10 ივლისი 2024, 13:49 / სანდო წყარო

„შალკე“ ლევან კობიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს🎂⚽

ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი

„შალკე 04“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, დეპუტატ ლევან კობიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. შესაბამისი გზავნილი გერმანული საფეხბურთო კლუბის სოციალურ ქსელებში ქართულ ენაზე გამოქვეყნდა.

„დაბადების დღეს გილოცავ, ლევან კობიაშვილი“, - აღნიშნულია პოსტში, რომელსაც ყოფილი ფეხბურთელის ფოტოც დაურთეს.

კობიაშვილი „შალკეში“ 2003-2010 წლებში თამაშობდა. გუნდთან ერთად ის ორჯერ - 2005 და 2007 წლებში გახდა ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი, 2005 წელს კი გერმანიის თასის ფინალისტი.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2024, 12:46

მსოფლიო

კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სკოლებს მოსწავლეების მშობლებისთვის მათი შვილების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გაცემას უკრძალავს

აშშ-ის კალიფორნიის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატის სკოლების ადმინისტრაციას უკრძალავს მოსწავლეების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მესამე პირისთვის, მათ შორის მშობლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს. ამრიგად, კალიფორნია გახდა პირველი შტატი ამერიკაში, რომელმაც ამგვარი კანონი აამოქმედა. „ეს კანონი ბავშვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამავდროულად ის მშობლის უმნიშვნელოვანესს როლს იცავს. ის ბავშვისა და მშობლის ურთიერთობებს იცავს და პოლიტიკოსებს და სკოლის პერსონალს ოჯახურ საქმეებში ჩარევას უკრძალავს“, - ციტირებს Associated Press-ი გუბერნატორ ნიუსომის წარმომადგენელს ბრენდონ რიჩარდსს.

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 12:36

სპორტი

შალვა პაპუაშვილმა ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში მოპოვებული წარმატება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში მოპოვებული წარმატება პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მიულოცა.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2024, 12:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს.

18 ივლისი 2024, 12:23

პოლიტიკა

პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა

პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

18 ივლისი 2024, 12:20

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობა პოზიტიურადაა შეფასებული, - ეროვნული ბანკი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება.

თამთა მეგრელიშვილი

18 ივლისი 2024, 12:16

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმა იმაზე, რომ "ქართული ოცნების" მმართველობა გამორიცხავს ექსპროპრიაციის დავებს ადასტურებს, რომ საქართველოში აღიკვეთა ძალადობის პრაქტიკა, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში არის კიდევ ერთი დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას "ნაც მოძრაობა" თავად იყო კანონი, სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა და ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, პატიმართა გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი ხელისუფლებაში მყოფი ჯალათების მთავარი ხელწერა იყო, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 12:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორც ვხვდები, ყველა ბოიკოტს უცხადებს რიგგარეშე სესიას, ანუ, ბოიკოტს უცხადებს ამნისტიას, რაც საინტერესოა საერთოდ, როგორც მოვლენა

რადიკალური ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სესიას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ცნობილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა.შესაბამისი განცხადებით მათ პარლამენტს მიმართეს.

18 ივლისი 2024, 12:11

ეკონომიკა

ოთარ შამუგიამ დედოფლისწყაროში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს შექმნილი შპს „რონის“ კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 12:07

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა. მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

18 ივლისი 2024, 12:05

სპორტი

ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ევრო ლიგის ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშებაზე ლატვია 6:1 დაამარცხა

ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ევრო ლიგის ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო და პირველ შეხვედრაში ლატვიის ეროვნული გუნდი 6:1 დაამარცხა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 12:03

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნის დღიდან, დაზარალებულად ცნობილია 485 პირი, რომელთაგან 333-ს სახელმწიფომ დაახლოებით 66 მილიონი ლარის ქონება დაუბრუნა

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნის დღიდან, მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტია გამოვლენილი, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

18 ივლისი 2024, 12:03

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: დღეს ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რითაა გამოწვეული

„მეთიუ მილერს რომ დაუსვან შეკითხვა-თქვენივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს წინა ხელისუფლების დროს "იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც გამჭვირვალე არ იყო, იძულებით ხდებოდა", მაგრამ მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლებას მაინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდით, რით იყო ეს გამოწვეული, საინტერესო რას უპასუხებს“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.“

18 ივლისი 2024, 11:58

კულტურა

ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განახლებული ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 ივლისი 2024, 11:57

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროკავშირის უსაფრთხოებაში საუკეთესო ინვესტიციაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებაში ინვესტიციის ჩადება საუკეთესოა ევროპული უსაფრთხოებისთვის. „ევროპული უსაფრთხოებისთვის საუკეთესო ინვესტიცია უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ევროპის მიერ [უკრაინის] ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა“, - თქვა მან.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 11:57

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: ჩემი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში განვაახლებ სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს

ჩემი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში განვაახლებ სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს. პრიორიტეტულად გაიწერება ის მიმართულებები რაც პროკურორმა უნდა მიიღოს მხედველობაში თავისი საქმიანობის დროს. გაიწერება პროკურატურის მიზნები, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 ივლისი 2024, 11:52

პოლიტიკა

ფონ დერ ლაიენი: დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ჩვენი უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი ევროპის კავშირშია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ხოლო ევროკავშირმა უნდა აჩვენოს, რომ ამ ქვეყნების მომავალი ევროპის კავშირშია. „დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლოდვამ და საქართველომ საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ ზეწოლას თავისუფლება ამჯობინეს, ხოლო დემოკრატია დამოკიდებულებას. ამ არჩევანის გამო ზოგი მათგანი ძალიან დიდ ფასს იხდის. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რათა ვაჩვენოთ ურყევი ნება, რომ მათი მომავალი ჩვენს ევროპის კავშირში იქნება თავისუფალი, წარმატებული“, - თქვა მან.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 11:51

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები

ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

18 ივლისი 2024, 11:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გიორგი გაბიტაშვილს: ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს.

18 ივლისი 2024, 11:38

საზოგადოება

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა. აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს თარიღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცეს.

18 ივლისი 2024, 11:23

სამართალი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.