imedi /  23 მარტი 2019, 23:17 / სანდო წყარო

მეგან მარკლის მშობიარობისთვის კლინიკის პერსონალს დასვენების დღეები გაუუქმეს

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ლონდონში ღვთისმშობლის სახელობის კლინკაში იმშობიარებს, იმ საავადმყოფოში, რომელშიც მანამდე ქეით მიდლტონმა იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pagesix-ი ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, მარკლი კლინიკაში უახლოეს კვირებში დაწვება. დაწესებულების ხელმძღვანელობამ მედპერსონალს აპრილის თვეში დასვენების ყველა დღე გაუუქმა.

ამ დრომდე უცნობია წყვილს გოგო ეყოლება თუ ბიჭი. როგორც ტაბლოიდები წერენ, იმ შემთხვევაში, თუ მეგანი და ჰარი გოგოს მშობლები გახდებიან, ჩვილს შესაძლოა დიანა დაარქვან.

ყველა სიახლე

აფხაზეთი, ბედიის მონასტერი

15 სექტემბერი 2019, 17:12

კულტურა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში ფრესკები დაზიანდა. ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში კედლები თითქმის სრულად არის დაზიანებული. განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები. შენობაში ჩანს ხარაჩოები.

სალომე ზურაბიშვილი

15 სექტემბერი 2019, 17:11

საქართველო

თეთრიწყაროში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიხსნა

სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა ფორუმს არაჩვეულებრივი წამოწყება უწოდა და თქვა, რომ ასეთი საქმიანობა ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას.

15 სექტემბერი 2019, 17:05

საქართველო

„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო სიის შედგენის ახალ წესზე გადაწყვეტილება მიიღო

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. პოლიტსაბჭოს წევრებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის შედგენის ახალი წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული წესის მიზანია სიის შედგენისას მაქსიმალურად გამოირიცხოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

ჰონგ-კონგი

15 სექტემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა ჰიმნი God Save the Queen იმღერეს

ჰონგ-კონგში ასობით დემონსტრანტმა აქციაზე დიდი ბრიტანეთის დროშით და დედოფალ ელისაბედ მეორის გამოსახულებიანი ბანერით გავიდა. ისინი ბრიტანეთის საკონსულოს წინ მღეროდნენ სიმღერას "God Save the Queen" და ყოფილი კოლონიზატორებისგან ჩინეთზე ზეწოლის გაძლიერება მოითხოვეს.

ვოლოკოპტერი

15 სექტემბერი 2019, 16:47

ტექნოლოგიები

გერმანიაში ორადგილიანი აეროტაქსი გამოსცადეს

ამის შესახებ Twitter-ზე მწარმოებელი კომპანია Volocopter-ის ტექნიკური დირექტორი იან-ჰენდრიკ ბიოლენსი წერს. ელექტროძრავებზე მომუშავე ვოლოკოპტერი-ტაქსი Mercedes-Benz-ის მუზეუმის მახლობლად ჰაერში 4 წუთის განმავლობაში რჩეობდა, პილოტი მას მიწიდან მართავდა, ტაქსიში კი არავინ იჯდა.

ინტერნეტი

15 სექტემბერი 2019, 16:34

ტექნოლოგიები

როგორია საქართველოში ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში სარგებლობდა ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.1 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.8 პროცენტი კი - უფრო იშვიათად. ყველაზე ხშირად კი სოცქსელებისთვის იყენებენ.

აქცია

15 სექტემბერი 2019, 16:25

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან მოთხოვნები წარადგინა

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დაიწყო. პარტიის ლიდერები პროტესტის მონაწილეებს მიმართავენ. ირმა ინაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა 10 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი და მოქალაქეებს იმ დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ უამბო.

პოლიცია

15 სექტემბერი 2019, 16:11

ძალოვნები

თბილისში ცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

დაკავებულმა 15 სექტემბერს ქართული კინოს მოედანთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1985 წელს დაბადებულ პირს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე.

„ამერიკული აფერა“

15 სექტემბერი 2019, 15:59

კულტურა

მეცნიერებმა ჰოლივუდის კაცი და ქალი მსახიობების ანაზღაურება შეადარეს

ჰოლივუდის მსახიობი კაცების ანაზღაურება ქალებისას აღემატება. ჰადერსფილდის, ვისკონსინისა და ლანკასტერის უნივერსიტეტების მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. ეკონომისტების გათვლებით, საშუალოდ განსხვავება ანაზღაურებაში ერთი ფილმისთვის 1,1 მილიონ დოლარს შეადგენს.

ლორდი ედვარდ სპენსერ-ჩერჩილი

15 სექტემბერი 2019, 15:41

საქართველო

გამოფენის ორგანიზატორი, საიდანაც ოქროს უნიტაზი მოიპარეს, საქართველოს მსხვილი ინვესტორია

გამოფენის ორგანიზატორი, საიდანაც ბოლო დღეებში გახმაურებული ოქროს უნიტაზი მოიპარეს, ლორდი ედვარდ სპენსერ-ჩერჩილია. ის მარლბოროს ჰერცოგის შვილი და ლეგენდარული ბრიტანელი პოლიტიკოსის უინსტონ ჩერჩილის ოჯახის წევრია. ლორდ ედვარდ სპენსერ-ჩერჩილი 2007 წლიდან საქართველოში საქმიანობს.

ჭავჭავაძის გამზირი

15 სექტემბერი 2019, 15:23

საქართველო

ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული მუშა „ენ ეს გრუპში“ მუშაობდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში imedinews განუცხადეს, რომ მუშა მათ ტერიტორიაზე დაიღუპა, სადაც ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. უნივერსიტეტის A და E კორპუსებში ეზოს კეთილმოწყობისთვის, საკანალიზაციო სისტემების და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, სახელმწიფო ტენდერის შედეგად კომპანია „ენ ეს გრუპი“ დაიქირავეს.

ე.წ. გამშვები პუნქტი

15 სექტემბერი 2019, 15:13

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვას ეხმაურებიან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, გამშვები პუნქტების დახურვა დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და ზრდის დაძაბულობას.

დამასკო

15 სექტემბერი 2019, 14:57

მსოფლიო

დამასკოში ომის დაწყების შემდეგ პირველად საერთაშორისო ქსელის 2 სასტუმრო გაიხსნება

ფრანგული ჯგუფი Louvre Hotels Group-ი სირიის დედაქალაქ დამასკოში 2 სასტუმროს გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს. ხუთვარსკვლავიანი Royal Tulip Semiramis და ოთხვარსკვლავიანი Golden Tulip Mazzeh მუშაობას 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყებენ, მას შემდეგ რაც მათთვის განკუთვნილი შენობების აღდგენა დასრულდება.

15 სექტემბერი 2019, 14:50

საქართველო

მერია: ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული მუშა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევა სრეაბილირაციო სამუშაოებს არ უკავშირდება. შემთხვევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. ადგილზე საკანალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

დავით ბაქრაძე გიგი უგულავა

15 სექტემბერი 2019, 14:22

საქართველო

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო სიის შედგენის წესს ცვლის

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის ახალ წესზე გადადის. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ოთახში ბრიფინგი გაიმართა. ახალი წესის მიხედვით, კანდიდატი ირჩევს კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულს და ამ ტერიტორიულ ერთეულში მიღებული ხმების შესაბამისად დალაგდება კანდიდატების საბოლოო რეიტინგი.

ავტოპარკი

15 სექტემბერი 2019, 14:12

საქართველო

აუდიტი: საჯარო სამსახურებში საწვავს მივლინებების და შვებულების დროსაც ხარჯავენ

სახელწიფო აუდიტმა სამინისტროების ავტოპარკის მართვის და რეგულირების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშმა აჩვენა, რომ საჯარო მოხელეები საბიუჯეტო თანხებს საწვავში მაშინ ხარჯავდნენ, როცა მივლინებებში იყვნენ ან შვებულებით სარგებლობდნენ.

ლომი

15 სექტემბერი 2019, 14:00

მსოფლიო

ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში ლომები გამოჩნდნენ

თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებზე ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მოსეირნე სულ მცირე 7 აზიური ლომი ჩანს. სატყეო სამსახურის წარმომადგენლის სუნილ ქუმარ ბერვალის განცხადებით, ლომები ჯუნაგადჰიდან 70 კილომეტრში მდებარე გირის ტყიდან მოვიდნენ.

მეგი ნიკოლსონი გიორგი გახარია

15 სექტემბერი 2019, 13:53

საქართველო

პრემიერი ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტს მეგი ნიკოლსონს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტს მეგი ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაური მეგი ნიკოლსონს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ესაუბრა.

გაუპატიურების მცდელობა

15 სექტემბერი 2019, 13:37

ძალოვნები

პოლიციამ ქუთაისში ქალზე თავდასხმის გამო კაცი დააკავა

ქუთაისში 21 წლის ქალზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევა ხარებავას ქუჩაზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ხარებავას ქუჩაზე მდებარე კორპუსში მდებარე ბინაში კაცი გაზის კომპანიის თანამშრომლის სახელით შევიდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი მარტო იმყოფებოდა. პოლიციამ კაცი გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავა.

მოპარული ნივთები

15 სექტემბერი 2019, 13:32

ძალოვნები

ბარსელონაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ბარსელონაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური პოლიცია ავრცელებს. დაკავებულებს ბარსელონასთან მდებარე დაბა ბაშ-ლიობრეგატში 7 სახლის ძარცვა ედებათ ბრალად. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულებს შემდეგი ძარცვის ათობით სახლი ჰქონდათ მონიშნული.