რატი იონათამიშვილი: ჩვენ მთელ მსოფლიოს ვანახეთ, როგორი ბრძოლა და ერთობა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, დავიცვათ ერთმანეთი და წინ აღვუდგეთ უსამართლობას
რატი იონათამიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ მთელ მსოფლიოს ვანახეთ, როგორი ბრძოლა და ერთობა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, დავიცვათ ერთმანეთი და წინ აღვუდგეთ უსამართლობას. ამიტომ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი, ლაღი და შეკრული გუნდი, ვინც კიდევ ბევრჯერ ააჟღერებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს და ყველაზე მაღლა ააფრიალებთ საქართველოს დროშა, - ასე მიმართა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარალიმპიელებს დახვედრის ცერემონიალზე.
იონათამიშვილის თქმით, ქართველი პარალიმპიელების შედეგები სიამაყესთან ერთად არის დამატებითი პასუხისმგებლობა.
„მივესალმები ჩემს გმირ პარაათლეტებს, თქვენთან ერთად მინდა მივესალმო ჩვენს პარასპორტსმენებს, ვინც არ იყო პარიზში, მაგრამ თქვენთან ერთად ჩვენი მომავალია, მინდა, მივესალმო შშმ ახალგაზრდებს და აქედან ვუთხრა, რომ ჩვენი კარი მათთვის ღიაა. მინდა, ჩვენი პარაათლეტების სახელით ჩვენს ოლიმპიელებს და ეროვნულ ნაკრებს მივულოცო, ასევე, ისტორიული გამარჯვებები. დიახ, ჩვენ ერთმანეთის წილი საქართველო ვართ.
მაშ ასე, პარიზი 2024 და საქართველო, სპორტის ექვსი სახეობა და მედლები ექვსივე სახეობაში, 14 მონაწილიდან ცხრა მედალოსანი. ასეთი შედეგები პარალიმპიადაზე 180 ქვეყნიდან ჰქონდა მხოლოდ ორ ქვეყანას - საქართველოს და ჩინეთს და ამით ყველაფერია ნათქვამი. თქვენ, პარიზში, ყოველდღიურად ამყარებდით რეკორდებს და იღებდით მედლებს ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ამ ღირსეული, ისტორიული და დაუვიწყარი ბრძოლისთვის და შედეგებისთვის.
მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვიყო თქვენს სამსახურში და ვმუშაობდე იმისთვის, რომ თქვენ იბრძოდეთ უმაღლესი მიღწევებისთვის. მე მჯერა, რომ იმ დღეებმა, რომელიც თქვენ პარიზში გაატარეთ, ბევრი რამ შეცვალა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ რომ იცოდეთ, თქვენ გაცილებით მეტი შეცვალეთ ჩვენი ქვეყნის და სამყაროს ცხოვრებაში. თქვენ მოახდინეთ საზოგადოების მენტალური რევოლუცია, დაამსხვრიეთ ყოველგვარი სტიგმა და სტერეოტიპები და პირადად მე გეტყვით, რომ 12 დღეში თქვენ უფრო მეტი შეძელით, ვიდრე მე 25 წლის მანძილზე, რაც ეტლით მოსარგებლე გავხდი.
ჩვენ მთელ მსოფლიოს ვანახეთ, როგორი ბრძოლა და ერთობა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, დავიცვათ ერთმანეთი და წინ აღვუდგეთ უსამართლობას. ამიტომ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი, ლაღი და შეკრული გუნდი, ვინც კიდევ ბევრჯერ ააჟღერებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს და ყველაზე მაღლა ააფრიალებთ საქართველოს დროშა.
ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შევხვდით, მან სიხარულით გაიხსენა 2018 წელს საქართველოს პარლამენტში შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პარასპორტის ასეთი ძლიერი მხარდაჭერა არ გაჰკვირვებია და მას სამაგალითოც უწოდა.
ჩვენ დავწერეთ ისტორია, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას და ძალიან მაღლა ავწიეთ თამასა. ჩვენი შედეგები სიამაყესთან ერთად არის დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ კიდევ უფრო მაღალი მწვერვალები უნდა დავიპყროთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ დამყარებული რეკორდები. და ზუსტად ვიცი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ამას შევძლებთ. და გავიმარჯვებთ - საქართველოსთვის“, - განაცხადა იონათამიშვილმა
ყველა სიახლე
12 ოქტომბერი 2024, 23:35
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში დიასპორული მედია ასოციაციის დაფუძნების ცერემონია გაიმართა
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში დიასპორული მედია ასოციაციის დაფუძნების ცერემონია გაიმართა.
12 ოქტომბერი 2024, 23:05
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, კეკელიძის N25-ში და ყიფშიძეზე ჟიული შარტავას სკვერში, ვაკის მაჟორიტარ - ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ - დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 23:01
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დავით შერაზადიშვილი სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალებს შეხვდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ქალებს შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 22:46
რეგიონი
გიორგი წერეთელი: უახლოეს დღეებში, რიკოთზე 12კმ-იან მონაკვეთს გავხსნით და მთლიანობაში, ძირითადი ნაწილი რიკოთის სამშენებლო სამუშაოების წელს დასრულებული იქნება
უახლოეს დღეებში, რიკოთზე 12კმ-იან მონაკვეთს გავხსნით და მთლიანობაში, ძირითადი ნაწილი რიკოთის სამშენებლო სამუშაოების წელს დასრულებული იქნება, - განაცხადა „ქრონიკაში“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა. მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილის იმ მონაკვეთზე, სადაც გზა ჩაკეტილი იყო, კვლევები დასრულებულია.
12 ოქტომბერი 2024, 22:41
რეგიონი
გიორგი წერეთელი: ჩვენი მთავარი ამოცანა და ქვეყნის პრიორიტეტები არის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამი მიმართულებით - ეს არის დასავლეთი-აღმოსავლეთი, სამხრეთი- ჩრდილოეთი და კახეთის მიმართულება
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა და ქვეყნის პრიორიტეტები არის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ზუსტად სამი მიმართულებით. ეს არის დასავლეთი-აღმოსავლეთი, სამხრეთი-ჩრდილოეთი და კახეთის მიმართულება, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა.
12 ოქტომბერი 2024, 22:40
რეგიონი
დავით მორგოშია სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს ეწვია
მინისტრმა უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინა სკოლების მიღწევებსა და წარმატებებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ხარისხიანი განათლების მისაღებად აუცილებელ საჭიროებებს, ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო გამოწვევებს გაეცნო და მათი მოგვარების გეგმებზე ისაუბრა.
12 ოქტომბერი 2024, 22:18
რეგიონი
გიორგი წერეთელი: ქობულეთის გზა გათვლილი იყო 14 ათასს მანქანაზე, ახლა ინტენსიურობა მომატებულია, ამიტომ დადგა დრო, დამატებით ორ ზოლიანი გზა გაკეთდეს
„როდესაც ქობულეთის გზა აშენდა, გათვლილი იყო 14 ათასს მანქანაზე, ახლა ინტენსიურობა მომატებულია და ამიტომ დავიწყეთ ინტენსივობის დათვლა და შესაბამისი პროექტების განხორციელებას იქ, სადაც საჭიროა. ქობულეთის შემოვლითი გზა არის ზუსტად ეს მონაკვეთი და დადგა ის დრო, რომ ქობულეთის შემოვლით გზას გაუკეთდეს კიდევ დამატებით ორ ზოლიანი გზა, რადგან ინტენსივობა მზარდია. უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და როდესაც პროექტი დასრულდება დავიწყებთ სატენდერო პროცედურებს და აუცილებლად, ქობულეთის შემოვლით გზა აშენდება“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
12 ოქტომბერი 2024, 22:14
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი აჩიკო ბერიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თამარის დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, თამარის დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 22:11
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 22:07
არჩევნები 2024
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია წალენჯიხაში მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, ოლიმპიურ ჩემპიონებთან - ძალოსან ლაშა ტალახაძესთან და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 22:05
რეგიონი
გიორგი წერეთელი ბათუმის შემოვლით გზაზე: დიდი ეკონომიკური შესაძლებლობაა, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანი პროექტია
ბათუმის 14 კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალური გზის მნიშვნელობაზე გადაცემა „ქრონიკაში“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა ისაუბრა.
12 ოქტომბერი 2024, 22:03
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრებს მცხეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის მოსახლეობას შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 22:00
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების: ყვარელწყლის, წინუბნის, საკობიანოსა და ქორეთის მოსახლეობას შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 21:57
რეგიონი
გიორგი წერეთლის განცხადებით, ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობა მალე დაიწყება და 4 წლის განმავლობაში დასრულდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა „ქრონიკაში“განაცხადა, რომ მალე დაიწყება ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობა. მისი თქმით, პროექტი 4 წლის განმავლობაში დასრულდება.
12 ოქტომბერი 2024, 21:56
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი „ქართულ ქარტიაზე“: ჩვენ ამ სიგიჟეს საკუთარი „game over“-ით ვუპასუხებთ, როდესაც კონსტიტუცია აუცილებლად გაანადგურებს „ქარტიას“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული ქარტიის“ სახელით ევროპაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე პასუხისმგებელ პირებს შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 21:27
არჩევნები 2024
გია აბაშიძე ზურაბიშვილის მიერ ტექნიკური მთავრობის დასახელებაზე: ეს საცოდავი პერსონაჟი ვითომ ცდილობს, რომ მაქსიმალურად ჩაიწეროს ქულები აგენტოკრატიაში. თუმცა, იქაც მკაფიოდ ხედავენ თუ რა ურეიტინგო პერსონაჟს წარმოადგენს
სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი პოლიტიკანური განცხადება არის მისთვის ტრაგიკომიკური, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.
12 ოქტომბერი 2024, 21:25
არჩევნები 2024
მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ - მუსიკოსები დღეს თბილისში, კიკვიძის ბაღში გაერთიანდნენ
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. დღეს მუსიკოსები თბილისში, კიკვიძის ბაღში არიან შეკრებილები და მმართველ პარტიას ნდობას უცხადებენ.
12 ოქტომბერი 2024, 21:24
არჩევნები 2024
ირაკლი კირცხალია რადიკალურ ოპოზიციაზე: რაღაც ავტობუსს იქირავებენ, დადიან პიკნიკებზე, ერთმანეთს ესაუბრებიან და ქმნიან სურათს, თითქოს საზოგადოებას ხვდებიან
რაღაც ავტობუსს იქირავებენ, დადიან პიკნიკებზე, ერთმანეთს ესაუბრებიან და ქმნიან სურათს, თითქოს საზოგადოებას ხვდებიან, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.
12 ოქტომბერი 2024, 21:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის თავხედური ლობიზმით ნაკარნახევი დოკუმენტი - 26 ოქტომბერს ამ დოკუმენტის ავტორებს ქართული საზოგადოება პასუხს დაუბრუნებს
„რეზოლუცია, სადაც საუბარია, რომ ლგბტ პროპაგანდა და გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, სადაც საუბარია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება დემოკრატიის გზაზე ერთ-ერთი ჩვენი კომპასია და ამ ყველაფერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეც არის საუბარი, ამას საზოგადოება 26 ოქტომბერს ნათელ პასუხს გასცემს“.
12 ოქტომბერი 2024, 21:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ვერ აუხსნი ქართველს თუ როგორ შეიძლება ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა, დამნაშავის უპირობო გამოსვლაზე, არაგამჭვირვალეობაზე, დაფარულობაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა
ვერ აუხსნი ქართველს თუ როგორ შეიძლება ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა. როგორ შეიძლება დამნაშავის უპირობო გამოსვლაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა. როგორ შეიძლება არაგამჭვირვალეობაზე, დაფარულობაზე გადიოდეს შენი ევროპული გზა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.