ კანდიდატზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ხათუნა ხოფერია

30 ნოემბერი 2022, 13:29

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: რაო, თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო? მშვიდობის კი არა, მშვიდობის მაძიებელთა, მშვიდობისთვის მებრძოლთა, მშვიდობის მოყვარეთა შემფარებელი ქალაქიცაა

რაო?.. თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო? მშვიდობის კი არა, მშვიდობის მაძიებელთა, მშვიდობისთვის მებრძოლთა, მშვიდობის მოყვარეთა შემფარებელი ქალაქიცაა. და მარტო თბილისი კი არა, მთლიანად საქართველო! დიახ, ეს დალოცვილი საქართველო, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: რა დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ როცა მშვიდობა გამოგვაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ

„ეკლესიას იმდენად მტრობენ რომ ჯვარი აღიზიანებდთ. მშვიდობას იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მათ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა აღიზიანებთ, რადგან ისინი არიან ომის პარტია. მათ აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ, რომ სურთ ომი საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უწყებები მთლიანად მოქმედებენ საკუთარი პასუხისმგებლობით - სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი დღეს არის არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში

ხელისუფლება მთლიანად მოქმედებს თავისი პასუხისმგებლობით. სახელმწიფო უწყებები მთლიანად მოქმედებენ საკუთარი პასუხისმგებლობით - სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი დღეს არის არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ჩანგპენგ ჟაო

30 ნოემბერი 2022, 13:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის -Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის ომის პარტიის აგენტი

როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, უსამართლო შეფასება, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს არის სიბინძურის სამსახურში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილი

30 ნოემბერი 2022, 12:57

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: საპროტესტო აქციებით ხელისუფლების იძულებას ალტერნატივა არ აქვს

ხალხის ძალის ჩვენებას, საზოგადოების აღშფოთებას, გამოწვევას, გამოსვლას და საპროტესტო აქციებით ხელისუფლების იძულებას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

გიული ალასანია

30 ნოემბერი 2022, 12:52

პოლიტიკა

გიული ალასანია სააკაშვილზე: იუსტიციის მინისტრს სწორი განწყობა აქვს

„რაც მოვისმინე მგონია, რომ იუსტიციის მინისტრს სწორი განწყობა აქვს. ისინი ამბობენ, რომ დოკუმენტები უნდა შევიდეს სასამართლოში და შემდეგ სასამართლომ უნდა განიხილოს, სწორია ეს, მაგის განხილვა იქნება, საჭიროა გადაყვანა თუ არა. ჯერ უნდა შეუწყდეს მას სასჯელის მოხდა და შემდეგ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა, თუ სასამართლო ასე მიიჩნევს“, - აღნიშნა ალასანიამ.

შალვა პაპუაშვილი

30 ნოემბერი 2022, 12:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გერმანიას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის და ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს

გერმანიას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში. გერმანიის კანცლერის სიტყვები, რომ ერთიანი ევროპა ნიშნავს ევროპას ლისაბონიდან თბილისამდე, გვაჩვენებს თუ რამდენად მკაფიოა გერმანიის ხედვა საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულუფლებიან წევრობაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის და ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

30 ნოემბერი 2022, 12:45

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ მიხეილ სააკაშვილზე იქნება სამედიცინო დასკვნა, რომელიც კანონის სახით ითვალისწინებს მისი პატიმრობის შეცვლას, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტი, მსჯავრდებული სააკაშვილი იყოს მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება მის სამკურნალოდ გადაყვანას, აქაც ნათლად ითქვა, რომ კანონის მიხედვით უნდა მოხდეს ყველა საკითხთან მიდგომა. თუ იქნება რაიმე სხვა სამედიცინო დასკვნა, რომელიც კანონის სახით ითვალისწინებს მისი პატიმრობის შეცვლას, ესეც სასამართლოს მიერ იქნება გადასაწყვეტი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

30 ნოემბერი 2022, 12:44

საზოგადოება

,,ლიბერთი განათლებისთვის“ - ბანკი ინოვატორი ახალგაზრდების მხარდამჭერას აგრძელებს

„კონკურსის ერთგული პარტნიორების და ახალი მხარდამჭერების დახმარებით, წელს, ოთხი სხვადასხვა გუნდი დაჯილდოვდა საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკებში მონაწილეობით. გუნდები, აშშ-სა და ევროპის საუკეთესო STEM პროგრამებს დაესწრებიან. ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური STEM დარგების მიმართ“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ავთანდილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2022, 12:41

რეგიონი

ოზურგეთში ცენტრალური მაგისტრალის, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

ქალაქ ოზურგეთში ცენტრალური მაგისტრალის, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია და სანაპიროს ქუჩაზე ახალი, თანამედროვე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იწყება.

30 ნოემბერი 2022, 12:41

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

„ანგარიშში ასახულია ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მედია გარემოსა და ფიქსირებული და მობილური ბაზრების თაობაზე. ვახტანგ აბაშიძემ ისაუბრა როგორც მაუწყებლობის სფეროს, ისე ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციებზე და მიმოიხილა მედია წიგნიერების განვითარების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიისა და მედია აკადემიის საქმიანობა.

დავით მათიკაშვილი

30 ნოემბერი 2022, 12:37

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება, თანმდევ რვა კანონპროექტთან ერთად.

ვიქტორ დოლიძე

30 ნოემბერი 2022, 12:34

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: ბუქარესტში დაფიქსირდება ნატოს მტკიცე პოზიცია საქართველოსა და უკრაინის მომავალ წევრობაზე ამ ორგანიზაციაში

„დეკლარაცია საუბრობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, თავსებადობის ამაღლებაზე და რუსეთიდან მუდმივად საფრთხეების, რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის მეტ დახმარებაზე, მეტ თანადგომაზე, რათა შენარჩუნდეს სტაბილურობა და მშვიდობა. მივესალმებით შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროცესს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და დარწმუნებული ვარ ჩვენზეც აისახება. მინისტერიალის განცხადებას ზურგს უმაგრებს მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები და ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

გივი მიქანაძე

30 ნოემბერი 2022, 12:32

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სახალხო დამცველის პოზიციაზე პირის აპოლიტიკურობის კომპონენტი ჩვენთვის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის

სახალხო დამცველი პოზიცია გახლავთ ძალიან მაღალი პოზიცია იმიტომ, რომ ეს არის საპარლამენტო კონტროლის დამატებითი ფუნქცია, რომელიც აღჭურვილია ძალიან დიდი უფლებამოსილებებით. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონკრეტული პირის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას, მაგრამ ამავდროულად აპოლიტიკურობის კომპონენტი ჩვენთვის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ ისაუბრა.