imedi /  04 იანვარი 2019, 11:51 / სანდო წყარო

თორნიკე შენგელია მოედანზე 3 თვე ვერ გავა

თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელიას ტრავმის შესახებ “ბასკონიას” ხორვატმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა ისაუბრა. მისი თქმით, უკეთეს შემთხვევაში, ქართველი 3 თვეში შეძლებს მოედანზე გასვლას.

თავდაპირველი ვერსიით, შენგელიას გამოჯანმრთელებას მხოლოდ 3-4 კვირა სჭირდებოდა. თუმცა ვარაუდი არ გამართლდა. 

შეგახსენებთ, რომ შენგელია ესპანეთის ლიგა ენდესაში მადრიდის “რეალთან” მატჩში დაშავდა და ახალი ვითარების თანახმად, ფაქტობრივად, ევროლიგის მთელს რეგულარულ სეზონს გამოტოვებს.

ყველა სიახლე

ჯეიმს აპატურაი

22 მარტი 2019, 20:13

საქართველო

ჯეიმს აპატურაის თქმით, ჟენევის ფორმატს დღეს ალტერნატივა არ აქვს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებების მიუხედავად, საქართველო გახდება ნატოს წევრი. მისი თქმით, დღეს ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს.

მოკლეტექსტური შეტყობინება SMS

22 მარტი 2019, 20:07

ტექნოლოგიები

2019 წლის იანვარში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით უფრო ნაკლები SMS გაიგზავნა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ 2018-19 წლის იანვარში გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა დაითვალა. მარეგულირებლის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 18 მილიონით ნაკლები მოკლეტექსტური შეტყობინება SMS გაიგზავნა. მანამდე მარეგულირებელმა მომხმარებელს არაერთი საინტერესო ინფორმაცია გააცნო.

ჯეიმს აპატურაი

22 მარტი 2019, 20:01

საქართველო

ჯეიმს აპატურაი: საქართველო-ნატოს წვრთნებს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს

"ქრონიკამ" ჯეიმს აპატურაისთან ბრიუსელში ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ის საუბრობს წვრთნის მნიშვნელობაზე როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, წევრობისთვის საჭირო რეფორმებზე, ნატოში საქართველოსთან მიმართებით არსებულ განწყობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

იმან ფადილი

22 მარტი 2019, 19:55

მსოფლიო

ექსპერტიზამ ბერლუსკონის ეროტიკული წვეულებების სტუმრის მოწამვლა არ დაადასტურა

გარდაცვალების შემდეგ მაროკოელი მოდელი იმან ფადილის სხეულზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ, მისი რადიოაქტიური ნივთიერებებით მოწამვლის ფაქტი არ დაადასტურა. 18 მარტს გამოცემა Telegraph-ი წერდა, რომ იმან ფადილი რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლეს. იმან ფადილი,სილვიო ბერლუსკონი საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო

განათლების რეფორმა

22 მარტი 2019, 19:38

საქართველო

რას გულისხმობს დოკუმენტი, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების წესთან დაკავშირებით შემუშავდა

ეს არის პირველი დოკუმენტი საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული უსაფრთხოებასა და პრევენციაზე და მასში დეტალურად არის გაწერილი სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.

გოკმან ტანისი

22 მარტი 2019, 19:38

მსოფლიო

ნიდერლანდებში 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

პროკურორების განმარტებით, ეჭვმიტანილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ის ტრამვაიში განხორციელებული თავდასხმისას მარტო მოქმედებდა. 37 წლის, თურქული წარმოშობის გოკმან ტანისი ტერორისტული განზრახვით მოქალაქეების მიმართ ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული. თავდასხმა 18 მარტს მოხდა.

22 მარტი 2019, 19:31

ეკონომიკა

აშშ-მა და ბრიტანეთმა რუსული ევროობლიგაციები გამოისყიდეს

ევროობლიგაციების 70%, რომელიც რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 21 მარტს საფონდო ბირჟაზე განათავსა აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოისყიდეს. დარჩენილი 20% აშშ-ის ხოლო 10% რუსმა ინვესტორებმა იყიდეს. დოლარში გამოშვებული ევროობლიგაციების ვალი რუსეთმა 2035 წელს უნდა დაფაროს, ხოლო ევროში გამოშვებული 2025 წელს.

პიკასოს ნახატი

22 მარტი 2019, 19:22

კულტურა

შვეიცარიული ფონდი მოქალაქეებს პიკასოს ნახატის სახლში წაღებას სთავაზობს

კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ შვეიცარიაში მცხოვრებ ადამიანს აქვს. მსურველებმა უნდა ახსნან, თუ რატომ უნდათ, რომ პიკასოს კუბისტურმა ნამუშევარმა მათ სახლში ერთი დღე დაჰყოს. „ახალგაზრდა პიკასო: ლურჯი და ვარდისფერი პერიოდები” - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 16 აპრილს დაიწყება. გამარჯვებული კი 8 აპრილს გამოვლინდება.

ერგნეთი

22 მარტი 2019, 19:18

საქართველო

კოჩიევი: დავით ქაცარავა ქართველ სამართალდამცველებს რომ არ შეეჩერებინათ, ინციდენტი მოხდებოდა

ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დღეს 11 საკითხი განიხილეს მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება. შეხვედრაზე საუბარი იყო საოკუპაციო ზოლთან ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გახშირებულ ფაქტებზეც.

პორშე

22 მარტი 2019, 19:08

ეკონომიკა

Porsche თანამშრომლებს გულითადი მუშაობისთვის 9700 ევროს აჩუქებს

გერმანული ავტომწარმოებელი Porsche, რომელიც Volkswagen-ის შვილობილი კომპანიაა, გერმანიაში თავის თანამშრომლებს "განსაკუთრებული შრომისთვის" ფულად ჯილდოებს გადასცემს. 25 ათასი თანამშრომლიდან თითოეული 9700 ევრომდე მიიღებს.

22 მარტი 2019, 18:52

ტაბლოიდი

სტილისტებმა დაასახელეს 10 სპორტული ფეხსაცმელი რომელიც მოდიდან არ გადადის

სტილისტებმა დაასახელს 10 სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მათი შეფასებით მოდიდან არ გადადის. სია გამოცემა Highsnobiety-ში გამოქვეყნდა. სტილისტებმა პირველი ადგილი Nike Air Force 1-ს მიანიჭეს. მეორეა Vans Old Skool , ხოლო მესამე ადგილზე adidas -ის წარმოების კეტები გავიდა.

ტაქსი

22 მარტი 2019, 18:50

ტექნოლოგიები

ოსლო იქნება პირველი ქალაქი სადაც ელექტროტაქსებს უსადენოდ დამუხტავენ

ფინური კომპანია Fortum-ი აცხადებს, რომ გზებზე თეფშების მსგავს დასამუხტ მოწყობილობებს დაამონტაჟებს, ელექტრო ავტომობილებს კი ე.წ. „რესივერები“ დაუმონტაჟდება. გეგმის მიხედვით 2023 წლიდან ოსლოში გამონაბოლქვის ნულოვანი დონე უნდა იყოს. ნორვეგიას სურს 2025 წლამდე არსებული ავტომობილები ელექტროთი ჩაანაცვლოს.

Grand Tour

22 მარტი 2019, 18:49

კულტურა

Grand Tour-ის საქართველოში მოგზაურობის სრული ეპიზოდი გამოქვეყნდა

The Grand Tour-ის ლეგენდარული წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი, მესამე სეზონის მე-11 სერიაში საქართველოსა და აზერბაიჯანში მოგზაურობენ. ამ ეპიზოდს „ზღვიდან უმარილო ზღვამდე“ ჰქვია. მოგზაურობას ბათუმიდან იწყებენ და ბაქოში ამთავრებენ.

22 მარტი 2019, 18:46

საქართველო

პრიორიტეტული პროფესიები 2013-2017 წლებში სტუდენტების მხოლოდ 16%-მა აირჩია

აუდიტის ანგარიშში მოყვანილია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური დოკუმენტით პრიორიტეტად აღიარებულ მიმართულებაზე სტუდენტების მიღება საერთოდ არ გამოცხადებულა. მაგალითისთვის, ასეთი იყო ვეტერინარიის პროგრამა, რომელზედაც ოთხი წლის განმავლობაში აუდიტის მოკვლევის ობიექტ უნივერსიტეტებს მიღება არ გამოუცხადებია.

საფლავის ქვა

22 მარტი 2019, 18:28

კულტურა

მთაწმინდის პანთეონში მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს

"სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. სადრენაჟე სისტემის მოწყობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს და ის ივლისში დასრულდება“, - აცხადებენ მერიაში.

22 მარტი 2019, 18:14

ეკონომიკა

სეს-მა დასავლეთ საქართველოში ფუტკრის დახოცვის მიზეზები განმარტა

სურსათის უვნებლობის სააგენტოს (სეს) განცხადებით დასავლეთ საქართველოში ფუტკრის დაცემა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებული წამლობის შედეგად არ მომხდარა. „საქართველოს პოფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში ფუტკრის 80% განადგურდა.

ჰაკერები

22 მარტი 2019, 17:52

მსოფლიო

NYT: საუდის არაბეთმა ისრაელელი ჰაკერები ოპონენტების თვალთვალისთვის დაიქირავა

ერთ-ერთი ასეთი კომპანია ისრაელური NSO Group-ია, რომელიც გაზეთის ცნობით, საუდის არაბეთის დაკვეთით, იმ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს უთვალთვალებდა, რომლებიც ერ-რიადის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებებით გამოდიან.

22 მარტი 2019, 17:50

საქართველო

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე რეფერალურ კლინიკაში კომენტარი გააკეთეს

" მეორე დღეს მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი ექიმების რეკომენდაციით გაიწერა ბინაზე. გაიცა "ფორმა ასი". დანარჩენ კითხვებს ექსპერტები უპასუხებენ," - განაცხადა ბათუმის რეფერალური კლინკის მენეჯერმა თამარ მხატვარმა.

22 მარტი 2019, 17:45

საქართველო

პრემიერმინისტრის გამოსვლა პარლამენტში. მთავარი

"იმის მაგივრად, რომ არგუმენტებზე დაყრდნობით კრიტიკა მოვისმინოთ, დავინახეთ ის, რაც დავინახეთ. ყველაზე ნაკლებად მინდა დავინახო, ქვეყანა ცხოვრობდეს წარსულზე ორიენტირებული დღის წესრიგით, მაგრამ თქვენ თქვენივე პოზიციით ცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში წარსულზე ორიენტირებული და ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში.

22 მარტი 2019, 17:38

ტაბლოიდი

მაშველებმა კატა გადაარჩინეს

რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლის საკვამურში ჩავარდნილი კატა უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.