imedi /  05 დეკემბერი 2022, 00:53 / სანდო წყარო

ინგლისმა სენეგალი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა⚽

ჰარი კეინი

ჰარი კეინი

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალის მატჩები მიმდინარეობს. დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ინგლისისა და სენეგალის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ანგარიში 38-ე წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს ინგლისელთა უპირატესობა ჰარი კეინმა გაზარდა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე ტურნირზე პირველი გოლი იყო შემხვედრის მეორე ნახევარში, კიდევ ერთი ბურთი ბუკაიო საკამ გაიტანა.

შედეგად, ინგლისმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გადავიდა, სადაც საფრანგეთს ნაკრებს დაუპირისპირდება.

ყველა სიახლე

ვატო შაქარიშვილი

30 იანვარი 2023, 11:19

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: არჩევნები „ნაცმოძში“ წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები

არჩევნები „ნაცმოძში“ წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე! სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები! დატრიალდა ე.წ. სომხური კარუსელები! პარტიის რიგით წევრებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების უქონლობით! - ასე ეხმიანება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგს მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

თეა ახვლედიანი

30 იანვარი 2023, 11:17

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი მოლდოვის ვიცე-პრემიერს, რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანთან, რომელიც საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფება.

იაგო ხვიჩია

30 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ დაინახონ, რომ მათი არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია

„მგონი ყველასთვის ნათელია, რომ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ დაინახონ, რომ მათი არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

დიმიტრი ხუნდაძე

30 იანვარი 2023, 11:14

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, იმიტომ რომ ის გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს.​ ალბათ ხაბე „ხებეებს“ ჩააცვამს საკუთარ ამომრჩევლებს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა სახალსო შემოთავაზება იქნება მისგან“, - ამბობს ხუნდაძე.

ლევან ბეჟაშვილ

30 იანვარი 2023, 11:14

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ზეიმს - ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ პარტიის გაერთიანება

„ჩვენი გუნდი ამას უყურებს როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ზეიმს და ა.შ. ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ ამ პარტიის გაერთიანება, მათ შორის ყველა საარჩევნო კანდიდატის. ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან. არავინ აპირებს პარტიის დატოვებას. ჩვენ ვართ ერთიანი, ამ პროცესიდან უნდა გამოვიდეთ გაძლიერებულები და გაერთიანებულები, ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება პარტიის გაერთიანება, საერთო სტრატეგიის შემუშავება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კარლ ნეჰამერი

30 იანვარი 2023, 10:52

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია 14:15 საათზე გაიმართება. ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

30 იანვარი 2023, 10:49

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით

„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა ვაშაძის ლიდერობის ქვეშ. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი

30 იანვარი 2023, 10:43

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.33%-ს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40%, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68%, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58%“,- განაცხადა ნაყოფიამ.

30 იანვარი 2023, 10:32

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

30 იანვარი 2023, 10:26

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ჟიზელ ბიუნდჰენი

30 იანვარი 2023, 10:12

ტაბლოიდი

სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი კარიერას დაუბრუნდა

მოდის ინდუსტრიის 42 წლის ვარსკვლავი, მაიამის ახლოს, ფოტო გადაღებაზე გამოჩნდა სადაც ვერსაჩეს მეტალის იასამნისფერი ზედა ეცვა.

30 იანვარი 2023, 10:05

ტაბლოიდი

ლონდონში, ლას-ვეგასის შენობის ტყუპისცალი, მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება

ქალაქ ლონდონის მცხოვრებლებს სახელმწიფო აფრთხილებს, რომ მალე ქალაქის ცენტრში სფეროს ფორმის მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება, ზუსტად ისეთი, როგორიც ლას-ვეგასში მდებარეობს და ხშირად „მზეს დედამიწაზე“ უწოდებენ. ლონდონის დაგეგმარების კომიტეტმა თანხმობა გასცა, რომ ბიგ-ბენის ზომის შენობა, რომელსაც 36 მილიონი ლედ განათება ექნება, ქალაქის ცენტრში აშენდეს.

30 იანვარი 2023, 09:45

პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გერმანული მედიის წინაშე აღიარა, რომ აგენტია. დადასტურდა, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებდით - წარსულში საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული პირის სატვირთო კონტეინერში მოთავსება და საქართველოში გამოგზავნა ისე დაიგეგმა, რომ გეგმის შინაარსის შესახებ ის წესიერად ინფორმირებულიც კი არ იყო. ასეთია აგენტის ხვედრი: პატრონის ნებისმიერ დავალებას ის კითხვის დასმის უფლების გარეშე უნდა დაემორჩილოს.

ოლაფ შოლცი

30 იანვარი 2023, 09:40

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს

ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება, - აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

30 იანვარი 2023, 09:17

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 341-ე დღეს

ომის 341-ე დღე. ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ხერსონში სარაკეტო დარტყმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა. რუსული ძალების სამიზნე გახდა საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური და ფოსტის შენობა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენის მილები. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში. ყველაზე ცხელ წერტილად, ამ დრომდე, ბახმუტი რჩება. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები ქალაქზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

მიხეილ სააკაშვილი

30 იანვარი 2023, 08:59

სამართალი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ექსპრეზიდენტი სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე შედგება. როგორც ცნობილია, პროცესზე ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები გამოიკითხებიან. მმართველი გუნდის შეფასებით საზოგადოება ნათლად ხედავს იმ სიმულაციას, რასაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ეწევა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

30 იანვარი 2023, 08:39

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

30 იანვარი 2023, 08:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 იანვარს ქუთაისში +12 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 იანვარი 2023, 08:02

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები

უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 00:30

პოლიტიკა

ესპანური პრესა ირაკლი კობახიძის ვიზიტზე: მას მიაჩნია, რომ ბასკეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციაში საკვანძო როლი ექნება

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბასკეთს უამრავი ტრადიცია აერთიანებს და მომავალში ამ კავშირების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ბასკეთს შეიძლება საკვანძო როლი ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერაში.