Imedi /  07 დეკემბერი 2018, 21:21 / სანდო წყარო

„ატლეტიკ ბილბაოს“ გაისკა გარიტანო უხელმძღვანელებს

გაისკა გარიტანო

გაისკა გარიტანო

„ატლეტიკ ბილბაოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. ესპანეთის ჩემპიონატის აუთსაიდერ გუნდს 43 წლის გაისკა გარიტანო უხელმძღვანელებს. პოსტზე მან 49 წლის ედუარდო ბერიცო შეცვალა. 

2017 წლის ივნისიდან გარიტანო „ბილბაოს“ მეორე გუნდს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის „ეიბარის“, „ვალიადოლიდისა“ და „დეპორტივოს“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 

„ატლეტიკ ბილბაო“ დაარსებიდან 8-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბმა ესპანეთის თასი 24-ჯერ მოიპოვა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

14 დეკემბერი 2018, 17:23

კულტურა

ფარელ უილიამსი და რობინ ტიკი პლაგიატისთვის 5 მილიონ დოლარს გადაიხდიან

2013 წლის ჰიტის Blurred Lines-ის ავტორები ფარელ უილიამსი და რობინ ტიკი სოულის მომღერლის მარვინ გეის საავტორო უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკელს მუსიკოსებს მოუწევთ პლაგიატის გამო გეის შთამომავლებს 5 მილიონი დოლარი გადახადონ.

14 დეკემბერი 2018, 17:20

საქართველო

ინაუგურაციის ხარჯები ღონისძიების გამართვის შემდეგ გახდება ცნობილი

"თბილისის ლოკაციის ღონისძიებაში ჩვენ არ ვიყავით ჩართული. სალომე ზურაბიშვილის შტაბი იყო ამის ორგანიზაბაში ჩართული. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჯერ დაზუსტებული არ არის. თქვენთან მოსვლამდე ვესაუბრე კონტრაქტორ ფირმას და ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვებზე ინაუგურაციის შემდეგ გიპასუხებთ“, - განაცხადა კახიშვილმა.

14 დეკემბერი 2018, 17:20

ეკონომიკა

თბილისში ბინების დღიურად გამქირავებლები წყლის გადასახადს კომერციული ტარიფით გადაიხდიან

„სხდომაზე კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა ამ ტიპის მომხმარებლებისთვის განსხვავებული ტარიფის შემოღებაზე და შესაბამისი ცვლილება შევა ნორმატიულ აქტში, თუმცა ამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის დასრულებამდე სემეკმა „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერს“ მისცა უფლება, რომ იმ ადამიანებზე, რომლებიც ბინას დღიურად აქირავებენ, გავრცელდეს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, - ამბობს ენერგოომბუდსმენი.

ევაკუაცია სან-ფრანცისკოში

14 დეკემბერი 2018, 17:16

მსოფლიო

მთელ მსოფლიოში აფეთქებების მუქარით ასობით წერილი იგზავნება

ასობით კომპანიამ, სახელმწიფო დაწესებულებამ, სკოლამ, საავადმყოფომ და სხვა ორგანიზაციებმა აშშ-ში, კანადასა და ახალ ზელანდიაში ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილები მიიღეს, - წერს Reuters-ი. წერილების ავტორები იმუქრებიან, რომ ბომბებს ააფეთქებენ თუ გამოსასყიდის სახით 20 ათასი დოლარის ბიტკოინებს არ მიიღებენ.

ამირან პაპინაშვილი

14 დეკემბერი 2018, 17:03

სპორტი

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ტურნირზე პაპინაშვილის მეტოქეები ცნობილია

ჩინეთში დაგეგმილ ტურნირზე ექვსი ქართველი სპორტსმენი გავა. შეჯიბრისთვის წილი უკვე იყარა და ამირან პაპინაშვილის მეტოქეებიც გამოვლინდნენ. პაპინაშვილი ტურნირზე პირველ ნომრად იქნება განთესილი.

წერილი სანტას

14 დეკემბერი 2018, 16:59

ტაბლოიდი

დიდ ბრიტანეთში სანტა კლაუსისადმი 120 წლის წინ მიწერილი წერილი იპოვეს

წერილი 1898 წლის 2 დეკემბრით არის დათარიღებული. ის წიგნში აღმოაჩინეს, რომელიც იმ მაღაზიას ჩააბარეს, რომელიც ქველმოქმედებას ეწევა. ამჟამად ის ქალაქ კენტერბერიში სათამაშო მაღაზიის ვიტრინაშია გამოფენილი.

თაფლი

14 დეკემბერი 2018, 16:47

ეკონომიკა

თბილისში თაფლის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალი მიზნად ისახავს თაფლის წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებას და არსებულ გამოწვევებზე ცნობიერების ამაღლებას. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესიტვალზე შეგროვილი თანხის ნაწილი გადაირიცხება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში.

ბაქო მინისტერიალი

14 დეკემბერი 2018, 16:45

ეკონომიკა

ბაქოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალი გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. სიტყვით გამოსვლისას ხვთისიაშვილმა პოზიტიური შეფასება მისცა BSEC-ში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის საქმიანობას.

მაია ცქიტიშვილი

14 დეკემბერი 2018, 16:39

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას გაზრდის

საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტების ხელმძღვანელს როზანა ნიტსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილი

14 დეკემბერი 2018, 16:36

საქართველო

გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციის წესში ცვლილება შეიტანა

"ეს ცვლილებაც არის გაგრძელება იმ ნაბიჯისა, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც მიმავალი პრეზიდენტი ცივილიზებულად გადააბარებს უფლებამოსილებას ახალარჩეულ პრეზიდენტს“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ქართული ენა

14 დეკემბერი 2018, 16:36

კულტურა

ნიდერლანდებში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ენის დღე გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

14 დეკემბერი 2018, 16:29

ტაბლოიდი

ცნობილი „ზაპოროჟეცის“ ინსტალაცია 23 წლისაა

თბილისის ერთ-ერთ უბანში განთავსებული ეს ინსტალაცია უკვე თითქმის 24 წელია გამვლელების ყურადღებას იქცევს. ავტომობილის სანომრე ნიშანზე წაწერილი რიცხვი „1995” განთავსების წელს გვამცნობს. 1990-იანების თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გარე რეკლამა ირაკლი ჩოდრიშვილმა მეგობრებთან ერთად განათავსა.

საახალწლო განათება

14 დეკემბერი 2018, 16:29

საქართველო

14 დეკემბერს რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 15 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სამხედრო

14 დეკემბერი 2018, 16:29

მსოფლიო

სომხეთში ქალის მკვლელობისთვის დაკავებული რუსი ჯარისკაცის ადგილსამყოფელი უცნობია

ადრე რუსეთის საელჩომ ერევანში უარყო მედიის ცნობა, რომ ქალი რუსმა ჯარისკაცმა სცემა. ადამიანის უფლებათა ერევნელმა დამცველმა, არტურ საკუნცმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზაზე პატიმრობაში ეჭვმიტანილის შესაძლო ყოფნა ეწინააღმდეგება რუსეთ-სომხეთის შეთანხმებას, რომლის მიხედვით, რუსი ჯარისკაცები, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ სომხეთის ტერიტორიაზე, უნდა გადაეცენ გასასამართლებლად სომხურ მხარეს.

ზვიად გამსახურდია

14 დეკემბერი 2018, 16:22

საქართველო

კონსტანტინე გამსახურდია მამის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

"ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას რასაკვირველია ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი,"- წერს გამსახურდია.

14 დეკემბერი 2018, 16:21

მსოფლიო

ნიურნბერგში ქალებზე თავდასხმის სერიული შემთხვევები დაფიქსირდა

თავდასხმის პირველი მსხვერპლი 56 წლის ქალი გახდა, ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეორე მსხვერპლი 26 წლის გოგო გახდა, ის პირველი ინციდენტის ადგილთან ახლოს დაჭრეს. რამდენიმე საათში 34 წლის ახალგაზრდა ქალს მიაყენეს უმძიმესი ჭრილობები.

ოჯახი

14 დეკემბერი 2018, 16:18

საქართველო

კვლევა: საქართველოში ლგბტ პირების 36% ოჯახს საკუთარ იდენტობას უმალავს

ლგბტ ჯგუფში ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი მალავენ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას. მაგალითად, 2012 წელს კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 36% ოჯახის წევრებისგან მალავს ინფორმაციას საკუთარი იდენტობის შესახებ.

კოსოვოს პარლამენტი

14 დეკემბერი 2018, 16:14

მსოფლიო

კოსოვოს პარლამენტმა არმიის შექმნას მხარი დაუჭირა

სხდომას, რომელზეც კოსოვოს მსუბუქად შეიარაღებული ძალების პროფესიულ არმიად გარდაქმნა უნდა დაემტკიცებინათ, ბოიკოტი გამოუცხადა სერბ კანონმდებელთა უმცირესობამ, ასეთ ფონზე კანონპროექტი ერთხმად მიიღეს. ნაბიჯს მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ ამ ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ ქვეყანაში, გარდა კანონმდებლებისა, რომლებიც წარმოადგენენ 120,000 ადამიანისგან შემდგარ სერბ უმცირესობას.

14 დეკემბერი 2018, 16:12

ტექნოლოგიები

2018 წლის ყველაზე ცუდი პაროლები დასახელდა

ყოველწლიურად ინტერნეტში გაჟონვების შედეგად მომხმარებლების მილიონობით პაროლი ხვდება. კომპანია SplashData მას საგულდაგულოდ აკვირდება და ყველაზე მარტივი და ცუდი პაროლების სიას ადგენს.

აკაკი ზოიძე

14 დეკემბერი 2018, 15:57

საქართველო

ზოიძე იმ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალს ცინიკურ განცხადებებს აკეთებინებს

"გუშინ გავრცელდა მორიგი, პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელმძღვანელის, მედოევის, რომ თითქოს არსებობს 1993 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენ მოვალე ვართ, რომ უფასო მკურნალობა ჩავუტაროთ ჩვენს მოქალაქეებს და თურმე კიდევ ვალი გვაქვს სამხრეთ ოსეთის, რომ კორუფციული რეჟიმის კეთილმოწყობაში მივიღოთ მონაწილეობა,"- ამბობს ზოიძე.