imedi /  26 მარტი 2019, 21:37 / სანდო წყარო

9 საინტერესო ფაქტი იაპონური საგზაო წესებისა და მძღოლების შესახებ

იაპონია

იაპონელ მძღოლებს უკვე 100 წელია აერთიანებთ ის, რომ ისინი YOKOHAMA-ს საბურავებს იყენებენ. წელს კომპანიამ ახალი საზაფხულო მოდელები გამოუშვა. რაც შეეხება რამდენიმე საინტერესო ფაქტს იაპონიის გზებისა და მძღოლების შესახებ, ამაზე სტატია Meduza-მ მოამზადა.

მაგალითად, იაპონიაში მარცხენა ზოლიანი მოძრაობა სამურაების გამო შემოიღეს. ისინი ხანჯალს მარცხენა ხელში იჭერდნენ.

იაპონელებს საგზაო ნიშანი "STOP"-ი არა მრგვალი, არამედ სამკუთხედი აქვთ.

იაპონიაში მწვანე შუქნიშანს "ლურჯს" ეძახიან, რადგან ადრე სწორედ ლურჯი ფერი რთავდა მძღოლებს მოძრაობის გაგრძელების უფლებას. შემდეგ ფერი შეიცვალა, თუმცა არა ჩვევა.

იაპონიაში 75 წელს გადაცილებულ მძღოლებს საქარე მინაზე სპეციალური ნიშანი აქვთ დაკრული. ეს აუცილებელია. ამ ქვეყანაში მანქანის ქონაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტექშემოწმება, გადასახადი და დაზღვევა წელიწადში 1500-ზე მეტი დოლარი ჯდება. 

რაც შეეხება გზებს, საინტერესოა ის, რომ ქალაქ კავასაკისა და კისარაძუს ერთმანეთთან წყლის ქვეშ გაყვანილი გვირაბი აკავშირებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელია - 9.6 კილომეტრი.

საინტერესოა ისიც, რომ მარშრუტი AH1 აზიურ ქსელში ყველაზე გრძელი საერთაშორისო გზაა. ის ტოკიოში იწყება და თურქეთსა და ბულგარეთს შორის საზღვრამდე აღწევს. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ იაპონიაში ძალიან ბევრი გზატკეცილი და ესტაკადაა.

იაპონიაში ავტოსაგზაო შემთხვევებზე მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის ტარება დაახლოებით 2700 დოლარამდე ჯარიმას იწვევს, ამასთან მძღოლი შესაძლოა 1 წლით ციხეშიც კი მოხვდეს. 

ყველა სიახლე

19 ივნისი 2019, 11:06

ეკონომიკა

2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანია დასახელდა

ბრიტანულმა მარკეტინგულმა კომპანია Skytrax-მა 2019 წლის საუკეთესო ავიკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერი Qatar Airways-ი გახდა, მეორეზე კი Singapore Airlines-ია. მესამეზე იაპონური ANA All Nippon Airways-ი გავიდა. ათეულში ასევე მოხვდნენ Cathay Pacific Airway, Emirates-ი და EVA Air-ი.

ხანძარი

19 ივნისი 2019, 10:43

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძრის გაჩენაში ბრალდებული კომპანია მილიარდ დოლარს გადაიხდის

გაირკვა, რომ მასშტაბური სტიქია სწორედ Pacific Gas & Electric Corp-ი კუთვნილმა ელექტროგადამცემმა ხაზებმა გამოიწვია. განსაკუთღებით დაზარალდა ქალაქი ფარადაიზი, რომელიც $270 მილიონს მიიღებს.

19 ივნისი 2019, 10:32

საქართველო

ვაშლიჯვარში კორპუსის საყრდენი კედელი ჩამოინგრა

ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის N5-ში კორპუსის საძირკვლის საყრდენი კედლის ჩამონგრევის გამო ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო. საფრთხე 1 ოჯახს ემუქრება, ამიტომ საბურთალოს გამგეობის გადაწყვეტილებით ისინი დროებით საცხოვრებელში გადაჰყავთ.

MH17

19 ივნისი 2019, 10:18

მსოფლიო

მალაიზიური ბოინგის საქმეზე 4 ეჭვმიტანილი არსებობს

საერთაშორისო საგამოძიებო გუნდმა, 24 მაისს "მალაიზიის ავიახაზების" ანგარიში წარადგინა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ "ბუკი", რომლიდანაც MH17 ჩამოაგდეს, კურსკთან არსებულ 53-ე საზენიტო ბრიგადიდან წაიღეს. რუსეთი მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებას კატეგორიულად უარყოფს.

მამა-შვილი

19 ივნისი 2019, 10:09

მსოფლიო

ავსტრალიის სასამართლომ სპერმის დონორს კანონიერი მამის სტატუსი მიანიჭა

კაცმა სასამართლოს გზით მოახერხა, რომ ბავშვის ბიოლოგიურ დედისა და მისი ცოლს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. წყვილი ახალ ზელანდიაში აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას.49 წლის კაცი თავისი უფლებებისთვის 5 წლის განმავლობაში იბრძოდა. გოგო ახლა 11 წლისაა.

ოქსფორდის უნივერსიტეტი

19 ივნისი 2019, 09:55

მსოფლიო

ამერიკელმა მილიარდერმა ოქსფორდის უნივერსიტეტს £150 მილიონი შესწირა

ბრიტანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ეს განათლებაში ინვესტირების წარმოუდგენელი მასშტაბია. მან ასევე მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს $350 მილიონი გადასცა. სტეფან შვარცმენი, რომელიც Blackstone-ს მფლობელიამ რესპუბლიკური პარტიის და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია.

19 ივნისი 2019, 09:48

მსოფლიო

გაერო: 70 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია

აღსანიშნავია, რომ ომისა და ძალადობის გამო ყოველდღიურად საცხოვრებელ სახლს 37,000 ადამიანი ტოვებს. ამ მხრივ ლიდერი ქვეყანა სირიაა 6.7 მილიონი მიგრანტით, მას მოჰყვება ავღანეთი 2.7 მილიონით.

პატრიკ შანაჰანი

19 ივნისი 2019, 09:41

მსოფლიო

პატრიკ შანაჰანს აშშ-ის თავდაცვის მდივნობა აღარ სურს

პატრიკ შანაჰანი კომპანია „ბოინგის“ აღმასრულებელი დირექტორი და ვიცეპრეზიდენტი იყო. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას დღეიდან მარკ ესპერი შეასრულებს. ის წამყვან კანდიდატად განიხილებოდა იმ შემთხვევაში, თუ სენატი შენეჰანს არ დაამტკიცებდა.

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია

19 ივნისი 2019, 09:34

მსოფლიო

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა

სამეფო ოჯახში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო შეწუხებულები არიან. მითუმეტეს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტისას კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონიდან უინძორისკენ მიემართებოდნენ. წყვილი აპირებს დაშავებულ ქალს ყვავილების თაიგული გაუგზავნოს.

ტეილორ სვიფტი

19 ივნისი 2019, 09:33

კულტურა

ლგბტ თემის მხარდამჭერ ტეილორ სვიფტის კლიპს უკვე 30-მილიონამდე ნახვა აქვს. ვიდეო

სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი You Need To Calm Down გამოუშვა. კლიპში მომღერლები კეტი პერი და ადამ ლაბერტი, მსახიობი რაიან რეინოლდსი, ასევე ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი. სვიფტის მეშვიდე სტუდიური ალბომის Lover რელიზი 23 აგვისტოს შედგება.

კიმ კარდაშიანი

19 ივნისი 2019, 09:19

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანმა შვილების ემოციური ფოტო გააზიარა

"ჩემი ბიჭები",- წერს კიმი. ფოტოზე 3 წლის სეინტი ახალშობილ უმცროსს ძმას ეფერება. ამერიკელ ვარსკვლავებს, კიმ კარდაშიანს და კანიე უესტს ოთხი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ბოლო ორი სუროგაციის გზით გაჩნდა.

წვიმა

19 ივნისი 2019, 09:11

საქართველო

საქართველოში დღეს წვიმა და ქარი გაძლიერდება

ასევე საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. მათივე ცნობით, 21 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

19 ივნისი 2019, 09:03

მსოფლიო

აშშ-ში სატვირთო გემიდან მილიარდი დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

სამართალდამცველების ცნობით, გემს ნარკოტიკული საშუალება ფილადელფიიდან ჩილეში, შემდეგ კი ევროპაში უნდა გადაეტანა. პოლიციამ გემის კეიპაჟის ყველა წევრი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

19 ივნისი 2019, 08:59

ძალოვნები

112-ში მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

"ასევე, მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის მონიტორინგი. სიტუაცია თბილისის მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება,"- წერია განცხადებაში.

თინათინ ზოიძე

19 ივნისი 2019, 08:54

ეკონომიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს

თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელძღვანელობდა.

ლომისის მამათა მონასტერი

19 ივნისი 2019, 08:49

საქართველო

დღეს ლომისობაა

მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ. ლომისა წმინდა გიორგის სახელობის უძველესი სალოცავია. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

კლინიკა

19 ივნისი 2019, 08:47

ძალოვნები

მსჯავრდებულს, რომელმაც უცხო სხეულები გადაყლაპა, ოპერაცია ჩაუტარდა

როგორც უწყებაში აცხადებენ 6-დან 8 აპრილამდე პერიოდში მსჯავრდებულს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა; შიმშილობის მიზეზად ასახელებდა, რომ არის უდანაშაულო და მოითხოვდა მისი სისხლის სამართლის საქმის გადახედვას. 3 ივნისს მსჯავრდებულს შესთავაზეს ოპერაციული მკურნალობა, რაზეც უარი განაცხადა.

პოლიცია

19 ივნისი 2019, 08:43

ძალოვნები

რუსთავში კაცის მიერ ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ექიმი ამბობს, რომ უდანაშაულოა

ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეხვედრა

19 ივნისი 2019, 08:37

ტექნოლოგიები

ბლოკჩეინკომპანია Input Output HK Ltd-ის ექსპერტები საქართველოს ეწვევიან

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და IOHK-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩარლზ ჰოსკინსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრაზე განიხილეს ასევე ბიზნესისა და სახელმწიფო სერვისების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

დონალდ ტრამპი

19 ივნისი 2019, 08:27

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას ილაპარაკა. "ვაპირებთ, ამერიკას დიდება შევინარჩუნო".- დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს არის დაგეგმილი.