imedi /  15 აგვისტო 2024, 20:22 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებულია.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო და სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს.

„ჩვენ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთმანეთის გამხნევებას და სწორედ ასეთი სულისკვეთება იყო ჩვენს ოლიმპიურ გუნდში, რასაც ყველა ვხედავდით, ერთმანეთს ამხნევებდით, ქომაგობდით. აქედან გამომდინარე, 28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული და დიდი მადლობა ყველას ამისათვის. მითუმეტეს რომ, ამ გუნდში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი განსაკუთრებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ქალბატონი ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათედ იყო წარმოდგენილი ოლიმპიადაზე და არა ერთგზის იყო ჩვენი გუნდის მედროშე. ქალბატონი ნინო არის ოლიმპიური ჩემპიონი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი და რა თქმა უნდა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს შენს გუნდში, წარმატება უფრო იოლია. ასევე ცალკე მინდა ვახსენო ლაშა შავდათუაშვილი, ასევე სამივე სინჯის მედლის მფლობელი და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ასეთი თანაგუნდელებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბევრად უფრო მარტივია წარმატება.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტულ ასპარეზობებზე მიღებულ პრიზებთან ერთად, განსაკუთრებული ფასი აქვს სახელმწიფო ჯილდოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს, ხოლო პრიზიორები ღირსების ორდენს მიიღებენ.

„მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრიზიორები, ჩემპიონები წარვადგინეთ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ჩემპიონების შემთხვევაში, ეს არის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, ეს არის პრიზიორებისთვის ღირსების ორდენი და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, წინასწარ მინდა, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები. ვფიქრობ, ეს არის ის ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფასი აქვს იმ ჯოლდოებს, რომელთაც თქვენ იღებთ სპორტულ ასპარეზობებზე, თუმცა სახელმწიფო ჯილდოს აქვს სხვა ფასი და მე ვფიქრობ, მომავალშიც ამ ტრადიციას აუცილებლად ასე გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ ყველას მინდა, მოგილოცოთ. მადლობა გადაგიხადოთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც იყო წარმოდგენილი ჩვენს ოლიმპიურ გუნდში.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს უდიდეს წარმატებაში. მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, ოლიმპიურ კომიტეტს, პირადად, ბატონ ლერი ხაბელოვს მისი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ გამარჯვებასა და წარმატებაში. მადლობა ყველა ფედერაციას, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ოლიმპიურ თამაშებზე. წინ გველის პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით და მინდა, თქვენთან ერთად, წარმატება ვუსურვო ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს, ჩვენი გუნდის წევრებს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული იყო ეს ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის, იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი ქართული სპორტის ისტორიაში და ყველას განსაკუთრებული მადლობა ამ ისტორიის დაწერისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატება მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ლუკა მხეიძესა და გიორგი მეშვილდიშვილს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ.

„ასევე მინდა, ცალკე მივულოცო ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ და მიაღწიეს წარმატებას. ლუკა მხეიძეს, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდიოდა, მინდა მივულოცო ვერცხლის მედალი, ვიცე-ჩემპიონობა და გიორგი მეშვილდიშვილს მინდა, მივულოცო ასევე ბრინჯაოს მედალი, რომელიც გამოდიოდა აზერბაიჯანის სახელით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

20 სექტემბერი 2024, 00:30

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში აღმშენებლობა და ეკონომიკური ზრდის ტემპები ნამდვილად არნახულია. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, რომ სხვადასხვა პროექტები წარმატებით განხორციელებულიყო

ხშირად მსმენია ფრაზა, რომ თითქოს ბათუმი აშენდა და დამშვენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, თუმცა თუ შევადარებთ 2012 წლიდან დღეს არსებულ მდგომარეობას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაიჭრა ყველა არსებული გამოწვევა, როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.​​​​​​​

თორნიკე რიჟვაძე

20 სექტემბერი 2024, 00:22

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში, ყველა დასახლებული პუნქტი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე წყალმომარაგების სისტემებით

​„გაზიფიცირების პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება და მაღალმთიან აჭარაში 10 ათასობით მოქალაქე ბუნებრივი აირით ისარგებლებს. მნიშვნელოვანია, ყველა დაგეგმილი პროექტი დათქმულ ვადაში განვახორციელოთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქმის კეთება გაგრძელდეს და ყველაფერი ეფექტურად გაკეთდეს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

20 სექტემბერი 2024, 00:13

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ყველა მაჩვენებლით წელს იყო ისტორიულად რეკორდული ტურისტული სეზონი

ყველა მაჩვენებლით წელს იყო ისტორიულად რეკორდული ტურისტული სეზონი, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი Live“. მისი თქმით, მიუხედავად ოპონენტების მცდელობებისა ჩაეშალათ საზღვაო სეზონი, ტურისტების რაოდენობამ თავისი ნიშნულით პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს მიაღწია.

რატი იონათამიშვილი

20 სექტემბერი 2024, 00:05

არჩევნები 2024

რატი იონათამიშვილი: გახარია ხვდება ხაზარაძეს, მელია-გვარამიას, ჯაფარიძე - თავის ფოტოგრაფებს, ამითი შემოიფარგლება მათი საარჩევნო კამპანია - მოსახლოებას ემალებიან, არავის ხვდებიან გარდა ერთმანეთისა

„მათ კარგად იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ რაიმენაირად ქვეყანაში ქაოსი უზრუნველყონ და ამიტომ ჰქონიათ რომ 27 ოქტომბერს ამას მეტად შეძლებენ. სინამდვილეში ისინი ხელმოცარულები არიან და წარმატების მიღწევის შანსიც არ გააჩნიათ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

თორნიკე რიჟვაძე

20 სექტემბერი 2024, 00:03

არჩევნები 2024

თორნიკე რიჟვაძე: ოპოზიციის ოჯახის წევრებიც კი შერცხვენილი არიან მათი ქმედებებით და ოჯახშიც კი უჭირთ ხმების მობილიზება, ამიტომ დიდი სხვაობა იქნება ხმებს შორის და 26 ოქტომბერს გამარჯვებას ყველა ვიზეიმებთ

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იქნება, იმდენად დიდი იქნება სხვაობა ჩვენს გამარჯვებს და ოპოზიციის დამარცხებას შორის, რომ მათ არ მიეცემათ საშუალება ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

იენს სტოლტენბერგი

19 სექტემბერი 2024, 23:58

მსოფლიო

სტოლტენბერგი: რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა, მით უფრო მეტია ომის დასრულების ალბათობა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბეგმა განაცხადა, რომ რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს უკრაინა, მით უფრო მეტია ომის დასრულების ალბათობა.

თორნიკე რიჟვაძე

19 სექტემბერი 2024, 23:56

არჩევნები 2024

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ზე მეტი. ეს არის იმის წინაპირობა, რომ გავიმარჯვოთ, გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ. გაიმარჯვებს ქართველი ხალხი ამ არჩევნებში!

არჩევანი უნდა გააკეთოს ჩვენმა მოსახლეობამ მშვიდობას და ომს შორის. უნდა გააკეთოს არჩევანი ჩვენს ეროვნულ ტრადიციულ ფასეულობებს შორის და იმ ე.წ. ფასეულობებს შორის, რომელსაც ცდილობენ, რომ თავს მოახვიონ მომავალ თაობას, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი Live“.

რატი იონათამიშვილი

19 სექტემბერი 2024, 23:55

არჩევნები 2024

რატი იონათამიშვილი ზუგდიდში დაპირისპირებაზე: როგორ უნდა დაეცეს ადამიანი და პარტია, როდესაც საარჩევნო შეხვედრის დროს დევნილებთან მიხვიდე და იძალადო - ასეთი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების მიმართ

„ეს მოქნეული ფეხი თუ ხელი ხომ არის დევნილების მიმართ მოქნეული?! ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დევნილების მიმართ მოქნეული ხელი - ასეთი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ დევნილებისა და საზოგადოების მიმართ. ისინი ყველას მტრებად მიიჩნევენ გარდა საკუთარი დავალების მიმცემებისა, სინამდვილეში ვისი მონებიც არიან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილი

19 სექტემბერი 2024, 23:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ინტერპრეტაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოდიშის მოხდას აპირებს რუსეთისთვის, არის სიყალბე ოპოზიციის მხრიდან, რადგან იქ საუბარი იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე

აქ გამოჩნდა ზუსტად რადიკალური ოპოზიციის სახე. სინამდვილეში თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა მას მიეცა ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ამ რეაქციებზე დარწმუნებულიყო რადიკალური ოპოზიციის ნამდვილი ინტერესი რაშია.ეს ადამიანები არიან მტრები ქვეყნის ერთიანობის, შერიგების, და ამით მოხდა მათი რეალური მხილება კიდევ ერთხელ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

რატი იონათამიშვილი

19 სექტემბერი 2024, 23:39

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე: სამართლიანობა მოითხოვს, რომ სამართლებრივი შეფასება მოჰყვეს იმ ძალას, რომელიც ყოველთვის საქართველოს ოპოზიციას წარმოადგენდა

სამართლიანობა მოითხოვს, რომ შესაბამისი შეფასება, მათ შორის სამართლებრივი შეფასება მოჰყვეს იმ ძალას, რომელიც ყოველთვის საქართველოს ოპოზიციას წარმოადგენდა სინამდვილეში და ვინც ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩვენს ქვეყანაში განეხორციელებინა მზაკვრული გეგმები, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“.

რატი იონათამიშვილი

19 სექტემბერი 2024, 23:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ოკუპირებული ჰქონდათ ქვეყანა - სფერო არ დატოვეს, რასაც არ შეეხნენ, სადაც თავისი მწამებლური ბუნება არ გამოავლინეს

„სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ლიდერობით იყო, რომ ჩვენს ეს ოკუპაცია დავამარცხეთ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ოკუპაციას ბოლომდე დავამარცხებთ და სწორედ ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით აფხაზ და ოს ხალხთან ერთად მოვიპოვებთ მოვიპოვებთ ევროკავშირის სტატუსს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილი

19 სექტემბერი 2024, 23:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გამარჯვება, რომელსაც მოვიპოვებთ, გარდაუვალია, ამიტომ სულ უფრო მეტად დამფრთხალნი არიან შიდა და გარე აქტორები. მათ აწყობთ აქ იყოს ქაოსი, მაშინ უფრო მარტივად შეძლებენ თავიანთი მზაკვრული გეგმების განხორციელებას

26 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვინაიდან ამ დღეს მარტივ, მაგრამ თავისი დატვირთვით ძალიან რთულ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. ეს არის რას ვირჩევთ ჩვენ ზოგადად. ვირჩევთ ღირსებას თუ უღირსობას. ვირჩევთ დამოუკიდებლობას თუ მონობას. ვირჩევთ მშვიდობას თუ ომს. ამ არჩევანში ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა ერთმანეთის თანამოზიარე და თანამებრძოლიც არის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“.

რატი იონათამიშვილი

19 სექტემბერი 2024, 23:22

არჩევნები 2024

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ვერასდროს იტანდა გმირებს და წარმატებულ ადამიანებს - ასე იყო მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ასე დარჩა მათი შეხედულება და ზნე ოპოზიციაში

„რაც შეეხება ოკუპანტებს და სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ჩვენ მათ საერთაშორისო სასამართლოები მოვიგეთ და ყველგან ღირსეულად დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მათ შორის დავიცავით იმ ადამიანის ინტერესი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ესენი („ნაციონალური მოძრაობა“) საქართველოს უჩიოდნენ რუსეთის სასარგებლო სტრასბურგის სასამართლოში. ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან, წერდნენ ისეთ ცრუ ანგარიშებს, რომელსაც მერე რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე

19 სექტემბერი 2024, 23:14

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ვწუხვარ, რომ განხილვები დასრულდა, ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას - გახარიას კი შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა

ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

დავით კოდუა

19 სექტემბერი 2024, 22:10

არჩევნები 2024

დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას - განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ.

ლუკა ტყებუჩავა

19 სექტემბერი 2024, 21:53

პოლიტიკა

„ფორმულას“ ჟურნალისტი ლუკა ტყებუჩავა: აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ლუკა ტყებუჩავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.

ბიძინა ივანიშვილი

19 სექტემბერი 2024, 21:31

არჩევნები 2024

ბიძინა ივანიშვილი: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს

როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს!, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბიძინა ივანიშვილი

19 სექტემბერი 2024, 21:30

არჩევნები 2024

ბიძინა ივანიშვილი: როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა

„როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რითაც გორში გაკეთებული განცხადების შემდეგ რადიკალების რეაქციებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა თუ რას გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაში.

ბიძინა ივანიშვილი

19 სექტემბერი 2024, 21:27

არჩევნები 2024

ბიძინა ივანიშვილი: 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ერთად შევძელით, ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დაგვეყენებინა

მოგესალმებით რუსთავის, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, წალკისა და თეთრიწყაროს მოსახლეობას! მივესალმები უძველესი და უნიკალური ისტორიის მქონე მხარეს, რომელიც გამორჩეულია ისტორიული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებით და რაც მთავარია, გასაოცარი ხალხით, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას.

ბიძინა ივანიშვილი

19 სექტემბერი 2024, 21:26

არჩევნები 2024

ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქალაქ რუსთავის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე.