imedi /  09 მარტი 2019, 11:58 / სანდო წყარო

ლენოქს ლუისი მაიკ ტაისონთან რევანშისთვის $100 მილიონს ითხოვს

ლენოქს ლუსი

ლენოქს ლუსი

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ლენოქს ლუისი მზად არის კრივში დაბრუნდეს და ჩაატაროს რევანში ამერიკელი მაიკ ტაისონის წინააღმდეგ წერს Dailymail

ლენოქს ლუისი რინგზე მასინ დაბრუნდება, თუ ამ ბრძოლისთვის 100 მილიონ დოლარს შესთავაზებენ.

„ვახსენე კრივში დაბრუნება 100 მილიონ დოლარად. ასე რომ, თუ ვინმე სეროიზულად არის განწყობილი, ჯერ კონტრაქტი უნდა მაჩვენოს. როცა ვუყურებ ძველ მოკრივეებს, ვფიქრობ, რომ მათ აიძულებენ სპორტში დიდი ხანი დარჩენას. მიზეზი იმაშია, რომ ეს ერთადერთია, რისი კეთებაც მათ იციან. ასეთი ბიჭები არ გამოცდიან საკუთარ თავს მუსიკაში, ცეკვებში ან სხვა რამეში. კრივი – ეს არის ყველაფერი, რაც მათ იციან და ეს არის ფულის შოვნის ერთადერთი ხერხი. სწორედ ეს აიძულებთ მოკრივეებს, დაბრუნდნენ რინგზე ისევ და ისევ“.

2002 წელს, ლენოქს ლუისმა მერვე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა მაიკ ტაისონი. ახლა, ბრიტანელი მოკრივე 53 წლისაა, მაიკ ტაისონი კი 52 წლის.

ყველა სიახლე

საუბნო კომისიის წევრი

19 მაისი 2019, 13:49

საქართველო

საუბნო კომისიის წევრი ამომრჩეველს: გარეთ გადი და კანფეტი იქ მოწუწნე

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში "გირჩიდან" ჰერმან საბო იყრის კენჭს.დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დონალდ ტრამპი

19 მაისი 2019, 13:46

მსოფლიო

ტრამპმა ალაბამაში აბორტების აკრძალვის საკითხზე დუმილი დაარღვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალაბამას შტატში აბორტების აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. „მე ძალიან უდრეკი პოზიცია მაქვს და აბორტებს მხარს ვუჭერ სამ შემთხვევაში: ეს არის გაუპატიურება, ინცესტი და დედის სიცოცხლის დაცვა“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს, რომ აბორტები 2020 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყოს.

ხატია წერეთელი

19 მაისი 2019, 13:42

ტაბლოიდი

ხატია წერეთელს პოლიტიკოსობა სურს

„ახლა აყვირდით და დაყვირდით, მლანძღეთ, მე მაინც ვიტყვი ჩემსას თუ არაფერი შეიცვლება ქართველების სასიკეთოდ, შევეცდები და თუ საჭირო გახდა, შევაკვდები კიდეც, რომ შევცვალო რადგან არ მინდა ჩემს ქვეყანაში უცხოელს მეტი უფლებები ჰქონდეს ვიდრე საქართველოს მოქალაქეს,- ამბობს ხატია წერეთელი.

19 მაისი 2019, 13:37

საქართველო

ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

ამ საარჩევნო უბნის მდივნის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელი უბანზე რეგისტრაციის გავლის გარეშე შევიდა, კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობდა და კომისიის წევრებს უბნის დახურვით ემუქრებოდა. რამდენიმე შენიშვნის, შემდეგ აღნიშნული ქალბატონი უბნიდან გააძევეს.

თინა ბოკუჩავა

19 მაისი 2019, 13:26

საქართველო

ბოკუჩავა ამბობს, რომ აუდიონაჩაწერში მონაწილე პირები გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან

"უკიდურესი ცინიზმია, როდესაც თალაკვაძის, გახარიასა და მდინარაძისგან გვესმის მსგავსი განცხადებები, როდესაც მთელი მპანაია უკიდურესი ძალადობის ფონზე იყო სანდრა რულოვსის წინააღმდეგ. ის ორი პიროვნება არ არიან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები. მოვიწოდებთ შსს-ს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს ჩანაწერი,"- თქვა ბოკუჩავა.

19 მაისი 2019, 13:22

კულტურა

GOT-ის ფინალური სეზონის თავიდან გადაღების მოთხოვნით პეტიციას ხელი მილიონამდე ადამიანმა მოაწერა

დაახლოებით მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც HBO-სგან „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის თავიდან გადაღებას მოითხოვს. „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი მოლოდინებს ბოლომდე ვერ ამართლებს. ახალი სეზონის მეხუთე სერიას შოუს ისტორიაში რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

გოგა ბითაძე

19 მაისი 2019, 13:13

სპორტი

გოგა ბითაძეს ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

გოგა ბითაძემ ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მიიღო. ქართველ კალათბურთელს კუთვნილი პრიზი სეზონის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცეს. გასულ წელს ეს პრიზი ლუკა დონჩიჩმა დაიმსახურა, წელს კი ევროლიგის მწვრთნელებმა ქართველი ტალანტი გამოარჩიეს. გოგა ბითაძეს კუთვნილი ჯილდო ლეგენდარულმა სერბმა მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა გადასცა.

19 მაისი 2019, 13:10

საქართველო

ცესკო ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. 12:00 საათისთვის საარჩევნო აქტივობა შემდეგნაირია: მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქში 10,4%, მარნეული 14% , ზესტაფონი 16,5%, ჭიათურა 17,6 % ზუგდიდი 20,1%, ხულო- 19,5%.

ვინსენტ კომპანი

19 მაისი 2019, 13:03

სპორტი

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ გუნდი დატოვა

ინგლისური საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ გუნდი დატოვა. 33 წლის თავდამსხმელმა მოიგო პრემიერ-ლიგის 4 ტიტული. „მე ბევრჯერ წარმომედგინა ეს დღეს. Man City-ი ჩემთვის ყველაფერია. მე ვციდილობდი დამებრუნებინა ყველაფერი რას მომცა“- ეს ფრაზა გუნდის კაპიტანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ვინსენტ კომპანი გუნდში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა.„მანჩესტერ სიტიმ“ 18 მაისს, ინგლისის თასის ფინალი მოიგო.

ანა წითლიძე

19 მაისი 2019, 12:55

საქართველო

ზუგდიდში „ოცნების“ კოორდინატორი და ოპოზიციონერი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ზუგდიდში, 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე.

ანა მიქელაძე

19 მაისი 2019, 12:52

საქართველო

ცესკო: დამკვირვებლების მხრიდან ამომრჩევლების პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა მოხდა

„მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს აქვთ უფლება, ამომრჩეველს მოსთხოვონ პირადობის მოწმობა და მონაცემები დაამუშაონ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ არ მოახდინონ ამომრჩევლის შეფერხება, პროცესისა და კომისიისათვის მუშაობის ხელის შეშლა,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

19 მაისი 2019, 12:42

საქართველო

თალაკვაძე: მივიღეთ ჩანაწერი, რომელშიც ოპოზიცია გეგმავს, როგორ „აადუღოს“ ზუგდიდი და აჭარა

"ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებშ მარცხდება. ერთდარეთი რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტრუქციული ქმედებებია. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორისაც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიურებელია ასეთი ქმედებები. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული გეგმის შესახებ."- თქვა თალაკვაძემ.

ზესტაფონი

19 მაისი 2019, 12:41

საქართველო

ზესტაფონში „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს

ზესტაფონში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს. მერობის კანდიდატის გოგის წულაიას თქმით, 26-ე საარჩევნო უბანზე სპარტაკ კაპანაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცველებმა საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

19 მაისი 2019, 12:40

სპორტი

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეგაშირა ენდოსთან დამარცხდა

წარუმატებელი აღმოჩნდა ნაცუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღე ტოჩინოშინისთვის. ტოჩი მე-2 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა და დამარცხდა. ქართველ სუმოისტს მიმდინარე ტურნირზე ჩატარებული 8 ბრძოლიდან 7 მოგება აქვს და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად კიდევ 3 გამარჯვება სჭირდება.

თამარ ჩუგოშვილი

19 მაისი 2019, 12:34

საქართველო

ჩუგოშვილი: არის იმის რესურსი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდეს

"შესაბამისად, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ ზუგდიდის საარჩევნო ოლქზე გაამახვილოს ყურადღება. დარწმუნებულები ვართ, რომ მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და დღეს ყველა გამარჯვებას ვიზეიმებთ,"- თქვა ჩუგოშვილმა.

19 მაისი 2019, 12:29

მსოფლიო

Reuters: ირანი ნავთობის ექსპორტის ტაქტიკას და ტრაექტორიას ცვლის

აშშ-ის სანქციების გამო ირანი ნავთობის ექსპორტის ტაქტიკას და ტრაექტორიას ცვლის - წერს Reuter-ი ირანის მაღალი თანამდებობის ჩინოსანზე დაყრდნობით. „ნავთობის სამინისტროს ტაქტიკა ჩვენს პორტებში ნავთობის ტრაექტორიის და პუნქტების განლაგების კუთხით შეიცვალა“ - განაცხადა ირანის საზღვაო საქმეებში დირექტორის მოადგილე ილნა ხადი ხაკშენმა.

ქეთევან სორდია

19 მაისი 2019, 12:27

საქართველო

მოქალაქე: ნიკა გვარამიამ პარკი გამომგლიჯა, მუხლებით დამაგდო, მაჯანჯღარებდა. ვიდეო

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 95-ე უბნის დამკვირვებლის ქეთევან სორდიას მტკიცებით, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, მაშინ როდესაც სმენას სხვა დამკვირვებელს აბარებდა, საარჩევნო უბნიდან გამოვიდა და პოლიეთილენის პარკით ფეხსაცმელი მიჰქონდა რა დროსაც გვარამია მას თავს დაესხა და უთხრა, რომ პარკში საარჩევნო სიები ჰქონდა.

19 მაისი 2019, 12:27

საქართველო

ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნების კანდიდატები პირველსავე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ

ივანიშილი იმედოვნებს, რომ ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს, როგორც მთაწმინდაში, ისე სხვა ოლქებში. აქტივობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების კანდიდატები პირველსავე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ."

Spacex

19 მაისი 2019, 12:14

ტექნოლოგიები

SpaceX-მა აშშ-ის ხელისუფლებას უჩივლა

კომპანია SpaceX-მა აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. The Washington Post-ის ცნობით, საჩივარი სახელმწიფო კონტრაქტებს ეხება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საჩივრის შემცველობა კონფიდენციალურია.

აჰმედ იმამკულიევი

19 მაისი 2019, 12:01

საქართველო

იმამკულიევი: „ქართული ოცნება“ აგრძელებს აგრესიით და ზეწოლით ბრძოლას

მარნეულში, 67-ე ბანზე ხმა მისცა ,,ევროპული საქართველოს,“ კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა. მისი თქმით, მარნეული იქნება ქალაქი, საიდანაც მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება დაიწყება. მერობის კანდიდატმა საარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და თქვა, რომ ,,ქართული ოცნება“ აგრესიითაა და ზეწოლით ცდილობს საარჩევნო მარათონში გამარჯვებას.