imedi /  25 აპრილი 2019, 19:06 / სანდო წყარო

ფესტივალ Coachella-ზე ჰერპესის ვირუსის მასობრივი აფეთქება შეინიშნება

ფესტივალი Coachella

ფესტივალი Coachella

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე ჰერპესის ვირუსის მასობრივი აფეთქება შეინიშნება. ამის შესახებ გამოცემა TMZ საიტ HerpAlert-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ეძღვნება.

მიმდინარე წელს ფესტივალი 12 აპრილს დაიწყო და ამ დღიდან HerpAlert-ზე გაიზარდა ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციის მაძიებელთა რიცხვი. აღსანიშნავია, რომ 1105 შემთხვევა კალიფორნიის ქალაქებში - ინდიოში, პალმ-დეზერთში, ლოს-ანჯელესსა და სან-დიეგოში დაფიქსირდა, სადაც Coachella-ს სტუმართა დიდი ნაწილი ცხოვრობს.

HerpAlert-ის ინფორმაციით, ჩვეულებრივად მათთან დღეში 12 მიმართვა შედის, თუმცა ფესტივალის დაწყებიდან პირველ ორ დღეში პაციენტების რიცხვმა 250-ს გადააჭარბა. მათი განცხადებით, ბოლოს მიმართვიანობის ასეთი მკვეთრი მატება 2018 წელს, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის დროს დაფიქსირდა, როდესაც დღეში პაციენტების რიცხვი 60-ს აღწევდა.

მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი Coachella კალიფორნიაში პირველად 1999 წელს ჩატარდა. მიმდინარე წელს ღონისძიებაში Childish Gambino, არიანა გრანდე და იდრის ელბა მონაწილეობდნენ.

ყველა სიახლე

მთაწმინდის ფერდობი

28 თებერვალი 2020, 20:29

ძალოვნები

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

ნინო ბურჯანაძე

28 თებერვალი 2020, 20:19

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: 100/50-ზე ჩვენთვის მიუღებელია

მისივე თქმით, 100/50 მათთვის მიუღებელი, „რადგან აქ ვართ, ესე იგი იმედი გვაქვს რომ კონსტრუქციული საუბარი იქნება. სურვილი გვაქვს შეთანხმება მოხდეს, რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ 40%-ში ჯდება 100/50-ზე , 40%-ში ჯდება 125/25-ზეც, ასე რომ სამსჯელო ძალიან ბევრია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

გრიგოლ ვაშაძე

28 თებერვალი 2020, 20:16

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: თუ ციხიდან არ გამოვა ხალხი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით ზის, არავითარი შეთანხმება არ შედგება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით ზის იქ, და არ შეწყდება სხვების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, არავითარი შეთანხმება არ შედგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გერმანიის საელჩოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

გიგა ბოკერია

28 თებერვალი 2020, 20:14

საქართველო

გიგა ბოკერია: თუ დარწმუნებულები იყვნენ, რომ 40%-ზე მეტს აიღებდნენ, ეს შარი ქვეყანას რატომ აკიდეს?!

130 პარტიული სია, 20 მაჟორიტარი - ეს უზრუნველყოფს მიკიბ-მოკიბვის გარეშე იმას, რომ 40%-ს ასცდე და უპირატესობა გქონდეს, 110/40-ზე ამას ვერ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებთან ერთად მათთვის ასევე უმთავრესია პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

28 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება. „მსოფლიოში ოცზე მეტი ვაქცინის შემუშავება მიმდინარეობს და რამდენიმე პრეპარატს კლინიკური კვლევები უტარდება. პირველ შედეგებს რამდენიმე კვირაში ველით“, - განაცხადა მან.

28 თებერვალი 2020, 20:06

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო სატვირთო ავტოტრანსპორტი ცალმხრივად გავლის რეჟიმში იმოძრავებს.

28 თებერვალი 2020, 20:01

საქართველო

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. შორენა ღლონტი მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული.

მარინა ეზუგბაია

28 თებერვალი 2020, 19:47

საქართველო

ლუგარის ლაბორატორიაში ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ და დღეს გაგზავნილი 22 ტესტიდან 21-ის პასუხი ნეგატიურია

„ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ საღამოს და დღეს წაღებული 22 ტესტიდან 21 უარყოფითია, კორონავირუსი მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდგინდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი შარაშიძე

28 თებერვალი 2020, 19:47

ეკონომიკა

გიორგი შარაშიძე: საქართველოს ეკონომიკა მზად არის ისეთი დროებითი შოკისთვის როგორიც კორონავირუსია

საქართველოს ეკონომიკა მზად არის ისეთი დროებითი შოკისთვის როგორიც კორონავირუსია - ამ თემაზე ჟურნალ entrepreneur-ის დამფუძნებელმა, გიორგი შარაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

ჯანმო

28 თებერვალი 2020, 19:46

მსოფლიო

ჯანმო: კორონავირუსის რისკი ძალიან მაღალია გლობალურ დონეზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის რისკი შეფასების დონე გაზარდა. როგორც დღეს ჯანმოში განაცხადეს, კორონავირუსის რისკი ამჟამად ძალიან მაღალია გლობალური მასშტაბით.

დავით უსუფაშილი

28 თებერვალი 2020, 19:42

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ქართველები ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ უცხოელების რეზიდენციებში არ უნდა ვხვდებოდეთ

ქართველები უცხოელების რეზიდენციებში ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ არ უნდა ვხვდებოდეთ .სწორედ იმიტომ გვინდა მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, რომ აღარასოდეს გახდეს საჭირო ასეთი რაუნდები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

ხანძარი

28 თებერვალი 2020, 19:32

ძალოვნები

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. ვიდეო

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლი „ეშმაკის ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიზე ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

28 თებერვალი 2020, 19:24

ძალოვნები

ფოთის ჰოსპიტალში ახალგაზრდა კაცი კისრის არეში მიყენებული ჭრილობით მოათავსეს

ფოთის ჰოსპიტალში ახალგაზრდა კაცი კისრის არეში მიყენებული ჭრილობით და გულმკერდის დაზიანებით მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, მან ტრავმა ერთ-ერთ ტერმინალზე მიიღო. მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მესუთ ხაკი

28 თებერვალი 2020, 19:22

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: რუსეთთან ომისთვის მზად ვართ, ჩვენი შურისძიება საშინელი იქნება

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველის მესუთ ხაკის განცხადებით, თურქეთი მზად არის რუსეთთან ომისთვის, ხოლო იდლიბში მომხდარისთვის შურისძიება საშინელი იქნება. ამის შესახებ მან ტელეარხ A Haber-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ხაკის განცხადებით, თურქეთი არ არის სირიის, ერაყის, ქურთების ან არაბების მტერი.

ირანი პარლამენტი

28 თებერვალი 2020, 19:21

მსოფლიო

კორონავირუსის გამო ირანის პარლამენტი მომდევნო კვირას სხდომებს არ ჩაატარებს

„პრეზიდიუმმა გადაწყვეტილება მიიღო მომდევნო კვირას არ ჩატარდეს საჯარო მოსმენები კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, ბიუჯეტის განხილვა, სავარაუდოდ, ერთი კვირით გადაიდება.

ჯიმი საქსი

28 თებერვალი 2020, 19:13

კულტურა

კორონავირუსის გამო საქსოფონისტ ჯიმი საქსის თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების გამო, 8 მარტს დაგეგმილი საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორი AfterWork Music სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. განცხადების თანახმად, Jimmy Sax Show 2020 წლის 3 მაისს ჩატარდება.

ელენე ხოშტარია

28 თებერვალი 2020, 19:10

საქართველო

ელენე ხოშტარიასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა

„ევროპული საქართველოს“ წევრი პარლამენტში იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებიც მისგან დეპუტატის მანდატის დატოვებას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

One Republic

28 თებერვალი 2020, 19:08

კულტურა

ჯგუფ One Republic-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 6 მარტიდან დაიწყება

Black Sea Arena-ს სეზონს 10 ოქტომბერს ბენდი One Republic დახურავს. One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 18:48

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული, ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს. საუბარი შეეხო საკარანტინო ადგილების დამატებით მობილიზებას.

არჩილ თალაკვაძე

28 თებერვალი 2020, 18:46

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ე.წ. 40%-იან ბარიერზე: მზად ვართ, რომ ეს შეთანხმების მთავარი პუნქტი იყოს

„ქართულ ოცნებას“ არცერთ არჩევნებში 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა არ მიუღია. ყველა საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ გვქონდა 40%-ზე მეტი. ამ არჩევნებშიც ვგეგმავთ, რომ მივიღოთ 40%-ზე მეტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.