19 ივნისი 2024, 18:24 / სანდო წყარო

„ქართული სპორტის ქომაგების“ დამფუძნებელი: ბევრი ქართველი იყო ჩამოსული გუშინდელ თამაშზე. ბევრმა მათგანმა შეიძლება უკანასკნელი ფინანსებიც გაიღო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფილიყო. ბევრგან ვყოფილვართ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი სულ სხვა დონეა

ბექა ნოზაძე

ბექა ნოზაძე

ძალიან ბევრი ქართველი იყო ჩამოსული გუშინდელ თამაშზე. ბევრმა მათგანმა შეიძლება უკანასკნელი ფინანსებიც გაიღო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფილიყო. რამდენიმე ათასიანი მსვლელობა გვქონდა, - ამის შესახებ „ქართული სპორტის ქომაგების“ დამფუძნებელმა ბექა ნოზაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან უფრო მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე საბოლოო შედეგი მივიღეთ. ძალიან კარგი თამაში იყო და მთელმა მსოფლიომ, მსოფლიო მედიამ აღიარა, რომ შემთხვევით არ ვართ ტურნირზე, დავიმსახურეთ აქ ყოფნა და აქ თამაში. გუშინ თავი ნამდვილად არ შეგვირცხვენია და თურქეთის ნაკრები არ იყო ის მეტოქე, რომელთანაც უსათუოდ გამარჯვებას დავგეგმავდით. ყოველთვის გამარჯვების სურვილით ვართ ტრიბუნაზე გასული, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რა დონის გამოცდილება აქვს თურქეთის ნაკრებს, რომელიც ათწლეულებია ასეთი მაღალი დონის ტურნირებზე თამაშობს. თამაშის დილას ერთმანეთს ვეუბნებოდით, თუ რამხელა ზღაპარში და წარმოუდგენელ რეალობაში აღმოვჩნდით. ბევრგან ვყოფილვართ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი სულ სხვა დონეა და არ არის ეს რიგითი გასვლითი მატჩი. აქ უკვე თითოეული წუთი იყო გადამწყვეტი.

გუშინდელი მატჩით არაფერი დასრულებულა. ერთი მოგების შემთხვევაშიც საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის მალე არ დასრულდეს და ამ განწყობით ვართ. ძალიან ბევრი ქართველი იყო ჩამოსული გუშინდელ თამაშზე. ბევრმა მათგანმა შეიძლება უკანასკნელი ფინანსებიც გაიღო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფილიყო. რამდენიმე ათასიანი მსვლელობა გვქონდა. ტრიბუნაზე უმცირესობაში ვიყავით, რადგან დორტმუნდში ბევრი თურქი ცხოვრობს, თუმცა თავდახრილები ნამდვილად არ ვყოფილვართ. დავაანონსებთ ჰამბურგშიც და გელზენკირხენშიც შეკრების ადგილს. ჰამბურგში დილის 10:30-დან დავიწყებთ შეკრებას და ზუსტ ლოკაციას დავწერთ“, - აღნიშნა ბექა ნოზაძემ.

საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა.

ყველა სიახლე

მეუფე შიო

21 ივლისი 2024, 17:23

საზოგადოება

მეუფე შიო: უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ, მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე

უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ… მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სენაკის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

21 ივლისი 2024, 17:15

პოლიტიკა

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზნით, გიორგი კალანდარიშვილი ბათუმში, ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

მათივე განცხადებით, პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმში დააკვირდა. ის ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

21 ივლისი 2024, 17:13

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის პორტ „ჰოდეიდაზე" ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იემენის პორტ „ჰოდეიდაზე“ ისრაელის საჰაერო თავდასხმას გმობს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა, რომელმაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, ისრაელის რეჟიმის სისასტიკეს აჩვენებს.

21 ივლისი 2024, 16:36

მსოფლიო

პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ზომებს უკიდურესად ამკაცრებს

პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ზომებს უკიდურესად ამკაცრებს. საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში წესრიგის დაცვას 45 000 პოლიციელი, 20 000 სამხედრო მოსამსახურე და უსაფრთხოების კერძო სამსახურების 20 000 თანამშრომელი უზრუნველყოფს.

21 ივლისი 2024, 16:09

მსოფლიო

ბანგლადეშის მთავრობამ სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების და გამოწვეული არეულობის მართვისთვის კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

ბანგლადეშის მთავრობამ კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რათა სტუდენტების მიერ დასაქმების კვოტების წინააღმდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქციები და გამოწვეული არეულობის მართვა შეძლოს.

21 ივლისი 2024, 15:44

რეგიონი

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს

მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე მიმდინარეობს.

ზურაბ ქადაგიძე

21 ივლისი 2024, 15:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?! სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში

გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?!, - წერს ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მშვიდობა დაამყაროს და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“.

21 ივლისი 2024, 15:20

მსოფლიო

ისრაელის ქალაქებში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ითხოვდნენ, სადაც ის კონგრესში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მეუფე იაკობი

21 ივლისი 2024, 15:00

საზოგადოება

მეუფე იაკობი: არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე

ჩვენ უნდა ვეცადოთ და ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა და თუ გვინდა მსოფლიოს ცივილიზაციასთან თანაცხოვრება, საერთო რაღაცებზე უნდა შეთანხმდეთ, მაგრამ როდესაც საერთო რაღაცებზე თანხმდებით, ისინიც უნდა ითვალისწინებდნენ შენს აზრს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2024, 14:54

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე საფრთხის არსებობის შესახებ გაფრთხილებული არ იყო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე არავის გაუფრთხილებია, რომ რაიმე სახის საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

21 ივლისი 2024, 14:19

სამართალი

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივლისი 2024, 14:13

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ნათელი ხდება, რომ ჯონსონის და უკრაინის ხელისუფლების კისერზეა მილიონობით დახოცილის სიცოცხლე!

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის სახელისუფლებო ხროვის წარმომადგენლის არახამიას განცხადება! რომ არა ინგლისის პრემიერ ჯონსონის კატეგორიული მოთხოვნა ომის გაგრძელების შესახებ. ჩვენ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ომი დასრულებული გვქონდა სტამბულში გამართული მოლაპარაკებებითო! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივლისი 2024, 13:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთის გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე გადასარჩენია?!

პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

ფოტო: ხალხის ძალა

21 ივლისი 2024, 13:30

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: უკრაინას აიმედებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ და ის ამ ომს მოიგებდა თუმცა, საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს დაისვა კითხვა - გადარჩება თუ არა უკრაინა და მისი გადარჩენის საშუალებად ტრამპის გაპრეზიდენტება მოიაზრება

რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, ის ომში მიტოვებული სატყუარაა რომელიც რუსეთს დაუდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

ნინო ფოჩხუა

21 ივლისი 2024, 13:22

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ინგლისის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტა, ახლა, იგივე ბორის ჯონსონი მოუწოდებს ტრამპს შეაჩეროს ომი და დესტრუქციული კონფლიქტი

2022 წელს, როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის და უკრაინის მხარე თითქმის დათანხმდა ამ პროცესს, ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჩაფრინდა კიევში და გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტაზე თანხმობის მიცემა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

21 ივლისი 2024, 13:08

მსოფლიო

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, „ეროუ 3“-ის საშუალებით გაანეიტრალა. ისრაელის მედია წერს, რომ ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ განადგურდა. „ეროუ 3“-ის სისტემა შექმნილია ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს ზედა შრეებში არიან.

გია აბაშიძე

21 ივლისი 2024, 13:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

21 ივლისი 2024, 13:01

რეგიონი

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში „მთის დღეებს“ უმასპინძლეს

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში ფესტივალი „მთის დღეები“ გაიმართა.

ზაალ ანჯაფარიძე

21 ივლისი 2024, 12:58

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: Expatriates-ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციას ამარაგებს რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად

ვაკვირდებოდი ამ პროცესს, და როდესაც უკვე ტენდენციის სახე მიიღო, გადავწყვიტე დამეწერა. საქართველოში ჩამოსული და აქ დამკვიდრებული უცხოელების (ე.წ. expatriates) საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო ნეგატიურად განეწყო ქ/ოცნების მიმართ. ბოლო პერიოდში, არათუ კრიტიკას (მეტწილად უსაფუძვლოს) არ იშურებენ, არამედ ოპოზიციას ამარაგებენ რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად. (იხ. სტატია), - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე და Opendemocracy-ს სტატიას აქვეყნებს.

დავით ჩიხელიძე

21 ივლისი 2024, 12:57

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ბორის ჯონსონის განცხადებაზე: დასავლეთმა უკრაინა ჯერ შეაგულიანა, ომი დააწყებინა, შემდეგ მიატოვა, მარცხისთვის გაწირა, ახლა კი ტრამპის იმედი აქვთ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩეს

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ დარწმუნებულია ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია. ჯონსონის სიტყვები პირველი აღიარებაა, რომ დასავლეთმა რაღაც ვერ გათვალა, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.