imedi /  13 მარტი 2018, 17:56 / სანდო წყარო

ქართველმა მოკრივეებმა ნალჩიკში ორი ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვეს

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრები

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა, ქალაქ ნალჩიკში გამართულ საერთაშორისო A კლასის ტურნიზე ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კრივის ფედერაცია ავრცელებს.

პირველი ადგილი 75 კგ წონით კატეგორიაში გელა აბაშიძემ ( ბათუმი), ასევე 91 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ბახტაძემ (ქუთაისი) აიღეს და ოქროს მფლობელებიც გახდნნენ. მეორე ადგილი კი 81 კგ წონით კატეგორიაში იაგო კიზირიამ ( ფოთი) და 64 კგ წონით კატეგორიაში გიორგი დოლიაშვილმა (გორი) დაიკავეს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ველისციხელების პროტესტი

19 დეკემბერი 2018, 19:12

საქართველო

დაკავებული ველისციხელების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

ველისციხის ინციდენტის დროს დაკავებული მამუკა უსინაშვილისა და გოჩა მაისურაძის თანასოფლელები და ახლობლები ამ წუთებში სოფელ ველისციხის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მათი თანასოფლელების გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ისინი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

19 დეკემბერი 2018, 18:56

ძალოვნები

მთავრობამ პრეზიდენტს თავდაცვის ძალების მეთაურად ისევ ვლადიმერ ჩაჩიბაია წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარუდგინა. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 18 დეკემბერს მოაწერა ხელი.

დონალდ ტრამპი

19 დეკემბერი 2018, 18:55

საქართველო

დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

„მადლობას გიხდით ავღანეთში ნატოს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვისა და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველომ გაიღო. საუკეთესო სურვილებით მოგმართავთ თქვენ და ქართველ ხალხს“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

ამერიკელი ჯარისკაცები

19 დეკემბერი 2018, 18:54

მსოფლიო

აშშ სირიიდან ჯარის გაწვევას გეგმავს

ერთ-ერთმა მაღალჩინოსამა CNN-ს უთხრა, რომ სირიიდან ჯარების სრული კონტინგენტის სწრაფად გაყვანას გეგმავს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა. მისი განმარტებით, სწორედ ეს იყო აშშ-ის ჯარების სირიაში ყოფნის მიზეზი.

დავით კირკიტაძე

19 დეკემბერი 2018, 18:45

ძალოვნები

კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიება 20 დეკემბერს შეეფარდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა 10:30 საათზე ჩაინიშნა.

ირაკლი კობახიძე
იური რატასი

19 დეკემბერი 2018, 18:40

საქართველო

ირაკლი კობახიძე ესტონეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე კიდევ ერთხელ დარწმუნდა ესტონეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერაში.

სალომე ზურაბიშვილი

19 დეკემბერი 2018, 18:38

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: მე აღარ მაქვს საფრანგეთის მოქალაქეობა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

SoftBank-ის რობოტი

19 დეკემბერი 2018, 18:05

ტექნოლოგიები

იაპონურმა სტარტაპმა Groove X-მა კომპანიონი რობოტი შექმნა

Groove X-ის განმარტებით, ლოვოტთან შეხებისას ან ჩახუტებისას მისი მფლობელი მშვიდდება და თავს უკეთ გრძნობს. ბორბლებიანი რობოტი 50 სენსორით არის აღჭურვილი და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მფლობელის ამოცნობას კი თერმული კამერით ახერხებს.

არჩევნები დაკავება

19 დეკემბერი 2018, 18:03

ძალოვნები

შსს: არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პასუხისგებაში სულ 26 პირი მისცეს

არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სულ 26 პირი, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

19 დეკემბერი 2018, 17:53

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ ფრანგულ რადიოს მისცა

საქართველომ თანამედროვეობა და ევროპა აირჩია, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ RTL-თან ინტერვიუში გააკეთა.

ლონდონი დაჭრა

19 დეკემბერი 2018, 17:47

მსოფლიო

ლონდონში მაჩეტეთი შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა

ლონდონში მაჩეტეთი შეიარაღებული პირი ადამიანებს თავს დაესხა. შემთხვევა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე სამედიცინო ცენტრში მოხდა. დაჭრილია 3 ადამიანი.

პოლიცია

19 დეკემბერი 2018, 17:31

ძალოვნები

თელავში დაჭრის ფაქტზე შსს-მ 1 პირი დააკავა

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. თელავში 3 ახალგაზრდა გვიან ღამით დაჭრეს. დაზარალებულებს შორის თელავის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გენადის შვილი გიორგი გოგილაშვილია.

ირაკლი რამიშვილი

19 დეკემბერი 2018, 17:30

ძალოვნები

ვაკეში გასროლის გამო ორ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ ვაკეში სროლის დროს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ირაკლი რამიშვილს ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველები მას 166-ე და 173 მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ლიეტუვა

19 დეკემბერი 2018, 17:29

მსოფლიო

ლიეტუვაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პოლიტიკოსები დააკავეს

დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ყველა მათგანი სხვადასხვა არასაპარლამენტო პარტიასთანაა დაკავშირებული.

19 დეკემბერი 2018, 17:12

საქართველო

ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია შესაძლოა ისევ წარადგინონ

სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კანონმდებლობა ავალდებულებს, არჩევნების შედეგების ოფიციალური შეჯამებიდან შვიდი დღის ვადაში, ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი წარადგინოს. არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის თამარ ჟვანიაც იყოს.

Blue Origin

19 დეკემბერი 2018, 17:07

ტექნოლოგიები

Blue Origin-მა მორიგი რაკეტის ორბიტაზე გაშვება გადადო

ჯეფ ბეზოსის კომპანიამ ამის მიზეზად არახელსაყრელი პირობები დაასახელა. სწორედ ამის შემდეგ როდის განხორციელდება მისია. Blue Origin-ი ჯეფ ბეზოსმა შექმნა. რაკეტების ორბიტაზე გაშვების მიზანი კოსმოსური ტურიზმის განვითარება და ამ მიმართულებით საჭირო ბაზის ინფრასტრუქტურის შექმნაა.

19 დეკემბერი 2018, 17:06

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა გურჯაანის სასამართლოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერ აქციას მართავს

დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს, მისი გუნდელები კი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

ნასაგური

19 დეკემბერი 2018, 16:56

ეკონომიკა

ნასაგურის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ორ ავარიულ ხიდს ჩაუტარდა და ასფალტის საფარი ჯამში, 25 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჩაატარა.

გრეის მუგაბე

19 დეკემბერი 2018, 16:42

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში ყოფილი პირველი ლედის დაკავების ორდერი გასცეს

პოლიციამ გრეის მუგაბეს დაკავების ორდერი მას შემდეგ გასცა, რაც სასამართლომ მას დიპლომატიური იმუნიტეტი ივლისში მოუხსნა. სამხრეთ აფრიკის მთავრობა კრიტიკის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც გრეის მუგაბეს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.

იაპონელი პოლიციელი

19 დეკემბერი 2018, 16:29

ტაბლოიდი

იაპონელი მოხუცი მკვდარ ცოლთან ერთად ერთი წელი ცხოვრობდა

იაპონიაში ფუკუოკას პრეფექტურაში 74 წლის პენსიონერი წელიწადზე მეტ ხანს არ მარხავდა ცოლს, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იოკუდა იოსიჰისა მასთან ერთად ცხოვრებას განაგრძობდა. სხეულის გახრწნისგან გამოწვეული სუნის ჩახშობას ის ჰაერის გამწმენდებით ცდილობდა.