imedi /  02 მარტი 2019, 18:39 / სანდო წყარო

„შევარდენი 1906“-ის მწვრთნელად გიორგი ნემსაძე დაინიშნა

გიორგი ნემსაძე

გიორგი ნემსაძე

„შევარდენი-1906“-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ნემსაძე დაინიშნა - ინფორმაციას გუნდი facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

კლუბში აზიელი ინვესტორების შემოსვლა ჩაიშალა. შედეგად მათ მიერ ჩამოყვანილმა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბულატოვმა და ფეხბურთელებმა გუნდი დატოვეს. მიმდინარე სეზონში იუნკერებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და შევარდენის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნემსაძე უხელმძღვანელებს.

გიორგი ნემსაძე საფეხბურთო კარიერის მანძილზე დინამოში, იბერიაში, გურიაში, შევარდენში, ჰამბურგში,ტრაბზონსპორში,გრასჰოპერსში, რეჯიანაში და დანდიში თამაშობდა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ნემსაძე დინამო თბილისის სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნა. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში კი ჯერ საქართველოს 17 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

„ახალად დაკომპლექტებული გუნდი ვართ. გარკვეული მიზეზების გამო სრულფასოვანი შეკრების გავლა ვერ მოვახერხეთ. ამიტომ არ მინდა თამამი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველა იმ თამაშის მოგებას ვგეგმავთ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მივიღოთ. შეიძლება ეს რთული შესასრულებელია, მაგრამ გუნდს მოედანზე გასვლის წინ სხვა მიზანი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენთვის არ ექნება მნიშვნელობა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, დარწმუნებული ვარ, რომ თამაში ყველასთან შეიძლება. შარშანდელმა წელმა გვაჩვენა, რომ უკეთესი შედეგის დაფიქსირება თავდაუზოგავი შრომით ნამდვილად შესაძლებელია. ცხინვალის სახით ხვალ გამოცდილი მეტოქე გვყავს. კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. სადებიუტო თამაში ყოველთვის რთულია და მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვის ეთამაშება. ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოლებს, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ ხვალ მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ და ჩვენი გულშემატკივარი გამარჯვებით გავახაროთ. სასტარტო თამაშის სასურველი შედეგით დასრულება სამომავლო გეგმებს უფრო მეტად გაგვიადვილებს“ - წერს ნემსაძე facebook-ის გვერდზე. 

ყველა სიახლე

ნენ უინტონი

22 მაისი 2019, 00:59

კულტურა

BBC-ის საინფორმაციო გამოშვების პირველი ქალი წამყვანი გარდაიცვალა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის (BBC) საინფორმაციო გამოშვების პირველი ქალი წამყვანი ნენსი უიგინტონი 93 წლისა გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, ნენსი უიგინტონმა, რომელიც ნენ უინტონის სახელით იყო ცნობილი, ტელეკომპანიის ეთერში პირველად საინფორმაციო გამოშვება 1960 წლის 20 ივნისს წაიყვანა.

22 მაისი 2019, 00:36

ტექნოლოგიები

ვაშინგტონის შტატში ადამიანის ცხედრის კომპოსტირება ლეგალური გახდა

ვაშინგტონი გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც ადამიანის ცხედრის კომპოსტირება ლეგალური გახდა. ახალი კანონი ძალაში მომავალი წლის მაისიდან შევა. ადამიანის კომპოსტირება თითქმის ისეთივე იქნება, როგორც ნარჩენების, - სხეულს სპეციალურ სითხეში განათავსებენ ორგანულ მასალებთან ერთად.

პატრიკ ალესი

22 მაისი 2019, 00:16

კულტურა

საფრანგეთში გარდაიცვალა დალაქი რომელმაც თმის საშრობით ვარცხნილობის შექმნა მოიგონა

ალესის ნამდვილი სახელი ხესუს გონსალესია. ის ესპანეთის ქალაქ სანტანდერში 1930 წელს დაიბადა. მისი ოჯახი საფრანგეთში ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გადასახლდა. მოდის სამყაროში კარიერა მან ერთ-ერთ სილამაზის სალონში კურიერად დაიწყო.

პრეზიდენტის რეზიდენცია,
კიევი, უკრაინა

21 მაისი 2019, 23:49

მსოფლიო

პუტინმა უკრაინის საკითხი მერკელთან და მაკრონთან განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან განიხილა. ამის შესახებ Reuters-ი კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 მაისს გახდა.

მაღალი ტატრები

21 მაისი 2019, 23:47

მსოფლიო

2019 წელს ევროპაში სამოგზაუროდ საუკეთესო მიმართულებები დასახელდა

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინას სამხრეთში მდებარე ჰერცეგოვინას ისტორიული მხარე, იტალიური ქალაქი-პორტი ბარი, შეტლანდიის კუნძულები შოტლანდიაში, ფრანგული ქალაქი ლიონი, ჯუჯა სახელმწიფო ლიხტენშტაინი, შვეიცარიული ქალაქი ვევე და ნახევარკუნძული ისტრია ხორვატიაში.

გიგა ბოკერია

21 მაისი 2019, 23:23

საქართველო

ბოკერია: ჩვენ არჩევნებზე ვართ კონცენტრირებულები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“, წამყვანის კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას ოპოზიციის საპროტესტო აქციებში, ბოკერიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ახლა არჩევნებზეა კონცენტრირებული.

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2019, 23:05

საქართველო

კობახიძე: სულ მცირე ყოველი მეორე ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის მიერ ჩატარებულ შიდაკვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მინიმუმ ყოველი მეორე ადამიანი მმართველ პარტიას უჭერს მხარს. გადაცემაში „პირისპირ“ კობახიძემ თქვა, რომ სურათი სავარაუდოდ, არ უნდა შეიცვალოს 2020 წლამდე, რადგან ამის ტენდენცია არ ჩანს.

ნიკა მელია

21 მაისი 2019, 22:58

საქართველო

მელია საპროტესტო აქციებზე: ფუჭი გასროლების განხორციელება არ შეიძლება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, თუ ამ აქციას ხელისუფლების შეცვლა მოყვება.

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2019, 22:54

საქართველო

კობახიძე: კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს, შავგულიძისნაირი კი პარლამენტში ბევრია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთაწმინდის ოლქში მეორე ტურის დანიშვნის მიზეზს დაბალ აქტივობას უკავშირებს. კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ თქვა, რომ მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი მერის არჩევნებია, ხოლო როდესაც საქმე ეხება 1 მაჟორიტარის არჩევას, გასაკვირი არ არის, რომ აქტივობა ნაკლები იყო.

მონტრო

21 მაისი 2019, 22:11

ტაბლოიდი

საფრანგეთში სოფლის მერი მოსახლეობას ვიაგრას უფასოდ სთავაზობს

საფრანგეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მერი მოსახლეობის რაოდენობის კლების პრობლემასთან ბრძოლას უჩვეულო მეთოდით აპირებს. ჯინ დიბოუზი 650 ადამიანით დასახლებულ სოფელს ვიაგრას უფასოდ სთავაზობს.

Huawei-ს ოფისი

21 მაისი 2019, 21:31

ტექნოლოგიები

Huawei-ს ოპერაციული სისტემა ბაზარზე შესაძლოა შემოდგომაზე გამოჩნდეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ Huawei Consumer Business Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება ერთიანი ოპერაციული სისტემა ტელეფონებისთვის, კომპიუტერებისთვის, პლანშეტებისთვისა და სხვა პროდუქციისთვის.

„შავი სარკე“

21 მაისი 2019, 21:06

კულტურა

„შავი სარკის“ მეხუთე სეზონის სამივე სერიის ტრეილერები გამოქვეყნდა

5 ივნისს Netflix-ზე სერიალ „შავი სარკის“ მეხუთე სეზონი გამოვა, რომელიც მხოლოდ სამი სერიისგან შედგება. სერიებში მთავარი როლები ენდრიუ სკოტმა, ენტონი მაკიმ და მომღერალმა მაილი საირუსმა შეასრულეს. Netflix-მა მეხუთე სეზონის თითოეული სერიისთვის ცალკე ტრეილერი გამოაქვეყნა.

21 მაისი 2019, 20:55

ძალოვნები

51-ე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა

51-ე სკოლის სასადილოში დაწყებული შელაპარაკებაზე, რომელიც სასწავლებლის გარეთ ქუჩურ გარჩევაში გადაიზარდა, დღეს ახალი დეტალები გაირკავ. აღმოჩნდა, რომ ერთმა მე-11 კლასელმა, მეორეს მხარი გაჰკრა, რასაც საქმის გარჩევა მოჰყვა.

ნიდერლანდების პოლიცია

21 მაისი 2019, 20:51

მსოფლიო

ნიდერლანდებში ჯებჰატ ან-ნუსრას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღო. პარალელურად გერმანიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა კიდევ 6 ადამიანის სახლებში, რომლებიც, სავარაუდოდ, იმავე ბატალიონის წევრები იყვნენ.

რამაზ ჩინჩალაძე

21 მაისი 2019, 20:46

ძალოვნები

ადვოკატები ეჭვობენ, რომ ფეხბურთელები შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე დაიყოლიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პირობას დებს, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო უმკაცრეს ზომებს გაატარებს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გარიგებული მატჩების საქმეში ფიგურირებს. არ არის გამორიცხული, მკაცრი ზომები გატარდეს იმ კლუბების მიმართაც, სადაც ეს სპორტსმენები თამაშობდნენ.

ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო

21 მაისი 2019, 20:33

კულტურა

ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

Sony Pictures Entertainment-მა კვენტინ ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once upon in time in Hollywood) ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს-ანჯელესში ხდება. მთავარი პერსონაჟები სატელევიზიო ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავი რიკ დალტონი და მისი დუბლიორი კლიფ ბუტი არიან.

21 მაისი 2019, 20:17

ეკონომიკა

ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზს ასახელებენ

კომერციულ ბანკებში ოფიციალურ კურსთან შედარებით მნიშვნელოვანი სხვაობა ფიქსირდება. ბანკებში ერთი დოლარის შეძენა 2 ლარად და 80 თეთრად არის შესაძლებელი. ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზს ასახელებენ.

ტერეზა მეი

21 მაისი 2019, 20:14

მსოფლიო

მეი დეპუტატებს განმეორებით რეფერენდუმზე მსჯელობას დაჰპირდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ ბრიტანელი დეპუტატები ევროკავშირიდან შემადგენლობიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის შესახებ გამოსვლის უფლებას მიიღებენ, თუმცა ამისთვის მათ Brexit-ის პირობების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების დამტკიცება მოუწევთ.

21 მაისი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

კვლევა: ძაღლები ერთნაირი გენოტიპის ადამიანებს უყვართ

არის თუ არა ძაღლების სიყვარული კავშირში გენებთან? შვედმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ამ საკითხს ვრცელი კვლევა მიუძღვნეს. მათ შვედეთში 35 ათასი ტყუპის მონაცემი შეისწავლეს და გამოარკვიეს, რომ ხშირ შემთხვევაში ძაღლებს ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად დაბადებული ტყუპები ფლობენ. რადგან მათ ერთნაირი გენოტიპი აქვთ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო

21 მაისი 2019, 19:45

საქართველო

ბათუმელი ექიმი რემონტის გაჭიანურებას საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარვებში აპროტესტებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ექიმმა ბენო ჭელაძემ პროტესტის ნიშნად კარვები გაშალა. ის რამდენიმე ადამიანთან ერთად საავადმყოფოს ახალი შენობის დასრულებისა და ტექნიკური აღჭურვილობის პროცესის დაჩქარებას ითხოვს.