Imedi /  19 ოქტომბერი 2018, 12:34 / სანდო წყარო

მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ბათუმის „ნონამ“ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბათუმის „ნონა“

ბათუმის „ნონა“

მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ბათუმის „ნონამ“ მეორე ადგილი დაიკავა. ქალთა ფინალში წინა წლის ჩემპიონი ბათუმის „ნონა“ და მსგავსი ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული „მონტე კარლო“ შეხვდნენ ერთმანეთს.

ანა მუზიჩუკმა პირველ დაფაზე თეთრი ფიგურებით ნანა ძაგნიძე დაამარცხა და ოქროს მედლების ბედიც ამ ორთაბრძოლამ გადაწყვიტა. 

გუნდური შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა. ჩემპიონის ტიტული „მონტე კარლომ“ მოიპოვა. 

ვერცხლის მედალი „ნონას“ ერგო. მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 61 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატს საბერძნეთმა უმასპინძლა.

ყველა სიახლე

თამარ ჩერგოლეიშვილი

12 ივლისი 2024, 15:06

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე: მის კორუფციაზე და კეზერაშვილზე კრიტიკულ კითხვებს აბრალებს წინასწარ მოსალოდნელ მარცხს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პოსტს ეხმიანება, სადაც ის ერთიანობაზე წერს და ამბობს, რომ კითხვების დასმა არ არის პრობლემა, თუმცა მნიშვნელოვანია ადამიანებს დაანახონ შეძლებენ თუ არა თანამშრომლობას, კოალიციის შექმნას.

ანრი ოხანაშვილი

12 ივლისი 2024, 15:04

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი უკრაინული „ენჯეოების“ თანამშრომლებისთვის ე.წ. ჯავშნის მინიჭებაზე: საინტერესოა, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი?

„საინტერესოა, რა არის არგუმენტი, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი, რომელიც შეიძლება იყოს გამოძახებული და მობილიზაციაში ჩართული, ხოლო „ენჯეოს“ წარმომადგენელი არა. როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის გამოძახება ხდება. მე არც მსურს შევიდე დამატებით შეფასებაში ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში“, - აცხადებს ოხანაშვილი.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 14:56

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო“ და გახარია ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ უცხოური ძალის - მათი პოლიტიკური მშობლების გადაწყვეტილება თუ იქნება, ეს „ბავშვები“ წინააღმდეგობას ვერ გაწევენ და მოუწევთ პოლიტიკური ქორწინება

ოპოზიციაში პოლიტიკურ კონფიგურაციას უცხოური ძალა დაალაგებს და ეს ხდება ზუსტად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

12 ივლისი 2024, 14:44

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ხაზარაძისა და გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი - ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს?

ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მიადგილე მიიჩნევს, რომ გაერთიანება „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ უცხოელმა „პატრონებმა“ დაავალეს.

გრიგოლ გეგელია

12 ივლისი 2024, 14:41

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: არავითარი კონსულტაციები გახარიას პარტიასთან არ არსებობს

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც „ლელოს“ და არც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. როგორც გრიგოლ გეგელია აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

ანრი ოხანაშვილი

12 ივლისი 2024, 14:38

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, რომელ ამნისტიის პროექტს დაუჭერენ მხარს?

„სამართლიანობის, ჰუმანურობის, სისხლის სამართლის პოლიტიკის ზოგადი ხედვიდან გამომდინარე, ამ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა ეს კანონპროექტი. ეს არ არის შეწყალების აქტი, სადაც ხდება ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინება კონკრეტული პირების. ოპოზიციის წარმომადგენლები რომელი ამნისტიის პროექტს დაუჭერენ მხარს? ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ და ნომერ პირველი ქვეყანა ვიყავით ევროპის მასშტაბით, თუ არ ვცდები რუსეთსაც კი ვასწრებდით პატიმრების რაოდენობაში. არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ პატიმრებს. არც ისაა გამორიცხული იქამდე მივიდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს უთხრან ვეტო დაადოს ამნისტიის აქტს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 14:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დაგროვებითი პენსიის შესახებ პაკეტს ზურაბიშვილი არც ხელს აწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს. როგორც ჩანს „იმიტომ“ არგუმენტით არ სურდა მის საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა

დაგროვებითი პენსიის შესახებ პაკეტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო არ დაადო, მოტივირებული შენიშვნები არ წარუდგენია, თუმცა ხელმოწერაზე უარი განაცხადა. საკანონმდებლო პაკეტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა.

რატი იონათამიშვილი

12 ივლისი 2024, 14:30

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ამნისტიის პროექტზე“: ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტთან ჩვენი პარამეტრები მიახლოებული იყოს

როგორც კი ამ ამნისტიის პროექტს კანონის სახე ექნება, შეეხება პატიმრების ერთ მესამედს, ეს არის დაახლოებით 3000-მდე ადამიანი და მათ შორის 10%-მდე ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა.

თამარ კორძაია

12 ივლისი 2024, 14:28

პოლიტიკა

თამარ კორძაია: საყოველთაო, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ამნისტიის პროექტი ოპოზიციამ დაარეგისტრირა და თუ უნდათ უმრავლესობის წევრებს ჰუმანური აქტის განხორციელება, იმ პროექტზე იმუშაონ

„საყოველთაო, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ამნისტიის პროექტი ოპოზიციამ დაარეგისტრირა, მე მას ხელი მოვაწერე და თუ უნდათ ჰუმანური აქტის განხორციელება იმ პროექტზე იმუშაონ, რომელიც უკვე რეგისტრირებულია. ეს პროექტი კი პირიქით, ძალადობისა და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და პირდაპირი მხარდაჭერაა“, - აღნიშნა კორძაიამ.

12 ივლისი 2024, 14:26

პოლიტიკა

როგორ აფასებს ოპოზიცია საფრანგეთის ელჩის განცხადებას, რომლის თანახმად პარიზმა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარება

საფრანგეთის ელჩის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას აჩერებენ და თანხას მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაძლიერებლად, ხელისუფლების ოპონენტებისთვის უმრავლესობაზე თავდასხმის მორიგი საბაბი ხდება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

12 ივლისი 2024, 14:22

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: თავად ამნისტია კარგი ამბავია და არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ეს წინასაარჩევნოდ კეთდება

თავად ამნისტია კარგი ამბავია და მე არანაირი პრობლემა მაქვს, რომ ეს წინასაარჩევნოდ კეთდება - კარგი საქმე კარგია ნებისმიერ შემთხვევაში,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

გია ვოლსკი

12 ივლისი 2024, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის დემარში, რაც არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელმაც კანონი მიიღო გამჭვირვალობაზე და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს ყველას, ვინც არ შეავსებს დეკლარაციას

ფრანგული თანადგომა გვახსოვს, თუმცა კრედიტი მახსოვს და არა პირდაპირი დახმარება, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას აჩერებენ და თანხას მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაძლიერებლად.

გურამ მაჭარაშვილი

12 ივლისი 2024, 14:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ამბობენ, რომ იმ 30 მილიონით, რომელიც უნდა გამოეყოთ თავდაცვისუნარიანობისთვის, შეუძენენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ არასამთავრობო სექტორს

„ეს არის არამარტო უსამართლო, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროსთვის 100 მილიონის გამოყოფას, ეს დინამიკური პროცესია. ამიტომაც აქვს ნატოს ხელმძღვანელობას არაერთხელ ნათქვამი, რომ საქართველო არის თავსებადი ნატოს სტანდარტებთან, იმიტომ რომ თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეზრდება ბიუჯეტი და ეს ყველაფერი იხარჯება ჩვენი ჯარისკაცებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

რატი იონათამიშვილი

12 ივლისი 2024, 14:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებაზე: დარწმუნებული ვარ მოუწევთ აღიარება, რომ ეს იყო შეცდომა ქართული სახელმწიფოს, ხალხისა და ჯარის მიმართ

დარწმუნებული ვარ მოუწევთ იმის აღიარება, რომ ეს იყო შეცდომა ქართული სახელმწიფოს, ხალხისა და ჯარის მიმართ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებას.

შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2024, 14:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპელმა დიპლომატებმა უნდა დაგმონ ძალადობა, სიჩუმის შედეგია ძალადობის გაგრძელება, „დროას“ წევრი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, გუშინ თავს დაესხა ქალ დეპუტატებს

ევროპელმა დიპლომატებმა უნდა დაგმონ ძალადობა, სიჩუმის შედეგია ძალადობის გაგრძელება, „დროას“ წევრი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, გუშინ თავს დაესხა ქალ დეპუტატებს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ინციდენტს, როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ნინო წილოსანს „დროას“ პოლიტსაბჭოს წევრი ნათია ლეთოდიანი მიეჭრა და შეურაცხყოფა მიაყენა.

12 ივლისი 2024, 14:01

მსოფლიო

The New York Times: ოლიმპიადამდე პარიზიდან 5 ათასამდე უსახლკარო მიგრანტი გაიყვანეს

საფრანგეთის დედაქალაქიდან გაყვანილთა უმეტესობა კაცია. პარიზის მერია მათ სხვა ქალაქებში, მაგალითად ლიონსა ან მარსელში სთავაზობდა საცხოვრებელ ადგილებსა და სოციალურ დახმარებას.

დინა მირცხულავა

12 ივლისი 2024, 14:00

ჯანდაცვა

საფრანგეთში მომუშავე დინა მირცხულავა: ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია), მათი ასაკი 14 -დან 25 წლამდე მერყეობს, აქედან 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია

ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია). მათი ასაკი 14 - იდან და 25 წლამდე მერყეობს. ოცდაშვიდიდან დადასტურებულად და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია. ცხრავე მათგანი იზოლირებული პაციენტია და ზოგიერთი მათგანი, დაბმულიც კია, ვინაიდან თავს იზიანებს, - ამის შესახებ საფრანგეთში მომუშავე მედდა, დინა მირცხულავა, სოციალურ ქსელში წერს.

12 ივლისი 2024, 13:35

რეგიონი

ხაშურის თოჯინების თეატრში გურამ კაპანაძის პიესის „ნაცარქექიას ახალი თავგადასავალი“ პრემიერა გაიმართა

ხაშურის თოჯინების თეატრში გურამ კაპანაძის პიესის ,,ნაცარქექიას ახალი თავგადასავალი’’ პრემიერა გაიმართა. პრემიერაზე მოწვეულები იყვნენ საზღვრისპირა სოფლების წაღვლისა და ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ხაშურის მომავლის სახლის მოსწავლეები.

12 ივლისი 2024, 13:31

ჯანდაცვა

დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის გადაწყვეტილებით, დადგინდა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური სტანდარტი. მინიმალური პირობები სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტში ამოქმედდა 2024 წლის 1 მარტიდან.

12 ივლისი 2024, 13:21

რეგიონი

თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქუთაისში ოკუპირებული რეგიონებიდან ჯანდაცვის სერვისების მიღების მიზნით გადმოსული პაციენტების მხარდაჭერისა და დროებითი განთავსებისთვის მოწყობილი სივრცეები მოინახულა. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფას გულისხმობს.