Imedi /  18 აგვისტო 2018, 23:28 / სანდო წყარო

არგენტინაში ახალგაზრდულ ოლიმპიადას დედაქალაქის ქუჩაში გახსნიან

მესამე ახალგაზრული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, მოედანს გასცდა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 6 ოქტომბერს თამაშების გახსნის ცერემონია ბუენოს-აირესის ქუჩაში, ყველაზე ცნობილ არგენტინულ მონუმენტთან გაიმართება. ინფორმაციას საქათველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გახსნის ცერემონია ჩატარდება მასპინძელი ქალაქის ქუჩაში, რომელზე დასწრებაც ქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს მოსაწვევების გარეშე შეეძლებათ.

სპორტულ ზეიმში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ცნობილი შოუ-თეატრის Fuerza Bruta-ს 350 მსახიობი და მუსიკოსი.

ბუენოს-აირესში კიდევ ერთი გრანდიოზული ზეიმი - ახალგაზრული ოლიპიური თამაშების დახურვის ცერემონია 18 ოქტომბერს, ოლიმპიურ სოფელში გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბუენოს-აირეს 2018-ის ჩემპიონები და პრიზიორები.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 23:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეზე: შეწყალების შესახებ მე ჩემი კონცეფცია მაქვს

„მე არ გაძლევთ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, გეუბნებით ზოგადად. ამ თემაზე მე მექნება ვრცელი გამოსვლა, როცა გამოვალ პარლამენტის წინაშე და ავხსნი, თუ როგორ ვხედავ, როგორი როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და როგორი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯორჯ მენდონსა

18 თებერვალი 2019, 22:50

მსოფლიო

ლეგენდარულ ფოტოზე გადაღებული მეზღვაური გარდაიცვალა

ლეგენადარული ფოტო, სახელწოდებით „კოცნა“ ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფმა, ალფრედ აიზენსტედიმ გადაიღო და ის გამარჯვების დღის სიმბოლოდ, ასევე ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კადრად იქცა. ფოტოზე მენდონსა ექთან გრეტა ზიმერს კოცნის, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა.

Apple-ის კომპიუტერი

18 თებერვალი 2019, 22:28

ტექნოლოგიები

ამერიკელმა აღმოაჩინა, რომ 30 წლის წინანდელი Apple-ის კომპიუტერი კვლავ მუშაობს

მიკრობლოგ Twitter-ის მომხმარებელი John Pfaff-ი წერს, რომ მისი მშობლების კომპიუტერი ათწლეულების შემდეგაც გამართულად ფუნქციონირებდა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მან სოცქსელში გამოაქვეყნა. Apple IIe სერია Apple II-ში მესამე მოდელი იყო, რომელიც კონცერნმა 1983 წელს გამოუშვა.

სუპერმთვარე

18 თებერვალი 2019, 22:09

ტექნოლოგიები

ცნობილია როდის გაანათებს ცას 2019 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე

სუპერმთვარე თავის პიკს სამშაბათს, 19 თებერვალს თბილისის დროით 19:54 წუთზე (10:54 a.m. ET) მიაღწევს, თუმცა ამ დროს თვალისთვის ხილული არ იქნება. სავსე მთვარე იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, რომელთაც სუპერმთვარის ფოტოზე აღბეჭდვა ხიბლავთ. ამ დროს მთვარე ჰორიზონტზე ყველაზე ახლოს იქნება.

ობობა

18 თებერვალი 2019, 22:04

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში უძველესი ობობა აღმოაჩინეს

სამხრეთ კორეელმა მკვლევრება უძველესი ობობების ნამარხი იპოვეს, რომლებიც 110 მილიონზე მეტი ხნის წინ ბინადრობდნენ. მეცნიერების თქმით, მათი თვალები ფოსფორის საშუალებით დღესაც ანათებს.

ოსკარი

18 თებერვალი 2019, 21:37

კულტურა

ჰოლივუდში „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებიან

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალამდე ერთი კვირა რჩება. ჰოლივუდში უკვე ემზადებიან წითელი ხალიჩის გასაშლელად და კინო ვარსკვალავების დასახვედრად. რიგით 91-ე დაჯილდოება წელს განსხვავებული იქნება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 20:59

საქართველო

პრეზიდენტმა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა

„ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს თანამედროვე რეალობა ერთდროულად არის ჩვენი უდიდესი წარმატება, რაც ევროპასთან დაახლოებაში გამოიხატება და რუსეთის მხრიდან შევიწროებით გამოწვეული პრობლემები"--განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2019, 20:52

მსოფლიო

ტრამპი „მოღალატე“ მაღალჩინოსნებს აკრიტიკებს

17 თებერვლის სატელევიზიო ინტერვიუში, FBI-ის დირექტორის ყოფილმა მოადგილე ენდრიუ მაკკეიბმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი იგეგმებოდა. ირკვევა, რომ მაღალჩინოსნებმა თეთრი სახლის ლიდერის იმპიჩმენტზე 2017 წელს ითათბირეს.

18 თებერვალი 2019, 20:38

საქართველო

რა პრობლემებია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში

რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ, როდესაც 29 წლის ბიძამ, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 13 წლის ძმისშვილი მოკლა, მწვავედ წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში ამ მხრივ არსებულ პრობლემას აღიარებენ და ამბობენ, რომ რეფორმა დაწყებულია.

პაკისტანის დროშა

18 თებერვალი 2019, 20:21

ტექნოლოგიები

პაკისტანის დროშა Google-ში ტუალეტის ქაღალდის საძიებო ველში ლიდერობს

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ამბოხებულების მხრიდან ქაშმირში განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ერთგვარი პროტესტის ფორმაა. მომხდარმა 46 გასამხედროებული პოლიციის წევრი იმსხვერპლა. 14 თებერვალს ქაშმირში განხორციელებული თავდასხმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო.

მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე

18 თებერვალი 2019, 20:14

საქართველო

რას ამბობს მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე

კითხვა დაისვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული დაჩქარებული გამოძიება, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას, თუმცა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აქვე ამბობს იმასაც, რომ სახელმწიფო მხარში უდგას ამ პროექტს.

მარშალ გელოვანის გამზირი

18 თებერვალი 2019, 19:49

საქართველო

მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იკრძალება

19 და 20 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე მარშალ გელოვანის გამზირზე („ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე) საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.

სმარტფონი

18 თებერვალი 2019, 19:43

ტექნოლოგიები

რა გავლენას ახდენს სმარტფონი ურთიერთობებზე

„ადამიანებს სურთ სხვებთან კავშირი ჰქონდეთ. ევოლუციის განმავლობაშიც ადამიანს ყოველთვის ჰქონდა ოჯახთან და მეგობრებთან მჭიდრო ურთიერთკავშირის იმედი. ეს ურთიერთობები აუცილებელი იყო თვითგადარჩენისთვის . ამასთან ეს მოდელი ეფუძნებოდა ნდობას, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი გადასცემს ინფორმაციას და რეაგირებს სხვების ინფორმაციაზე"- წერია სტატიაში.

18 თებერვალი 2019, 19:27

ეკონომიკა

Honda 2022 წელს ინგლისში ქარხნის დახურვას გეგმავს

BBC-ის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში "Honda"-ს ქარხანა დაიხურება, ბრეკნელში, კონტინენტის მთავარი ოფისი მუშაობას გააგრძელებს. წყაროს თქმით მანქანათმშენებლობის გიგანტი, საკუთარი მომავლის შესახებ განცხადებას სამშაბათს გააკეთებს.

Twitter

18 თებერვალი 2019, 19:26

ტექნოლოგიები

Twitter-ი წაშლილ შეტყობინებებს წლობით ინახავს

გამოცემა TechCrunch-თან ინტერვიუში მკვლევარი ქერენ სეინი აცხადებს, რომ Twitter-ი წარსულში გაგზავნილ და წაშლილ Direct Message-ებს წლობით ინახავს. მისი განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს შეტყობინება უკვე გაუქმებული პროფილიდან არის გაგზავნილი თუ არა.

განათლება

18 თებერვალი 2019, 18:52

საქართველო

ქართველი სტუდენტების 39.8%-ის აზრით, მათ მშობლებს საშუალო ფინანსური მდგომარეობა აქვთ

30-მდე ქვეყანას შორის, ქართველი სტუდენტები მხოლოდ გერმანიას ჩამოუვარდებიან მშობლების უმაღლესი განათლების მაჩვენებლით. ქართველი სტუდენტების 66,4%-ის ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება. ამასთან, გაირკვა, რომ უფრო მეტად მამებს აქვთ უმაღლესი განათლება (57,4%), ვიდრე დედებს (52,7%).

მარეკ ჰამშიკი

18 თებერვალი 2019, 18:43

სპორტი

მარეკ ჰამშიკი ახალმა კლუბმა წარადგინა

ფეხბურთელი წელიწადში 9 მილიონ დოლარს მიიღებს. მარეკ ჰამშიკი აზიურ გუნდში ნაპოლიდან გადაბარგდა. 11 წლის განმავლობაში სლოვაკმა ვარსკვლავმა ნაპოლის შემადგენლობაში 520 მატჩი ჩაატარა და 121 გოლი გაიტანა. 31 წლის ფეხბურთელმა ორჯერ იტალიის თასი მოიგო, ერთხელ კი ქვეყნის სუპერ თასს დაეუფლა.

დონეცკი

18 თებერვალი 2019, 18:41

მსოფლიო

დონეცკში 3 აფეთქება მოხდა

ერთ-ერთი აფეთქება იმ სასტუმროდან ახლოს მოხდა, სადაც ეუთოს დამკვირვებელთა შტაბია განთავსებული, კიდევ 2 აფეთქება კი ადმინისტრაციულ შენობებთან ახლოს. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მასობრივი ქორწინება ინდოეთში

18 თებერვალი 2019, 18:37

ტაბლოიდი

ინდოეთში 200-ზე მეტმა წყვილმა ერთდროულად იქორწინა

აქცია წყვილებმა ტერაქტის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს მიუძღვნეს. მასშტაბური ტერორისტული აქტი ქაშმირში 14 თებერვალს განხორციელდა, რასაც 46 სამხედრო ემსხვერპლა. ავტობუსთან, რომელსაც რეზერვისტები გადაჰყავდა, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა.

Google Chrome Incognito mode

18 თებერვალი 2019, 18:31

ტექნოლოგიები

Chrome-ის ახალი ფუნქცია ვებგვერდებს ინკოგნიტო ვიზიტორების დაბლოკვის ნებას რთავს

რაც არ უნდა იყოს, ვებგვერდების სარეკლამო შემოსავალი მაინც შეგროვილი მონაცემების ისტორიაზე დგას. ზოგიერთი ვებგვერდი „ქუქის“ ან მსგავს საძიებო მეთოდებს იყენებს. ინტერნეტ Cookie ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ტექსტური ფაილებია.