Imedi /  11 სექტემბერი 2018, 08:01 / სანდო წყარო

პარიზში გამართულ ფლეშმობში 700-მა პროფესიონალმა და მოყვარულმა მოცეკვავემ იცეკვა

პარიზში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფლეშმობი გაიმართა სახელწოდებით „ერთიანობის ცეკვა პარიზში“. მასში მონაწილეობა 700-მა პროფესიონალმა და მოყვარულმა მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.

სანახაობა მსოფლიოში ცნობილმა ქორეოგრაფმა აკრამ ჰანმა დადგა. როგორც თავად ქორეოგრაფი ამბობს, შოუ მსოფლიოში პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობით გამოწვეული ქაოსზე ერთგვარი პასუხია.

ხელოვანს ცეკვით იმის თქმა სცადა, რომ მსოფლიო საზოგადოებას ერთიანობა ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მაიკ პომპეო

18 ნოემბერი 2018, 10:44

მსოფლიო

პომპეო: უკრაინას აშშ-ზე დიდი მეგობარი არ ჰყავს

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა, ერთი თვით ადრე მანამ, სანამ ის დაიწყებდა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებას კონფლიქტში, რომელსაც 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პომპეოსა და კლიმკინის შეხვედრა გაიმართა უკრაინასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადების მეათე წლისთავზე.

ხანძარი კალიფორნიაში

18 ნოემბერი 2018, 10:38

მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, კალიფორნიის ხანძრის დროს დაკარგულად 1276 ადამიანი ითვლება

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ტყის ხანძრის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი 1276-მდე, დაღუპულთა რაოდენობა კი - 76-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოლქის შერიფნა კორი ჰონიმ განაცხადა. მისი თქმით ერთი დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 5 დაღუპულის ცხედრის აღმოჩენა მოხერხდა.

პოლიცია

18 ნოემბერი 2018, 10:37

ძალოვნები

ევროსაბჭოს კვლევის თანახმად დისკრიმინაციის შემთხვევებზე პოლიციისადმი ნდობა მაღალია

ევროსაბჭოს მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლებრივი დაცვის არსებულ მექანიზმებში ყველაზე დიდ ნდობას პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხადებს. ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს.

პოლიცია

18 ნოემბერი 2018, 10:24

ძალოვნები

შსს-მ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

18 ნოემბერი 2018, 10:15

მსოფლიო

GPS-ის სიგნალის შეფერხების გამო, ფინეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ ფინეთის GPS-ის სისტემაში შეფერხება რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა 12 ნოემბერს, ნატოს წვრთნების დროს. კრემლმა უფრო ადრე უარყო ფინეთის განცხადება, რომ რუსეთმა შესაძლოა განზრახ შეაფერხა სიგნალი წვრთნების პერიოდში.

ყირგიზეთის პოლიცია

18 ნოემბერი 2018, 10:12

მსოფლიო

ყირგიზეთში ოლქის პროკურორი მოკლეს

გუშინ გვიან ღამით, ყირგიზეთში სამხრეთ ბატკენის ოლქის პროკურორი, ანარბაი მამაჯაკიპოვი მოკლეს ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრი კარიმ ამანკულოვი იუწყება. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

18 ნოემბერი 2018, 09:54

კულტურა

Dumplin’-ის ტრეილერი გამოქვეყნდა

სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება ტეხასის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. როზი დიკსონი სილამაზის ყოფილი დედოფალია, რომელიც სათავეში ადგილობრივ თინეიჯერულ კონკურსს ჩაუდგება. დიკსონის ქალიშვილი ჭარბწონიანი მოზარდი, უილია, რომელიც დედის პროტესტის ნიშნად, გაბედულ ნაბიჯს გადადგამს და კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს.

ჯეფ ბეზოსი

18 ნოემბერი 2018, 09:44

ეკონომიკა

ჯეფ ბეზოსი: Amazon-ი გაკოტრდება

"თუ შეხედავთ დიდ კომპანიებს, მათი არსებობა არის 30 წელი და არა ასეული წლები. ახლა უბრალოდ, ჩვენი მიზანია, ეს გარდაუვალი მომავალი, რაც შეიძლება გაიწელოს. ამის მიღწევა კი მომხმარებლებზე ორიენტირებაა. თუ ჩვენ დავიწყებთ ჩვენს თავზე ორიენტირებას, მომხმარებლების ნაცვლად, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, გადავწიოთ ეს დღე იმდენად რამდენადაც შესაძლებელია “, - დასძინა მან.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

18 ნოემბერი 2018, 09:36

სპორტი

ზვერევი და ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში არიან

ლექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ გადამწყვეტ მატჩში ჯოკოვიჩი კარიერაში 73-ე და სეზონში მეხუთე ტიტულისთვის იბრძოლებს. გამარჯვების შემთხვევაში, სერბი მეექვსედ მოიგებს წლის შემაჯამებელ ტურნირს და ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერს გაუთანაბრდება.

რუსთაველის თეატრი

18 ნოემბერი 2018, 09:26

კულტურა

რუსთაველის თეატრში ლიეტუვის დასი სპექტაკლს „გზა სამოთხისკენ“ ითამაშებს

თეატრი ასევე უფასო სპექტაკლებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. კერძოდ, სპექტაკლს უმასპინძლებს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და 20 ნოემბერს კი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

18 ნოემბერი 2018, 09:19

საქართველო

18 ნოემბერს პატრიარქის ნათლული კიდევ 700–ზე მეტი ჩვილი გახდება

დღეისთვის უწმინდესს 36 680 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

აქცია

18 ნოემბერი 2018, 09:08

მსოფლიო

საფრანგეთში დემონსტრაციაზე დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები სავოიას გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც მძღოლი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა, ხალხმრავლობამ დააბნია, ავტომობილის სვლა შემთხვევით ააჩქარა და ერთ-ერთ დემონსტრანტ ქალს შეეჯახა, რის შემდეგაც ქალი დაიღუპა.

ავარია

18 ნოემბერი 2018, 09:03

ძალოვნები

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში ფეხით მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა. ერთ-ერთი დაშავებულის დავით მელაძის თქმით, მანქანა, რომელიც მათ დაეჯახა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევას მისი მეუღლე ემსხვერპლა. დავით მელაძის განცხადებით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

ჯამალ ჰაშაღი

18 ნოემბერი 2018, 08:54

მსოფლიო

აშშ ჟურნალისტის მკვლელობაზე სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში დამნაშავე საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბენ სალმანია. თუმცა, ტრამპი ამბობს, რომ მედიის მეშვეობით გამოქვეყნებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნა არ იყო საბოლოო. აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ნათქვამი იქნება, ვინაა მკვლელი.

18 ნოემბერი 2018, 08:40

ძალოვნები

პოლონელმა ინსტრუქტორებმა სამხედრო პოლიციის ოცეული გადაამზადეს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის I ასეულის I ოცეულმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, პირველი საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება გამართა, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ქვედანაყოფის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ჩატარდა.

პოლიცია

18 ნოემბერი 2018, 08:34

ძალოვნები

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, სიცოცხლის მოსპობის, ცოლ-შვილის მოკვლის და ქონების განადგურების მუქარით, 3 000 ამერიკულ დოლარს სძალავდა. დაკავებული მოქალაქეს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ - „გულის“ სახელით ემუქრებოდა. დაზარალებულის დასაშინებლად ბრალდებულმა მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კონცერტი

18 ნოემბერი 2018, 08:25

კულტურა

თბილისში დღეს პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

კონცერტის თემატური პროგრამა მოიცავს XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში მოღვაწე პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი მევიოლინეს კონსტანტინე გორსკის მივიწყებული ნაწარმოებების პრემიერას და ასევე პოლონური პატრიოტული სიმღერების შესრულებას.

ნიკა კენჭაძე  დაგივი მაჭარაშვილი

18 ნოემბერი 2018, 08:16

სპორტი

მაჭარაშვილმა და კენჭაძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს

ნიკა კენჭაძემ ოქროს მედალი 79 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა, რომელიც ფინალურ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ გაჯი ნაბიევს 3:0 მოუგო. ოქროს მედალს დაეუფლა 97 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილიც. მან ფინალურ პაექრობაში ამერიკელი კოლინ მური სუფთად დაამარცხა.

გვენ სტეფანი

18 ნოემბერი 2018, 08:02

ტაბლოიდი

გვენ სტეფანი სუროგატ დედას ეძებს

,ბლეიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვენთან საერთო შვილი იყოლიოს, რადგან ის აქამდე მამა არასდროს ყოფილა” – ამბობს წყარო, რომელიც დასძენს, რომ შელტონი არაჩვეულებრივი მამა იქნება, რადგან ის მეუღლის წინა ქორწინებიდან 12 წლის კინგსტონთან, 10 წლის ზუმთან და 4 წლის აპოლოსთან საერთო ენას მარტივად პოულობს.

დონალდ ტრამპი

18 ნოემბერი 2018, 07:44

მსოფლიო

ტრამპი ტყის ხანძრით დაზარალებულ კალიფორნიაში ჩავიდა

ტრამპი მოსახლოებას დაჰპირდა, რომ მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. ბოლო მონაცემებით, დამწვარია 240,000 აკრი, დაღუპულია სულ მცირე 71 ადამიანი და ამ დრომდე 1,000 -ზე მეტ ადამიანს ეძებენ. კალიფორნიის ხელისუფლებამ დაკარგულთა სია გამოაქვეყნა. მათი უმრავლესობა ქალაქ ფარადაისის მცხოვრებია.