შალვა გოგოლაძემ საქართველოს 20 და 23 წლამდე ასაკის ძალოსანთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
ფოტო: კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოს 20 და 23 წლამდე ასაკის ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს, საექიმო ჯგუფისა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ მომავალ ასპარეზობებში გამარჯვებები უსურვა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ფედერაციას 2026 წელს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მოპოვებაც მიულოცა. ევროპის პირველობა ბათუმში გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ნაკრებმა 38 მედალი მოიპოვა - ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში 6 ოქრო, 20 ვერცხლი და 12 ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ როგორც 20-, ისე 23-წლამდელებს შორის საქართველომ გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების აღსანიშნავად ძალოსნებმა ხელი მოაწერეს ფინკას, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ სპორტის სამინისტროში საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის თანახმად ქართველი სპორტსმენები მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობებზე წარმატების მოპოვების შემდეგ საკუთარ სპორტულ ეკიპირებასა და ინვენტარს ავტოგრაფით გადასცემენ სპორტის მუზეუმს.
ყველა სიახლე
09 დეკემბერი 2024, 09:57
მსოფლიო
ტრამპი აპირებს, რომ დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის აპირებს დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გააუქმოს. ტელეწამყვანის კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში ისევ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის უფლების გაუქმებას ნიშნავს, ტრამპმა უპასუხა: "კი".
09 დეკემბერი 2024, 09:50
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ნიღბებით, შესაბამისი აღჭურვილობით იყვნენ გამორჩეულები ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს. მათ დაუსჯელობის განცდას სწორედ ეს ნიღაბი უქმნით
გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ნიღბებით სახის დაფარვა. მისი თქმით, მოძალადე ჯგუფები ნიღბებით გაცილებით თამამად ჩადიან დანაშაულებს, რადგან მათი იდენტიფიცირება რთულია, ამიტომ, ამ მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობა დადგა.
09 დეკემბერი 2024, 09:43
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ლგბტ პროპაგანდის წახალისება
როგორ შეიძლება ვინმემ სასწორის ორ პინაზე დააყენოს მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბავშვებზე ძალადობა, ლგბტ პროპაგანდის წახალისება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ. დეპუტატი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.
09 დეკემბერი 2024, 09:40
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა დონეცკის ოლქში ხუთი მიმართულებით წინ წაიწია
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დონეცკის ოლქში წინსვლას განაგრძობს, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი მტკიცებით, ოკუპანტების ჯარმა ქალაქ კურახოვოს, დაბა შევჩენკოს, სოფლების: ტრუდოვოეს, ვოზროჟდენიას და პუშკინოს მიმართულებით წინ წაიწიეს.
09 დეკემბერი 2024, 09:24
მსოფლიო
რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა
რუსული სამხედრო გემების უმეტესობამ ტარტუსის სამხედრო ბაზა უკვე დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო თვითმფრინავების გაყვანას ლატაკიის ბაზიდან, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს.
09 დეკემბერი 2024, 09:15
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები არ დაუშვებს სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს
შეერთებული შტატები არ დაუშვებს, სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, გარკვეულ ჯგუფებს, რომლებმაც სირიაში ამბოხება მოაწყვეს, წარსულში ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი, ამიტომ შეერთებული შტატები მათ ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება და შესაბამისად იმოქმედებს.
09 დეკემბერი 2024, 09:03
მსოფლიო
სირიის გაქცეული პრეზიდენტი ბაშარ ასადი მოსკოვში ჩავიდა
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც სამშობლოში ამბოხი მოუწყვეს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. "ასადი ოჯახის წევრებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. რუსეთმა მათ ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცა", - ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს.
09 დეკემბერი 2024, 09:01
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს
საქართველოში არის ნაცმაიდანის მცდელობა, რომელიც ემსახურება მათ მთავარ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს, - „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:53
პოლიტიკა
გიორგი გახარია: ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და მერწმუნეთ, ეს ფაზა თუ არ დავასრულეთ აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდეგ უკვე ძალიან გვიანი იქნება
პარტია „საქართველოსთვის“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს. გიორგი გახარიას თქმით, სწორედ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უნდა მოესწროს ის, რომ საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების ლეგიტიმაცია არ მოხდეს. ლიდერი „ფორმულას“ ეთერში აღიარებს, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს.
09 დეკემბერი 2024, 08:45
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: კონკრეტული ფაქტები არსებობს, მათ შორის საკუთრების უფლების დარღვევის, კონკრეტული მაღაზიების თუ რესტორნების დაზიანების - ეს აქციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს განსაკუთრებით მშვიდობიანობის ნაწილში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციები ვერანაირ კრიტიას ვერ უძლებს. მისი თქმით, აქციების მიმდინარეობისას დაირღვა საკუთრების უფლებები, დაზიანებულია კონკრეტული მაღაზიები თუ რესტორნები.
09 დეკემბერი 2024, 08:36
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია, რომ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ
მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია [გიორგი] ვაშაძეს და[ზურაბ გირჩი] ჯაფარიძესაც მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:28
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს. ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იბარებენ.
09 დეკემბერი 2024, 08:23
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ხელს აწერენ ფაშისტურ ქმედებებს, როდესაც, ითხოვენ, ჟურნალისტების სახელ-გვარები გამოქვეყნებული იყოს და ისინი საზოგადოებისგან გარიყონ
ხელს აწერენ ფაშისტურ ქმედებებსაც, როდესაც, ითხოვენ, რომ ამ ადამიანების სახელ-გვარები გამოქვეყნებული იყოს და ისინი საზოგადოებისგან გარიყონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
09 დეკემბერი 2024, 08:11
საზოგადოება
გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის შენობის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს
გავრცელდა პარლამენტის შენობის ჩამსხვრეული შუშების ვიდეოკადრები გუშინდელი აქციის დროს. აქციის მონაწილეებმა ქვებით პარლამენტის რამდენიმე ფანჯარა ჩაამტვრიეს. კადრებს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
09 დეკემბერი 2024, 08:05
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აქციის დასრულების შემდეგ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები ჩაატარეს.
09 დეკემბერი 2024, 02:07
პოლიტიკა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პირდაპირი ჩართვისას რამდენიმე მონაწილემ ტელეკომპანიის ჟურნალისტს აგრესიულად მიმართა და „რუსთავი 2-“ პროპაგანდისტი მედია უწოდა.
09 დეკემბერი 2024, 02:04
პოლიტიკა
პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა
საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ პირდაპირ ეთერში მუშაობაში ხელი შეუშალა.
09 დეკემბერი 2024, 01:39
პოლიტიკა
ნიკა გაბელია ნიღბების აკრძალვის ინიციატივაზე: ძალიან კარგი და სწორი კანონის დაანონსება მოხდა დღეს, რაც ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არის. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია
ძალიან კარგი და სწორი კანონის დაანონსება მოხდა დღეს, რაც ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არის. ევროპულ ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ამბავია, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ბლოგერმა ნიკა გაბელიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ შეკრებაზე ნიღბების ტარების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
09 დეკემბერი 2024, 01:33
პოლიტიკა
ნინო ნადირაძე: ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ შეშფოთდნენ, ამაზე მეცინება
ძალიან მწყდება გული „იმედიდან“ წასულ ჟურნალისტებზე, ვინც კი წავიდა, მათ ჰქონდათ ყველაზე მეტი პროექტი, ყველაზე მაღალი ხელფასი და დღეს რომ, შეშფოთდნენ ამაზე მეცინება, - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და „იმედის“ ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
09 დეკემბერი 2024, 01:00
პოლიტიკა
ნინო ნადირაძე: მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოზე თითქოს დასავლეთიდან სიგნალს უგზავნიან რუსეთს, რომ ჯერ საქართველო ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ამას არ ვიღებთ ჯერ, შენ არ იდარდო
მე ვუყურებ ამ შეიარაღებულ კადრებს და ჩემი ფიქრები წავიდა 1991 წლის 22 დეკემბრისკენ, როდესაც ზუსტად ასეთი ფორმირებები იქმნებოდა, მოხდა სამოქალაქო ომი, რომელმაც ძალიან დიდი ხნით დაგვწია უკან. შემდგომში ეს ბანდფორმირებები ყველას სახლებში უვარდებოდნენ , - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.