imedi /  24 ნოემბერი 2018, 13:35 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე თელავში მორაგბეების ვარჯიშს დაესწრო

თელავის რაგბის სტადიონი

თელავის რაგბის სტადიონი

წნორის შემდეგ პრემიერმინისტრი თელავში ჩავიდა და ახლადაშენებული სტადიონი დაათვალიერა. მამუკა ბახტაძე ახალგაზრდა მორაგბეეს შეხვდა და ვარჯიშს დაესწრო. რაგბის აშენებისთვის 6 მილიონი ლარის ინვესტიცია „ქართუ ჯგუფმა “ განახორციელა.

რაგბის სტადიონი 3 ჰექტარზეა განთავსებული, სადაც ხელოვნური და ბუნებრივი საფარით სათამაშო მოედანი მოეწყობა. პრემიერმინისტრის განცხადებით, ახალი რაგბის სტადიონი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. რაც შეეხება შიდა სივრცეს, გაკეთდა საშხაპეები, გასახდელები, ასევე სატრენაჟორო დარბაზი, ექიმის ოთახი და საკონფერენციო დარბაზი.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაძე

13 დეკემბერი 2019, 16:50

ძალოვნები

გიორგი ვაშაძის და მოძრაობა „ლელოს“ წევრების პროცესი 17 დეკემბრამდე გადაიდო

პარლამენტთან გუშინ დაკავებული გიორგი ვაშაძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი 17 დეკემბრამდე გადაიდო. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რამდენიმე დღეში გაირკვევა, გაიზიარებს თუ არა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი დაცვის მხარის პოზიციას.

სასამართლო რეფორმა

13 დეკემბერი 2019, 16:46

საქართველო

პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

კანონპროექტის ინიციატორის, პარლამენტის წევრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, სამივე მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.. მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი, ფართო ჩართულობით, ხანგრძლივად მიმდინარეობდა.

დაკავება

13 დეკემბერი 2019, 16:45

ძალოვნები

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.

ტაილანდური მასაჟი

13 დეკემბერი 2019, 16:37

კულტურა

იუნესკომ ტაილანდური მასაჟი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ტაილანდური ტრადიციული მასაჟი „ნუადი“, რომელიც ტანვარჯიშთან მიახლოებული დინამიკური ვარჯიშებისგან შედგება, უნიკალური მოვლენაა, რომელიც დაცვას და მომდევნო თაობებისთვის გადაცემას საჭიროებს.

Microsoft

13 დეკემბერი 2019, 16:26

ტექნოლოგიები

Microsoft-მა ახალი Xbox-ი წარადგინა

მისი სახელი Xbox Series X-ია. Microsoft Xbox-ის ხელმძღვანელის, ფილ სპენსერის განმარტებით, ახალი მოწყობილობის ცენტრალური პროცესორი Xbox One X-ზე 4-ჯერ ძლიერი იქნება და მისი გამოყენება როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში იქნება შესაძლებელი.

ირაკლი კოვზანაძე

13 დეკემბერი 2019, 16:25

ეკონომიკა

კოვზანაძე: ეროვნული ბანკის ქმედებებით ლარის კურსმა დევალვაცია შეწყვიტა

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკა ეროვნულ ბანკს შედარებით ადრე უნდა დაეწყო, თუმცა სექტემბრიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, კერძოდ, ლარის კურსმა დევალვაცია შეწყვიტა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარია ზახაროვა

13 დეკემბერი 2019, 16:22

საქართველო

მარია ზახაროვა: საუბარია რუსული ენის კურსებზე, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს

კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები, მითუმეტეს, რომელიც ვითარდება მკვეთრად ადამიანის უფლებრივ ნაწილში, არ შეიძლება, მოექცეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხედვების ტყვეობაში, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს ვიდეოხიდის დროს განუცხადა.

აბდელმაჯიდ ტებუნი

13 დეკემბერი 2019, 16:12

მსოფლიო

ალჟირის საპრეზიდენტო არჩევნებში აბდელმაჯიდ ტებუნმა გაიმარჯვა

აბდელაზიზ ბუტეფლიკას თითქმის 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ალჟირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 12 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, აბდელმაჯიდ ტებუნმა ​გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

თეა წულუკიანი

13 დეკემბერი 2019, 16:05

საქართველო

წულუკიანი: აშშ-ის საელჩოს განცხადება მოწმობს, რომ სასამართლო სისტემის სრულყოფისთვის მუშაობა უნდა გავაგრძელოთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება მოწმობს, რომ სასამართლო სისტემის სრულყოფისთვის მუშაობა უნდა გაგრძელდეს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ სისტემა მართალია უკეთესია, ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ.

გიორგი ვაშაძე

13 დეკემბერი 2019, 15:45

საქართველო

გიორგი ვაშაძის და მოძრაობა „ლელოს“ წევრების პროცესი აქცია-პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და გუშინდელი აქციის დროს დაკავებული კიდევ ხუთი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს, ახალი საქართველოს წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. „დღეს მეც გიორგი ვაშაძე ვარ“, - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გიორგი ვაშაძისა და სხვა პირების დაკავება გააპროტესტეს.

გიორგი ვაშაძე

13 დეკემბერი 2019, 15:35

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ხელისუფლება პოლიტიკური გარანტიების შექმნას ცდილობს

„ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მამუკა მდინარაძის მიერ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დღეს გაკეთებულ განცხადებას სულელურს უწოდებს. ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებს ითვლის. როგორც ის განმარტავს, სახელისუფლებო გუნდი ამ ყველაფრით პოლიტიკური გარანტიების შექმნას უშედეგოდ ცდილობს.

ბორის ჯონსონი

13 დეკემბერი 2019, 15:22

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შედეგად ირკვევა, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის პარტიას ხმა ამომრჩეველთა 43,6%-მა, ლეიბორისტებს 32,2%-მა, ლიბერალ-დემოკრატებს კი 11,5%-მა მისცა.

13 დეკემბერი 2019, 15:21

საქართველო

ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასს შეხვდა და საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისათვის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განხორციელდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი გიორგი გახარია

13 დეკემბერი 2019, 15:17

საქართველო

გახარიამ და ზელენსკიმ მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

გახარიამ და ზელენსკიმ მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა განიხილეს ორი ქვეყნის საერთო ევროპული პერსპექტივა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ხაზი გაესვა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელმაც ორივე სახელმწიფოსთვის კონკრეტული შედეგები უნდა მოიტანოს.

სატრანსპორტო მოძრაობა

13 დეკემბერი 2019, 15:06

საქართველო

თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, 14 დეკემბერს, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 13 დეკემბრის 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალება თავისუფლების მოედანზე.

ილია მეორე

13 დეკემბერი 2019, 15:02

საქართველო

ილია მეორე: სადაც არ უნდა იყოს ქართველი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. მოგვიანებით ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

საპროტესტო აქცია ვარკეთილი

13 დეკემბერი 2019, 14:50

საქართველო

ვარკეთილში მოსახლეობამ „ანას ბაღში“ კორპუსის მშენებლობა გააპროტესტა

თბილისის მერს, კახა კალაძეს ვარკეთილში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ლოზუნგით „დაგვიბრუნეთ ეზო“ მოსახლეობის ნაწილმა გამართა, რომელმაც „ანას ბაღში“ დაწყებული კორპუსის მშენებლობა გააპროტესტა. ადგილობრივებმა მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა კალაძეს მშენებლობაზე მისვლა და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება სთხოვეს.

დიმიტრი ხუნდაძე

13 დეკემბერი 2019, 14:47

საქართველო

ხუნდაძე მდინარაძის განცხადებაზე: თუ შედეგი ვერ დადგება, ჩვენ ამ პროცესს განვაგრძობთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა. ხუნდაძე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მომხრეთა რიგებშია, ამბობს, რომ ის გუნდის უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას დაეთანხმა. საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი (მორიგი თუ ვადამდელი) არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

გიგი უგულავა

13 დეკემბერი 2019, 14:25

საქართველო

უგულავა მდინარაძის განცხადებაზე: გვტროლავენ, ეს არის მოდელირებული წინადადება

„ქართული ოცნება“, მაჟორიტარებთან კონსენსუსის მიღწევის არგუმენტით, მუშაობას ახალ საკონსტიტუციო ცვლილებაზე იწყებს. ამ მექანიზმმა 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება უნდა გამორიცხოს. მდინარაძემ ხუნდაძესთან და ამერიკულ სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებთან შეთანხმების მიღწევა 9 დეკემბერს დააანონსა.

გიორგი გახარია დმიტრო რაზუმკოვი

13 დეკემბერი 2019, 14:19

საქართველო

გახარია: საქართველო და უკრაინა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან

ჩვენ ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.