imedi /  26 დეკემბერი 2018, 22:28 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძემ წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო ლაშა ტალახაძეს გადასცა

მამუკა ბახტაძე და ლაშა ტალახაძე

მამუკა ბახტაძე და
ლაშა ტალახაძე

თქვენ 2018 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მთავრობის მეთაურმა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს გადასცა.

ბახტაძის თქმით, 2018 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო და თითოეული წარმატებული სპორტსმენი სამაგალითოა.

„დღეს საქართველოს ისე სჭირდება გამარჯვებები, როგორც არასდროს. 2018 წელს თამამად შეიძლება, ვუწოდოთ ქართული სპორტის გამარჯვების წელი. თქვენ, ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა 800 მედალი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს და შესაბამისად, 2018 წელი არის ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებები როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში.

განსაკუთრებული წარმატება ჰქონდათ ჩვენს პარაოლიმპიელებს. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა, ამავე დროს გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანი არის მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მაგალითი იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს.

დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. 2020 წელს საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ მართლაც არის ჩემპიონებს სამშობლო. ამავე დროს, იუნესკომ ქართული ჭიდაობა არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ, ქართველებს, შეიძლება არა მრავალრიცხოვანს, მაგრამ ძალიან ნიჭიერ ერს, განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა. წლის სპორტსმენთან ერთად, საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ 14 ნომინაციაში. 

ყველა სიახლე

გია გაბრიჭიძე

23 იანვარი 2022, 16:42

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: რასაც თეა წულუკიანი აკეთებს, იმ მართლაც ბნელი, განვითარების პერსპექტივის მომსპობი წარსულისგან განთავისუფლებაა და როგორც ეს ვითომდა, ძიმაკრაწები ფაფხურობენ, სწორედაც 20-30-იან წლებში დაბრუნება

,,ძალიან სასაცილოა „ნაცებისა“ და აგრესიული ლიბერალების მიერ თეა წულუკიანის მიმართ წამოყენებული ბრალდება მისი „ბოლშევიკური მეთოდების“ შესახებ. სასაცილოა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ წამოყრანტალებული ფრაზით, ისინი თავიანთი განათლებისა და აზროვნების სიმწირეს თავად ადასტურებენ. ცხადია, ამ ტიპებთან რაიმეს ახსნას აზრი არა აქვს. უბრალოდ ნორმალურ, ინტელექტუალურ ხალხს მინდა შევახსენო ის „ბოლშევიკური სტილი“, რაც „ნაცებმა“ და ლიბერასტებმა თავიანთი ზეობის პერიოდში გადმოიღეს.

დავით ქართველიშვილი

23 იანვარი 2022, 16:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თეა წულუკიანის სიმართლე ნაცსექტის წინააღმდეგ ისეთ გამანადგურებელ იარაღს წარმოადგენს, რომლის წინაშე უძლურია სიცრუეზე, დანაშაულზე აგებული ნებისმიერი სექტანტური ფარი

გელათის ამ დღეში ჩაგდება, რა დღეშიც არის და ახლა უწევს ამ პრობლემის გამოსწორება სწორედ იმ კულტურის მინისტრს, რომელსაც ესენი ასე უმოწყალოდ ლანძღავენ. ამ ფონზე იულონის შვილიშვილი და გიორგი გაგოშიძის შვილი, რომელსაც ხელოვნების მუზეუმში წლებია უნახავდნენ სამსახურს, ამერიკიდან გვმოძღვრავს და წიგნების კითხვას გვირჩევს - ნუ იყოფინ ეგე ჩვენდა!”-წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ეპისკოპოსი დიმიტრი

23 იანვარი 2022, 16:39

COVID19

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) გარდაიცვალა, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

23 იანვარი 2022, 16:28

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობას“: მიშას სასამართლოები და ჟორიკას აქციები გეყოფათ, ხოლო გაზაფხულიდან ბაჩო ახალაია შემოგიერთდებათ და იმას „ჰუმანური“ მარშები ჩაატარებინეთ

ჟორიკა რურუამ ჩაატარა აქცია კულტურის სამინისტროსთან... ნიკა რურუას მინისტრობის დროს, რომ გრიალებდა „ნაცმოძრაობა“ და განსაკუთრებით ჟორიკა ყველამ იცის, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას.

გია აბაშიძე

23 იანვარი 2022, 16:26

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სააკაშვილის რეჟიმის დროს ამ მართლაც ნეობოლშევიკი ინტელიგენციისთვის სამინისტროს სისტემაში სასათბურე პირობები იყო შექმნილი, ახლა კი პრივილეგიებს კარგავენ

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, სწორედ ის ხალხი ებრძვის ქალბატონ წულუკიანს, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს პრივილეგიებით სარგებლობდნენ, დღეს კი მხილებულია მათი არაპროფესიონალიზმი და რამდენიმე შემთხვევაში კანონის წინაშეც შეიძლება აგონ პასუხი.

23 იანვარი 2022, 16:16

რეგიონი

თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 8 ფაქტი გამოავლინეს.

23 იანვარი 2022, 15:50

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში, სადაც ჯარისკაცები და მოხალისეები რუსეთის შეჭრისთვის ემზადებიან. ფოტოკოლაჟი

უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის არმიას უერთდებიან. ქვეყანა თავის საზღვრებში რუსეთის შეჭრისთვის ემზადება. მიმდინარე მოვლენების ამსახველ ფოტოკოლაჟს Al Jazeera ავრცელებს.

23 იანვარი 2022, 15:06

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მოგიწოდებთ, არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე, ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადავიდნენ გაყინული წყლის ზედაპირზე.

23 იანვარი 2022, 15:02

მსოფლიო

ტონგა ვულკანურმა ფერფლმა დაფარა

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში მდებარე სახელმწიფო-არქიპელაგი ტონგა ვულკანური ფერფლითაა დაფარული, სანაპიროები კი, ცუნამმა გაანადგურ.

23 იანვარი 2022, 14:48

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: უსაფუძვლოა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები შეჩერდა

უსაფუძვლოა ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას არასდროს უმსჯელია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შეჩერებაზე და არსებული პროგრამები ხორციელდება უწყვეტად.

23 იანვარი 2022, 14:20

COVID19

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ადგილები აღარაა, 3 კოვიდინფიცირებული ბავშვი ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზეა

საქართველოში, ყოველდღიურად, კორონავირუსით ინფიცირების 15-დან 20%-მდე ბავშვებზე მოდის. ამ დროისთვის, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი აღარაა.

23 იანვარი 2022, 14:13

COVID19

ე.წ. ოქროს ბირჟა 50-ზე მეტი თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირების გამო დაიხურა

ე.წ. ოქროს ბირჟა 1-ელ თებერვლამდე დაიხურა. მიზეზი იქ მომუშავე ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირებაა. არსებული ინფორმაციით, გეგმიური, სავალდებულო ტესტირების შემდეგ გაირკვა, რომ 50-ზე მეტ თანამშრომელს კოვიდ-ინფექცია აღმოჩნდა.

ნუსრატ განი

23 იანვარი 2022, 13:54

მსოფლიო

ბრიტანელი პოლიტიკოსის მტკიცებით, მინისტრის თანამდებობიდან მუსლიმობის გამო გაათავისუფლეს

ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ნუსრატ განის განცხადებით, 2020 წლის თებერვალში, ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მუსლიმია. 49 წლის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ კოლეგებს მისი „რწმენა დისკომფორტს უქმნიდა“.

ქეთევან ლოსაბერიძე

23 იანვარი 2022, 13:50

საზოგადოება

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

23 იანვარი 2022, 13:25

COVID19

ავსტრალიის 2 შტატში მოსწავლეებს კორონავირუსზე კვირაში ორჯერ შეამოწმებენ

„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ავსტრალიის ორ შტატში - ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში, მოსწავლეებს კვირაში ორჯერ ჩაუტარებენ ტესტს. დღეს ახალ სამხრეთ უელსში (მოსახლეობა: 8.166 მილიონი ადამიანი) 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და ინფიცირების 20,324 შემთხვევა გამოვლინდა.

მეთიუ უილსონი

23 იანვარი 2022, 13:01

მსოფლიო

აშშ-ში, ბრმა ტყვიამ მეზობლის სახლის კედელი გაიარა და კაცს თავში მოხვდა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, 31 წლის მეთიუ უილსონი მეზობელ სახლში დაწყებულ სროლას ემსხვერპლა. კაცი ბრიტანელი იყო და აშშ-ს შეყვარებულის გამო სტუმრობდა. პოლიციის ცნობით, დაახლოებით 91 მეტრის მოშორებით ნასროლმა ტყვიამ ხის კედელში გააღწია და საძინებელ ოთახში მყოფ უილსონს თავში მოხვდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

23 იანვარი 2022, 12:59

COVID19

23 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 2 656 703 აცრა - „ბუსტერ“ დოზით 128 860 ადამიანია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

23 იანვარი 2022, 12:38

ტაბლოიდი

კუნძულ სახალინზე ბავშვი ქარბუქში გაყინვას ძაღლთან ჩახუტებით გადაურჩა

რუსეთში, სახალინის ოლქში, 10 წლის გოგო სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა ძლიერი თოვა დაიწყო და გზას ვეღარ აგრძელებდა. თოვლს თან ერთვოდა ქარი, რომლის სიჩქარეც 80 კმ/სთ-ს აღწევდა.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2022, 12:21

კულტურა

თეა წულუკიანი: გელათი ბაგრატის ბედს - იუნესკო-ს ნუსხიდან ამოღებას ვერ გაიზიარებს, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ

აღმოჩნდა, რომ გიორგი გაგოშიძისა და სხვა მსგავსი ვითომ პროფესიონალების, ხუმრობით ვამბობ, „პროფესორობით“ გელათის სახურავზე ასეულობით კვადრატულ მეტრზე დაგებულ ე.წ. წითელ და თეთრ კრამიტს არ გაუვლია სამხარაულის ექსპერტიზა, – განაცხადა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახურავის ნიმუშების მიხედვით, არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს არც ყინვამედეგობის და არც წყალმედეგობის კრიტერიუმებს.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2022, 12:06

კულტურა

თეა წულუკიანი: ქუჩაში მყვირალა ადამიანებს იმედი უნდა გავუცრუო, ჩემი გათავისუფლების საკითხი არ დგას

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი, რასაც 17 იანვარს შექმნილი პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ, ამჟამად არ განიხილება. ამ თემაზე მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა.