imedi /  16 ნოემბერი 2018, 14:27 / სანდო წყარო

კოსოვო ესპანეთში გამართულ ტურნირებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით გავა

კოსოვოს ოლიმპიური ნაკრები

კოსოვოს ოლიმპიური ნაკრები

კოსოვოს ესპანეთში გამართულ ნებისმიერ საერთაშორისო ტურნირზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით მონაწილეობა შეეძლება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, კოსოვოს წარმომადგენლებს, რომლებიც ესპანეთში გასამართ საერთაშორისო შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას, შეეძლებათ გამოიყენონ დროშა, ჰიმნი და სხვა ეროვნული სიმბოლოები. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის პოზიციის გამო, შესაძლო იყო კოსოვოელი სპორტსმენებისთვის ესპანეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ თუ კოსოვოელ სპორტსმენებს საკუთარი დროშით და ჰიმნით ასპარეზობის უფლება არ მიეცემოდათ, კომიტეტი ყველა საერთაშორისო ფედერაციას მიმართავდა თხოვნით, რომ ესპანეთში შეჯიბრებების ჩატარებისგან თავი შეეკავებინათ.

ცნობილია, რომ ესპანეთის მთავრობა არ აღიარებს კოსოვოს რესპუბლიკას, რომელმაც 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კოსოვოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი 2014 წელს გახდა.

ყველა სიახლე

ოლივერ სტოუნი
ვლადიმერ პუტინი

20 ივლისი 2019, 00:47

ტაბლოიდი

ოლივერ სტოუნმა პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა

ინტერვიუსას სტოუნმა ვლადიმერ პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტი დაინტერესდა, უნდა თუ არა რეჟისორის ქალიშვილს მართლმადიდებელი გახდეს. სტოუნმა აღნიშნა, რომ შვილს მართლმადიდებლად მონათლავს. 2017 წელს რეჟისორმა პუტინზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის ყურების დროს კრემლის ლიდერს ჩაეძინა.

ფილმი „საუკეთესო მსროლელის“ ეპიზოდი

20 ივლისი 2019, 00:33

კულტურა

ფილმის Тop Gun-2 ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია Paramount Pictures-მა საკულტო ფილმის „საუკეთესო მსროლელის“ (Тop Gun) ტრეილერი წარმოადგინა. ფილმში მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს, ფილმი კი რეჟისორმა ჯოზეფ კოსინსკიმ გადაიღო. ფილმის პირველი ნაწილი 1986 წელს გამოვიდა.

რეპერი ASAP Rocky

20 ივლისი 2019, 00:02

კულტურა

ამერიკელი რეპერი ASAP Rocky სტოკჰოლმში ჩხუბის გამო დააპატიმრეს

ამერიკელი რეპერი რაკიმ მაიერსი, რომელიც ASAP Rocky-ის სახელით არის ცნობილი შვედეთის ციხეში კიდევ ერთ კვირას დარჩება. გამოცემა Aftonbladet-ის ცნობით, ის 25 ივნისს სტოკჰოლმში ჩხუბის გამო დააპატიმრეს. რეპერის საქმეში აშშ-ის გენერალური მდივნის მოადგილე კარლ რიში ჩაერთო. მოგვიანებით კი ამ საკითხით მაიკ პომპეო დაინტერესდა.

პაატა სალია

19 ივლისი 2019, 23:59

საქართველო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ს თანამშრომლების მოთხოვნაზე: ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი

პაატა სალიას განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტი, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტია არხის მესაკუთრის ნება. სალია განმარტავს, რომ არხის ჟურნალისტების შეთავაზებას მას შემდეგ უპასუხებს, რაც დეტალურად გაეცნობა მას.

19 ივლისი 2019, 23:37

კულტურა

როკ-მუსიკოსი იგი პოპი ახალ ალბომს გამოუშვებს

ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა და მსახიობმა იგი პოპმა ახალი ალბომის Free-ს გამოსვლა დააანონსა. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო მუსიკოსმა სარა ლიპსტეიდმა ( გიტარა) და ჯაზმენმა ლერონ ტომასმა (საყვირი). იგი პოპმა ახალი ალბომის თიზერი საკუთარ YouTube არხზე გამოაქვეყნა. ალბომის პრეზენტაცია 2019 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი.

19 ივლისი 2019, 23:24

ტაბლოიდი

WhatsApp-ში ცოლის შეურაცხყოფისთვის ემირატებში კაცს 2 წელი მიუსაჯეს

ცოლმა ქმარს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის მობილური ტელეფონით მრავალრიცხოვან წერილს იღებდა. კაცმა ცოლის თხოვნა, რომ შეჩერებული, არ გაითვალისწინა. პირველი ინსტანციის სასამართლომ კაცს ცოლის შეურაცხყოფისთვის და ინტერნეტში დანაშაულის შესახებ კანონის დარღვევისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

19 ივლისი 2019, 22:59

საქართველო

„რუსთავი 2“-ს თანამშრომლები საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას მოითხოვენ

„რუსთავის 2“-ს საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალ მენეჯმენტს წინადადებით მიმართეს. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მედია ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას მოითხოვენ, რომელთა გარეშეც არხზე საკადრო გადაწყვეტილებები არ მიიღება.

19 ივლისი 2019, 22:38

მსოფლიო

უკრაინაში პედოფილებს ქიმიურ კასტრაციას ჩაუტარებენ

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ანდრეი პარუბიმ ხელი მოაწერა კანონს პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ. ინფორმაცია რადას ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. დადგენილია, რომ იძულებითი კასტრაციის დროს მსჯავრდებულს სხეულში ანტიანდროგენულ პრეპარატებს შეუყვანენ რომლებიც შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რაც სექსუალურ აქტივობას აქვეითებს.

19 ივლისი 2019, 22:29

მსოფლიო

ირანმა ბრიტანული ტანკერი დააკავა

ირანმა თავის ტერიტორიულ წლებში ბრიტანული ტანკერი დააკავა. ტანკერი საუდის არაბეთის მიმართულებით მიცურავდა, თუმცა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა და ირანის კუნძულისკენ გააგრძელა გზა. ირანული მედიის ცნობით, დაკავების მიზეზი საერთაშორისო ნორმების დარღვევა გახდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ედი მერფი

19 ივლისი 2019, 22:12

კულტურა

ედი მერფი კომიკოსის კარიერას უბრუნდება

ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ედი მერფიმ განაცხადა, რომ კომიკოსის კარიერას დაუბრუნდება. მას სურს ისევ გამოვიდეს „სტენდაფში“. „მე ამას ისევ გავაკეთებ“ განაცხადა მსახიობმა გამოცემა Daily Mail-თან საუბარში. თუმცა მსახიობი აცხადებს, რომ ჯერ ვარჯიში და ფორმის დაბრუნება მოუწევს.

19 ივლისი 2019, 21:44

ეკონომიკა

ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალის მქონე ევროპული ქვეყანა დასახელდა

ევროზონაში საფრანგეთმა ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზეა. 2019 წლის პირველი კვარტლის დასასრულს საფრანგეთის სახელმწიფო ვალმა 2,358897 ტრილიონი ევრო შეადგინა. ამრიგად, საფრანგეთს იტალიაზე 360 მილიონი ევროთი მეტი სახელმწიფო ვალი აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივლისი 2019, 21:11

მსოფლიო

ზელენსკიმ 11 ელჩი შეცვალა

გათავისუფლებულებს შორის არის აშშ-ში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენდა აგრეთვე კუნძულოვან სახელმწიფოებში: ტრინიდადი და ტობაგოში და აგრეთვე ანტიგუა და ბარბუდაში. ელჩები შეიცვალა აგრეთვე იორდანიაში, არგენტინაში, პარაგვაიში, ჩილეში, ვატიკანში, თურქმენეთსა და სომხეთში.

მრგვალი ბაღი

19 ივლისი 2019, 21:06

საქართველო

თბილისში განახლებული მრგვალი ბაღი გაიხსნა

თბილისში, განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში მუსიკოს დავით ევგენიძის კონცერტი გაიმართა. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დაიხარჯა. განახლებული მრგვალი ბაღის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

სალომე ზურაბიშვილი

19 ივლისი 2019, 20:45

საქართველო

ზურაბიშვილი: როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, მშენებლობაზე 16 წლის ახალგაზრდის დაღუპვასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს facebook- ზე გამოეხმაურა. „როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! “- წერს პრეზიდენტი.

დე ლიგტი

19 ივლისი 2019, 20:26

სპორტი

ჰოლანდიელი მატიას დე ლიგტი „იუვენტუსში“ გადავიდა

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი მატიას დე ლიგტი ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მას „იუვენტუსმა“ 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. სატრანსფერო თანხამ 75 მილიონი ევრო შეადგინა. euronews-ის ცნობთ, 19 წლის დე ლიგტი იტალიის A სერიის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდა.

ნიკა მელია

19 ივლისი 2019, 20:25

საქართველო

ნიკა მელიამ ახალი არხის შექმნა დააანონსა

შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს, საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

რამუშ ჰარადინაი

19 ივლისი 2019, 19:40

მსოფლიო

კოსოვოს პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

კოსოვოს პრემიერმინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. Euronews-ის ცნობით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 1998-1999 წლებში კოსოვოში მომხდარ სამხედრო დანაშაულში ეჭმიტანილად ცნო.

პაატა სალია

19 ივლისი 2019, 19:35

საქართველო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილს შეხვდა

„გიორგი გაბუნია აქ შემხვდა დღეს. მე მომხრე-მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში არაფრის არ ვარ. ნიკა გვარამიას გარდა ყველა რჩება თავის ადგილზე, ეს არის ქიბარის პოზიცია. დანარჩენი მათზე არის დამოკიდებული. ჩემი ნახვით რა თქმა უნდა გახარებული არ ვერ იქნებოდა და არ იყო, თუმცა ეს არის რეალობა", - განაცხადა პაატა სალიამ.

19 ივლისი 2019, 19:19

სპორტი

საქართველოსა და რუსეთს შორის რაგბიში შეხვედრა აღარ გაიმართება

„რუსეთის ნაკრები საქართველოში არ ჩამოვა. როგორც გვითხრეს უსაფრთხოების საკითების გამო არ ჩამოდიან. რას ვიზამთ,ჩვენ ალტერნატიულ გუნდს ვეძებთ," - განაცხადა გოჩა სვანიძემ. საქართველო რუსეთს მსოფლიოს თასის მზადების ფარგლებში 27 აგვისტოს უნდა შეხვედროდა.

19 ივლისი 2019, 19:17

ტექნოლოგიები

„მთვარეულმა“ კაცმა ძილში მერლინ მონრო დახატა

ლი ჰედვინი, არის „მთვარეული“ კაცი რომელიც ძილში ხატავს. მეცნიერები ამბობენ რომ ეს იშვიათი შემთხვევაა. ლი ჰედვინმა ძილში ხატვა კედლებზე 4 წლის ასაკში დაიწყო. 15 წლის ასაკში კი ამერიკელი მსახიობის მერლინ მონროს სამი პორტრეტი შექმნა, ისე რომ მის შესახებ არაფერი იცოდა.