სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს პარიზში პიერ დე კუბერტენის მედალი გადაეცა
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
დღეს პარიზში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფისში, ოლიმპიური მოძრაობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის პიერ დე კუბერტენის მედლით დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
კომიტეტის ინფორმაციითვე, მას ეს მნიშვნელოვანი ჯილდო გადასცა IOC-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ IOC-ის წევრები, საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის სხვა მაღალჩინოსნები, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.
ჯონ კოუტსმა ხაზი გაუსვა ოლიმპიზმის პოპულარიზაციის მნიშვნელობას და ამ საქმეში ელგუჯა ბერიშვილის მიერ შეტანილ გამორჩეულ წვლილს. მან მადლობა გადაუხადა ნომინანტს ოლიმპიურ მოძრაობაში მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის და ახალი წარმატებები უსურვა. კოუტსმა გამოარჩია ელგუჯა ბერიშვილის ნაყოფიერი საქმიანობა ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის, ასევე სეოკ-ის ერთ- ერთ ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში. მან ნომინანტს გადასცა IOC- ის პრეზიდენტის, თომას ბახის გულთბილი მილოცვა მედლით დაჯილდოებასთან დაკავშირებით.
ელგუჯა ბერიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებლის, ბარონ პიერ დე კუბერტენის მედლის მიღება.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ ამ ამბით. მადლობას მოვახსენებ IOC-ის პრეზიდენტს, ბატონ თომას ბახს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯონ კოუტსს, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხვა წევრებს, ვინც გამოარჩია და აღიარა ჩემი საქმიანობა ოლიმპიურ მოძრაობაში. მადლობა სეოკ-ის ხელმძღვანელებს ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. მიხარია, რომ ჩემთვის მედლის გადმოცემა მოხდა პარიზის ოლიმპიური თამაშების დღეებში, როცა მსოფლიოს უძლიერესი ათლეტები სანუკვარი ჯილდოებისთვის იბრძვიან. ამ ბრძოლაში ჩართულნი არიან ქართველი სპორტსმენებიც, რომლებმაც უკვე შეძლეს ოთხი ოლიმპიური მედლის მოპოვება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მედალოსანთა რიგები გაიზრდება. საქართველო პატარა ქვეყანაა დიდი სპორტული ტრადიციებით. ოლიმპიურ სარბიელზე სხვადასხვა დროს მოპოვებულ მედლებთან ერთად, ჩვენ უკვე პიერ დე კუბერტენის მედალიც გვაქვს. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა მან.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ პიერ დე კუბერტენის მედლით ელგუჯა ბერიშვილის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო.
„ფრანგი ბარონის, პიერ დე კუბერტენის სახელობის მედალი IOC-მა 1997 წელს დააწესა. ეს არის განსაკუთრებული სპეციალური ჯილდო, რომლითაც აღინიშნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიური სულისკვეთების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
დღემდე ეს მედალი ასამდე ლაურეატს გადაეცა, მათ შორის - ხუან ანტონიო სამარანჩს (IOC-ის ყოფილი პრეზიდენტი), ემანუელ ზატოპეკს (მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში), ჰენრი კისინჯერს (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი), რენიე III გრიმალდის (მონაკოს ყოფილი მმართველი პრინცი), კურტ ფულგერს (შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი), ჯოვანი ანელის (ფიატის ყოფილი პრეზიდენტი), ჟოაო აველანჟს (ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი) და სხვებს.
ელგუჯა ბერიშვილი ქართველთაგან პირველია, ვისაც პიერ დე კუბერტენის მედალი მიენიჭა“, - ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2024, 22:08
საზოგადოება
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეირჩა მასწავლებლები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში. ამის შემდგომ ათი გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.
13 სექტემბერი 2024, 21:58
სამართალი
საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან“.
13 სექტემბერი 2024, 21:47
არჩევნები 2024
გიგი უგულავა: ყველა არჩევნებში „ქართული ოცნების“ პირველი ამოცანაა, გავიდეს პირველ ადგილზე და ამას ახერხებს
იმის გამო, რომ აქეთ ლიდერები ვერ ლაგდებიან, იქით ლიდერები გაბუტულები არიან ერთმანეთთან, გამოდის ოთხი [ოპოზიციური ფლანგი]. რაც არ უნდა სოციოლოგიური ზღაპრები მოგვიყვნენ, სინამდვილეში, ამ ოთხის პრობლემაა, რომ შეიძლება მათგან ერთ-ერთმა ვერ გადალახოს [ბარიერი] და სამის ჯამი აღარ გყოფნიდეს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია „ფორმულას ეთერში.
13 სექტემბერი 2024, 21:39
არჩევნები 2024
გენო პეტრიაშვილი: არ არის სასიამოვნო ნეგატიური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს, ვპატიობთ ამ ყველაფერს
„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაინც თანაქალაქელები ვართ, მეგობრები ვართ და ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უბრალოდ, არ არის სასიამოვნო ნეგატიური მესიჯები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ, არ არის ლამაზი, მაგრამ გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
13 სექტემბერი 2024, 21:27
არჩევნები 2024
მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე: ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა
ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, უნდა იყოს მშვიდობა, - განაცხადა ვანში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილე მომღერალმა, აჩიკო ნიჟარაძემ.
13 სექტემბერი 2024, 21:22
არჩევნები 2024
ლაშა ტალახაძე: მე ვჭირდები მმართველ გუნდს და თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის წინ მიიწევდეს
ჩვენ, სპორტსმენებმა რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.
13 სექტემბერი 2024, 21:09
არჩევნები 2024
დათუნა სირბილაძე: ძალიან მიხარია, რომ დღეს ვანში ვართ, ვაერთიანებთ იმ ადამიანებს, ვინც გულშემატკივრობს მშვიდობას, დიდი სიყვარულითა და განწყობით სვლას ევროპისკენ
ვანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც მომღერალი დათუნა სირბილაძე მონაწილეობს.
13 სექტემბერი 2024, 21:08
არჩევნები 2024
სოფო ბედია: ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე
მომღერალი, სოფო ბედია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველამ სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს და არჩევნებზე მივიდეს. „ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა მომღერალმა.
13 სექტემბერი 2024, 21:06
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში - მმართველი პარტიის გზავნილების გარშემო ვანსა და სენაკში ერთიანდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ! - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს ვანსა და სენაკში იმართება.
13 სექტემბერი 2024, 21:03
პოლიტიკა
ლაშა ბექაური: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი
მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი, - განაცხადა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ მედიასთან.
13 სექტემბერი 2024, 20:59
მსოფლიო
ზელენსკი: ჯო ბაიდენს გამარჯვების გეგმას წარვუდგენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში მის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდება.
13 სექტემბერი 2024, 20:56
საზოგადოება
მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ მსგავს რეკრეაციულ სივრცეებს, ნუ დატოვებენ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. სამწუხაროდ, ჩუღურეთის რაიონში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სამშენებლო ნარჩენისა და ძველი ნივთების კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
13 სექტემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მახეში გაება - ვერ აკონკრეტებენ, რომელი ფონდი, ორგანიზაცია გაიღებს 14 მილიარდს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიის ვერც ერთი ლიდერი და წევრი ვერ აკონკრეტებს, რომელი ფონდი, ორგანიზაცია თუ ვინ გაიღებს სოლიდურ თანხას, რისთვის და როგორ? ნათქვამი მორიგ აბსურდულ დაპირებად და კიდევ ერთ ხანმოკლე საარჩევნო ტყუილად დარჩა.
13 სექტემბერი 2024, 20:39
სამართალი
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან“.
13 სექტემბერი 2024, 20:33
ეკონომიკა
სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს - როგორ აფასებენ მევენახეები მთავრობის გადაწყვეტილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყურძნის რეკორდული მოსავლის პროგნოზი და მთავრობის მორიგი შეღავათი მევენახეებისთვის - სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ადგილას ლარნახევრად ჩაიბარებს. ამას გარდა, იმ სხვაობის კომპენსაციასაც უზრუნველყოფს, რაც იმ მეწარმეებს სჭირდებათ, ვინც პროდუქცია უკვე და დაბალ ფასად ჩააბარა.
13 სექტემბერი 2024, 20:29
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა გაგრძელდება
ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
13 სექტემბერი 2024, 20:28
სპორტი
კახა კალაძე „ლეგენდების მატზე”: ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა
21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერან ფეხბურთელებთან - ლევან კობიაშვილთან, შოთა არველაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვაში გააცნო.
13 სექტემბერი 2024, 20:11
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არვალნოს, გუმბათისა და არწევანის მოსახლეობას შეხვდა.
13 სექტემბერი 2024, 20:07
საზოგადოება
გიორგი ამილახვარი: თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია - ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს
თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა, მისი მოქალაქეების განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ამაში კი მასწავლებლების როლი განუზომლად დიდია, - განაცხადა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
13 სექტემბერი 2024, 19:58
საზოგადოება
პარლამენტის წევრებმა ემიგრანტები დააჯილდოვეს
„ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბავშვები, მომავალი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში, ერთ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ისწავლონ, ერთად უნდა იყვნენ. იზრდება ის თაობა, რომელიც ქმნის საქართველოს მომავალს, ცხოვრობენ ისინი ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყნებში თუ საქართველოში. ქართული გენი, ქართული ნიჭი და ინტელექტი მძლავრია. ქვეყნისთვის თავდადებული არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს სახელი ჩვენი ქვეყნის გარეთ გააქვთ. პარლამენტისა და საზოგადოების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.