26 აპრილი 2025, 15:10 / სანდო წყარო

სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“, საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს

სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“, საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს.

პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ბორჯღალოსნების ყოფილი კაპიტანი, ვეტერანი მორაგბე დავით კაჭარავაა. ის გამარჯვების შემთხვევაში კავშირის პირველი პირის პოსტზე იოსებ ტყემალაძეს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის წესის მიხედვით, ახალი პრეზიდენტის ასარჩევად 35 დელეგატიდან მინიმუმ 26 მათგანის ხმაა საჭირო.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

17 მაისი 2025, 13:45

მსოფლიო

პესკოვი: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა ქვეყნების დელეგაციების მუშაობის შედეგებზეა დამოკიდებული

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგს მიაღწევენ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების დროს, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

ცოტნე ივანიშვილი

17 მაისი 2025, 13:45

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა შეგვენარჩუნებინა. დღეს ეს დღე არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებს

საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი იმყოფება.

17 მაისი 2025, 13:32

ეკონომიკა

ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე „RAW Wine“ (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

ლეო XIV

17 მაისი 2025, 13:13

მსოფლიო

რომის პაპი ლეო XIV: ოჯახი მამაკაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული

ოჯახი მამაკაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული, განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV წმინდა საყდარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

რადოსლავ სიკორსკი

17 მაისი 2025, 12:55

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ქვეყანა, რომელსაც პუტინისთვის ადგილის მიჩენა შეუძლია, ჩინეთია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ჩინეთს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საკუთარი ადგილი მიუჩინოს.

17 მაისი 2025, 12:48

სპორტი

„სტუდფესტი 2025-ის“ ფარგლებში, ბოულინგისა და ძიუდოს ტურნირი ჩატარდა

„სტუდფესტი 2025-ის“ ფარგლებში, ბოულინგისა და ძიუდოს ტურნირი ჩატარდა, რომელშიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ნათია თურნავა

17 მაისი 2025, 12:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული წამყვანი ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული წამყვანი ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია - ამის შესახებ ნათია თურნავამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმზე მონაწილეობის დროს განაცხადა.

ზვიად მხეიძე

17 მაისი 2025, 12:35

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ საზოგადოებას 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა შეადგენდა 31 615 350 ლარს. აღნიშნული ფინანსური რესურსი მიზნობრივად მოხმარდა სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამის, საბიუჯეტო სფეროებისა და დარგების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას.

შალვა პაპუაშვილი

17 მაისი 2025, 12:33

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო ერის გახლეჩვის დღედ - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე წერს.

კარიმ ხანი

17 მაისი 2025, 12:23

მსოფლიო

Reuters: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი სექსუალური შევიწროების საქმის გამოძიების გამო თანამდებობას დროებით ტოვებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი თანამდებობას დროებით ტოვებს, ვინაიდან გაეროს მიერ სექსუალური შევიწროების საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 12:22

რეგიონი

ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტის „მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა

ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის“ წარმატებით განხორციელდა.

ლევან დავითაშვილი

17 მაისი 2025, 12:21

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა კავშირგაბმულობის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღე მიულოცა.

17 მაისი 2025, 12:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ რენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ რენის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ვიცე-რექტორთან დიდიე მინერთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობას და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

ოთარ კიტეიშვილი

17 მაისი 2025, 12:12

სპორტი

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა

იგი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა - აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

17 მაისი 2025, 12:09

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. „ქრონიკა“ ბათუმიდან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. საზეიმო მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. მრევლი და სასულიერო პირები ხატებით, ჯვრებითა და გალობით ბათუმის ქუჩებს მოივლიან.

მღვდელი გიორგი (კარელიძე)

17 მაისი 2025, 11:55

რეგიონი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობისთვის ემზადებიან

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობა გაიმართება.

17 მაისი 2025, 11:51

მსოფლიო

ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:49

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება. მსვლელობით გაივლიან გზას ბაგრატის ტაძრამდე.

17 მაისი 2025, 11:35

მსოფლიო

ისრაელმა ღაზაში ოპერაცია „გედეონის ეტლი“ დაიწყო

ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი, „გედეონის ეტლი“ დაიწყო. ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე („ცაჰალზე“) დაყრდნობით ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:30

საზოგადოება

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისის ჩასატარებლად სამზადისი მიმდინარეობს

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს - პატრიარქის კურთხევით, ასიათასობით ადამიანი მეთორმეტედ ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად კიდევ ერთხელ გაერთიანდება.