imedi /  10 აპრილი 2019, 16:17 / სანდო წყარო

ეკონომისტებმა „სამეფო კარის თამაშების“ გამარჯვებული დაასახელეს

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრიუს კრეივენმა პოპულარული ტელესერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ანალიზი ჩაატარა და შესაძლო „გამარჯვებულიც“ დაასახელა. სპეციალურად Associated Press-ისთვის გაკეთებული პროგნოზის თანახმად, საბოლოო ჯამში რკინის ტახტზე სანსა სტარკი ავა.

აკადემიკოსის მტკიცებით, სანსას სასარგებლოდ მისი მდიდარი გამოცდილება ითამაშებს.

„თავიდან ის სუსტი და უუფლებო პრინცესა იყო, შემდეგ კი ვერაგულ სტრატეგად იქცა. მან დამამცირებელ ქორწინებებს გაუძლო და გარემოებების მიხედვით ადაპტირება ისწავლა, რაც მის მამას ნედ სტარკს არ შეეძლო“, - განაცხადა კრეივენმა.

სააგენტოს მიერ გამოკითხული საფონდო ბაზრის წარმომადგენლები და ბუკმეკერული კომპანიები რკინის ტახტის მთავარ პრეტენდენტად ბრან სტარკს ასახელებენ. მათი აზრით, ბრანის მთავარ უპირატესობას მომავლის წინასწარმეტყველების უნარი წარმოადგენს.

ოქსფორდის უნივერსიტეტში შუასაუკუნოვანი ევროპული ლიტერატურის პროფესორი კეროლაინ ლარინგტონის აზრით, სანსა სტარკი რკინის ტახტს ვერ დაეუფლება, ტახტზე ასვლის მთავარი პრეტენდენტი კი დეინერის ტარგარიენია.

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონი HBO-ს ეთერში 14 აპრილს გავა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

23 იანვარი 2021, 10:38

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

23 იანვარი 2021, 10:37

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240 629-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 038 მოქალაქე.

23 იანვარი 2021, 10:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 98 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 98 174 074 შემთხვევა გამოვლინდა, 2 107 281 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 54 115 919 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 24 818 779 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 414 004 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 იანვარი 2021, 10:13

რეგიონი

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა.

23 იანვარი 2021, 10:07

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამშვიდობო მისია

23 იანვარი 2021, 10:06

თავდაცვა

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა.

23 იანვარი 2021, 10:03

სამართალი

თბილისში კიბერდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

თბილისში, 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის მოქალაქე - შ.ს. დააკავეს. მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თორნიკე შენგელია

23 იანვარი 2021, 09:57

სპორტი

„ფენერბახჩესთან“ შეხვედრაში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკას“ რიგებში საუკეთესო იყო

საკალათბურთო „ევროლიგის“ მორიგი ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკას“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო, თუმცა მიუხედავად ამის მოსკოვის გუნდი სტამბოლის „ფენერბახჩესთან“ 83:89 დამარცხდა.

Johnson&Johnson-ის ვაქცინა

23 იანვარი 2021, 09:51

COVID19

ენტონი ფაუჩი: Johnson&Johnson-ის ვაქცინასთან დაკავშირებით სიახლეები უახლოეს ორ კვირაში გვექნება

Johnson&Johnson-ის ვაქცინის საკითხზე სიახლეები უახლოეს ორ კვირაში გვექნება, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

23 იანვარი 2021, 09:32

მსოფლიო

პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ჯანმოს ნორმას 8-ჯერ გადააჭარბა

პეკინში მცირე მყარი ნაწილაკების PM 2,5 საშუალო დღიურმა კონცენტრაციამ, რაც სმოგის ძირითად მიზეზს წარმოადგენს, პეკინში 1 კუბურ მეტრზე 190 მიკროგრამი შეადგინა, მაშინ როდესაც ჯანმოს დადგენილი ნორმის მაქსიმალური მაჩვენებელი 25 მიკროგრამს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ პეკინის გარემოს დაცვის მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

კორონავირუსი გერმანია

23 იანვარი 2021, 09:10

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 16 417 ადამიანს დაუდასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 879 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

კორონავირუსი ბრაზილია

23 იანვარი 2021, 08:59

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 56 552 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 56 552 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1096 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

საფრანგეთი საქართველო

23 იანვარი 2021, 08:54

პოლიტიკა

ნატოში საფრანგეთის წარმომადგენლობა: საფრანგეთი მხარს უჭერს ნატოსთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საჰაერო თავდაცვის ინიციატივით

ნატოსთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საფრანგეთი მხარს უჭერს საჰაერო თავდაცვის ინიციატივით, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირდება.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 08:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი არჩევნების გზით ვერასოდეს დაბრუნდება, არც არეულობის შესაძლებლობას მისცემს ვინმე, მისი დრო დასრულდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს გამარჯვებაა, თუმცა ასე არ ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი და მიაჩნია, რომ გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობაა“.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 08:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში თუ მის გარეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება, დესტაბილიზაციის შესაძლებლობები გამოიყენოს

დემოკრატია არის მონაწილეობა და ის, ვინც უარს აცხადებს მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მონაწილეობაზე უარს აცხადებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და ისინი ოპოზიციის მეორე ნაწილზე პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2021, 08:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია კამალა ჰარისს: ვიცე-პრეზიდენტად თქვენი არჩევა არის შთამბეჭდავი გზავნილი, რომ დღეს პლანეტაზე ყველა ქალს შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის

გიორგი გახარია

23 იანვარი 2021, 08:28

პოლიტიკა

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, მადლობას გიხდით ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის.

ვაქცინაცია

23 იანვარი 2021, 08:24

COVID19

ნიუ-იორკის შტატში ვაქცინების მარაგი ამოიწურა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, შტატში კორონავირუსის ვაქცინების მარაგი უკვე ამოიწურა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NY1 ავრცელებს.

Facebook

23 იანვარი 2021, 08:16

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

სოციალური ქსელი Facebook-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ სერვისი Downdetector-ი წერს.

ამინდი

23 იანვარი 2021, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 23 იანვარს ქუთაისში მზიან დღეს და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +10 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმში +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +12, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.