imedi /  12 მარტი 2019, 08:48 / სანდო წყარო

აშშ-ში კონორ მაკგრეგორი დააკავეს

კონორ მაკგრეგორი

კონორ მაკგრეგორი

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში შერეული ორთაბრძოლის ირლანდიელი ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი დააკავეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება

პოლიცია მას შეიარაღებულ ძარცვასა და ხულიგნობაში ადანაშაულებს. მედიის ინფორმაციით, სასტუმრო Fountainebleu-სთან სპორტსმენმა თავის გულშემატკივარს, რომელიც მისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, მობილური ტელეფონი ჯერ წაართვა, შემდეგ კი დაუმტვრია, მისი ნაწილები კი თან წაიღო.

დაზარალებულის მტკიცებით, მისი ტელეფონი 1000 დოლარი ღირდა.

ყველა სიახლე

ჯინ არნასი

20 ოქტომბერი 2019, 16:56

ტაბლოიდი

როგორ გამოიყურება Singapore Airlines-ის თვითმფრინავის ლუქს-ნომერი. ვიდეო

გამოცემა The Points Guy UK-ის მოგზაურობის საკითხებში ექსპერტმა ჯინ არნასმა ​ლონდონიდან სინგაპურში ავიაკომპანია Singapore Airlines-ის თვითმფრინავის ლუქს-ნომერში იმგზავრა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს. ლონდონიდან სინგაპურში ლუქს-ნომერში ფრენა 5 ათასი გირვანქა ღირს.

დონალდ ტრამპი

20 ოქტომბერი 2019, 16:55

მსოფლიო

ტრამპი კლინტონის მიერ გაკრიტიკებულ დემოკრატებს გამოესარჩლა

შესაბამისი განცხადება ტრამპმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. „ჰილარი კონგრესმენ ტალსი გაბარდს „რუსეთის ფავორიტს“ უწოდებს, ჯილ სტაინს კი „რუსეთის აქტივს“. ალბათ გაგიგონიათ, რომ მეც რუსეთის მოყვარულს მეძახდნენ (მართლაც მიყვარს რუსი ხალხი, ყველა მიყვარს). ჰილარი შეიშალა“, - წერს ტრამპი.

გაფიცვა

20 ოქტომბერი 2019, 16:39

ეკონომიკა

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

ბერლინის, მიუნხენის, დიუსელდორფისა და კიოლნის აეროპორტებმა რეისები აქციის გამო გადადეს. ბერლინის აეროპორტში Eurowings-ის სულ ცოტა 15 რეისი არ შესრულდა, მიუნხენის აეროპორტში 10 რეისი. დიუსელდორფის აეროპორტში კი 4 რეისი გაუქმდა. გაფიცვა თბილისის დროით ღამის 02:00 საათამდე გაგრძელდება.

რაფაელ ნადალი მარია პერელიო

20 ოქტომბერი 2019, 16:29

ტაბლოიდი

რაფაელ ნადალი დაქორწინდა

33 წლის სპორტსმენის რჩეული 31 წლის მარია პერელიო გახდა, რომელსაც ნადალი 2005 წლიდან ხვდება. ცერემონია ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე გაიმართა. მას 350 სტუმარი დაესწრო, მათ შორის ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველი.

სალომე ზურაბიშვილი

20 ოქტომბერი 2019, 16:15

საქართველო

ზურაბიშვილი: ქართული ღვინო თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს გამოიწვევს

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო სადილზე უმასპინძლა ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს. წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა.

აფეთქება ხიდი

20 ოქტომბერი 2019, 16:12

მსოფლიო

აშშ-ში 1928 წელს აშენებული ხიდი ააფეთქეს. ვიდეო

აშშ-ში, მისურის შტატში ააფეთქეს ხიდი Champ Clark-ი, რომელიც ერთმანეთთან მისურისა და ილინოისის შტატებს აკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა WGEM News-ი ავრცელებს. მდინარე მისისიპიზე 1928 წელს აშენებული ხიდი 18 ოქტომბერს ააფეთქეს, რის შემდეგაც 48 საათის განმავლობაში სპეციალისტებს წყლიდან ლითონის კონსტრუქციები უნდა ამოეღოთ.

ძაღლი

20 ოქტომბერი 2019, 16:10

ტაბლოიდი

#დააბრუნეთრალფისახლში: 7 წლის ბიჭმა მოპარული ძაღლი მისი ნახატებით დაიბრუნა

გულგატეხილმა ბიჭმა საყვარელი ძაღლი დახატა, ნახატები კი მშობლებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ბიჭის ნახატებმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში თანაგრძნობა გამოიწვიეს და მათ დაიწყეს ჰეშთეგის გამოყენება #bringralphhome (#დააბრუნერალფისახლში).

ატოცი

20 ოქტომბერი 2019, 16:05

საქართველო

ატოცში განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად აქციის მონაწილეები სოფელ შაქშაქეთთან შეიკრიბნენ

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები შაქშაქეთის ბლოკპოსტიდან სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან მისვლას ცდილობენ. მოძრაობის წევრმა ტიტე გედენიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ატოცის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ, აქცია მშვიდობიანი ფორმატით, შაქშაქეთის ბლოკპოსტთან გაგრძელდება.

მუზაფარუდინ იემენი

20 ოქტომბერი 2019, 15:56

მსოფლიო

ავღანეთის ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმას მსხვერპლი მოყვა

ავღანეთში ვარდაკის პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმას სულ მცირე სამი პოლიციელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი TOLONews-ი ავრცელებს. შემთხვევა პროვინციის ცენტრში, ქალაქ მაიდანშაჰრში მოხდა. დანაღმული მანქანა გზაზე გუბერნატორის კორტეჟი გადაადგილების დროს აფეთქდა.

20 ოქტომბერი 2019, 15:45

მსოფლიო

ბარსელონაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას 600-მდე ადამიანი დაშავდა

ბარსელონის ქუჩები პროტესტმა მოიცვა. აქციების დაწყებიდან დღემდე პოლიციასთან შეტაკების დროს 600-მდე ადამიანი დაშავდა. ბარსელონას მერის ადა კოლაუს ინფორმაციით, დაშავებული პოლიციის ოფიცერების და დემონსტარნტების მდგომარეობა რთულია.

ფელისიტი ჰოფმანი

20 ოქტომბერი 2019, 15:32

ტაბლოიდი

პაპარაცებმა ფელისიტი ჰოფმანს ციხეში ფოტოები გადაუღეს

სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი, მსახიობი ფელისიტი ჰოფმანი, რომელიც კალიფორნიის ქალაქ დუბლინის ციხეში იხდის სასჯელს, ოჯახის წევრებთან შეხვედრის დროს პაპარაცებმა ფოტოები გადაუღეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

განდაგანა

20 ოქტომბერი 2019, 15:15

კულტურა

„განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ცეკვა „განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ Facebook-ზე გაავრცელა. ცეკვა „განდაგანა“ აჭარული ცეკვების ერთ-ერთი სახეობაა.

გურამიშვილის გამზირი

20 ოქტომბერი 2019, 14:50

ძალოვნები

აფეთქებისას დაზიანებულ კორპუსთან დაკავშირებით დასკვნა დაახლოებით 1 კვირაში გახდება ცნობილი

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსთან მთელი ღამის განმავლობაში ნაძალადევის გამგეობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. დაახლოებით 170 ადამიანი სასტუმროებშია გადაყვანილი.

მანანა დოიჯაშვილი

20 ოქტომბერი 2019, 14:37

კულტურა

კონსერვატორიის რექტორის მოადგილეს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

კონსერვატორიის თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი და მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე ამბობს, რომ მას აქვს მცდელობა გავლენა მოახდინოს ახალი რექტორის არჩევის პროცესზე და უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის ხელმძღვანელად მისთვის მისაღები კანდიდატი გაიყვანოს.

20 ოქტომბერი 2019, 14:30

საქართველო

ატოცში ჟურნალისტები შეუშვეს. ვიდეო

19 ოქტომბერს ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი კეთდება, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს.

ჩილე პროტესტი

20 ოქტომბერი 2019, 13:16

მსოფლიო

ჩილეს ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ჯარი გამოიყვანა

​ვალპარაისოში გადაღებული ვიდეო ქალაქის მერმა ხორხე შარპმა გამოაქვეყნა. ღამით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში სამხედროები, შემდეგ კი ერთ-ერთ სამოქალაქო პირს სცემენ, რომელიც მათ მიმართ აგრესიას არ ავლენდა.

ფრენსის ფორდ კოპოლა

20 ოქტომბერი 2019, 12:52

კულტურა

კოპოლა ლუმიერების სახელობის პრემიის მფლობელი გახდა

ამერიკელი კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა ლუმიერების სახელობის პრემიის მფლობელი გახდა. მსოფლიო კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული ჯილდო ლეგენდარულ რეჟისორს ლიონის კინოფესტივალზე გადასცეს.

დრონი

20 ოქტომბერი 2019, 12:31

ტექნოლოგიები

ვირჯინიის შტატში დრონის საშუალებით ტვირთების მიწოდება დაიწყო

აპლიკაციით შეკვეთილი საქონელი მომხმარებელს შეკვეთიდან 10 წუთში მიუვა, რის შემდეგაც დრონი დასატენად სადგურზე დაბრუნდება. აშშ-ის კანონმდებლობით ავტომატიზებული მიწოდება ჯერჯერობით აკრძალულია, ამიტომ შეკვეთის მიწოდებას ოპერატორი აკონტროლებს, რომელსაც ერთდროულად 5 დრონის კოორდინირება შეუძლია.

მარკ ესპერი

20 ოქტომბერი 2019, 11:23

მსოფლიო

აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარს სავარაუდოდ ერაყში გაგზავნის

იტყობინება Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით. მარკ ესპერის თქმით, ჯარისკაცები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა თავდაცვის მდივანმა ისიც განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმა შესაძლოა, შეიცვალოს.

ქაშმირი სროლა

20 ოქტომბერი 2019, 11:07

მსოფლიო

ინდოეთი-პაკისტანის საზღვარზე ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოყვა

ინდოეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პაკისტანმა ქაშმირის რეგიონში მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, რის გამოც მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. თავის მხრივ, ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციის უფროსმა ფარუქ ჰაიდერმა სროლის დაწყებაში ინდოეთი დაადანაშაულა.