imedi /  16 მაისი 2018, 18:09 / სანდო წყარო

ევერტონის მწვრთნელმა პოსტი დატოვა

ინგლისის საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა სემ ელარდაისმა პოსტი დატოვა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კლუბის მეპატრონეები ელარდაისს გაწეული 7-თვიანი სამუშაოსთვის მადლობას უხდიან, თუმცა აცხადებენ, რომ „ევერტონს“ ახალი მწვრთნელი სჭირდება. ვინ შეცვლის მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია. სემ ელარდაისი „ევერტონს“ 2017 წლის ნოემბრიდან წვრთნიდა. კლუბმა მიმდინარე სეზონი პრემიერ-ლიგაში მე-8 ადგილზე დაასრულა.

არქივი

25 მაისი 2018, 11:14

საქართველო

ქუთაისში საცობების შექმნის გამო, ნარჩენების გატანის დრო შეიცვალა

რამდენიმე ობიექტზე დასუფთავების მანქანების შესვლის რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, სკოლებზე, თუ აქამდე დასუფთავების მანქანები შედიოდნენ კვირაში ერთხელ, ახლა კვირაში 3 -ჯერ შედიან.

25 მაისი 2018, 11:06

ძალოვნები

ხორავაზე მოკლული მოზარდის მამა 27 მაისს აქციას გამართავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ადგილზე, გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა იმყოფებოდა. ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციების მნიშვნელობასა და მოთხოვნებზე ილაპარაკა. მისივე განცხადებით მთავარი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, რასაც პროკურატურა ვერ ახერხებს.

25 მაისი 2018, 11:04

მსოფლიო

კემეროვოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სავაჭრო ცენტრის "ზიმნაია ვიშნია" დემონტაჟი დაიწყეს, რომელშიც 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 40 ბავშვი იყო. სავაჭრო ცენტრის ადგილზე 1 სექტემბერს პარკის გაშენება იგეგმება. კემეროვოს ხანძრის მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფი დღემდე 85 უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ აცხადებს.

25 მაისი 2018, 10:59

ეკონომიკა

ჩინეთი და იაპონია აშშ-ის შესაძლო ახალ ავტოტარიფებს აკრიტიკებენ

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ბოროტად გამოყენება სავაჭრო მრავალნაციონალურ სისტემას ძირს უთხრის და ნორმალურ საერთაშორისო ვაჭრობას უქმნის საფრთხეს.

25 მაისი 2018, 10:58

ეკონომიკა

ოზურგეთში ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდებათ

ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 848 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,125,752 ლარია, საიდანაც 1,495,538 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

25 მაისი 2018, 10:45

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების და შემოსავლიანობის მონაცემები განახლდება ოთხშაბათობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის შემდეგ, 17:00 საათზე.

25 მაისი 2018, 10:26

ძალოვნები

მარნეულში გოგოების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბრალდებული გოგოების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა. მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა.

25 მაისი 2018, 10:25

ტექნოლოგიები

Apple-ი თანამშრომლების გადასაადგილებლად Volkswagen-ის უპილოტო ავტომობილებს გამოიყენებს

ამ დროისთვის Apple-ი Volkswagen-ის T6 მოდელის ავტომობილებს იყენებს, რომელიც თავად Apple-ის მიერაა გამოშვებული. უპილოტო ტექნოლოგიის მქონე Lexus-ის ავტომობილებს Apple-ი კალიფორნიაში ტესტავს. Apple-ის ტექნოლოგიას მსოფლიოში ასობით დიზაინერი, ტექნოლოგიური კომპანია და აკუმულატორების ექსპერტები იყენებენ.

25 მაისი 2018, 10:25

ეკონომიკა

გაზპრომმა ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირის კონკურენციის კომისარმა მარგრეთე ვესტაგერმა ბრიუსელში განაცხადა, რომ შეთანხმება წაადგება მილიონობით ევროპელ მომხმარებელს, სადაც გაზპრომი, ახალი შეთანხმების მიხედვით, მუშაობის წესებს შეცვლის.

25 მაისი 2018, 10:21

კულტურა

თბილისში იტალიური ხელოვნების გამოფენა გაიხსნა

ნამუშევრების ავტორებს შორის ასევე, არიან რენესანსის პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

25 მაისი 2018, 10:16

ვიდეო

35 წლამდე მამაკაცმა, კერძო დაწესებულებაში, ელექტროტრავმა მიიღო

25 მაისი 2018, 10:13

მსოფლიო

მაკრონი პუტინს რუსეთში დაპატიმრებულ რეჟისორებზეც ელაპარაკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის იუსტიციის სისტემას არ მართავს, თუმცა პრობლემაზე ღია და გულწრფელი დიალოგი შესაძლებელია. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი დაპატიმრებულია არა პროფესიული საქმიანობის, არამედ ტერაქტების მომზადებისთვის.

25 მაისი 2018, 10:09

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრაღაში გამართული შეხვედისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს და ის დოკუმენტი განიხილეს, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგს ეხება.

25 მაისი 2018, 10:05

მსოფლიო

აშშ-მა 9 ინდივიდსა და ორგანიზაციას ირანიდან სანქციები დაუწესა

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ირანს "ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებენ". მისი თქმით, ის აშშ-ის ეკონომიკისთვის "იბრძოლებს", მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა.

25 მაისი 2018, 10:04

საქართველო

ცნობილია თბილისის უბნები, სადაც სამარშტურო ხაზების მოძრაობა შეიცვალა

#60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. იგი მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე

25 მაისი 2018, 10:03

ვიდეო

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

25 მაისი 2018, 09:58

მსოფლიო

კანადაში ონტარიოს პროვინციაში მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით დაშავებულია 15 ადამიანი. სამართალდამცველები 2 ეჭვმიტანილს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

25 მაისი 2018, 09:50

ეკონომიკა

კომპანია Samsung-მა Apple-ს $539 მილიონი უნდა გადაუხადოს

ნაფიც-მსაჯულთა სასამართლომ დაასკვნა, რომ Samsung-მა დაარღვია სამი პატენტი. ამათგან ერთი ეხება სმარტფონების დიზაინს, ხოლო ორი დაკავშირებულია მოწყობილობების ტექნოლოგიურ ფუნქციებთან.

25 მაისი 2018, 09:42

საქართველო

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის გიორგი კეფაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

25 მაისი 2018, 09:35

საქართველო

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოშია

დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.