imedi /  03 იანვარი 2019, 12:47 / სანდო წყარო

მიხაელ შუმახერი 50 წლის გახდა

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი 50 წლის გახდა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

რამდენიმე დღის წინ გერმანელი ავტომრბოლელის ოჯახმა განცხადება გაავრცელა

"დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მიხაელი საიმედო ხელშია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად, თუმცა მისი ჯანმრთელობის საკითხი კონფიდენციალურია მისივე ინტერესებიდან გამომდინარე. მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. ბედნიერ 2019 წელს გისურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის.

2013 წელს შუმახერმა სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალისას თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

24 ივნისი 2019, 14:45

საქართველო

გია აბაშიძე: სასიხარულოა რომ ხელისუფლება ისმენს იმ პროტესტის მუხტს რომელიც სამართლიანი იყო

პოლიტოლოგ გია აბაშიძის განცხადებით, საზოგადოებამ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური გემოვნების მატარებელია, დღეს გაიმარჯვა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ხელისუფლება ისმენს იმ პროტესტის მუხტს და საზოგადოების წუხილს, რომელიც სამართლიანად იყო ამ დღეების განმავლობაში დაგროვილი.

ქართული ღვინო

24 ივნისი 2019, 14:40

ეკონომიკა

„როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურმა საქართველოდან რუსეთში შეტანილ ალკოჰოლურ ნაწარმზე, მათ შორის ქართულ ღვინოზე კონტროლი გააძლიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

პროკურატურა

24 ივნისი 2019, 14:32

ძალოვნები

პროკურატურა ყველას მიმართავს აქციაზე პოლიციის შესაძლო გადაცდომებზე მასალები მიაწოდონ

ასევე საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო. გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ყველა ცალკეული შემთხვევის შესწავლა.

24 ივნისი 2019, 14:23

ვიდეო

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონებით შსს-სკენ დაიძრნენ

სოფო ქაცარავა

24 ივნისი 2019, 14:22

საქართველო

სოფო ქაცარავა: ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით

"რუსეთს აქამდე არ შეუსრულებია არც ერთი რეზოლუცია თუ ვალდებულება, მათი დაბრუნების შემთხვევაში ვერ ვხედავ სივრცეს, რომ რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, დაიცავს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპებს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს”, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

Nipsey Hussle

24 ივნისი 2019, 14:14

კულტურა

მოკლული რეპერი Nipsey Hussle წლის ჰიპ-ჰოპ არტისტად დასახელდა

დაჯილდოების ცერემონიაზე რეპერის ხსოვნის პატივსაცემად ხალიჩა ლურჯი იყო. მუსიკოსის მეგობარმა ქალმა, რომელიც ღონისძიებას დაესწრო, ყველას მადლობა გადაუხადა. 33 წლის მუსიკოსს 31 მარტს მის მაღაზიასთან დაესხნენ თავს და ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელმა, სულ ცოტა, სამჯერ ესროლა რეპერს, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

24 ივნისი 2019, 14:13

საქართველო

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონებით შსს-სკენ დაიძრნენ

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით უკვე დაიძრნენ და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. 19:00 საათზე კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან. რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონებით შსს-სკენ უკვე დაიძრნენ.

ვაკო მარჩილაშვილი

24 ივნისი 2019, 14:10

სპორტი

საქართველოში მსოფლიოს მორიგი რეკორდი დამყარდა

ვაკო მარჩილაშვილმა თავდაყირა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში რუბიკის კუბის აწყობა ზუსტად 13 წამსა და 18 მილიწამში მოახერხა. ამ მაჩვენებლით 19 წლის ქართველმა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ჩინელ ქიუ ჯიანიუს ეკუთვნოდა. მან ამავე სირთულის დაძლევა 13.88 წამში შეძლო. რეკორდი Tbilisi Open Air-ის ფარგლებში დამყარდა

პროპორციული არჩევნები

24 ივნისი 2019, 14:09

საქართველო

უსუფაშვილი: ივანიშვილს უბარიერო არჩევნებით სურს პოლიტიკური სპექტრი „დაშალოს და იბატონოს“

"შენების მოძრაობის" ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" 5 წლის განმავლობაში გაუძლო ყველა დაწოლას, მაგრამ უძლური აღმოჩნდა ხალხის მშვიდობიან და სამართლიან პროტესტთან.

სულხან სალაძე

24 ივნისი 2019, 14:06

საქართველო

სულხან სალაძე: პროპორციული არჩევნები ყველაზე ნათლად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით არჩევნების ჩატარება ყველაზე ნათლად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას, რომ წარმოდგენილი იყოს საქართველოს პარლამენტში.

ამინდი

24 ივნისი 2019, 13:58

საქართველო

საქართველოში უახლოეს დღეებში 38 გრადუსამდე დაცხება

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24-26 ივნისს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივნისიდან შედარებით აგრილდება.

ტემპერატურა

24 ივნისი 2019, 13:53

მსოფლიო

საფრანგეთში რეკორდულ სიცხეს ელოდებიან

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ემუქრება დედაქალაქ პარიზს, სადაც შადრევნები უკვე ჩართეს და სეზონისთვის ემზადებიან. საფრანგეთის გარდა, რეკორდულ სიცხეს ელოდებიან გერმანიაში, ბელგიასა და შვეიცარიაშიც. 2003 წლის აგვისტოში საფრანგეთში ძლიერმა სიცხემ თითქმის 15,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მამუკა ხაზარაძე 
ბადრი ჯაფარიძე

24 ივნისი 2019, 13:46

ეკონომიკა

მამუკა ხაზარაძე: აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის ხელახალ არჩევას

"ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენს პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვახუშტი მენაბდე

24 ივნისი 2019, 13:36

საქართველო

ვახუშტი მენაბდე: ნულოვანი საარჩევნო ბარიერი ერთ-ერთ დემოკრატიულ სისტემად არის აღიარებული

კონსტიტუიციონალისტი ვახუშტი მენაბდე ნულოვან საარჩევნო ბარიერს იწონებს. Imedinews-ს კონსტიტუციონალისტმა განუცხადა, რომ ეს სისტემა ერთ-ერთ დემოკრატიულ სისტემად არის აღიარებული. „ჯერ უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, საჭიროა პროექტის ინიცირება, შემდეგ ერთთვიანი საერთო სახალხო განხილვა და შემდეგ პარლამენტში მხარდაჭერა ზედიზედ სამჯერ".

საპროტესტო აქცია

24 ივნისი 2019, 13:34

საქართველო

20 ივნისის აქციაზე დაშვებულებიდან საავადმყოფოში 13 პაციენტი რჩება სამკურნალოდ

20 ივნისის საპროტესტო აქციის დროს დაშავებულებიდან საავადმყოფოებში ამ დროისთვის უკვე 13 ადამიანი რჩება სამკურნალოდ. მათგან ორი მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ერთ-ერთის შემთხვევაში ექიმების თქმით დადებითი დინამიკა შეინიშნება.

ანა დოლიძე

24 ივნისი 2019, 13:29

საქართველო

ანა დოლიძე: ნულოვანი ბარიერი პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ დღეს გამოთქმული ინიციატივა პროპორიცული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ, პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობა.

ია მეტრეველი

24 ივნისი 2019, 13:21

საქართველო

ია მეტრეველი: სპეცრაზმელები, რომლებიც ხალხს უმიზნებდნენ, წინა ხელისუფლების ზონდერები იყვნენ

"ჩემი პირადი მოთხოვნაა და არამარტო ჩემი, რომ დროულად გამოიძიონ იმ პიროვნებების ქმედებები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ გადატრიალებას და რომლებსაც უნდოდათ პარლამენტში შეჭრა. თუ ეს არ მოხდება დროულად, გავალთ უკვე ქუჩაში“,- განაცხადა მეტრეველმა.

ელენე ხოშტარია, გიორგი გახარია

24 ივნისი 2019, 13:11

საქართველო

ელენე ხოშტარია: მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია

"გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება ადამიანებისთვის დამიზნებით ესროლათ და დაესახიჩრებინათ. დღემდე სამი ადამიანი ებრძვის სიკვდილს, ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ეს ვერ შერჩება მას. ის არის ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი, ამიტომ, მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია“,- განაცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტბთან საუბრისას.

კახა კალაძე

24 ივნისი 2019, 13:11

საქართველო

კახა კალაძემ განმარტა რატომ არ ესწრებოდა პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომას შს მინისტრი

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა შს მინისტრის გიორგი გახარიას. ჟურნალისტებმა პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს ჰკითხეს თუ რატომ არ იყო გახარია ოფისში, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ დღეს შს მინისტრის ყოფნის აუცილებლობა არ იყო.

მამუკა ბახტაძე

24 ივნისი 2019, 13:00

საქართველო

ბახტაძე: სამართლებრივად შეფასდება პარლამენტში შეჭრის მცდელობა და შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევებიც

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ მომენტში მთავარია მოქალაქეებისა და პოლიციელების ჯანმრთელობა, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაზარალდნენ.