imedi /  05 ნოემბერი 2018, 08:46 / სანდო წყარო

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ონისე სანებლიძე

ონისე სანებლიძე

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოსტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლაპარაკია ონისე სანებლიძეზე, რომელიც  23-წლამდე ძიუდოსტთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

პირველობა დღეს დამთავრდა. ლაშა გუჯეჯიანისა და გიგა ბოჭოიძის შეგირდებმა გამოსვლა 5 მედლით დაასრულეს  1 ოქრო, 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო და საერთო გუნდურ ჩათვალში, მესამე ადგილი დაიკავეს.

პირველი ადგილი რუსეთს ხვდა წილად 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. მესამე კი კოსოვოს 2 ოქროთი.

ონისე სანებლიძე

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ყაყაჩოს თესლი

20 ნოემბერი 2018, 17:55

ძალოვნები

სარფის საბაჟოზე მებაჟეებმა საქართველოს მოქალაქის მანქანაში 21970 კგ ყაყაჩოს თესლი იპოვეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების „მორფინი-კოდენის“ შემცველი ყაყაჩოს თესლი დოკუმენტების კამერალური შემოწმებისას აღმოაჩინეს.

20 ნოემბერი 2018, 17:50

საქართველო

შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე ბასლეინების დახაზვა დაიწყო

სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვა დაიწყო. ბასლეინები გზის ორივე მხარეს მოეწყობა.

მაშველები

20 ნოემბერი 2018, 17:45

საქართველო

სოფელ ობჩაში კაცი ჭის თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ის მიწის მასამ დაფარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ იციან ცოცხალია თუ არა ის. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულნი არიან როგორც მაშველები, ისე მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს მამაკაცის ორმოდან ამოყვანის სამუშაოები.

ტყის ხანძარი

20 ნოემბერი 2018, 17:45

საქართველო

ბოლო 8 წელიწადში 2018 წელს ტყის ხანძრის ყველაზე ცოტა შემთხვევა გამოვლინდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოში 2010 - 2018 წლებში ტყის ხანძრების სტატისტიკურ მონაცემებს ასახავს. 2018 წლის 1 იანვრიდან - 19 ნოემბრამდე საქართველოში ტყის ხანძრის 152 ფაქტი დაფიქსირდა. ეს ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გიორგი ჩაკვეტაძე

20 ნოემბერი 2018, 17:38

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძით ბევრი ცნობილი კლუბი ინტერესდება

გიორგი ჩაკვეტაძით ისეთი გამოჩენილი კლუბებიც ინტერესდებიან, რომელთა შორის არიან მიუნხენის „ბაიერნი“, დორტმუნდის „ბორუსია“, „მონაკო“, მადრიდის „რეალი“, უპირველეს ყოვლისა კი „ბარსელონა“. ყოველდღიური ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ორი ესპანური გრანდის გარდა, ქართველის თავიანთ კლუბში ხილვა „შახტარს“, „ტოტენჰემსა“ და „ბორნმუთსაც“ სურთ.

გრიპის აცრა

20 ნოემბერი 2018, 17:35

საქართველო

ადგილები საქართველოში, სადაც 22 ნოემბერს გრიპზე უფასო ვაქცინა ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ამ დღეს შესაძლებლობა ექნება სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.

არჩევნების გაყალბება

20 ნოემბერი 2018, 17:17

ძალოვნები

პროკურატურამ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა აპროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გასაღების ან გამოყენების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოძიება დაიწყო.

ლიზინგი

20 ნოემბერი 2018, 17:08

ეკონომიკა

ბიზნესწარმომადგენლები ლიზინგის სისტემის თავისებურებების გათვალისწინებას მოითხოვენ

როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემას ქმნის ის მიდგომა, რომ ახალი ფინანსური რეგულაციები მოიაზრებს ამ სფეროსაც და ასოციაციის წარმომადგენლები ამ რეგულაციების კუთხით, დარგის სპეციფიკის - ლიზინგის სისტემის თავისებურებების გათვალისწინებას მოითხოვენ.

სოსო გიორგაძე

20 ნოემბერი 2018, 17:02

ძალოვნები

სერვისების განვითარების სააგენტო: არასამთავრობოების გავრცელებულ ჭორზე მოკვლევა უნდა დაიწყოს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს, მისი შეფასებით, ჭორია, რომლის მიხედვით, ის და მისი თანამშრომლები სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოაცხადეს.

საქართველოში მოგზაურობა

20 ნოემბერი 2018, 16:57

ეკონომიკა

National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობაზე წერს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი დევიდ ფარლი მკითხველს საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.

განათლების სამინისტრო

20 ნოემბერი 2018, 16:56

საქართველო

პროფესიული სასწავლებლების დიდ ნაწილში სწავლა 29 ნოემბერს დაიწყება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების თარიღის ცვლილება სტუდენტთა რანჟირებული სიების შედგენის გადაწევამ განაპირობა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რანჟირების დოკუმენტის დაგვიანება არაფერს ცვლის, რადგან საუბარია სწავლის დაწყების 2-3 დღით გადაწევაზე.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის შემადგენლობას იანვრიდან ხელფასი მოემატება

20 ნოემბერი 2018, 16:44

ძალოვნები

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის შემადგენლობას იანვრიდან ხელფასი მოემატება

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სრულ შემადგენლობას მომდევნო წლის იანვრიდან სახელფასო ანაზღაურება მოემატება.ლევან იზორიას განცხადებით, ხელფასების მატება მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

20 ნოემბერი 2018, 16:38

ეკონომიკა

თბილისში აგროსასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

ბათუმი

20 ნოემბერი 2018, 16:37

არჩევნები 2018

ბათუმში 21-მა კომისიის წევრმა საარჩევნო უბნები დატოვა

ბათუმში 12 საარჩევნო უბანი კომისიების 19-მა წევრმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციურ ჯგუფში გააკეთეს. ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე მიზეზად კომისიის წევრებზე ზეწოლას ასახელებს.

20 ნოემბერი 2018, 16:31

საქართველო

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ 17-მა წევრმა დატოვა

ოპოზიციური პარტიების უკვე ყოფილი წევრების თქმით, მათთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი და ძალადობრივი რეჟიმი, გადაწყვეტილება კი ქვეყნის უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღეს. ისინი მოუწოდებენ ყოფილ თანაგუნდელებს და მოქალაქეებს შემოუერთდნენ ქართულ ოცნებას და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.

ევგენი პრიგოჟინი
ვლადიმერ პუტინი

20 ნოემბერი 2018, 16:31

მსოფლიო

მედია: პუტინის მარჯვენა ხელის პოლიტიკური კონსულტანტები აფრიკის 10 ქვეყანაში მოქმედებენ

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურები, 10 აფრიკულ ქვეყანაში უსაფრთხოების, იარაღის შესყიდვის და პოლიტიკური კამპანიების ორგანიზებას ახორციელებენ.

ადამიანით ვაჭრობა

20 ნოემბერი 2018, 16:15

მსოფლიო

სამხრეთსუდანელმა მამამ შვილი აუქციონზე გაყიდა

სამხრეთ სუდანში 16 წლის გოგო Facebook-ით, აუქციონის წესით გაყიდეს და გაათხოვეს. გოგოს „შესასყიდად“, მისი ფოტოები და საწყისი ფასი სოციალურ ქსელში 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ინფორმაცია Facebook-მა მხოლოდ 9 ნოემბერს, - მას შემდეგ წაშალა, რაც გოგო „გაიყიდა“.

ეკა გიგაური

20 ნოემბერი 2018, 16:15

არჩევნები 2018

ეკა გიგაური: მოვუწოდებთ სააკაშვილს, ბოდიში მოიხადოს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიხეილ სააკაშვილს ანტისემიტური განცხადების გამო ბოდიშის მოხდის მოუწოდებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

20 ნოემბერი 2018, 16:11

ძალოვნები

მედეა ვასაძემ სასამართლო წააგო

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეზე „ირაკლი ჭეიშვილი მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ“ მიიღო. ჭეიშვილმა სასამართლოს 2015 წელს მიმართა და მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების უარყოფა, ასევე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთი ლარი მოითხოვა.

არჩევნების გაყალბება

20 ნოემბერი 2018, 15:59

არჩევნები 2018

არასამთავრობოები: არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.