სალომე ზურაბიშვილი დღეს ოლიმპიელების დაჯილდოების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელებისთვის სექტემბერში სახალხო ზეიმის მოწყობას გეგმავს
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
სალომე ზურაბიშვილი დღეს ოლიმპიელების დაჯილდოების წინააღმდეგია. როგორც პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ოლიმპიელების წარმატებები ყველამ ერთად უნდა იზეიმოს და სახალხო ზეიმის მოწყობას აპირებს.
„როგორ შეიძლება, ჩვენ ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება – ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე – პარალიმპიელების. არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი. ყველას ერთად მივიღებთ, მთლიანად ხალხი, საზოგადოება და ყველანი, ოლიმპიელები თუ პარალიმპიელები. გელოდებით სექტემბერში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2024, 17:30
არჩევნები 2024
ლევან არველაძე: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი წარსულსა და მომავალს შორის, ქაოსსა და განვითარებას შორის
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ქაოსსა და განვითარებას შორის.
13 სექტემბერი 2024, 17:20
მსოფლიო
ჩილე ისრაელის წინააღმდეგ გაეროს სასამართლოში შეტანილ სარჩელს შეუერთდა
ჩილე სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ სარჩელს შეუერთდა. ინფორმაციას გაეროს სასამართლო ავრცელებს. საქმე ეხება სარჩელს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ისრაელის წინააღმდეგ 2023 წლის დეკემბერში შეიტანა. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანების გენოციდში ადანაშაულებს. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკის სარჩელს გაეროს სასამართლოში თურქეთიც შეუერთდა.
13 სექტემბერი 2024, 17:18
რეგიონი
კახელი მევენახე პრემიერის გადაწყვეტილებაზე: ყველა მადლობელია - გახარებული ვურეკავთ ერთმანეთს და ვულოცავთ
„ზოგმა 16, ზოგმა 18 და მე პირადად 5 ტონა ყურძენი ჩავაბარე. მადლობელი ვარ ვარ ყურძნის ფასის გაზრდით, ყველა გახარებული ვურეკავთ ერთმანეთს და ვულოცავთ“, - აცხადებს მევენახე.
13 სექტემბერი 2024, 17:14
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ეკონომიკის დარგის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომისტის დღეს ულოცავს
დღეს საქართველოს ეკონომისტის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენს პროფესიულ დღეს გილოცავთ ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დარგის თითოეულ წარმომადგენელს - პრაქტიკოს სპეციალისტებს, საჯარო მოხელეებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს... ყველას, ვისაც მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, ძლიერებისა და განვითარების საქმეში, - აღნიშნულია პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მილოცვის ტექსტში.
13 სექტემბერი 2024, 17:14
რეგიონი
კახელი მევენახე პრემიერის გადაწყვეტილებაზე: ლარი რომ ღირდა ყურძენი, გლეხს არაფერი რჩებოდა. იყო მუშის ფული და მეტი არაფერი. ლარნახევარი რომ არის მივესალმებით და ყველა მხარდამჭერი ვართ მაგათი
ლარი, რომ იყო არაფერი არ რჩებოდა გლეხს. იყო მუშის ფული და მეტი არაფერი. და ლარნახევარი, რომ არის მივესალმებით და ყველა მხარდამჭერი ვართ მაგათი, - ასე ეხმაურება კახეთის რეგინში მცხოვრები ერთ-ერთი მევენახე მთავრობის გადაწყვეტილებას.
13 სექტემბერი 2024, 17:10
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები ყვარლის რაიონის სოფლებში გრძელდება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანავარდოს მოსახლეობას შეხვდა.
13 სექტემბერი 2024, 17:07
მსოფლიო
პოლონელი ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი ბლინკენს: რაც შეიძლება მალე წადი სახლში. დაიკარგე! ჩვენ არ გვინდა შენი ყოფნა აქ
„ბლინკენ, რაც შეიძლება მალე წადი სახლში. დაიკარგე! ჩვენ არ გვინდა შენი ყოფნა აქ. ჩვენ არ გვინდა, რომ პოლონელმა ხალხმა გადაიხადოს საფასური და დაიღუპონ თქვენი ომებისთვის“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
13 სექტემბერი 2024, 17:06
სამართალი
პოლიციამ ქვემო ქართლში თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
13 სექტემბერი 2024, 17:05
მსოფლიო
Reuters: ევროპის ცხრა ქვეყანა აპროტესტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიების განახლებას რუსეთში
ცხრა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა პროტესტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიმართ, რადგან მან რუსეთში მისიების განახლება გადაწყვიტა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთთან ხელახალი ურთიერთობა, ზიანს მიაყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეპუტაციას. 2022 წლის თებერვალში მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეწყვიტა ყოველწლიური კონსულტაციები რუსეთთან. 2 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რუსმა აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მოჟინმა გამოაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი განაახლებს ონლაინ კონსულტაციებს რუსეთთან 16 სექტემბერს, რასაც 1 ოქტომბრამდე სსფ-ის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში მოჰყვება რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისთვის.
13 სექტემბერი 2024, 17:01
პოლიტიკა
პარლამენტში თამაშდამოკიდებულების პრევენციის პოლიტიკის გაძლიერების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, აზარტული თამაშების კვლევის და პრევენციის ცენტრთან (GRAPC) თანამშრომლობით, თამაშდამოკიდებულების პრევენციის პოლიტიკის გაძლიერების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
13 სექტემბერი 2024, 16:57
სამართალი
პროკურატურამ გამოძალვაში დახმარების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თანხის გამოძალვაში დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
13 სექტემბერი 2024, 16:42
რეგიონი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში უბედური შემთხვევა მოხდა
ინციდენტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ამწეთი, ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოულოდნელად ჩამოვარდა და კაცი მანქანის ქვეშ მოიყოლა.
13 სექტემბერი 2024, 16:15
სამართალი
სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 733 გრამი) გამოვლინდა.
13 სექტემბერი 2024, 15:58
მსოფლიო
Pink Floyd-ის წევრი როჯერ უოტერსი: უკრაინა არ არის დემოკრატიული და აუტანლად კორუმპირებული ქვეყანაა
როგორც ვიცით, უკრაინა ოდნავადაც კი არ არის დემოკრატიული და აუტანლად კორუმპირებული (ქვეყანაა), - ამის შესახებ Pink Floyd-ის წევრმა, ბრიტანელმა მუსიკოსმა, როჯერ უოტერსმა რუსულ მედია “რია”-ს განუცხადა. უოტერსის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა ოპოზიციური პარტია გაანადგურა, გარდა ამისა, უკრაინაში დემოკრატია აღარ არის რაც მაიდანის გადატრიალება მოხდა, რომელიც აშშ-მა დააფინანსა. “ზელენსკიმ ჩანასახშივე გაანადგურა ყველა ოპოზიციური პარტია. იქ არ არის დემოკრატია 2014 წლის მაიდანის გადატრიალების შემდეგ, რომელიც დასავლეთის შთაგონებით და აშშ-ის დაფინანსებით მოხდა.” - განაცხადა როჯერ უოტერსმა.
13 სექტემბერი 2024, 15:42
მსოფლიო
ცენტრალური ევროპა ბოლო წლების ყველაზე ძლიერი წყალდიდობისთვის ემზადება
BBC-ს ცნობით, სტიქია შესაძლოა შეეხოს პოლონეთს, ავსტრია, ჩეხეთს და გერმანიას. რეკორდულად ცხელი აგვისტოს შემდეგ, სპეციალისტები ძლიერ ნალექს ელოდებიან. პროგნოზის მიხედვით მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჩეხეთში, იესენიკის მთებში 400 მილიმეტრ ნალექია მოსალოდნელი. შემდეგ წყალი მდინარე ოდრაში ჩაედინება და პოლონეთისკენ გააგრძელებს გზას. პრაღაში მდინარე ვლტავას ნაპირებს ქვიშით სავსე ტომრებით უკვე ამაგრებენ.
13 სექტემბერი 2024, 15:39
ეკონომიკა
ოთარ შამუგია: მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ჩვენი მევენახეებისთვის, რათა მათ დროულად და სწრაფად შეძლონ საფერავის ჩაბარება და სათანადო ანაზღაურება მიიღონ
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საწარმოს 10-მდე ლოკაციაზე უკვე დაწყებული აქვს საფერავის მიღება და მევენახეები 1 კილოგრამში 1,50 ლარს მიიღებენ.
13 სექტემბერი 2024, 15:38
მსოფლიო
ზელენსკის თქმით, უკრაინამ რუსეთთან ტყვეები მორიგჯერ გაცვალა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა, რომ რუსეთთან ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად სამშობლოში 49 უკრაინელი დაბრუნდა. „49 უკრაინელი სახლშია. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის მებრძოლები და სამოქალაქო პირები არიან“, - დაწერა მან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული ტყვეობიდან ლენიე უმეროვას გათავისუფლებაც მოხერხდა, რომელიც რუსებმა იმ დროს გაიტაცეს, როცა ის ავადმყოფ მამას უვლიდა. „ჩვენ აგრეთვე გავათავისუფლეთ „აზოვსტალის“ დამცველების ნაწილი. სახლში დაბრუნდა უკრაინის გმირი, სამხედრო ექიმი ვიქტორ ივჩუკიც“, - დასძინა ზელენსკიმ.
13 სექტემბერი 2024, 15:34
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: 2024 წლის იანვარ - აგვისტოში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ექსპორტის მაღალი დინამიკა ნარჩუნდება, რის შედეგადაც იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ჯამურად, ექსპორტი 2.4%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4.2 მლრდ აშშ. დოლარი შეადგინა. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიანიშნებს, რაც დასტურდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით - მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს შეადგენს.
13 სექტემბერი 2024, 15:31
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა.
13 სექტემბერი 2024, 15:29
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატ აკაკი ალადაშვილი დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხაზი გაესვა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.