imedi /  18 მარტი 2019, 17:12 / სანდო წყარო

ჩინეთის აკრძალული ქალაქი ტურისტებისთვის გაიხსნა. ისტორია

იმპერატორ ცანლუნის საზაფხულო სასახლე

იმპერატორ ცანლუნის საზაფხულო სასახლე

„აკრძალული ქალაქი პეკინში“ - ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა. ფართო მასშტაბით ტურისტებისთვის ქალაქის გამოფენა წელს გაიხსნა, მანამდე კი ქალაქის კარიბჭე პირველად 94 წლის წინ გააღეს. 

აკრძალული ქალაქი, ეს უზარმაზარი სასახლის კომპლექსია, რომელიც ჩინეთში მე-15 საუკუნეში გააშენეს და დაახლოებით 500 წლის განმავლობაში ის დახურული იყო. კომპლექსი ცინების დინასტიის 24 იმპერატორის სახლი იყო და შიგნით ყოფნის უფლება მხოლოდ მათ და მსახურებს ჰქონდათ. 

ლეგენდის თანახმად, სასახლე მილიონმა მუშამ გააშენა და მისი ფართობი 720 ათასი კვადრატული კილომეტრია.  კომპლექს თავდაპირველად ციცინჩენს უწოდებდნენ, რაც „მეწამულ აკრძალულ ქალაქს“ ნიშნავს, თუმცა დღეს არქიტექტურულ ანსამბლს გუგუნს უწოდებენ, რაც „ყოფილ სასახლეს“ ნიშნავს.

აკრძალული ქალაქის ყველაზე მასშტაბური შენობა უმაღლესი ჰარმონიის სასახლეა, რომელსაც „დრაკონების სამყაროს“ უწოდებენ, რადგან ისინი თითქმის ყველა კედელზე არიან გამოსახულნი.

ჩინეთში ყვითელი ფერი, იმპერატორის ფერია, ამიტომ ქალაქის ყველა შენობის სახურავი ყვითელი ფერისაა, გარდა ბიბლიოთეკა ვენიუნაგესი, რომელსაც შავი სახურავი აქვს. ჩინელებს სჯეროდათ, რომ შავი ფერი ხანძრისგან იცავდა შენობას.

ყველა სიახლე

ნაჯიბ რეზაკი

16 ივლისი 2019, 14:51

მსოფლიო

მალაიზიის ყოფილი პრემიერის საკრედიტო ბარათიდან საიუველირო ნივთებზე დღეში $800 000 დაიხარჯა

მალაიზიის ყოფილი პრემიერმინისტრის ნაჯიბ რეზაკის საკრედიტო ბარათიდან იტალიაში საიუველირო ნივთების შესაძენად, დღეში $800,000-ზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ბანკის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა.

16 ივლისი 2019, 14:41

მსოფლიო

ბულგარეთში ჰაკერებმა მილიონობით ადამიანის მონაცემები მოიპარეს

მინისტრის თქმით, ჰაკერების ხელში 5 მილიონზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის პირადი მონაცემები აღმოჩნდა. როგორც მარინოვმა განმარტა, მოპარული მონაცემები მათ ადგილობრივ მედიასაშუალებებს რუსულ სერვერზე დარეგისტრირებულები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს.

16 ივლისი 2019, 14:30

თემა

როდის და რატომ ისწავლა ადამიანმა ტირილი?

ძლიერ ემოციას ადამიანი ხშირად ტირილის გარეშე ვერ უმკლავდება. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, საკუთარი ცრემლები უცხო თვალს მოარიდოს. ერთი შეხედვით, ტირილში უცნაური არაფერია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. საინტერესოა, რატომ ვღვრით ცრემლებს? კაცები მართლა უფრო ნაკლებად ტირიან, ვიდრე ქალები? ადამიანის გარდა სხვა სულიერი არსებებიც ტირიან?

მერაბ წკრიალაშვილი

16 ივლისი 2019, 14:05

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

ადვოკატის განმარტებით დუმილის უფლება ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისივე განცხადებით, ჯერ საქმის მასალები არ მიუღია, რადგან მისი დაცვის ქვეს მყოფისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

ფლოიდ ნაიმორდ ქოვი

16 ივლისი 2019, 14:02

ტაბლოიდი

ვიეტნამის ომის 78 წლის ვეტერანმა სკოლის დიპლომი აიღო

ქოვის ვიეტნამის ომში იქამდე მოუწია წასვლა, ვიდრე სკოლას დაამთავრებდა. ამის გამო კი დიპლომის გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთხელ ქოვიმ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს იმის შესახებ უამბო, რომ დედამისი იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ მას სკოლა დამთავრებული არ ჰქონდა.

16 ივლისი 2019, 13:56

მსოფლიო

მუმბაიში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში კი 40-მდე ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შენობა დაახლოებით ასი წლის წინ აშენდა. კორპუსში 15 ოჯახი ცხოვრობდა.

16 ივლისი 2019, 13:25

თემა

ვინ არის ინტერნეტის „მრევლი“ და რა კავშირი აქვს მას რელიგიასთან?

წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მე-8 საუკუნის ბაღდადში ან მედიჩის ფლორენციაში. ამ დროს და ამ ადგილებში რელიგია იყო ჰაერი, რომლითაც ადამიანები სუნთქავდნენ, წყალი, რომელსაც სვამდნენ და ეს იყო ნებისმიერი სოციალური კავშირის საფუძველი. ანტიკური ქალაქები საერთო სალოცავების - ეკლესიების ან მეჩეთების ირგვლივ შენდებოდა,სკოლებში კი ძირითადად რელიგია ისწავლებოდა. ასეთი ადგილები ქმნიდნენ სოციალურ კაპიტალს და უზრუნველყოფდნენ ორმხრივს ნდობას ადამიანებს შორის, მიუხედავად მათ შორის არსებული სხვაობისა. დღეს ამ როლს ინტერნეტი ასრულებს, რომელიც ყველგანაა და ხელმისაწვდომიa სმარტფონების მეშვეობითაც. მეცნიერული და აკადემიური აზროვნების განვითარებამ რელიგია ნამდვილად ვერ ჩაანაცვლა, თუმცა ინტერნეტის სახით მას დღეს უკვე ძლიერი მეტოქე ჰყავს.

16 ივლისი 2019, 13:13

საქართველო

მერია ახალგაზრდულ ბანაკებსა და ლაშქრობებს მოაწყობს

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტები, რომელთა მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ტრადიციულად წელსაც განხორციელდება.

ვიორიკა დენჩილე

16 ივლისი 2019, 13:08

მსოფლიო

რუმინეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ვიორიკა დენჩილეს განმარტებით, ორივე პოლიტიკოსს მოსახლეობაში „ცუდი იმიჯი“ ჰქონდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ორივე ექსმინისტრი სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, თავად პრემიერი კი „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“.

16 ივლისი 2019, 12:59

ძალოვნები

მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტის ჩავარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

16 ივლისი 2019, 12:56

ძალოვნები

ასპინძაში კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

16 ივლისი 2019, 12:35

ეკონომიკა

საათნახევრის განმავლობაში მეორედ უფასოდ მგზავრობა მიკროავტობუსითაც იქნება შესაძლებელი

„ბილეთს რაც შეეხება, ინტეგრირებული გადახდის სისტემა არის ავტობუსებში და მეტროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ, მგზავრმა ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევრის განმავლობაში გადაჯდომის შემთხვევაში, ის მეტროში აღარ იხდის. სათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას"- განაცხადა ხმალაძემ.

საფა და მარვა ულაჰები

16 ივლისი 2019, 12:29

ტაბლოიდი

თავებით გადამბული სიამის ტყუპი 50-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს

ტყუპი დის განცალკევებისთვის ექიმების ჯგუფმა გოგონების ანატომიის ვიზუალიზაციისთვის ვირტუალური რეალობა გამოიყენა. 3D პრინტერით კი სავარჯიშოდ განკუთვნილი თავის სტრუქტურის მოდელები შექმნეს. ოპერაციის დროს ექიმებმა ჯერ სისხლძარღვები განაცალკევეს, ბოლოს კი ბავშვების ძვლის გამოყენებით თავის ქალა შეკრეს.

ზაქარია ქუცნაშვილი

16 ივლისი 2019, 12:24

საქართველო

ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

16 ივლისი 2019, 12:18

საქართველო

გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნა

„მოგზაური მერი“ - ამ წარწერით ვარსკვლავი გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ქალაქის მერიასთან გაუხსნა. „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მერის მოგზაურობასა და მივლინებებზე 6 თვის განმავლობაში 150 000 ლარი დაიხარჯა.

პაატა იმნაძე

16 ივლისი 2019, 12:17

საქართველო

პაატა იმნაძე: ოჯახებში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მამა მონადირე ან მეთევზე იყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმთ, რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, ტყვიის სხვადასხვა წყარო იყო, ასეთი ოჯახები კი ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.

16 ივლისი 2019, 12:04

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფოთის საკრებულოს სხდომაზე გახარიას თვალახვეული პლაკატით მივიდა

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „გახარია წადი“, - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა. მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო.

16 ივლისი 2019, 12:02

ვიდეო

ფოლკლორული ანსამბლი ,,ზურმუხტი" ლონდონიდან - სიმღერით „ვაგიორქო მა“

მამუკა ბახტაძე
ივერი ბუაძე

16 ივლისი 2019, 11:59

საქართველო

პრემიერმინისტრმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისას დაშავებულ სამხედროს ბინა გადასცა

უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს. პრემიერმინისტრის ინიციატივით, გმირი ქართველი სამხედროები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ, რათა

16 ივლისი 2019, 11:48

ეკონომიკა

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია იწყება

"სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, 200 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე,- განაცხადა კალაძემ.