Imedi /  19 აპრილი 2019, 17:36 / სანდო წყარო

კუები 100-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

ავსტრიის რეპტილიების ზოოპარკში ბინადარი ორი კუ ერთმანეთს 100 წლის შემდეგ დაშორდა. BBC-ის ცნობით, ცნობილი კუები 300 კილოგრამს იწონიან და მათი ასაკი, სავარაუდოდ, 120-დან 140-წლამდე მერყეობს. 

ზოოპარკის დირექტორის, ჰელგა ჰაპის თქმით, დედალი კუ, სახელად ბიბი და მამალი კუ პოლდი გალაპაგოსის კუნძულებიდან ავსტრიაში 1976 წელს ჩაიყვანეს. 

ჰელგა ჰაპი, რომელიც კუებს 30 წელია უვლის, ამბობს, რომ კუები წლების განმავლობაში ერთად უპრობლემოდ ცხოვრობდნენ, არ ჩხუბობდნენ და ერთმანეთს არ სცილდებოდნენ, თუმცა 100-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი ურთიერთობა დაიძაბა. 

"ერთ დღეს ბიბიმ პოლდის უკბინა და თავს დაესხა ისე, რომ კუს სისხლი წამოუვიდა და ვეტერინარი გახდა საჭირო. არ ვიცი რა მოხდა, ვიფიქრებდი, რომ პოლდი სხვა დედალი კუთი დაინტერესდა, მაგრამ აქ სხვა კუ არ გვყავს. შეიძლება ბიბიმ იფიქრა, რომ უკვე ძალიან დიდია, მას პოლდისთან ერთად 100 წელი აქვს გატარებული, რთულია ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთ პარტნიორთან იყო", - აცხადებს ჰაპი.

ზოოპარკის დირექტორის თმით, კუების შესარიგებლად ადმინისტრაციამ ყველაფერი სცადა - ბიბისთვის მესამე (სათამაშო) კუ მიიყვანეს, რათა თავისი აგრესია მასზე გადაეტანა. კუები ერთმანეთსაც დააშორეს და მხოლოდ ჭამის დროს მიუშვეს ერთმანეთთან, რადგან ბიბის ძალიან უყვას ჭამა და იფიქრეს, რომ ისევ შეუყვარდებოდა პოლდი. ზოოპარკის ძველ ბინადრებს ფსიქოთერაპიაც ჩაუტარეს, თუმცა არაფერმა გაამართლა. 

"მათი დაშორება სამწუხარო იყო, მაგრამ ამავე დროს ზოოპარკისთვის ფინანსურ გამოწვევადაც იქცა. საჭირო იყო ცალკე ვოლიერის აშენება, რაც ძვირი ჯდება", - აღნიშნავს ავსტრიის რეპტილიების ზოოპარკის დირექტორი. 

დღესდღეობით კუების ვოლიერებს შორის მინის კედელია, რომელშიც საჰაერო ხვრელებია მოწყობილი, რათა ერთმანეთის სუნი იყნოსონ, იმ იმედით, რომ კუები ოდესღაც შერიგდებიან. 

ყველა სიახლე

20 მაისი 2019, 11:04

საქართველო

NDI-ს კვლევით „ტელეიმედი“ ნდობის რეიტინგში პირველ ადგილზეა

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კახა კალაძე

20 მაისი 2019, 10:52

საქართველო

კალაძე: შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია

სანდრა რულოვსს არჩევნების შედეგებთან შეგუება მოუწევს. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია. განცხადება ჟურნალისტებთან თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ერთადერთი რაზეც პოლიტიკური გაერთიანება დგას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამიაა.

20 მაისი 2019, 10:35

მსოფლიო

ტაჯიკეთის ციხეში „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეებმა ბუნტი მოაწყვეს

ტაჯიკეთის დედაქალაქ, დუშანბეს ციხეში, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეების მიერ მოწყობილი ბუნტის შედეგად 29 პატიმარი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულმა 30-მა პირმა მძევლად აიყვანა 3 ოფიცერი, რათა გაქცევა მოეწყოთ. დამნაშავეებს ცივი იარაღები ჰქონდათ.

პირველი რესპუბლიკის მოედანი

20 მაისი 2019, 10:35

საქართველო

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას. ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.

ცესკო

20 მაისი 2019, 10:32

საქართველო

„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გარეთიანებული სამეფოს დაფინანსებით.

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები

20 მაისი 2019, 10:30

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები სერიალს დაემშვიდობნენ

სერიალის ბოლო სეზონს მაღალ შეფასებებს არ უწერენ. ბევრი ფანი უკმაყოფილოა როგორც ფინალური სერიით, ასევე მთელი სეზონით, თუმცა უმრავლესობა მაინც თანხმდება იმაზე, რომ საერთო ჯამში სატახტოთა თამაშების ისტორიამ მსოფლიო კინემატოგრაფიაში უდიდესი კვალი დატოვა.

მართვის მოწმობა

20 მაისი 2019, 10:24

საქართველო

დღეიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულადაა შესაძლებელი

" მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS, ან ელექტრონული ქვითარი)“, - წერია განცხადებაში.

პოლიცია

20 მაისი 2019, 10:20

ძალოვნები

გურჯაანში არასრულწლოვანი დაჭრეს

imedinews-ის ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს დაზიანება მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ საღამოს გურჯაანის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სხვა დეტალები უცნობია. საქმეზე გამოძიება სსსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 09:57

მსოფლიო

ზელენსკის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

21 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.

მიგრანტები

20 მაისი 2019, 09:34

მსოფლიო

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში მიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საბუთების არმქონე მიგრანტები საფრანგეთის პრემიერმინისტრ ედუარდ ფილიპსა და Air France-ის ხელმძღვანელთან ითხოვდნენ შეხვედრას. თავშესაფრის მაძიებლებმა საფრანგეთიდან დეპორტაცია გააპროტესტეს.

სკარლეტ იოჰანსონი

20 მაისი 2019, 09:16

ტაბლოიდი

სკარლეტ იოჰანსონი თხოვდება

მისი რჩეული Saturday Night Live-ის სცენარისტი 36 წლის კოლინ იოსტია. წყვილი უკვე 2 წელია ხვდება. თუმცა, ერთმანეთს 2006 წლიდან იცნობენ. კოლინისთვის პირველი ქორწინება იქნება, 34 წლის მსახიობისთვის კი მესამე. სკარლეტს 6 წლის ქალიშვილი ჰყავს.

ტეილორ სვიფტი და The Jonas Brothers

20 მაისი 2019, 09:04

კულტურა

Voice-ის ფინალზე ტეილორ სვიფტი, The Jonas Brothers და BTS-ი იმღერებენ

ამერიკის შეერთებული შტატები მუსიკალური შოუს Voice-ის ფინალის მოლოდინშია. როგორც გაირკვა, ფინალურ შოუზე ტეილორ სვიფტი, The Jonas Brothers და BTS-ი იმღერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შოუს ორგანიზატორები ავრცელებენ.

ლაშა ტალახაძე

20 მაისი 2019, 08:56

სპორტი

ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია ქობულეთში დღეს გაიმართება

ქობულეთში ასევე დაჯილდოვდება 2018 წლის საუკეთესო ქალი ძალოსანი ესპანელი ლიდია ვალენტინი. წლის საუკეთესოკაცი და ქალი ძალოსნების ვინაობა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

კრისტინ ლაგარდი

20 მაისი 2019, 08:43

ეკონომიკა

კრისტინ ლაგარდი სამუშაო შეხვედრებს თბილისში დღეს გამართავს

ვიზიტის ფარგლებში ლაგარდი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ ეწვია.

ცესკო

20 მაისი 2019, 08:28

საქართველო

ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ხულოში მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ლიდერობს ხმათა 70,91 პროცენტით (9 909 ხმა). „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ ხმათა 23,74 პროცენტი მიიღო (3 318).

ზაურ დარგალი

20 მაისი 2019, 08:20

საქართველო

მარნეულში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ ზაურ დარგალს ხმათა 78.6% აქვს

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევი, რომელსაც 11.49% პროცენტი აქვს, ხოლო მესამეზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი 7.54%-ით.

გიორგი შენგელია

20 მაისი 2019, 08:10

საქართველო

ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა

ამავე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.48% აქვს. სხვა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს. 107 უბნიდან მონაცემები დათვლილია ყველა მათგანში.

20 მაისი 2019, 08:04

საქართველო

დღეს თბილისში შვიდი საბავშვო ბაღი არ იმუშავებს

სამუშაოები იმ ბაღებში ჩატარდება, სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული. ეს ბაღებია: 144-ე, 150-ე, 155-ე, მე-3, 170-ე, 152-ე და 172-ე საბავშვო ბაღები. სააღმზრდელო პროცესი აღნიშნულ ბაღებში 21 მაისიდან აღდგება. სკოლებში, რომლებშიც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სწავლის პროცესი არ შეფერხდება.

თამარ ჟვანია

20 მაისი 2019, 01:55

საქართველო

ცესკომ 19 მაისის არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც 2019 წლის 19 მაისის არჩევნების შედეგების ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესზე ილაპარაკა. თამარ ჟვანიას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 173 361-მა ამომრჩეველმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2019, 01:32

მსოფლიო

ტრამპი ირანს აშშ-სთან ომს არ ურჩევს

მაისის დასაწყისში აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ნფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ნაწილიდან გასვლას მოჰყვა. სანქციები ირანის ლითონის მოპოვებას შეეხება, რომელიც ამ ქვეყნისთვის ნავთობის შემდეგ უდიდესი ინდუსტრიაა.