imedi /  03 დეკემბერი 2018, 07:51 / სანდო წყარო

დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

კალათბურთი

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელს უმასპინძლებს.

ისრაელთან გამართულ პირველ შეხვედრაში, საქართველომ მეტოქე ხუთი ქულის სხვაობით 85:80 სტუმრად დაამარცხა.

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში, ილიას ზუროსის გუნდი მეოთხე ადგილზეა და კონკურენტ სერბეთს ერთი გამარჯვებით ჩამორჩება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

17 დეკემბერი 2018, 09:12

საქართველო

თურქეთის ვიცეპრეზიდენტი საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს წარმატებებს უსურვებს

თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, ფუატ ოქტაი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ეხმაურება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენი ქვეყნის სახელით დავესწარით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციას. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს,”- წერს ვიცეპრეზიდენტი.

ქეით მიდლტონი

17 დეკემბერი 2018, 08:57

ტაბლოიდი

მედია: ქეით მიდლტონს დედოფალი ელისაბედ მეორე პრინც უილიამის შესაფერისად არ მიიჩნევდა

"დედოფალი, მიუხედავად მისი ასაკისა, სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე წევრია და რძლად იმ ადამიანის მიღება, რომელსაც სამსახური არ აქვს, მისთვის მიუღებელი იყო", - წერს ავტორი. ქეითი უილიამთან ერთად პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა და თან მომავალი ჰერცოგინია მამის კომპანიის აქციების მფლობელი იყო.

მანქანები

17 დეკემბერი 2018, 08:42

ეკონომიკა

Toyota ტექნიკური ხარვეზების გამო აშშ-დან ავტომობილებს გაიწვევს

ლაპარაკია სულ 65,000 მანქანაზე მათ შორისაა: 2003-05 Toyota Corolla, 2002-05 Toyota Sequoia, 2003-05 Toyota Tundra და 2002-05 Lexus SC. ავტომწარმოებელი იღებს ვალდებულებას, გამოასწორს ყველა ხარვეზი.

რაგბი

17 დეკემბერი 2018, 08:34

სპორტი

„მონპელიე“ „ტულონის“ დაპირისპირებისას ორი ლელო ქართველებმა დადეს

„მონპელიეს“შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე ასპარეზობენ, მამუკა გორგოძე კი „ტულონშია.“ „მონპელიემ“ „ტულონს“ 34-13 სძლია. ტულონელთა ერთადერთი ლელო მამუკა გორგოძის ანგარიშზეა. მან თავი 55-ე წუთზე, ჩვეულ სტილში გამოიჩინა. შეხვედრის ბოლო ლელო კი ლევან ჩილაჩავამ დადო.

17 დეკემბერი 2018, 08:24

კულტურა

„მის სამყარო 2018“ ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა

24 წლის კატრიონა გრეი ტელეწამყვანია. ის ავსტრალიაში დაიბადა, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ მანილაში გადავიდა საცხოვრებლად. კატრიონა გრეი ერთ-ერთ საბრძოლო ხელოვნებაში შავ ქამარსაც ფლობს. ასევე ჯაზმომღერალია.

დიდმოწამე ბარბარეს ხატი

17 დეკემბერი 2018, 08:20

საქართველო

დღეს ბარბარობაა

მოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოჰკვეთა.

აქცია

17 დეკემბერი 2018, 08:15

მსოფლიო

ბუდაპეშტში შრომის კანონმდებლობის რეფორმა ისევ გააპროტესტეს

ადგილობრივების უკმაყოფილებას შრომის კანონმდებლობის რეფორმა იწვევს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დასაქმებულთა უფლებები მნიშვნელოვნად შემცირდება . აქტივისტები რეფორმას მონობის დაკანონებად აფასებენ და აცხადებენ, რომ მთავრობის ქმედებები ყოველგვარ საზღვარს სცდება.

17 დეკემბერი 2018, 08:09

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

დემოკრატ კონგრესმენებსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოებას ამერიკის სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან კედლის აშენების დეტალები იწვევს. თეთრი სახლის ლიდერი კედლის მშენებლობის სამუშაოებისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რასაც დემოკრატი კანონმდებლები კატეგორიულად არ ეთანმხებიან და აცხადებენ, რომ პროექტზე მუშაობისას მხოლოდ მილიარდ 300 მილიონი დოლარის გამოყოფაა დასაშვები.

დროშები

17 დეკემბერი 2018, 08:00

მსოფლიო

საუდის არაბეთი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე აშშ-ის სენატის რეზოლუციას გმობს

საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობაა. ერ რიადში აცხადებენ, რომ ასეთი შინაარსის დოკუმენტები საუდის არაბეთის სამეფოს რეგიონულ და საერთაშორისო იმიჯს ლახავს.

კონსტიტუცია

17 დეკემბერი 2018, 01:04

საქართველო

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რა ცვლილებებს გულისხმობს ახალი კონსტიტუცია. ვიდეო

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე 16 დეკემბერს ამოქმედებულ ახალ კონსტიტუციაში ყველაზე მნიშვნელოვნად სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთობის კონსტიტუციის საფუძველზე შეცვლას ასახელებს.

ავლაბრის რეზიდენცია

17 დეკემბერი 2018, 00:41

საქართველო

არქიტექტორი ავლაბრის რეზიდენციაში მთავრობის კანცელარიის გადატანის მომხრეა

არქიტექტორი ლევან ლომინაშვილი ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის სამომავლო ფუნქციასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ორი გზა არსებობს. მისი შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობები ისეა ნაგები, რომ მათი ადაპტირება და მათთვის ფუნქციის შეცვლა ძალიან რთულია.

17 დეკემბერი 2018, 00:33

მსოფლიო

სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

დაღუპულთა რიცხვი უკვე ხუთამდე გაიზარდა. თავდასხმა სტრასბურგში 11 დეკემბერს მოხდა. 29 წლის შერიფ შექათმა საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა. 48-საათიანი დევნის შემდეგ ფრანგმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედს მიაგნეს და წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს.

ავტობუსი

17 დეკემბერი 2018, 00:19

მსოფლიო

შვეიცარიაში ავტობუსის ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ავტობუსი საერთაშორისო მარშრუტს ასრულებდა და ქალაქ გენუადან გერმანიაში, დიუსელდორფში მიდიოდა. ავტობუსში 16-დან 77 წლამდე 50 მგზავრი იყო. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

აქცია ბრიუსელში

17 დეკემბერი 2018, 00:10

მსოფლიო

ბრიუსელში გაეროს მიგრაციის პაქტის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

აქცია მემარჯვენე ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული და ის გაიმართა ევროკავშირის ორგანიზების შტაბბინასთან ახლოს. აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

17 დეკემბერი 2018, 00:07

კულტურა

ფილმი „სტალინის სიკვდილი“ საუკეთესო ევროპულ კომედიად მიიჩნიეს

საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდზე -სტალინის სიკვდილზე გადაღებული ფილმი პოლიტიკური შეხლა-შემოხლის კომედიური ვერსიაა. ფილმი ბრიტანელმა რეჟისორმა, არმანდო იანუჩიმ, ფრანგი სცენარისტის ფაბიენ ნურის გრაფიკული რომანის მიხედვით შექმნა. ფილმი სტალინის მოულოდნელ სიკვდილს და 1953 წლის შემდეგ გამეფებულ პოლიტიკურ ქაოსს ასახავს.

ნაციონალების აქცია

16 დეკემბერი 2018, 23:51

საქართველო

საპატრულო პოლიციის უფროსმა განმარტა, თუ რა ალტერნატივები შესთავაზეს დღეს ნაციონალებს

თემურ კუპატაძის თქმით, ნაციონალებს აქცია დაანონსებული ჰქონდათ თელავში, ერეკლე მეფის ძეგლთან, სადაც ნაციონალების ადგილობრივი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ინაუგურაციის პარალელურად და მათ პრობლემა არ შექმნიათ.

სოციალური ქსელი

16 დეკემბერი 2018, 23:33

ტექნოლოგიები

როგორ ვნახოთ ჩვენი 9 ყველაზე პოპულარული ფოტო Instagram-ზე

იმისთვის, რომ მომხმარებელმა აპლიკაცია გამოიყენოს, აუცილებელია, რომ გახსნას (Public) პროფილი და შეამოწმოს 2018 წელს მის მიერ დადებული რომელი 9 ფოტო იყო ყველაზე პოპულარული და რომელს ჰქონდა ყველაზე მეტი მოწონება.

პრეზიდენტის რეზიდენცია

16 დეკემბერი 2018, 23:17

საქართველო

რა ბედი ელის ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას

დაუდასტურებლად ითქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოსვლის ვერსიაც. ხელისუფლება ამბობს, რომ გადაწყვეტილებამდე იქნება კონსულტაციები. როგორც ირკვევა, საზოგადოებრიცი ინტერესი ქვეყნის კულტურის და სახელმწიფოებრიობის წარმოჩენაა

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 23:09

ძალოვნები

გახარია: პოლიციელებზე ძალადობის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩატარდება, ყველა აგებს პასუხს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯანის საავადმყოფოში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაშავებული 7 პოლიციელი მოინახულა. როგორც მინისტრმა განაცხადა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდება.

16 დეკემბერი 2018, 23:04

მსოფლიო

საფრანგეთში სანტა კლაუსებმა საქველმოქმედო მარათონი მოაწყვეს

დაახლოებით 4 ათასმა სანტა კლაუსმა პარიზთან ახლოს ისი-ლე-მულინოში საქველმოქმედო გარბენი მოაწყო. მარათონი ყოველწლიურად ტარდება. ქალაქის მერის ანდრე სანტინის თქმით, გარბენში ასევე 7 საქველმოქმედო ორგანიზაცია მონაწილეობდა. 9 დეკემბერს კი მსგავსი მარათონი მადრიდშიც მოეწყო.